• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! ლია ელიავა სილამაზის ეტალონი

April 11, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

როდესაც ქართულ სილამაზეზე ვფიქრობთ, შეუძლებელია ერთ-ერთი პირველი, უმშვენიერესი ლია ელიავა არ გაგვახსენდეს. ამ ქალბატონის სახელი და გვარი ქართული კინოს მოყვარულთათვის განსაკუთრებით ძვირფასია. გასული საუკუნის 70-იან წლებში ლია ელიავა წლის ულამაზეს ევროპელ მსახიობ ქალად და წლის სახედ დასახელდა. ქართველი მსახიობის ფოტო პოლონურ ჟურნალ „ეკრანის“ საახალწლო ნომრის გარეკანს ამშვენებდა. ლიას სილამაზეზე დღემდე ლეგენდები დადის და ის ბევრისთვის კლასიკური სილამაზის მთავარი სიმბოლოა.

მსახიობს ურთულესი ბავშვობა ჰქონდა: მამა, რომელიც ბუნდოვნად ახსოვდა, დაუხვრიტეს. 3 წლის იყო, როცა დედაც გადაასახლეს. ასეთ ტკივილს მომავალი მსახიობი ყოველთვის ჩუმად იტანდა და თავისი გულისტკივილით არავის ამძიმებდა. თუმცა მის თვალებში სევდიან მზერას აუცილებლად შეამჩნევდით.

ლია ელიავას შვილიშვილმა, ანკა მანჯგალაძემ, პატივი დაგვდო და მოგვაწოდა უმშვენიერესი ბებიის ნივთები, რომლებსაც წლებია სათუთად ინახავს და რომლებიც ნათლად ასახავს, თუ როგორი დახვეწილი ქალბატონი იყო ლია ელიავა. მისი ყურებით არასდროს დაიღლებოდით.

 

 

ლიას მსახიობობა ბავშვობიდან ჰქონდა გადაწყვეტილი, ამიტომ, სკოლის დამთავრების შემდეგ, მოსკოვში ჩავიდა და გამოცდები ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა. ყველა ფიქრობდა, რომ ელიავას მხოლოდ სილამაზის გამო ათამაშებდნენ ამა თუ იმ როლს, თუმცა, ნელ-ნელა, მსახიობმა ყველას აჩვენა საკუთარი გასაოცარი დრამატურგიული ნიჭი. იგი ანათებდა ყველა იმ სივრცეს, რომელშიც ხვდებოდა. მისი მშვენიერებით მონუსხულმა მაყურებელმა მსახიობი ძალიან შეიყვარა, ავტოგრაფებს სთხოვდა და კინოთეატრში ნანახ გმირებთან აიგივებდა.

ლია ელიავამ მოსკოვში ყოფნისას „ბაში-აჩუკის“ დამდგმელი რეჟისორებისგან შეთავაზება მიიღო, რის გამოც თბილისში დაბრუნდა და დარჩა კიდეც… სწორედ ამ ფილმის გადაღებისას გაიცნო ცხოვრების მთავარი სიყვარული − ოთარ კობერიძე. ფილმის გადაღებისას, მართალია, ლია უკვე გაშორებული იყო ქმართან, მაგრამ ოთარს ოჯახი ჰყავდა. თუმცა, „აკრძალული სიყვარული“ ძალებს იკრებდა და დიდი მითქმა-მოთქმის, ემოციური თუ ფიზიკური ბარიერების გადალახვის შემდეგ, მსახიობმა წყვილმა მაინც ერთად ყოფნა გადაწყვიტა. ლია ელიავა საკმაოდ ბევრ წერილს იღებდა მის ქმარზე შეყვარებული ქალებისგან. ოთარ კობერიძემაც თავის მხრივ იცოდა, რომ მის მეუღლეს ყველა მამაკაცი აღმერთებდა. თუმცა, მათ უბრალოდ უყვარდათ ერთმანეთი და ძალიან სათუთად უვლიდნენ ერთიმეორეს. ოთარ კობერიძემ 82 ფილმში ითამაშა, ლია ელიავამ − 34-ში. ლია არც თეატრში ყოფილა როლებით განებივრებული, თუმცა ოთარი ამ თვალსაზრისითაც აქტიური იყო და წლების განმავლობაში მუშაობდა სოხუმისა და მარჯანიშვილის თეატრებში. ლიასა და ოთარს ერთი საერთო შვილი − ნანა ჰყავდათ, რომელიც მათი ცხოვრების მთავარი აზრი იყო.

სწორედ ნანას ქალიშვილმა, ანკა მანჯგალაძემ, მოგვცა საშუალება ლიასსტილი გაგვეცოცხლებინა. ანკამ პატივი დაგვდო და მოგვაწოდაუმშვენიერესი ბებიის ნივთები, რომლებსაც წლებია სათუთად ინახავს დარომლებიც ნათლად ასახავს თუ როგორი დახვეწილი ქალბატონი იყო ლია. მისი ყურებით არასდროს დაიღლებოდით.

 

 

ლია უაღრესად ქალური და განსაკუთრებული ხიბლის მატარებელი გახლდათ. ისეთი გარეგნობა ჰქონდა, რომელიც ყველა დროს შეეფერება. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ნაზი ჩანდა, პრინციპული და ძლიერი ხასიათი ჰქონია. მიმნდობი იყო, თუმცა არაერთმა ადამიანმა გაუმტყუნა იმედი. მსახიობი ტანსაცმელს ყოველთვის საზღვარგარეთ ყიდულობდა. თუ იქ რაიმე მოეწონებოდა და შესაძენად შესაბამისი თანხა არ ჰქონდა, შემდეგ მსგავს კაბებსა და კოსტიუმებს თბილისში იკერავდა. უყვარდა ატმის ყვავილისფერი, ლურჯი და პასტელის ფერები. შავი ძალიან უხდებოდა და როცა ამ ფერის კაბა ეცვა, ყველაზე მეტ ქათინაურს მაშინ იღებდა. წონის პრობლემა არასოდეს ჰქონია, ხანში რომ შევიდა, ცოტა მოიმატა. ამის გამო წუხდა და საკვების მიღებისას თავის გაკონტროლებას ცდილობდა. ცოტას ეწეოდა − დღეში ერთ-ორ ღერს. სუნამოებს კი განწყობის მიხედვით იცვლიდა. არ უყვარდა ყვავილების ტკბილი და მძიმე არომატები, რაიმე მსუბუქი და გრილი ერჩივნა. ყოველთვის კარგი ხარისხის კოსმეტიკა ჰქონდა − ძირითადად, საზღვარგარეთიდან ჩამოჰქონდა. შინიდან მაკიაჟის გარეშე არასოდეს გადიოდა, თუმცა ხშირად ამბობდა, ვერა და ვერ ვისწავლე მაკიაჟის გაკეთებაო. თვალის შავი ფანქარი, ტუში და ტუჩსაცხი − ეს ნივთები მუდამ ეწყო მის ოთახში, სარკესთან.

 

 

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ლია ელიავა მუდამ მხარს უჭერდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს − ზვიად გამსახურდიას. ამის გამო, ძალიან ბევრმა ახლობელმა ადამიანმა ატკინა გული, ბევრი განუდგა. სამოქალაქო ომი, დაპირისპირება, ახლობლებისგან მიყენებული ტკივილი და… მსახიობს ჯანმრთელობა შეერყა. ლია ელიავამ ინფარქტი მიიღო და 1998 წელს 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოთარ კობერიძემ მეუღლის გარეშე 17 წელი იცხოვრა. ლიაზე ლაპარაკი უჭირდა. ანგელოზიო, − იტყოდა და თვალზე ცრემლი მოადგებოდა…

განსაკუთრებული მადლობა აბაშიძის 29-ში მდებარე „იმპერიალ ბუტიკს“ გაწეული დახმარებისთვის

 

ასევე გაეცანი

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა
Fashion

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

June 14, 2025
#OK! KO-Kaia – დახვეწილი, ელეგანტური და ხარისხიანი სამოსის მრავალფეროვანი არჩევანი
Fashion

#OK! KO-Kaia – დახვეწილი, ელეგანტური და ხარისხიანი სამოსის მრავალფეროვანი არჩევანი

May 15, 2025
#INSTA INSPIRATION – სალომე ტოშკუა
Fashion

#INSTA INSPIRATION – სალომე ტოშკუა

April 11, 2025
#OK! Unique Fashion Show პარიზი 2025 – ადგილი, სადაც ხელოვნება სცდება საზღვრებს
Fashion

#OK! Unique Fashion Show პარიზი 2025 – ადგილი, სადაც ხელოვნება სცდება საზღვრებს

April 7, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! მხოლოდ წინ, ბედნიერებისკენ!

#OK! მხოლოდ წინ, ბედნიერებისკენ!

March 1, 2022
#OK! ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი ერთმანეთს დაშორდნენ – წყვილმა სასამართლოს განქორწინების მიზნით მიმართა

#OK! ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი ერთმანეთს დაშორდნენ – წყვილმა სასამართლოს განქორწინების მიზნით მიმართა

August 17, 2023
#OK! ტრაგედია გადასაღებ მოედანზე: ალეკ ბოლდუინის გასროლამ ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი მოკლა

#OK! ტრაგედია გადასაღებ მოედანზე: ალეკ ბოლდუინის გასროლამ ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი მოკლა

October 22, 2021
#OK! კენდალ ჯენერი მაიკლ კორსის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კამპანიაში

#OK! კენდალ ჯენერი მაიკლ კორსის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კამპანიაში

January 11, 2022

კვირის ჰიტები

#OK! სტეფანე

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

June 20, 2025
#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

June 18, 2025
#OK! დღეს მერილ სტრიპი 76 წლის გახდა: ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი მსახიობი იუბილარია

#OK! დღეს მერილ სტრიპი 76 წლის გახდა: ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი მსახიობი იუბილარია

June 22, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები