• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! ცნობილი ტელეწამყვანები და მათი უნიკალური სტილი

October 1, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ლოგიკურია, რომ ამ თემას ვეხები, რადგან თავადაც ტელეწამყვანი ვარ. ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ რატომაა ზოგი სახე უკვდავი და შეუცვლელი, ზოგი კი უბრალოდ არის. არსებობენ ტელეწამყვანები, რომლებსაც, ერთი შეხედვით, ყველა მონაცემი აქვთ, მაგრამ არავის ამახსოვრდება. ხვალ რომ ჩაანაცვლო მსგავსი სახით, ზეგ არც არავის გაახსენდება. ვფიქრობ, ტელეწამყვანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ორი პუნქტია − იყოს სანდო-გულწრფელი და იყოს დასამახსოვრებელი. თუ აკმაყოფილებ ამ ორ პუნქტს, მაშინ მაყურებლის სიყვარული ან სიძულვილი გარანტირებულია.

როდესაც გამორჩეულ ტელესახეებზე ვსაუბრობთ, პირველი, ვინც მახსენდება, გენიალური ბარბარა ვოლტესი და ლარი კინგი არიან − ამერიკული სატელევიზიო ეთერის ორი ტიტანი. გამორჩეული წამყვანის სტილისა და ლაპარაკის მანერით, მათ უნიკალური ეკრანული იმიჯი შექმნეს. გრძელვადიანი კარიერის განმავლობაში, ამ ორ ტელესახეს არასოდეს უღალატია საკუთარი იმიჯისათვის. მაყურებელმაც ზუსტად იცოდა, რას ელოდა მათგან.

კიდევ ერთი გამორჩეული სტილის მქონე ტელეწამყვანი ოპრა უინფრია. ბარბარასგან განსხვავებით, იგი იდეალურად „დავარცხნილი“ არასოდეს ყოფილა. ბარბარას სრულყოფილი ქალის იმიჯი ჰქონდა − მოწესრიგებული თმა, ჰარმონიულად შეხამებული სამოსი. იგი ხელმიუწვდომელი ტელესახე გახლდათ. ხოლო ოპრა „რეალური“ ქალია, რომელიც იცვამს ჯინსებს და სპორტულ ფეხსაცმელს. ის შენი მეგობარია. აქედან გამომდინარე, ტელეწამყვანისთვის მხოლოდ ინტელექტი და ნიჭი საკმარისი არ არის, მისთვის სწორად შერჩეული იმიჯი უმნიშვნელოვანესია. ეს კი არც ისე მარტივია. ტელეწამყვანისთვის მიზნობრივ აუდიტორიაზე მორგებული იმიჯის მუდამ შენარჩუნება საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

 

რაც შეეხება ღამის იუმორისტულ შოუს, აქ საქმე გაცილებით მარტივადაა. თუ დააკვირდებით, მსგავსი ტელეშოუების წამყვანებს მხოლოდ ერთი დრეს-კოდი აქვთ. დევიდ ლეტერმანი, ტრევერ ნოა, ჯიმი კიმელი, ჯიმი ფელონი, კრეიგ ფერგიუსონი, სტეფან კოლბერტი, ჯონ სტიუარტი − მათ ზუსტად ერთი და იგივე სამოსი აცვიათ. ამ სატელევიზიო მიმდინარეობაში ტელესახეები უკვე დამკვიდრებულ იმიჯს ერგებიან, მხოლოდ მათი იუმორი ერთმანეთისგან განსხვავებულია.

საკუთარი უნიკალური იმიჯი, შესაბამისი სტილი და აუდიტორიაზე ბოლომდე მორგება − თუ ტელეწამყვანი ამ კომპონენტებს აკმაყოფილებს, ის მუდმივად იქნება რელევანტური.

ასევე გაეცანი

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია
Fashion

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 4, 2026
#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები SGA Awards-ზე
Fashion

#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები SGA Awards-ზე

March 2, 2026
#OK! კაროლინ ბესეტის მინიმალისტური სტილი, რომელიც მსოფლიოს შთაგონების წყაროდ იქცა
Fashion

#OK! კაროლინ ბესეტის მინიმალისტური სტილი, რომელიც მსოფლიოს შთაგონების წყაროდ იქცა

March 1, 2026
#OK! GUCCI PRIMAVERA-დემნას პირველი ჩვენება მოდის სახლისთვის
Fashion

#OK! GUCCI PRIMAVERA-დემნას პირველი ჩვენება მოდის სახლისთვის

March 1, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ყოფილები: ბელა ჰადიდი და The Weeknd

#OK! ყოფილები: ბელა ჰადიდი და The Weeknd

October 25, 2023
#OK! შორენა ბეგაშვილი მალდივებზე ისვენებს!

#OK! შორენა ბეგაშვილი მალდივებზე ისვენებს!

February 9, 2024
#OK! 2021 წლის ყველაზე მოულოდნელი ვარსკვლავური ურთიერთობები: წყვილები, რომელთა გამოჩენას საზოგადოება ყველაზე ნაკლებად ელოდა

#OK! 2021 წლის ყველაზე მოულოდნელი ვარსკვლავური ურთიერთობები: წყვილები, რომელთა გამოჩენას საზოგადოება ყველაზე ნაკლებად ელოდა

December 29, 2021
#OK! რა ხდება „თეატრში“?

#OK! რა ხდება „თეატრში“?

June 7, 2023

კვირის ჰიტები

#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან

#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან

March 3, 2026
#OK! Netflix-ის უარის შემდეგ Warner Bros Discovery-ი  Paramount-მა შეიძინა

#OK! Netflix-ის უარის შემდეგ Warner Bros Discovery-ი Paramount-მა შეიძინა

March 2, 2026
#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

March 1, 2026
#OK! რეტროგრადული მერკური დაიწყო – რას უნდა მოერიდოს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი?

#OK! რეტროგრადული მერკური დაიწყო – რას უნდა მოერიდოს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი?

February 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები