• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion
#OK! ქართული ბრენდი „მიმა“,  რომელმაც უამრავი ახალი ტრენდი დაამკვიდრა

#OK! ქართული ბრენდი „მიმა“, რომელმაც უამრავი ახალი ტრენდი დაამკვიდრა

აპრილი 7, 2021
საკითხავი დრო: 1 min read
Share on Facebook

ხარისხი და ინდივიდუალიზმი ის უმთავრესი კომპონენტებია, რომლებსაც უკვე ორი წელია ქართული ბრენდი „მიმა“ პირველ ადგილზე აყენებს და საზოგადოებას ულამაზეს თმის რგოლებსა და აქსესუარებს სთავაზობს. მეტი დეტალისა და ინფორმაციისთვის, ჟურნალი OK! ბრენდის დამფუძნებელ მაკა მირზიაშვილს ესაუბრა.

როდის გამოჩნდა „მიმა“ პირველად ქართულ ბაზარზე და რა იყო თქვენი მიზანი?

„მიმა“ პირველად გამოჩნდა 3 წლის წინ, თუმცა აქტიურად 2 წელია რაც არსებობს. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ გამოჩენის დღიდან აქტიურად აიტაცეს მომხმარებლებმა ჩემი საავტორო ნამუშევრები, რამაც უფრო მეტად მომცა იმის სტიმული, რომ დამემკვირდებინა უამრავი ტრენდი და ქალბატონებისთვის შემეთავაზებინა ბევრი საავტორო, ექსკლუზიური სტილი.

როგორ დაიბადა ბრენდის ჩამოყალიბების იდეა?

ბიზნესიდეა, როგორც ასეთი, ჩემს გარშემომყოფ უახლოეს ადამიანებს უფრო გაუჩნდათ. რამდენიმე თავსართი ჩემთვის დავამზადე და გავუზიარე მეგობრებს სოციალური ქსელის საშუალებით, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ აუცილებლად უნდა შემექმნა გვერდი და უფრო მეტი ადამიანისათვის გამეზიარებინა ჩემი ინოვაციები. შედეგმა ნამდვილად არ დააყოვნა − ადამიანების სიყვარული, უამრავი დადებითი შეფასება, ნდობა, იმდენად მალე დავიმსახურე, რომ მეც კი მიჭირდა ამის დაჯერება და გააზრება. თუმცა, ჩემთვის ინდივიდუალიზმი და ხარისხი იმდენად მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, სწორედ ეს ორი ფაქტორი გახდა მიზეზი იმისა, რომ ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი ქალბატონი ატარებს „მიმას“.

 

 

რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩემი ძირითადი მიმართულებაა თავსართები და ბაფთები. ასევე, მცირე არჩევანია ყელსაბამის, საყურეს და ბროშის.

სწორედ თავსართისადმი ძალიან დიდმა სიყვარულმა შთამაგონა, მეტი დატვირთვა შემეძინა ამ კონკრეტული აქსესუარისთვის, ამიტომ დღეს „მიმა“ მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ თავსართებს, რომელსაც აქვს შეთავსებული თავსაბურავის დატვირთვაც ყოველდღიურ სტილზე. ასევე, ჩვენთან წარმოდგენილია სადედოფლო ხაზი, თავსართი და ბაფთა სადედოფლო ფატით. გარდა ამისა, მომხმარებლებს ვთავაზობთ თავსართებს საყურეთი და ყელსაბამით. გასული ზამთრის სეზონზე მომხმარებლებს შევთავაზეთ ყაბალახებიც, თუმცა მომავალი ზამთრიდან ფერების მეტი არჩევანი გვექნება.

რამდენად დიდია მოთხოვნა პროდუქციაზე?

მოთხოვნა იმაზე დიდია, ვიდრე წარმოვიდგენდი. როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ერთხელ შეძენის შემდეგ, მომხმარებლები ისევ აგრძელებენ სხვადასხვა სტილისა თუ ფერის თავსართების შეძენას. როგორც თავად აღნიშნავენ, დამოკიდებულნი ხდებიან „მიმაზე“.

მიხარია, რომ „მიმამ“ ახალი ტრენდი და მიმართულება შექმნა თავსართების ხაზში და ბევრი ქალბატონი, რომელიც მსგავსი საქმიანობით არის დაკავებული, ხშირად იყენებს ჩვენს ნიმუშებს. ძალიან კარგი გრძნობაა, როდესაც ხედავ, რომ მოდის ელემენტს თავად ქმნი და ბევრი მიმდევარი გყავს − როგორც მომხმარებლის, ასევე იმ ადამიანების სახით, ვინც გატაცებულია ხელნაკეთი აქსესუარების შექმნით.

გვესაუბრეთ ხარისხზე.

ჩემთვის ხარისხი არის დასაბამი ამ ყველაფრის, თუმცა ხარისხთან ერთად, არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც ვერ გავმიჯნავ ხარისხისგან, რადგან ეს ორი რამ ჩემთვის პირველ ადგილზეა. ეს არის ხარისხი და ინდივიდუალიზმი. თითოეული აქსესუარი სრულიად ხელნაკეთია. ყველაფერი იწყება მხოლოდ თავსართის რგოლიდან, კოლექციის დიდი ნაწილი მზადდება ძალიან სათუთი ქსოვილებით, სადაც უდიდესი სიფრთხილეა საჭირო შექმნის პროცესში, რადგან ნემსის ერთმა არასწორმა ჩხვლეტამ შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს ქსოვილს, თუმცა სირთულეებს არასოდეს ვერიდები − ყოველი ჩემი ახალი იდეა დიდი გამოწვევაა საკუთარი თავის წინაშე.

სად შეგვიძლია პროდუქციის შეძენა?

ქართველ მომხმარებლებს პროდუქციის შეძენა შეუძლიათ ფეისბუქ და ინსტაგრამგვერდების საშუალებით. ასევე, უცხოელი მომხმარებლები პროდუქციის შეძენას მალე შეძლებენ etsy.com-ზე.

სამომავლო გეგმები.

სამომავლო გეგმები ძალიან დიდია. უპირველესად, ეს არის კოლექციის გაზრდა. მალე რამდენიმე ახალი ხაზი დაემატება. უამრავი იდეა მაქვს, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ. ასევე, იგეგმება შოურუმის გახსნა.

 

FB: Mi•Ma Headbands & Accessories / მი•მა აბადოკები და აქსესუარები

Insta: mimaexclusivecollection

Tel: 558 12 81 82

ასევე გაეცანი

#OK! ქართული ტანისამოსის ბრენდი ART LIKA
Fashion

#OK! ქართული ტანისამოსის ბრენდი ART LIKA

აპრილი 7, 2021
#OK! SPORT LINE − თქვენი კომფორტის ზონა
Fashion

#OK! SPORT LINE − თქვენი კომფორტის ზონა

აპრილი 7, 2021
#OK! ლირდე – შექმნილია თქვენი კომფორტისთვის
Fashion

#OK! ლირდე – შექმნილია თქვენი კომფორტისთვის

აპრილი 7, 2021
#OK! უმაღლესი ხარისხის ქართული ტანისამოსი NB ATELIE-სგან ინტერვიუ დიზაინერ ნატა ბერიძესთან
Fashion

#OK! უმაღლესი ხარისხის ქართული ტანისამოსი NB ATELIE-სგან ინტერვიუ დიზაინერ ნატა ბერიძესთან

აპრილი 8, 2021

ახლა კითხულობენ

#OK! ვინი ჰარლოუმ კალიფორნიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში მდებარე სახლი შეიძინა!

#OK! ვინი ჰარლოუმ კალიფორნიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში მდებარე სახლი შეიძინა!

მარტი 9, 2021
#OK! კრისტენ სტიუარტი მეგობარ გოგონასთან ერთად გამოჩნდა

#OK! კრისტენ სტიუარტი მეგობარ გოგონასთან ერთად გამოჩნდა

აპრილი 13, 2021
#OK! ბელა ჰადიდი მაიკლ კორსის უახლესი კამპანიის გადაღებებზე

#OK! ბელა ჰადიდი მაიკლ კორსის უახლესი კამპანიის გადაღებებზე

მარტი 30, 2021
#OK! 10 საუკეთესო იმიჯი, რომელიც ლეიტონ მისტერმა სერიალ Gossip Girl-ისთვის მოირგო!

#OK! 10 საუკეთესო იმიჯი, რომელიც ლეიტონ მისტერმა სერიალ Gossip Girl-ისთვის მოირგო!

აპრილი 9, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ულამაზესი წყვილი: რუსკა თურმანიძემ და გურამ ხუციშვილმა ურთიერთობა გაასაჯაროვეს

#OK! ულამაზესი წყვილი: რუსკა თურმანიძემ და გურამ ხუციშვილმა ურთიერთობა გაასაჯაროვეს

აპრილი 9, 2021
#OK! ქეთა თოფურიას ვიზუალური ტრანსფორმაცია

#OK! ქეთა თოფურიას ვიზუალური ტრანსფორმაცია

აპრილი 8, 2021
#OK! ირაკლი მაქაცარია შეყვარებულია! ვარსკვლავი საყვარელი ქალბატონის ვინაობას ამხელს

#OK! ირაკლი მაქაცარია შეყვარებულია! ვარსკვლავი საყვარელი ქალბატონის ვინაობას ამხელს

აპრილი 10, 2021
#OK! რატომ შეაშფოთა სელენა გომესის უახლესმა ფოტოებმა საზოგადოება

#OK! რატომ შეაშფოთა სელენა გომესის უახლესმა ფოტოებმა საზოგადოება

აპრილი 11, 2021
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
    • Fashionista
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები