• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი რედაქტორისგან

#OK! ნინჩო ჯიბლაძის სარედაქტორო სვეტი OK!-ის თებერვლის ნომრისთვის

February 26, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ოპტიმიზმი და უკეთეს პერსპექტივაში საგნების თუ მოვლენების დანახვა, დადებითი ფიქრების მოზიდვა და ბედნიერების დეტალებში აღმოჩენა, ადამიანების ძლიერი მხარეა. არის დღეები, როდესაც უბრალოდ გინდა მხოლოდ კარგზე იფიქრო, ბედნიერი წუთები გაიხსენო და უკეთესი მომავალი დაგეგმო.

ვიცი, რთულია და ადამიანი მხოლოდ დადებითზე კონცენტრირებას ყოველთვის ვერ ახერხებს, მაგრამ მცდელობა არ უნდა მოვაკლოთ ჩვენს გარშემო სიხარულისა და ბედნიერების პატარ-პატარა ნაპერწკლების გაღვივებას.

ამას წინათ მოვიწყინე, გუნებაზე ვერ ვიყავი. ბევრი ვუტრიალე ჩემს თავს იმ დღეებში, მაგრამ ვერსაიდან ვერ მივუდექი. არ მომწონდა ჩემი განწყობა. თითქოს უმოქმედობამ მაჯობა და განწყობა გამიფუჭა, ცუდი ფიქრებიც წამოვიდა ჩემკენ.

შევამჩნიე, რომ ახალი წლის შემდეგ წონა მომემატა და საკუთარი ზედმეტი კილოგრამები თითქოს გუნებას მიფუჭებდა. ცოტა სასაცილოა, სამყაროში ნამდვილი კატაკლიზმების პერიოდია − უდიდეს პრობლემებს ვეჭიდებით, ყველა ერთ ფერხულში ჩაბმულები, და ასეთ დროს ზედმეტმა 5-6-მა კილოგრამმა როგორ უნდა გაჯობოს? ვიფიქრე და პატარა ბლოგის წარმოება გადავწყვიტე. ბლოგი ჩვენ, ქალებს გვეხება − ჯერჯერობით ჯანსაღ კვებაზე ვსაუბრობთ, მალე გეგმაში მაქვს ბლოგისთვის მეტად სახალისო და საინტერესო თემების შემომატება. მაგრამ რადგან კარგად მესმის 21-ე საუკუნის უდიდესი დილემის − ჯანსაღი კვების მნიშვნელობა, სწორედ კვების რეჟიმის გაუმჯობესებით დავიწყე ეს თემაც.

ბლოგს #40პლუს ჰქვია. საიტიც გავაკეთე, ინფორმაციას თავი სწორედ აქ მოვუყარე და ყოველდღიური რჩევებიც www.40plus.ge-ზე გადამაქვს. უამრავი არაჩვეულებრივი ქალი მწერს, სამოტივაციოდ კარგი საქმეა და გიერთდებით, ერთად მეტს შევძლებთო. მართლა ასეა, ერთმანეთს ვუყურებთ და ბევრ რამეს ვსწავლობთ, სწორად ვიკვებებით, ვცდილობთ ფეხით მეტი ვიაროთ, ვაკეთოთ ვარჯიშები და გაზაფხულს მომზადებულები შევხვდეთ. შემდეგ კი ერთმანეთს მიმოწერის საშუალებით გავაგებინოთ ჩვენ-ჩვენი მიღწევების შესახებ.

ბლოგის კეთების პროცესმა გამახალისა, თითქოს ახალი ძალები შევიძინე, თანაც − აქამდე უცნობი. ბევრი კარგი ადამიანი და პროფესიონალი მეხმარება, რჩევებს არ იშურებენ ქალებისთვის, ვისაც ეს ჰაერივით სჭირდება. რადგან სწორედ ქალებს გვჭირდება, როგორც არასდროს ისე, ახლა ერთმანეთის მხარდაჭერა. ვერ წარმოგიდგენიათ, რამდენი წერილი მივიღე ამ დღეებში, ზოგი ემიგრანტი ქალებისგან, ზოგი − საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ყველას ერთი რამ გვაერთიანებს − უკეთესობისკენ სწრაფვა, და მგონია, რომ ცხოვრებაშიც ზუსტად ეს არის ერთ-ერთი მთავარი რამ. როცა ბავშვებს ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ, ვცდილობ ხშირად გავუმეორო ეს ფრაზა: არავისზე უკეთესი არ უნდა იყო, ერთადერთი, ვისაც უნდა შეედარო, ეს ხარ გუშინდელი შენ. ის, რაც ჩემს ბლოგში ქალებს შევთავაზე, ზუსტად ამ თეორიას ავითარებს. მართალია, ჩვენ ყველა განსაკუთრებულები ვართ, მაგრამ შეგვიძლია უფრო უკეთესები ვიყოთ.

