• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ნინო კობახიძე

March 4, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

„ქალები მომავლისთვის“ ბიზნესასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

რა იქცა ბიზნესის დაწყების ბიძგად?

ბიზნესი 2011 წელს დავიწყე. მაშინ, როცა საერთაშორისო კოლეგებმა საქართველოს ბაზარზე შემოსვლა გადაწყვიტეს და პარტნიორს ეძებდნენ. ისინი სადაზღვევო ბროკერის დაფუძნებას გეგმავდნენ. რეკომენდაცია კოლეგამ გამიწია და როცა გასაუბრებაზე წარმომადგენელს შევხვდი, იმ დღესვე, ერთობლივად გადავწყვიტეთ, გაგვერისკა და საქართველოში პირველი ასეთი შინაარსის კომპანია დაგვეარსებინა. ასე გაჩნდა ქვეყანაში პირველი საერთაშორისო სადაზღვევო ბროკერი, რომელიც მსოფლიოში მესამე, საფრანგეთში კი პირველ ადგილს იკავებდა. „ვილის თაუერს ვოტსონი“ ჩემი პირველი დამოუკიდებელი ბიზნესია, რომელშიც როგორც დამფუძნებელმა, შევაბიჯე. დღეს ის 10-წლიან, წარმატებულ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც ბაზარზე უპირობო ლიდერია და ჩემთვის ძალიან საამაყო პროექტი გახლავთ.

რა სახის სირთულეები შეგხვდათ წარმატების გზაზე?

სირთულეები ალბათ უფრო საქართველოში ბიზნესის წარმოების გზაზე შემხვედრია, თითქმის ყოველ ნაბიჯზე. თუმცა ჩემთვის თითოეული მათგანი, ახალი გამოწვევის მაგალითთან ერთად, ახალი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა იყო. სირთულის გადალახვის შემდეგ კი ვრწმუნდებოდი, რომ თუ მე ეს შევძელი, იგივე სხვებზეც შეიძლება გავრცელდეს და სწორედ ამიტომ, ვცდილობდი მიღებული გამოცდილება მეგობრებისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის გამეზიარებინა.

რა გასწავლათ გამოცდილებამ?

გამოცდილებამ ბიზნესში მასწავლა, რომ რისკი მთავარი კომპონენტია. როცა ამას ვამბობ, რასაკვირველია არ ვგულისხმობ გაუთვითცნობიერებელ რისკს. მათი შესწავლა არის სწორედ ის საქმე, რაშიც შემიძლია ვთქვა, რომ გამოცდილებამ პროფესიონალად ჩამომაყალიბა. სადაზღვევო საქმიანობა ხომ რისკ-ფაქტორების მართვას გულისხმობს და მრავალწლიანმა მუშაობამ აღნიშნულ სფეროში, მიმიყვანა დასკვნამდე − რისკის გარეშე არაფერი გამოდის. თუმცა, სანამ გადაწყვეტ, ის გასწიო, ნებისმიერი შედეგისთვისაც წინასწარ მზად უნდა იყო.

ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც რთულ გზაზე მხარს გიჭერდნენ?

ერთ-ერთი რამ, რაშიც ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა, არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრების გზაზე შემხვედრიან. მნიშვნელობა არ აქვს, იყო ის პროფესიონალი, მეგობარი, ხელმძღვანელი თუ ჩემს დაქვემდებარებაში მომუშავე − თითოეულს ჩემს განვითარებაში წვლილი შეჰქონდა. მათგანაც კი მისწავლია ბევრი, ვინც მაგალითად, დღეს ჩემს ცხოვრებაში აქტიურად აღარ არიან. ყოველთვის ვცდილობ ადამიანებისგან პოზიტივი ამოვკრიბო და ახლა, როცა უკან ვიხედები, მხოლოდ კარგი მახსოვს. ვფიქრობ, გამორჩეული კაპიტალი, რომელიც ცხოვრებაში გვაბადია, განსაკუთრებული ურთიერთობები და ადამიანებია. ჩემი გადმოსახედიდან, ასეთი დოზით ბედნიერება და მათი გვერდით დგომით წარმატება სხვას არაფერს მოაქვს.

 

ვინ არის თქვენი როლ-მოდელი?

ის საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, ჩემი ბებიაა, ვისი სახელიც მქვია. მიმაჩნია, რომ მისგან განსაკუთრებული სიძლიერე, სითბოს, სიყვარულის გადანაწილება, წარმატების გაზიარება, ადამიანების სწორად დანახვა ვისწავლე. ეს იყო ადამიანი, რომელმაც ორი შვილი დაკარგა, მაგრამ ბოლომდე ძალიან ძლიერ ადამიანად დარჩა. როცა ძლიერ ქალებზე ვსაუბრობ, საკუთარ წარმოსახვაში ამას ყოველთვის ახლავს ჩემი ბებიის სილუეტი.

რას ნიშნავს თქვენთვის ბიზნესასოციაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრობა?

ასოციაციის წევრობა და მისი თავმჯდომარეობა უდიდესი სიამოვნება და გამოწვევაა ჩემთვის. აქ თავს ჭკვიანი, კვალიფიციური, წარმატებული, შემდგარი ქალები იყრიან, რომლებთან ურთიერთობამაც ასევე ბევრი მასწავლა. ჩვენ ერთად ვდგავართ, ერთმანეთს მხარს ვუჭერთ და ვაძლიერებთ. ვართ იქაც, სადაც ქალთა როლის გაძლიერებაა საჭირო.

ასოციაციამ დამანახა, რომ ქალების სოლიდარული ურთიერთთანადგომა და პატივისცემა არის ის ძლიერი ჯაჭვი, რომელიც ამდენი ხანი მართავდა ქვეყანას, მოიყვანა აქამდე და კვლავაც უამრავ წარმატებას მიაღწევინებს. ნამდვილად მიმაჩნია, რომ ეს ქვეყანა ძლიერი ქალებისაა და ქალების შრომაზე დგას.

65 ძალიან წარმატებული ადამიანი ასოციაციაში ისე ვკოოპერირებთ, რომ მხოლოდ ერთმანეთისთვის წარმატების მოტანის მიზანი გვამოძრავებს.

რას უსურვებდით/ურჩევდით ქალებს, რომელთაც ბიზნესის დაწყება სურთ?

ვურჩევდი, რომ ყველა საკონსულტაციო რესურსი გამოიყენონ. გათვალონ რისკ-ფაქტორები და შემდეგ აუცილებლად გარისკონ, უკან არ დაიხიონ. დრომ მიჩვენა და დამარწმუნა, რომ ქალები საუკეთესო მენეჯერები არიან − ეს ახსოვდეთ.

როგორ ხედავთ საკუთარ თავს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში?

საკუთარ თავს ვხედავ ყოველთვის იქ, სადაც სიმართლე უნდა ითქვას. არასდროს, არავის არცერთ გადაცდომაზე, კანონდარღვევაზე თვალი არ დამიხუჭავს, არ გავჩუმებულვარ. ნებისმიერი ხელისუფლების მხრიდან, თუ რომელიღაც გადაწყვეტილება არ იქნება სწორი, ცუდ გავლენას იქონიებს ბიზნესზე, ამა თუ იმ სექტორზე, რომელშიც ვმუშაობთ. არც ამას შევეგუები. ამ დროს ერთადერთი იდეაფიქსი მამოძრავებს, რომ ჩემი და ჩვენი შვილებისთვის წელში გამართული, ძლიერი ქვეყანა ჩამოყალიბდეს. თითოეული არასწორი ნაბიჯის კორექცია, ვფიქრობ ისაა, რაც ყველამ საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ. ეს მიმაჩნია ძლიერი საზოგადოების მაფორმირებელ უმთავრეს დეტალად.

როგორია თქვენი დღის განრიგი? როგორ გეგმავთ კვირას, თვეს? როგორ ანაწილებთ დროს საქმიანობასა და ოჯახზე?

რთულია დროის გადანაწილება, თუმცა გამოცდილებამ მასწავლა, რომ შევძლო, ეფექტურად ვმართო დრო, არასდროს დავაკლო ის ოჯახსა და მეგობრებს.

ასევე გაეცანი

#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 24, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 83 წლის ჯეინ ფონდა Harper’s Bazaar-ის აპრილის ნომრის გარეკანზე

#OK! 83 წლის ჯეინ ფონდა Harper’s Bazaar-ის აპრილის ნომრის გარეკანზე

March 25, 2021
#OK! ბლეიკ ლაივლი წლევანდელ “მეტ გალას” არ დაესწრება

#OK! ბლეიკ ლაივლი წლევანდელ “მეტ გალას” არ დაესწრება

April 29, 2023
#OK! “მჯერა, რომ ყველა დედობრივი უნარი პრაქტიკიდან ჩნდება,” – სოფიკო შევარდნაძის პირველი გამოჩენა ახალშობილთან ერთად

#OK! “მჯერა, რომ ყველა დედობრივი უნარი პრაქტიკიდან ჩნდება,” – სოფიკო შევარდნაძის პირველი გამოჩენა ახალშობილთან ერთად

April 14, 2021
#OK! ბიზნეს სელებრითი – ელენე ზამთარაძე და მარიამ რამიშვილი (ვიდეო)

#OK! ბიზნეს სელებრითი – ელენე ზამთარაძე და მარიამ რამიშვილი (ვიდეო)

November 30, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ქართველი ფეხბურთელები და მათი რჩეულები

#OK! ქართველი ფეხბურთელები და მათი რჩეულები

June 24, 2025
#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

June 19, 2025
#OK! ტურისტულად ყველაზე დატვირთული ადგილები ზაფხულში

#OK! ტურისტულად ყველაზე დატვირთული ადგილები ზაფხულში

June 24, 2025
#OK! „წიგნებს მანამდე არ ვკითხულობდი, სანამ ამ როლზე არ ამიყვანეს” – რას კითხულობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები?

#OK! „წიგნებს მანამდე არ ვკითხულობდი, სანამ ამ როლზე არ ამიყვანეს” – რას კითხულობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები?

June 23, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები