• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! მე ჩემი პროფესია უსასრულოდ მაბედნიერებს – ბედნიერების ელჩი…

ივნისი 5, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

OK! გაესაუბრა პროფესორს, გინეკოლოგ/რეპროდუქტოლოგს, „ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის“ ხელმძღვანელს და საქართველოში კოგნიტურ-შემეცნებითი არტის დამფუძნებელს, არსენ გვენეტაძეს. მან ინტერვიუში ისაუბრა კლინიკის შესახებ და ასევე განმარტა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება დროის სწორ გამოყენებას რეპროდუქტოლოგიაში შვილოსნობისათვის.

გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.

პროფესიით გახლავართ ექიმი, კერძოდ რეპროდუქტოლოგ/გინეკოლოგი, 32 წელია, აგრეთვე უნივერსიტეტის პედაგოგ-პროფესორი 22-ე წელია. ვამაყობ, რომ 2018 წელს სტუდენტების გამოკითხვით, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წლის საუკეთესო პედაგოგ-პროფესორად მაღიარეს. 2009 წლიდან ვარ „ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის“ ხელმძღვანელი, 2018 წლიდან კი ვატარებ „ბედნიერების ელჩის“ წოდებას. ჩვენი კლინიკა ოფიციალურად სერტიფიცირებული ევროპული სტანდარტის კლინიკაა (სერტიფიცირება 2016, 2019 წწ., ხოლო 2020 წ. რესერტიფიცირება), რაც შეეხება ჩვენს წლიურ რაოდენობას შექმნილი ახალი სიცოცხლისა, 2009 წელს იყო 120, გასულ წელს 588, ანუ 5-ჯერ მეტი. ამდენად, ერთ სამუშაო დღეში 2-ზე მეტ სიცოცხლეს ვქმნით ბუნებრივი გზით, ლაპარასკოპიით, ენდოკრინული გინეკოლოგიის პრობლემების მოგვარებით და ინ-ვიტრო განაყოფიერებით. ანუ ყველა იმ თანამედროვე ტექნოლოგიით, რაც არსებობს მაღალ სტანდარტებს მორგებულ ევროპულ კლინიკაში.

 

რამდენად ეფექტიანია მკურნალობა?

ყოველი 100 წყვილიდან, რომელიც უშვილობის გამო აკითხავს ჩვენს კლინიკას, სტატისტიკურად, დაახლოებით 70% 6 თვიდან 1 წლის პერიოდში იღებს ორსულობას. დრო უმნიშვნელოვანესია ჩვენს საქმეში. ქალის ორგანიზმი დროსთან პირდაპირ არის დაკავშირებული, ვგულისხმობ, კვერცხუჯრედის რაოდენობასა და ხარისხს. კერძოდ, 18-დან 35 წლამდე ჯანმრთელი ქალის ორგანიზმში კვერცხუჯრედის რაოდენობა და ხარისხი უნდა იყოს ნორმალური, 35-დან 38 წლის მონაკვეთში იწყება როგორც კვერცხუჯრედის ხარისხის, ისე მარაგის შემცირება, რაც სავსებით ბუნებრივი პროცესია, 38 წლის შემდეგ კი უკვე გაცილებით სწრაფად მცირდება ორივე მათგანი. რაც შეეხება 40 წლის ზევით ჯანმრთელ ქალს, ამ შემთხვევაში 5%-ზე ნაკლები ალბათობით იღებს იგი ბუნებრივი გზით ორსულობას. ამდენად, დროის სწორი გამოყენება არის წარმატების ერთ-ერთი მთავარი გზა რეპროდუქტოლოგიასა და შვილოსნობაში.

 

რას ურჩევთ თქვენს პაციენტებსა და ჩვენს მკითხველს?

„რეპროდუქტოლოგია სიმშვიდის ბედნიერება“ − სწორედ ეს ფრაზა და ჩვენის გუნდის ფოტო დავიტანე ჩვენი კლინიკის ბუკლეტზე, რომელზეც გამოსახული არის სამი პროფესორი, მედიცინის ხუთი დოქტორი და ხუთი დოქტორანტი. „რეპროდუქტოლოგია სიმშვიდის ბედნიერება“ ნიშნავს, რომ თუ ექიმი სწორად აუხსნის პაციენტს თანამედროვე რეპროდუქტოლოგიის შესაძლებლობებს, იმას, თუ მის ორგანიზმს წლების განმავლობაში კვერცხუჯრედის მარაგის, სპერმის ხარისხის, მილების გამავლობის, საშვილოსნოს ფორმისა და ფუნქციური მდგომარეობის მიხედვით რა სჭირდება, პაციენტს ეცოდინება, რომ ვთქვათ, ბუნებრივი მეთოდით რამდენიმე თვე შეიძლება მოიცადოს, შემდეგ კი უპრიანია მიმართოს თანამედროვე არტ-ტექნოლოგიებს. შედეგად, უფრო მშვიდად არის იმ მდგომარეობასთან შედარებით, როდესაც იგი გაუგებრობაშია. ჩემი ერთ-ერთი კოგნიტიურ/შემეცნებითი არტ-ტილო, ნახატი, არის „დრო და რეპროდუქცია“. მას ჩემს პაციენტებთან ყოველდღიურად ვიყენებ, ვინაიდან ამ ნახატზე გამოსახულია ქალის სხეული და ვიზუალურად კარგად ჩანს კვერცხუჯრედების ხარისხისა და რაოდენობის ცვალებადობა ასაკის ზრდასთან ერთად. ამ ნახატს პლაკატის სახით ევროპელი ექსპერტებიც წარმატებით იყენებენ.

გაგვაცანით თქვენი სამომავლო გეგმები.

კვირა რომ ღამდება, აღვნიშნავ, თუ რა ბედნიერებაა ის, რომ წინ ხუთი ბრწყინვალე სამუშაო დღე მელოდება. რამდენიმე დღის წინ საოპერაციოშიც ვთქვი, რა ბედნიერებაა, რომ სამსახურში მოდიხარ და იცი, რომ შენი და შენი გუნდის დღევანდელი შრომა, ბუნებრივი, ქირურგიული თუ ინ-ვიტრო განაყოფიერების გზით, დღეს, ერთ სამუშაო დღეში, დაახლოებით სამ ახალ სიცოცხლეს შექმნის სამყაროსათვის და უშვილო წყვილებს ოჯახებად გადააქცევს!

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ასევე გაეცანი

#OK! რა ადგილი უჭირავს ბლოგერ მარიამ წილოსანის ცხოვრებაში iPhone 13 Pro Max-ს
Health & Beauty

#OK! რა ადგილი უჭირავს ბლოგერ მარიამ წილოსანის ცხოვრებაში iPhone 13 Pro Max-ს

ივნისი 25, 2022
#OK! თბილისში ახალი ესთეტიკური კლინიკა NOÉMIE გაიხსნა
Health & Beauty

#OK! თბილისში ახალი ესთეტიკური კლინიკა NOÉMIE გაიხსნა

ივნისი 20, 2022
#OK! როგორ დაამკვიდრა ჯენიფერ ენისტონმა “ტრენდი” 90-იანებში, რომელიც დღესაც აქტუალურია
Health & Beauty

#OK! როგორ დაამკვიდრა ჯენიფერ ენისტონმა “ტრენდი” 90-იანებში, რომელიც დღესაც აქტუალურია

ივნისი 20, 2022
#OK! ესთეტიკის მიკრო-სამყარო თაკოსგან
Health & Beauty

#OK! ესთეტიკის მიკრო-სამყარო თაკოსგან

ივნისი 7, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! მადონას 24 წლის ქალიშვილის ლურდეს ლეონის დებიუტი რიანას Savage X Fenty-ის შოუზე

#OK! მადონას 24 წლის ქალიშვილის ლურდეს ლეონის დებიუტი რიანას Savage X Fenty-ის შოუზე

სექტემბერი 25, 2021
#OK! ჯენიფერ ლოპეზი და ბენ აფლეკი კვლავ ერთად არიან

#OK! ჯენიფერ ლოპეზი და ბენ აფლეკი კვლავ ერთად არიან

მაისი 2, 2021
#OK! ამერიკის 46-ე პრეზიდენტის და კოლეჯის პროფესორის, პირველი ლედის სიყვარულის ისტორია

#OK! ამერიკის 46-ე პრეზიდენტის და კოლეჯის პროფესორის, პირველი ლედის სიყვარულის ისტორია

მარტი 1, 2021
#OK! ქართველი მოდელი თეკლა ჩიჯავაძე Fendi-ის ჩვენებაზე გამოვიდა

#OK! ქართველი მოდელი თეკლა ჩიჯავაძე Fendi-ის ჩვენებაზე გამოვიდა

თებერვალი 23, 2022

კვირის ჰიტები

#OK! დღეს მერილ სტრიპი 73 წლის გახდა: ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი მსახიობი იუბილარია

#OK! დღეს მერილ სტრიპი 73 წლის გახდა: ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი მსახიობი იუბილარია

ივნისი 22, 2022
#OK! რა ადგილი უჭირავს ბლოგერ მარიამ წილოსანის ცხოვრებაში iPhone 13 Pro Max-ს

#OK! რა ადგილი უჭირავს ბლოგერ მარიამ წილოსანის ცხოვრებაში iPhone 13 Pro Max-ს

ივნისი 25, 2022
#OK! თბილისში ახალი ესთეტიკური კლინიკა NOÉMIE გაიხსნა

#OK! თბილისში ახალი ესთეტიკური კლინიკა NOÉMIE გაიხსნა

ივნისი 20, 2022
#OK! კენდალ ჯენერი და დევინ ბუკერი ერთმანეთს დაშორდნენ

#OK! კენდალ ჯენერი და დევინ ბუკერი ერთმანეთს დაშორდნენ

ივნისი 23, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×