• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion
#OK! ორიგინალური და განსხვავებული სამოსი ქართულ ბრენდ RATIANI-სგან

#OK! ორიგინალური და განსხვავებული სამოსი ქართულ ბრენდ RATIANI-სგან

აპრილი 7, 2021
საკითხავი დრო: 1 min read
Share on Facebook

სიფერადე, სიკაშკაშე, ორიგინალურობა, დახვეწილობა… სწორედ ამ კომპონენტებს აერთიანებს ქართული ბრენდი RATIANI და საზოგადოებას ხელმისაწვდომ ფასად უმაღლესი ხარისხის სამოსს სთავაზობს. როგორ გაჩნდა დაარსების იდეა და რა კონცეფციით ხელმძღვანელობს RATIANI ბაზარზე? − ყოველივე ამის შესახებ OK!-ის ბრენდის დამფუძნებელი, სოფიო რატიანი უამბობს.

სოფო, რას სთავაზობს RATIANI მომხმარებელს?

მოგესალმებით. უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ დაინტერესდით ჩვენი სამკერვალო-ატელიეთი. ჩვენი სამომავლო საქმიანობისთვის ეს ძალიან დიდი სტიმულია.

სამკერვალო-ატელიე RATIANI მდებარეობს თბილისში, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქ. 11/13-ში. დაარსდა 2018 წელს და ჩვენ მიერ წარმოებული სამოსი უკვე 3 წელია, რაც არსებობს ბაზარზე.

მე − სოფიო რატიანი, გახლავართ ატელიეს დამფუძნებელი. აღვნიშნავ, რომ პროფესიით არ ვარ დიზაინერი, თუმცა ბავშვობიდან მიზიდავდა ჩაცმის არაორდინარული და ექსტრავაგანტული სტილი. გონებაში ხშირად წარმოვიდგენდი, როგორ ვქმნიდი ორიგინალურ და განსხვავებულ სამოსს საკუთარ ატელიეში. ეს ოცნება კი დაუღალავი შრომის შედეგად ავიხდინე ჩემს პროფესიონალ გუნდთან ერთად.

გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი დიზაინერებითა და გამოცდილი მკერავებით. კერძოდ, ატელიეში მუშაობს: 30-წლიანი სტაჟის მქონე მკერავი ფიქრია შამათავა; სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული, დამწყები დიზაინერი თათია ქურხაშვილი და სხვადასხვა პროფესიონალი კონსტრუქტორ-დიზაინერები დროებითი კადრის სახით.

ატელიე RATIANI მომხმარებლებს სთავაზობს როგორც სადღესასწაულო, ასევე ყოველდღიურ სამოსს − იქნება ეს ჩვენი დიზაინით შექმნილი, თუ კლიენტისთვის სასურველი უკვე არსებული დიზაინით.

 

 

გვესაუბრეთ ბრენდის იდეასა და კონცეფციაზე.

მინდა მოგახსენოთ, რომ ბაზარზე წარმოდგენილი ვართ როგორც ბრენდის, ასევე მრავალმხრივ ფუნქციური ატელიეს სახით. ატელიეს გახსნის იდეა და კონცეფცია კი იყო ის, რომ შეგვექმნა ქართული ნაწარმი… გარემო, სადაც მომხმარებლები შეიმოსებოდნენ მათ გემოვნებაზე მორგებული, საქართველოში დამზადებული სამოსით ხელმისაწვდომ ფასად. ამ ეტაპზე, სამოსის კერვაზე ატელიე მუშაობს მხოლოდ მდედრობითი სქესის ხაზით. თუმცა, სხვა სახის მომსახურების მიღება (აღდგენა/გადაკეთება) შეუძლია ნებისმიერი სქესის წარმომადგენელს.

რომელი სტილის სამოსს სთავაზობს ბრენდი მომხმარებელს?

ატელიე RATIANI-ს სტილი უნივერსალურია. მომხმარებლებს ვთავაზობთ მრავალფეროვან არჩევანს. კერძოდ: ატელიეში შოურუმის სახით წარმოდგენილია ჩვენი დიზაინით შექმნილი ახალი სამოსი; იკერება საქორწილო, სადღესასწაულო, ყოველდღიური და სხვადასხვა ტიპის სამოსი; ასევე, ჩვენს მომხმარებლებს საშუალება აქვთ, ჩვენი გუნდის დახმარებით, მოახდინონ მათთვის სასურველი ძველი ნივთის აღდგენა/გადაკეთება.

ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?

ატელი RATIANI-ს მომსახურება გათვლილია ფართო სეგმენტზე. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით დინებას და ვცდილობთ, ყველანაირი კონტინგენტი დავაკმაყოფილოთ. ჩვენი მომხმარებლები არიან ბავშვები და ზრდასრული ადამიანები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

რა მიგაჩნიათ ბრენდის უპირატესობად და რა არის თქვენი ნიშა?

დღესდღეობით, მსოფლიო ბაზარზე ძალიან ბევრი ბრენდი და ატელიე არის წარმოდგენილი. მათ შორის კი დიდი კონკურენციაა. რა არის ჩვენი უპირატესობა და ნიშა? − რაც შეიძლება მეტი სიფერადე, სიკაშკაშე, ორიგინალურობა, დახვეწილობა და ხელმისაწვდომი ფასები. ყოველივე ეს, ჩვენს ატელიეში შექმნილ კოლექციას დასამახსოვრებელს ხდის.

გვესაუბრეთ ხარისხზე.

ხარისხი მართლაც მნიშვნელოვანია. თუმცა, ჩვენი გადმოსახედიდან, ეს ხარისხი ფინანსურად და იდეოლოგიურად უნდა იყოს კომბინირებული და გათვლილი ნებისმიერ სეგმენტზე. ზოგისთვის ხარისხი ძვირფას ქსოვილშია, ზოგისთვის − შესრულებულ სამუშაოსა და მიღებულ შედეგში. ვცდილობთ, ინდივიდუალურად მივუდგეთ ყველა მომხმარებელს და გავითვალისწინოთ თითოეული მათგანის მოთხოვნა და შესაძლებლობები ფინანსური თვალსაზრისით.

სამომავლო გეგმები…

მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მეტად რთული აღმოჩნდა სამომავლო გეგმების დასახვა. თუმცა, იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში შევძლებთ გაფართოებას, ატელიე RATIANI-ის სახელის ფართო არეალზე წარმოჩინებას და მსოფლიო ბაზარზე სახელის დამკვიდრებას.

კრიზისულმა სიტუაციამაც კი გვაჩვენა გამოსავალი – პანდემიის დროს შევქმენით ფერადი, ხელნაკეთი პირბადეები, რამაც ჩვენს მომხმარებლებში დიდი მოწონება დაიმსახურა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ულამაზესი და მხიარული პირბადეები ატელიე RATIANI-ის შემოსავლის წყაროდ და ავგაროზად იქცა. ატელიე RATIANI, უახლოეს პერიოდში, მომხმარებლებს პირდება არაერთ საინტერესო პროექტსა და ულამაზეს კოლექციას.

ჩაიცვი RATIANI… ჩაიცვი ქართული… #ჩაიცვიქართული

FB: Ratiani

Tel: 595 90 12 23

ქ. თბილისი, დიდი დიღომი,

იოანე პეტრიწის ქ. 11/13

ასევე გაეცანი

#OK! ქართული ტანისამოსის ბრენდი ART LIKA
Fashion

#OK! ქართული ტანისამოსის ბრენდი ART LIKA

აპრილი 7, 2021
#OK! SPORT LINE − თქვენი კომფორტის ზონა
Fashion

#OK! SPORT LINE − თქვენი კომფორტის ზონა

აპრილი 7, 2021
#OK! ლირდე – შექმნილია თქვენი კომფორტისთვის
Fashion

#OK! ლირდე – შექმნილია თქვენი კომფორტისთვის

აპრილი 7, 2021
#OK! უმაღლესი ხარისხის ქართული ტანისამოსი NB ATELIE-სგან ინტერვიუ დიზაინერ ნატა ბერიძესთან
Fashion

#OK! უმაღლესი ხარისხის ქართული ტანისამოსი NB ATELIE-სგან ინტერვიუ დიზაინერ ნატა ბერიძესთან

აპრილი 8, 2021

ახლა კითხულობენ

#OK! იყავით გამორჩეული KEMKHADZE-სთან ერთად

#OK! იყავით გამორჩეული KEMKHADZE-სთან ერთად

აპრილი 5, 2021
#OK! 8 შემთხვევა, როდესაც ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე საქორწინო კაბით წარსდგნენ

#OK! 8 შემთხვევა, როდესაც ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე საქორწინო კაბით წარსდგნენ

მარტი 17, 2021
#OK! როგორ მოვირგოთ 1970-იანი წლების საკულტო სტილი კენდალ ჯენერის მსგავსად

#OK! როგორ მოვირგოთ 1970-იანი წლების საკულტო სტილი კენდალ ჯენერის მსგავსად

მარტი 23, 2021
#OK! ბელა ჰადიდის და კენდალ ჯენერის ხანგრძლივი მეგობრობა: როგორ სამოსს ირჩევენ გოგონები, როდესაც ერთად გადაადგილდებიან

#OK! ბელა ჰადიდის და კენდალ ჯენერის ხანგრძლივი მეგობრობა: როგორ სამოსს ირჩევენ გოგონები, როდესაც ერთად გადაადგილდებიან

მარტი 25, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ულამაზესი წყვილი: რუსკა თურმანიძემ და გურამ ხუციშვილმა ურთიერთობა გაასაჯაროვეს

#OK! ულამაზესი წყვილი: რუსკა თურმანიძემ და გურამ ხუციშვილმა ურთიერთობა გაასაჯაროვეს

აპრილი 9, 2021
#OK! ქეთა თოფურიას ვიზუალური ტრანსფორმაცია

#OK! ქეთა თოფურიას ვიზუალური ტრანსფორმაცია

აპრილი 8, 2021
#OK! ირაკლი მაქაცარია შეყვარებულია! ვარსკვლავი საყვარელი ქალბატონის ვინაობას ამხელს

#OK! ირაკლი მაქაცარია შეყვარებულია! ვარსკვლავი საყვარელი ქალბატონის ვინაობას ამხელს

აპრილი 10, 2021
#OK! რატომ შეაშფოთა სელენა გომესის უახლესმა ფოტოებმა საზოგადოება

#OK! რატომ შეაშფოთა სელენა გომესის უახლესმა ფოტოებმა საზოგადოება

აპრილი 11, 2021
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
    • Fashionista
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები