მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ამჟამად პარიზის მოდის კვირეულია, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე საათის წინ მარია გრაცია ქიურიმ Dior-ის 2021-2022 წლის შემოდგომა/ზამთრის ოტ კუტიურის კოლექცია წარადგინა.
ბრენდის უახლესი კოლექციის ჩვენებას ისეთი ვარსკვლავები დაესწრნენ, როგორებიც არიან მონიკა ბელუჩი, ჯესიკა ჩესტეინი და ჯენიფერ ლოურენსი.