გუშინდელი მე. სწორება ზუსტად იმ ადამიანზე, ვისზე უკეთესებიც გვინდა ვიყოთ. არანაირი მნიშვნელობა ასაკს არ აქვს − ასაკზე როცა მიდგება საქმე, მიმაჩნია, რომ ეს ორი ციფრია, რომელიც სადღაც ფურცელზე წერია და ძალას მაშინვე კარგავს, როგორც კი არ შეეპუები. ნებისმიერ ასაკში შეგვიძლია აღმოვაჩინოთ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია − იქნება ეს ფიზიკური თუ ინტელექტუალური შესაძლებლობების დახვეწა, მეტი ცოდნის შეძენა, მეტ საქმეში დახელოვნება. ზუსტად ჩვენი თავი გვაძლევს მუდმივი პროგრესისა და მეტის კეთების იმპულსებს. მოვუსმინოთ საკუთარ თავს. სიყვარულიც ზუსტად საკუთარი თავიდან იწყება. სიყვარულით საქმის კეთებას კი საზღვარი ისევე არ აქვს, როგორც თავად სიყვარულს.

ჟურნალ OK!-ის სახელით, თებერვლის თვეში მეტ სიყვარულს გისურვებთ.

ნინო ჯიბლაძე

ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი

ასევე გაეცანი

#OK! ანანო თავხელიძე OK!-ის სპეციალური გამოშვების მოწვეული რედაქტორი
რედაქტორისგან

#OK! ანანო თავხელიძე OK!-ის სპეციალური გამოშვების მოწვეული რედაქტორი

June 5, 2023
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივნისის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივნისის ნომრისთვის

June 1, 2023
#OK! ქუთაისი პასუხისმგებლობაა  სალომე ბაკურაძე მშობლიურ ქალაქსა და კარიერაზე
ინტერვიუ

#OK! ქუთაისი პასუხისმგებლობაა სალომე ბაკურაძე მშობლიურ ქალაქსა და კარიერაზე

June 7, 2023
#OK! ერეკლე დეისაძის თავისუფლება
Slider Area

#OK! ერეკლე დეისაძის თავისუფლება

June 7, 2023

ახლა კითხულობენ

OK! Gastro Book-ის მოწვეული რედაქტორი ნინო მეგრელიძე

OK! Gastro Book-ის მოწვეული რედაქტორი ნინო მეგრელიძე

September 5, 2022
#OK! ნანუკა გულუა, კახაბერ კაშია და უსაყვარლესი ნინა კაშია

#OK! ნანუკა გულუა, კახაბერ კაშია და უსაყვარლესი ნინა კაშია

November 8, 2022
#OK! 56 წლის სელმა ჰაიეკის უახლესი ფოტოები – მსახიობი შესანიშნავ ფორმაშია

#OK! 56 წლის სელმა ჰაიეკის უახლესი ფოტოები – მსახიობი შესანიშნავ ფორმაშია

September 6, 2022
#OK! ქალბატონები, რომლებიც ეპოქის სულისკვეთებას ყველაზე კარგად გადმოსცემდნენ

#OK! ქალბატონები, რომლებიც ეპოქის სულისკვეთებას ყველაზე კარგად გადმოსცემდნენ

October 1, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ნიკოლოზ საბაშვილის თოჯინების ჯადოსნური სამყარო

#OK! ნიკოლოზ საბაშვილის თოჯინების ჯადოსნური სამყარო

June 2, 2023
#OK! ნანუკა გოგიჩაიშვილის ზაფხულის ქუჩის სტილის ინსპირაცია!

#OK! ნანუკა გოგიჩაიშვილის ზაფხულის ქუჩის სტილის ინსპირაცია!

June 2, 2023
#OK! მარიკა მოდებაძის გზა ფერადი ოცნებიდან რეალობამდე

#OK! მარიკა მოდებაძის გზა ფერადი ოცნებიდან რეალობამდე

June 5, 2023
#OK! ქანიე უესტი და ბიანკა ცენსორი – რეპერის მეუღლეს ახალი ექსცენტრული სტილი

#OK! ქანიე უესტი და ბიანკა ცენსორი – რეპერის მეუღლეს ახალი ექსცენტრული სტილი

June 5, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×