• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! „ნოსტე“ − ნედლი ხორცპროდუქტების ჯანსაღი არჩევანი

March 13, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

კომპანია „ნოსტე“ რამდენიმე თვეა, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და უკვე მოახერხა ერთგული მომხმარებლების მოზიდვა. კომპანია მომხმარებლებს ნედლი ხორცპროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, რომელიც, ვიდრე მომხმარებელი შეიძენს, უსაფრთხოების მიზნით უამრავ პროცედურას გადის. ჟურნალი OK! „ნოსტეს“ დამფუძნებელსა და წარმოების ხელმძღვანელს, ლევან ცხადაძეს ესაუბრა, რომელიც უფრო დეტალურად გვიამბობს კომპანიის უპირატესობებისა და პრიორიტეტების შესახებ.

რამდენი ხანია, რაც „ნოსტემ“ ბაზარზე ოპერირება დაიწყო?

თავდაპირველად, ერთი წლის წინ დავიწყეთ პროდუქციის წარმოება, თუმცა უკვე ექვსი თვეა, რაც საკუთარი ბრენდი ჩამოვაყალიბეთ და ბაზარზე დავიწყეთ ოპერირება.

გვიამბეთ თქვენი გამოცდილების შესახებ ამ სფეროში.

1998 წლიდან ამ სფეროში ვსაქმიანობ. თავდაპირველად, ჩემი საქმიანობა დისტრიბუციას მოიცავდა, შემდეგ მქონდა საკუთარი კომპანია, ვფლობდი ფერმასაც. მოკლედ რომ ვთქვათ, 1998 წლიდან დღემდე მჭიდროდ ვარ დაკავშირებული ამ სფეროსთან და იდეაც შესაბამისად აქედან გამიჩნდა.

რა არის კომპანიის მთავარი მიზანი?

ჩვენი მიზანია “ნოსტეს” საფირმო მაღაზიების გაფართოება, ჯანსაღი და პრემიუმკლასის ხორცპროდუქტების მიწოდება საკუთარი მომხმარებლისთვის უშუალოდ ჩვენი საფირმო მაღაზიიდან. „ნოსტეს“ პროდუქტი არის მუდმივად ახალი − საქართველოს მასშტაბით, ყოველდღიურად ახალ ხორცს ვიღებთ. ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი საჩეკები, საიდანაც მცირე მეწარმეებსაც ვამარაგებთ და პროდუქცია ექსპორტზეც გაგვაქვს − სომხეთსა და აზერბაიჯანში.

რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ ფრინველის ნედლ ხორცპროდუქტებს − როგორც მთლიანად ქათამს, ასევე სხვადასხვა ნაწილს, მათ შორის: ქათმის მკერდს, ფილეს, ბარკლებს, ფრთებს, საბულიონე მასალას, კუჭს და ღვიძლს. ასევე, ასორტიმენტში გვაქვს ქათმის თავ-ფეხი.

გვესაუბრეთ ხარისხზე.

პროდუქტის პირველადი ხარისხი მოდის წიწილიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ წიწილის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული პროდუქტის ხარისხიანობა. ამიტომ აუცილებელია მიკრობიოლოგიურ დონეზე იყოს შემოწმებული თითოეული ფრინველის ჯანმრთელობა. წიწილის ჯანმრთელობას განსაზღვრავს მაღალი იმუნიტეტი, რომლის შემოწმება მუდმივად ხდება. ჯანმრთელი ფრინველი კარგია თუნდაც იმიტომ, რომ ზრდის პროცესში არანაირ ჩარევას არ საჭიროებს, არც ანტიბიოტიკებით და არც რაიმე სხვა მედიკამენტით. ჩვენი პროდუქტის მაღალ ხარისხს ისიც განსაზღვრავს, რომ არ ვიყენებთ არავითარი სახის ქიმიურ თუ სინთეტიკურ დანამატებს და ფრინველები იკვებებიან ბუნებრივი მარცვლეულით. ჩვენ მიერ წარმოებული ფრინველის ჯიში მართალია სწრაფად მზარდია, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, რაიმე სახის ხელოვნური ჩარევა მათ გაზრდაში არ ხდება.

ამ ეტაპზე სად შეგვიძლია „ნოსტეს“ პროდუქციის შეძენა?

უკვე 20-ზე მეტი საფირმო მაღაზიით ვართ ბაზარზე წარმოდგენილები. თვეზე მეტია, ჩვენი პროდუქციის შეძენა „ფრესკოს“ მაღაზიათა ქსელშია  შესაძლებელი. სხვა კომპანიებთან არ ვთანამშრომლობთ. ახლო მომავალში ჩვენი მომხმარებელი იხილავს „ნოსტეს“ უფრო მეტ საფირმო მაღაზიებს, რომელიც ხელს შეგვიწყობს უშუალო კონტაქტი გვქონდეს მომხმარებელთან და უფრო კარგად ვაკონტროლოთ ჩვენი პროდუქციის ხარისხი და მიწოდება.

რა სახის პროცედურებს გადის პროდუქცია, სანამ მომხმარებელი შეიძენს?

ბიოუსაფრთხოება ჩვენთან საკმაოდ მაღალ დონეზეა დაცული. ამის შემდეგ უკვე ფრინველი გადის სასაკლაოზე. ჩვენ გვყავს საკუთარი კერძო ვეტერინარი ექიმი და ასევე ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენთან არის სახელმწიფო სურსათის უვნებლობის წარმომადგენელი, რომლებიც აკონტროლებენ ფრინველის ჯანმრთელობას, იღებენ სინჯებს, შემდეგ ყველა პარტია იგზავნება ლაბორატორიაში და მოწმდება მიკრობიოლოგიურ დონეზე, რათა ყველა სახიფათო დაავადება ან ბაქტერია გამოირიცხოს და მომხმარებელს ჯანმრთელი პროდუქტი მიეწოდოს.

სამომავლო გეგმები.

ჩვენი მიზანი ამ ეტაპზე ის გახლავთ, რომ კომპანიის პროდუქტი გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი. ამისათვის საჭიროა, თბილისის ყველა უბანში გაიხსნას საფირმო მაღაზიები. ვაპირებთ, მომავალ სამ თვეში ახალი სამოცი ობიექტი გავხსნათ. სამომავლოდ, ასევე ვგეგმავთ საწარმოს აშენებას და კვერცხის წარმოებას. გარდა ამისა, ახლო მომავალში საჭირო გახდება ხორცის კიდევ ერთი საწარმოს დამატება, რადგან მოთხოვნა იზრდება. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში გამოჩნდებიან ისეთი კონკურენტებიც, რომლებიც გაგვიწევენ ჯანსაღ კონკურენციას და საშუალებას მოგვცემენ უფრო და უფრო უკეთესები გავხდეთ.

ასევე გაეცანი

#OK! რისი მომზადება შეგიძლია აეროგრილში
Gastro

#OK! რისი მომზადება შეგიძლია აეროგრილში

February 23, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026
#OK! RTVELISI BRAND SHOP – ახალი სივრცე, ახალი შესაძლებლობები Sheraton-ში
Gastro

#OK! RTVELISI BRAND SHOP – ახალი სივრცე, ახალი შესაძლებლობები Sheraton-ში

February 13, 2026
#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა
Gastro

#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა

November 7, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 53 წლის ქეით ბლანშეტი Vanity Fair-ის სექტემბრის ნომრის ვარსკვლავია

#OK! 53 წლის ქეით ბლანშეტი Vanity Fair-ის სექტემბრის ნომრის ვარსკვლავია

September 8, 2022
#OK! ქენდის სვეინფული და ალესანდრა ამბროსიო საუდის არაბეთში Cyrano-ს პრემიერას დაესწრნენ

#OK! ქენდის სვეინფული და ალესანდრა ამბროსიო საუდის არაბეთში Cyrano-ს პრემიერას დაესწრნენ

December 7, 2021
#OK! რამდენიმე კვირა პრემიერამდე – ლედი გაგა House of Gucci-ის ახალ პოსტერს აქვეყნებს

#OK! რამდენიმე კვირა პრემიერამდე – ლედი გაგა House of Gucci-ის ახალ პოსტერს აქვეყნებს

November 9, 2021
#OK! ხმა მიეცი საქართველოს – 26 ნოემბერს საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს „ანასტასია და რანინა“ წარადგენს!

#OK! ხმა მიეცი საქართველოს – 26 ნოემბერს საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს „ანასტასია და რანინა“ წარადგენს!

November 25, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

February 20, 2026
#OK! GUCCI PRIMAVERA-დემნას პირველი ჩვენება მოდის სახლისთვის

#OK! GUCCI PRIMAVERA-დემნას პირველი ჩვენება მოდის სახლისთვის

February 27, 2026
#OK! მუსიკიდან დიდ ეკრანამდე – Bad Bunny ფილმ „Porto Rico“-ში მთავარ როლს შეასრულებს

#OK! მუსიკიდან დიდ ეკრანამდე – Bad Bunny ფილმ „Porto Rico“-ში მთავარ როლს შეასრულებს

February 22, 2026
#OK! დედამიწაზე შესაძლოა, სიცოცხლე გაქრეს – მეცნიერების ახალი კვლევა

#OK! დედამიწაზე შესაძლოა, სიცოცხლე გაქრეს – მეცნიერების ახალი კვლევა

February 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები