რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი Décor

#OK! ფარაკო – როცა ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასები ერთ სივრცეში ერთიანდება

May 7, 2021
საკითხავი დრო: 1 min read
რეკლამა

რას ანიჭებთ უპირატესობას, როდესაც ავეჯის შერჩევას იწყებთ? რასაკვირველია, ხარისხსა და ფინანსებს. ყოველთვის ვცდილობთ ხელმისაწვდომ ფასად შევარჩიოთ ავეჯი, რომელიც წლების განმავლობაში შეინარჩუნებს თავის პირვანდელ იერსახეს. OK! Decor Book გიამბობთ ბრენდ „ფარაკოს“ შესახებ, რომელიც სწორედ ამ სტანდარტს აკმაყოფილებს და მომხმარებლებს მაღალი ხარისხის პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს. ჟურნალი OK! კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელ თათია მიხელიძეს ესაუბრა, რომელიც უფრო დეტალურად გაგვაცნობს ბრენდის კონცეფციასა და უპირატესობებს.

როდის დაარსდა კომპანია და რა გზა გაიარეთ დღევანდელ დღემდე?

კომპანია „ფარაკო“ თითქმის ერთი წელია, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და დღემდე საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო ეტაპი გაიარა. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების დაბანდება პანდემიის პერიოდში განხორციელდა, თუმცა, მიუხედავად შეზღუდვებისა, ინვესტორებს უკან არ დაუხევიათ. მთელი ამ დროის განმავლობაში, ფაქტობრივად სატესტო რეჟიმში ვმუშაობდით მხოლოდ ვიწრო წრისთვის და ახლა უკვე ბაზარზე აქტიურად შესვლას ვგეგმავთ. მაისის ბოლოსთვის დაგეგმილი გვაქვს შოურუმის გახსნა და საწარმოს პრეზენტაცია.

რას მოიცავს თქვენი ძირითადი მომსახურება?

ჩვენი ძირითადი მომსახურება მოიცავს სამზარეულოსა და სააბაზანო ავეჯის დამზადებას. ასევე, მყარი ზედაპირების იმპორტს. რასაკვირველია, გვაქვს ჩვენი ხაზი − თანამედროვე და კლასიკური სტილი. ჩვენი კომპანიის დიზაინერები მუშაობენ კატალოგებზე, სადაც გათვალისწინებულია უახლესი ტენდენციები, რის მიხედვითაც, უნდა ითქვას, რომ თითოეულ დამკვეთს ინდივიდუალურად ვუდგებით, მაქსიმალურად ვცდილობთ გავითვალისწინოთ მომხმარებლის სურვილი და შევქმნათ თანამედროვე ტენდენციების მქონე ავეჯი, ინდივიდუალური შტრიხებით.

გვესაუბრეთ საწარმოზე, სადაც მზადდება „ფარაკოს“ პროდუქცია.

„ფარაკოს“ საწარმო განთავსებულია თბილისში, რამდენიმე ათას კვადრატულ მეტრზე. აღჭურვილია თანამედროვე და უახლესი მულტიფუნქციური მანქანა-დანადგარებით. მათ შორის, რამდენიმე მათგანი, საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ ჩვენს საწარმოშია წარმოდგენილი. ვიცავთ და ვნერგავთ ევროპულ სტანდარტს. საწარმოო ციკლი სრულად ავტომატიზებულია, რაც მინიმუმამდე ამცირებს ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ შეცდომებს. ჩვენთან შესაძლებელია დაჭრა/დაწიბოვება, დეტალების დამუშავება პროგრამულ ჩარხებზე. ასევე, კლასიკური ავეჯის შექმნა ვაკუუმით დამზადებული ლამინირებული საფარით.

რა უპირატესობით სარგებლობს კომპანია?

უპირატესობა უპირველესად ჩვენს საწარმოს უკავშირდება, რომელზეც ზევით უკვე მოგახსენეთ. „ფარაკოს“ გუნდს ნებისმიერი სირთულის დიზაინის ავეჯის დამზადება შეუძლია, გარდა რბილი ავეჯისა. მაქსიმალურად გვაქვს შემცირებული შეკვეთის დამზადების დრო, რადგან ამის შესაძლებლობას თავად საწარმო იძლევა.

„ფარაკო“ ექსკლუზიურად ახორციელებს Hyundai-ის ბრენდის კორიანის ქვის იმპორტს, რომელიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით და ფერის ფართო არჩევანით. კორიანის ქვის ზედაპირი, განსხვავებით გრანიტის, მარმარილოსა და სხვა ბუნებრივი ქვებისგან, არის სწორი და არაფოროვანი, რომელიც არ იწოვს სითხეს და არ ტოვებს ლაქებს. არის ჰიგიენური, მაღალეკოლოგიური, წყალგამძლე და განახლებადი მასალა. მისი ტექნოლოგიურად დამუშავებისა და უხილავი გადაბმის უნარი, შესაძლებელს ხდის ნებისმიერი ფორმისა და ნაკეთობის ავეჯის დამზადებას. აღსანიშნავია ისიც, რომ სხვა მასალებისგან განსხვავებით, კორიანის ზედაპირს აქვს უნარი, გარკვეული დროის შემდეგ პირვანდელი სახით აღდგეს.

გვესაუბრეთ ხარისხსა და ფასებზე.

ხარისხი და მაღალი კლასის სერვისი, ჩვენი კომპანიის პრიორიტეტია. შესაბამისად, მათ ზედმიწევნით დაცვას დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის აზრი და კმაყოფილება.

უკვე მაისის ბოლოდან ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, თავად შეაფასოს ჩვენი ნამუშევრები და მასალები, რომლებიც შოურუმში გვექნება წარმოდგენილი.

დარწმუნებულები ვართ, შევძლებთ ბაზარზე კონკურენტული ფასის შემოთავაზებას. ამავდროულად, მოქნილები ვიქნებით გადახდის მეთოდებშიც.

 

დაახლოებით რა დრო სჭირდება შეკვეთის დამზადებას?

შეკვეთის დამზადებას ესაჭიროება საშუალოდ ორი კვირა. ეს დამოკიდებულია დიზაინის სირთულესა და არჩეულ მასალებზე.

ჩვენი ვებგვერდი უკვე ფუნქციონირებს და ძალიან მალე მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება შეარჩიოს ნებისმიერი დიზაინი, ხოლო პროგრამა ფუნქციურად მისცემს საშუალებას, შეიყვანოს მისთვის სასურველი ზომები, რის შემდეგაც დამუშავდება მონაცემები და შეკვეთას პირდაპირ ვებგვერდზე განახორციელებს.

ვინ არიან „ფარაკოს“ გუნდის წევრები?

კომპანია დაფუძნებულია ფერეიდნელი ქართველების მიერ, რომლებსაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ საკუთარი ისტორიული სამშობლოსა და თანამემამულეებისადმი. მათი დიდი სურვილია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესება და სამუშაო ადგილების შექმნა. მენეჯმენტს წარმოადგენენ ქართველი და უცხოელი წამყვანი დარგის სპეციალისტები. ასევე, საწარმოს ნაწილში გვყავს გამოცდილი, საკუთარი საქმის მცოდნე, ინოვაციურ მეთოდებზე ორიენტირებული თანამშრომლები.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც უკვე აღვნიშნე, მაისში დაგეგმილი გვაქვს შოურუმის გახსნა და წარმოების გაფართოება. მოვემსახურებით როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კორპორაციულ კლიენტებს. ვგეგმავთ სერიულ წარმოებაზე გადასვლას. ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში მოვიცავთ საქართველოს ბაზარს, ხოლო შედარებით შორეულ პერსპექტივაში დაგეგმილი გვაქვს ექსპორტი აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით.

დარწმუნებულები ვართ, მომხმარებლებს მუდმივად შევთავაზებთ სხვადასხვა საინტერესო სიახლეს, განვითარებას და მრავალფეროვან არჩევანს.

რეკლამა
რეკლამა

ასევე გაეცანი

OK! Peack Design – ინტერიერის დიზაინის ქართული სტუდია
Décor

OK! Peack Design – ინტერიერის დიზაინის ქართული სტუდია

February 1, 2023
#OK! აღმაშენებლის 146 – კენარის პირველი პრემიუმ სივრცე უკვე გაიხსნა
Décor

#OK! აღმაშენებლის 146 – კენარის პირველი პრემიუმ სივრცე უკვე გაიხსნა

December 28, 2022
#OK! 2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი – ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან
Décor

#OK! როგორ გავაწყოთ 2023 წლის საახალწლო სუფრა

January 4, 2023
#OK! მაღალი მოდა და ინტერიერი – 2023-ის ტენდენციები
Décor

#OK! მაღალი მოდა და ინტერიერი – 2023-ის ტენდენციები

December 27, 2022
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! ბრიტნი სპირსის მამა ქალიშვილის დაავადებაზე ალაპარაკდა

#OK! ბრიტნი სპირსის მამა ქალიშვილის დაავადებაზე ალაპარაკდა

May 5, 2021
#OK! ვარსკვლავების 15 კაბა, რომელმაც სკანდალი გამოიწვია

#OK! ვარსკვლავების 15 კაბა, რომელმაც სკანდალი გამოიწვია

October 16, 2021
#OK! ალექსანდრა პაიჭაძე ქერა თმით – მოდელმა განსხვავებული იმიჯი მოირგო

#OK! ალექსანდრა პაიჭაძე ქერა თმით – მოდელმა განსხვავებული იმიჯი მოირგო

April 8, 2022
#OK! შემთხვევები, როდესაც კაილი ჯენერი დაბალფასიანი სამოსით გამოჩნდა

#OK! შემთხვევები, როდესაც კაილი ჯენერი დაბალფასიანი სამოსით გამოჩნდა

August 10, 2022
რეკლამა

კვირის ჰიტები

#OK! “როგორც მამა, ისე შვილები” – გაიცანით დამწყები მოდელები, პირს ბროსნანის ვაჟები დილან და პერის ბროსნანები

#OK! “როგორც მამა, ისე შვილები” – გაიცანით დამწყები მოდელები, პირს ბროსნანის ვაჟები დილან და პერის ბროსნანები

February 1, 2023
OK! Peack Design – ინტერიერის დიზაინის ქართული სტუდია

OK! Peack Design – ინტერიერის დიზაინის ქართული სტუდია

February 1, 2023
#OK! ნუკი კოშკელიშვილის ახალი ვიდეოები სოციალურ ქსელებს იპყრობს

#OK! ნუკი კოშკელიშვილის ახალი ვიდეოები სოციალურ ქსელებს იპყრობს

February 1, 2023
#OK! დღეს ჰარი სტაილსი 29 წლის გახდა: თაობის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიული სტილის მქონე მამაკაცი იუბილარია

#OK! დღეს ჰარი სტაილსი 29 წლის გახდა: თაობის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიული სტილის მქონე მამაკაცი იუბილარია

February 1, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×