• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ჯანსაღი გარემო თქვენი პატარებისათვის – ეკო საბავშვო ბაღი

May 8, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მოგვიყევით, როგორ შეიქმნა ეკო საბავშვო ბაღი?

ანი რობაქიძე (დამფუძნებელი):  ბაღის შექმნის იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც უდიდესი გამოცდილება მივიღე პედაგოგის ამპლუაში. იყო რიგი საკითხები, სადაც მქონდა ჩემეული ხედვა და მიმაჩნდა, რომ მეტი აქტივობა იყო საჭირო ბავშვებთან ურთიერთობისას. 2016 წელს ჩემს პარტნიორთან ერთად შევქმენი ბაღი, სადაც სიყვარულია. ჩვენი სლოგანიც ეს გახლავთ − #აქსიყვარულია. რთული გზა გავიარეთ მე და ნათიამ, იყო უამრავი გამოწვევა, რომელსაც, მიმაჩნია, რომ გავართვით თავი და დავიწყეთ ფილიალების გახსნა.

 

ანი, რატომ ეკო ბაღი? რას სთავაზობთ განსაკუთრებულს?

როცა ბავშვი იწყებს განვითარებას და მისი მენტალური ჩამოყალიბება ხდება, სწორედ ამ ასაკში უწევს ბაღი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მგონია, შენთან მოსული მშობელი იყოს მშვიდად და ხედავდეს შედეგს. სწორედ ამიტომ, ეკო ბაღში დაგხვდებათ კვალიფიცირებული აღმზრდელები, ექიმი-პედიატრი, ფსიქოლოგი, სპეც-პედაგოგი, ჭადრაკის წრე, კარატე, ქცევითი თერაპევტი, ბალეტი, სკოლამდელი მოსამზადებელი ჯგუფისთვის უცხო ენა (ინგლისური, რუსული), ცურვა; მეთოდურად გაწერილი პროგრამა ასაკობრივ ჯგუფებზე; ხელოვნება, არტ-თერაპია, თიხით ძერწვა; სიმღერისა და ცეკვის წრე. დიდი ენერგია იხარჯება ჩემ მიერ ამ მიმართულებით.

 

 

ამართლებს თუ არა სახელს ბაღი, ეკო მიმართულებით?

ნათია აბზიანიძე (დამფუძნებელი):  ჩვენი მაქსიმალური ჩართულობით და გარემოდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ვამართლებთ. ღია სივრცე, რომელიც შევქმენით, მაქსიმალურად კეთილმოწყობილია და აღჭურვილია საბავშვო ინვენტარით. ასევე, გამწვანება იყო პრიორიტეტული. იმის მიუხედავად, რომ ვართ ქალაქის ცენტრში და ამის შანსი ნაკლები იყო, ავარჩიეთ ისეთი ადგილი, სადაც ეს გამოგვივიდოდა. ჩემთვის ყველაზე საამაყო მაინც ის გახლავთ, რომ ეკო ბაღში არის 4-ჯერადი კვება, სადაც მოვიხმართ ნატურალურ აგროპროდუქტებს, უმაღლესი ხარისხის კარაქს. მენიუ არის დინამიკური, ასევე ცალკეა შექმნილი მენიუ ალერგიის მქონე ბავშვებისთვის.

 

მორგებული ვართ მშობლის სურვილზე და ამიტომ ვმუშაობთ დილის 08:30-დან საღამოს 19:30-მდე, მთელი ზაფხული, − დიახ, არ მოგესმათ, − მთელი ზაფხული. ჩვენთან მიიღებიან 10 თვიდან 6 წლამდე ბავშვები. Live-რეჟიმი, ტრანსპორტირება − ეს ყველაფერი ეკო ბაღშია.

 

მოგვიყევით თქვენი ახალი, მასშტაბური გეგმა-პროექტის შესახებ.  პროექტის იდეა გაჩნდა ერთდროულად, ჩემი და ანის მხრიდან, რომელიც მოიცავს ბავშვის მეტ განვითარებას. ერთგვარი გამოწვევა იყო ჩვენი მხრიდან ამხელა პროექტის განხორციელება, ამიტომ დავუკავშირდით გამოცდილ კადრს, რომელმაც შექმნა ეს პროექტი და ახლაც პროცესში ვართ. ვფიქრობ, ძალიან მალე დიდ შედეგს მოიტანს ეს ყველაფერი და მნიშვნელოვან გავლენას მოვახდენთ მომავალ თაობაზე.

 

 

თათა ჩაჩუა, პროექტის ხელმძღვანელი

რას მოიცავს ეს პროექტი?

კონკრეტულად ერთი მიმართულება არ გვაქვს აღებული. უპირველესად, შევისწავლე არსებულ სფეროში პრობლემები, და ეს გახლავთ სტატისტიკა, რის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ ბაღის პედაგოგებს არ აქვთ საქართველოს მასშტაბით კვალიფიცირებული განათლება, რაც სამწუხარო ფაქტია. პირველ ეტაპზე, კადრები გადამზადდა.

 

ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, სჭირდება ფრთხილი ადაპტირება ბაღში. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ნეირო-ფსიქოლოგიის განვითარების ცენტრთან, რათა სპეცმიმართულებით ჩატარდეს ტრენინგები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი დახმარება − ნებისმიერ დროს, ეკო ბაღის გუნდის წევრი მზად უნდა იყოს და გადამზადებულ იქნას პირველად დახმარებაზე ბავშვთან. გარდა ამისა, ვიდეოპროექტი „ექიმის რჩევები“ მშობლებს, სადაც ყოველ კვირადღეს მოწვეული არიან წამყვანი ექიმები და მოკლე ვიდეორგოლის სახით გასცემენ რჩევებს. ძალიან მალე ჩვილ ბავშვთა სახლს, შშმ-ბავშვებს გავულამაზებთ დღეებს და სასურველია, თუ სხვა კერძო ბაღების ჩართულობაც იქნება, რადგან პანდემიის დროს განსაკუთრებით სჭირდებათ ჩვენი ყურადღება და რესოციალიზაცია. მშობლის აქტივობა ეკო ბაღში ყველაზე მნიშვნელოვანია, დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე. ბავშვებს აკლიათ მშობლის ყურადღება, სწორედ ამიტომ გვაქვს პროექტი „ერთი დღე მშობელთან ერთად“ − დღის განმავლობაში მშობელი იღებს მონაწილეობას ყველა აქტივობაში ჯგუფურად, რასაც ეკო ბაღი სთავაზობს ბავშვებს.

 

 

ADD: საბურთალო, არჩილ ცაგარელის ქ. #24; მუხიანი, რეზო გაბაშვილის ქ. 2ა

 

FB: Eco Kindergarten/ეკო საბავშვო ბაღი.

Inst: Eco.Kindergarten

www.ecokids.ge

მადლობას ვუხდით სასტუმროს „ვერა ჰილსი“ (Vera Hills Boutique Hotel)

ფოტო: ლევან ქართველიშვილი

ასევე გაეცანი

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის
Health & Beauty

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

March 9, 2026
#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის
Health & Beauty

#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის

March 9, 2026
#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 9, 2026
#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით
ინტერვიუ

#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

March 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ნანიკო ხაზარაძე 51 წლის გახდა

#OK! ნანიკო ხაზარაძე 51 წლის გახდა

October 26, 2023
#OK! “პოპულარობა ჩემთვის არაფერს ცვლის, რადგან საბოლოოდ, ყველანი ჩვეულებრივი ადამიანები ვართ” – ჰარი სტაილსი

#OK! “პოპულარობა ჩემთვის არაფერს ცვლის, რადგან საბოლოოდ, ყველანი ჩვეულებრივი ადამიანები ვართ” – ჰარი სტაილსი

August 2, 2025
#OK! HBD Jennifer Aniston! ჯენიფერ ენისტონი 57 წლის გახდა

#OK! HBD Jennifer Aniston! ჯენიფერ ენისტონი 57 წლის გახდა

February 12, 2026
#OK! ვინი ჰარლოუ Puma-ს სამოსით! მოდელის სპორტული სტილი!

#OK! ვინი ჰარლოუ Puma-ს სამოსით! მოდელის სპორტული სტილი!

May 4, 2021

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

March 7, 2026
#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

March 8, 2026
#OK! მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ოპერის თეატრები

#OK! მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ოპერის თეატრები

March 8, 2026
#OK! ნინო სამადაშვილი – ქალური ენერგიის გრაციოზული მანიფესტი

#OK! ნინო სამადაშვილი – ქალური ენერგიის გრაციოზული მანიფესტი

March 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები