• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Uncategorized
Created with RNI Films app. Preset 'None'

Created with RNI Films app. Preset 'None'

#OK! ლერექუ ფერადი სამოსი ფერადი სეზონისთვის

April 7, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

„ლერექუ“ ტანსაცმლის ქართული ბრენდია, რომელიც გაჟღერებისთანავე საინტერესო ასოციაციებს იწვევს საზოგადოებაში. ნამდვილად ასეა − არა მარტო სახელწოდება, არამედ ნამუშევრებიც იმდენად განსხვავებული და ხარისხიანია, რომ დანახვისთანავე თვალშისაცემი ხდება მომხმარებლისთვის. ხომ გაგიგიათ, ნაამბობს ნანახი სჯობსო. ჰოდა, ნამდვილად ასეა. აუცილებლად უნდა გამოსცადოთ საკუთარ თავზე და გახდეთ „ლერექუს“ ძალიან გემოვნებიანი და ფერადი სამოსის მომხმარებლები. მანამდე კი, ბრენდის დამფუძნებელ ნათია სალუქვაძეს გაგაცნობთ.

ვისი იდეაა ქართულ ბრენდ „ლერექუს“ დაარსება?

ქართულ ბრენდ „ლერექუს“ იდეა და განხორციელების ეტაპები რამდენიმე ადამიანს აერთიანებს. ერთ-ერთი მათგანი, რასაკვირველია, მე ვარ. ამ სფეროში დაახლოებით 15 წელია ვსაქმიანობ. პროფესიით დიზაინერი არ ვარ, თუმცა ყოველთვის მიყვარდა ეს საქმე. სწორედ ამ სიყვარულმა განაპირობა ის, რომ საბოლოო ჯამში, მაინც შევისწავლე კვალიფიციურად და დღეს მე ვარ ტანსაცმლის კონსტრუქტორ-ტექნოლოგი. მიყვარს ლამაზად ჩაცმა და დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც ჩემი გემოვნებით ვმოსავ ადამიანებს.

ვმუშაობდი ქართველ ცნობილ დიზაინერებთან და საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება ჩემი ბრენდი შემექმნა. როგორც ხედავთ, ეს სურვილი განვახორციელე და დღეს უკვე გაფართოების დიდი იმედი მაქვს.

რატომ „ლერექუ“?

მიზეზი, რატომ შევარჩიე ეს სახელწოდება? − იმიტომ, რომ ძალიან თემატურია. „ლერექუ“ სვანური სიტყვაა და „ტანსაცმელს“ ნიშნავს, ლამაზად ჟღერს და უცხოელებისთვის ადვილად წარმოსათქმელია. ცოტა სვანებთანაც მაკავშირებს ჩემი გენები და ასე ჩამოვყალიბდი ამ სახელწოდებაზე. ვფიქრობ, საინტერესო ასოციაციებს იწვევს მომხმარებლებში.

რას სთავაზობთ მომხმარებლებს და როგორი სტილის სამოსია თქვენთან წარმოდგენილი?

მომხმარებლის კონკრეტული სეგმენტი არ შემირჩევია, არც ბაზარზე მოთხოვნად პროდუქციაზე ვარ ორიენტირებული. ვქმნი მხოლოდ იმას, რაც თავად მომწონს და რასაც ჩავიცვამდი. ვცდილობ, სამოსი იყოს მაქსიმალურად ფერადი, ჭრელი და კომფორტული. „ლერექუს“ მეშვეობით, ნებისმიერი აღნაგობისა და გემოვნების ადამიანმა შეიძლება შეარჩიოს მისთვის მოსაწონი სამოსი.

ტანსაცმელი მხოლოდ თქვენი დიზაინით იქმნება თუ მომხმარებელს შეუძლია ცვლილებები შეიტანოს?

დიახ, ზოგჯერ დამკვეთის სურვილისამებრ, სასურველ ზომას ან დეტალს მინიმალური ჩარევით ვცვლით, თუმცა ძირითადად, მაინც საკუთარი დიზაინით ვქმნით ნამუშევრებს, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი ნიშა − ის, რაც სხვებისგან გამოგვარჩევს და განსხვავებულს ხდის ჩვენს ბრენდს.

 

 

გვესაუბრეთ ხარისხზე.

ვცდილობ, მაქსიმალურად ხარისხიანი ქსოვილისგან შევკეროთ სამოსი, რადგან სწორედ ესაა ის მთავარი კომპონენტი, რომელიც არ უნდა დაირღვეს, რათა მომხმარებლამდე მივიდეს სრულყოფილი ნამუშევარი. სწორედ ეს დამოკიდებულება და მიდგომა ზრდის ნდობას ბრენდის მიმართ, რაც ჩვენთვის უპირველესია.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხარისხი ფასზე ბევრად მაღალია − როგორც ქსოვილის, ასევე შესრულების. ვცდილობ, პროდუქცია ხელმისაწვდომი იყოს საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებისთვისაც. ნამდვილად რთულია ამ ყველაფრის ერთად თავმოყრა, მაგრამ ჯერჯერობით წარმატებით გამომდის.

უპირატესობებზე და ნიშაზე ვისაუბროთ. რა გამოგარჩევთ სხვებისგან?

მრავალი ფერის ერთად შერწყმა ამ ეტაპზე ჩემთვის პრიორიტეტია. ეს სხვებისთვის შესაძლოა წარმოუდგენელიც კი იყოს. ფერების გამოყენება კი ჩემი შინაგანი განწყობაა. მინდა მაქსიმალურად გავუფერადო ადამიანებს ყოველდღიურობა, მით უფრო, ასეთ რთულ პერიოდში.

მინიმალისტურად დატვირთული მოდელები მაქვს, რომელიც ყველანაირი სხეულის მქონე ადამიანებს უფრო გაალამაზებს და დაუფარავს იმ დეტალებს, რომლის დაფარვაც სურთ.

სად შეგვიძლია პროდუქციის შეძენა?

შოურუმი ჯერჯერობით არ გვაქვს, ამიტომ დავიწყეთ ონლაინმაღაზიის პრინციპით მუშაობა. გავაკეთეთ ფეისბუქგვერდი, რომელიც საკმაოდ აქტიურად მუშაობს და მომხმარებლებს სრულ ინფორმაციას აწვდის მათთვის საინტერესო კითხვებზე.

როგორ შეაფასებდით ბაზარზე არსებულ კონკურენციას?

კონკურენცია ძალიან მაღალია, განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც უამრავი ონლაინმაღაზია გაიხსნა და საზოგადოებას დიდი არჩევანი გადაეშალა სხვადასხვა ბრენდის სახით. თუმცა მაინც მინდა ვთქვა, რომ მომხმარებელი მუდამ კმაყოფილია ჩვენთან შეძენილი სამოსით და მოლოდინს ყოველთვის აჭარბებს ჩვენი პროდუქცია.

სამომავლო გეგმები.

სამომავლო გეგმა არის განვითარება, ბრენდის გაფართოება და მეტი ადამიანის დასაქმება, თუმცაღა ჩემი თვითმიზანი არ არის ფაბრიკული წარმოება. კონკრეტული მოდელების ძალიან ლიმიტირებული რაოდენობა მაქვს წარმოდგენილი. ალბათ ეს არის ჩემი მთავარი ნიშაც − თითოეული მოდელი იკერება ძალიან მცირე რაოდენობით და სერიულ სახეს ნამდვილად არ მივცემ არასდროს.

FB: Lerecoo • ლერექუ

Insta: lerecoo_

Tel: 595 60 21 29

ასევე გაეცანი

#OK! შორენა ბეგაშვილის ზაფხულუს ვოიაჟი გრძელდება!
Uncategorized

#OK! შორენა ბეგაშვილის ზაფხულუს ვოიაჟი გრძელდება!

September 19, 2023
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის
Uncategorized

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის

September 2, 2023
#OK! ქალწული – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან
Slider Area

#OK! ქალწული – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან

September 8, 2023
#OK! ლომი – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან
Uncategorized

#OK! ლომი – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან

August 29, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! ალექს როდრიგესი ყოფილ ცოლთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს

#OK! ალექს როდრიგესი ყოფილ ცოლთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს

June 17, 2021
#OK! სელენა გომესი და კრის ევანსი ერთმანეთს ხვდებიან? ვარსკვლავების უახლესი ფოტოები ლოს ანჯელესის ქუჩებიდან

#OK! სელენა გომესი და კრის ევანსი ერთმანეთს ხვდებიან? ვარსკვლავების უახლესი ფოტოები ლოს ანჯელესის ქუჩებიდან

October 8, 2021
#OK! 90-იანი წლების სუპერმოდელების ოქროს ერა

#OK! 90-იანი წლების სუპერმოდელების ოქროს ერა

April 13, 2023
#OK! შავგვრემანი მარგო რობი და როლის გამო შეცვლილი საკულტო იმიჯი

#OK! შავგვრემანი მარგო რობი და როლის გამო შეცვლილი საკულტო იმიჯი

March 20, 2021

კვირის ჰიტები

#OK! უცხოური მედია: “ბენ აფლეკი ყოფილ მეუღლეს, ჯენიფერ გარნერს მალულად ხვდება?”

#OK! უცხოური მედია: “ბენ აფლეკი ყოფილ მეუღლეს, ჯენიფერ გარნერს მალულად ხვდება?”

September 18, 2023
#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 85 წლის გახდებოდა

#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 85 წლის გახდებოდა

September 23, 2023
#OK! „მე ქალს აღვიქვავ, როგორც სამყაროში ერთერთი ლამაზი ქმნილება და ჩემი პროფესია სწორედ ამ სილამაზის შენარჩუნებას ემსახურება“.

#OK! „მე ქალს აღვიქვავ, როგორც სამყაროში ერთერთი ლამაზი ქმნილება და ჩემი პროფესია სწორედ ამ სილამაზის შენარჩუნებას ემსახურება“.

September 21, 2023
#OK! სელებრითების საყვარელი ტელეწამყვანი – ჯიმი ფელონის გზა წარმატებამდე

#OK! სელებრითების საყვარელი ტელეწამყვანი – ჯიმი ფელონის გზა წარმატებამდე

September 19, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები