რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ირმა დაუშვილი

მარტი 4, 2021
საკითხავი დრო: 1 min read
რეკლამა

კომპანია „დიოს“ დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი, ამავდროულად, დასასვენებელ კომპლექს „ნუნისის“ თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. მეუღლესთან − ექიმ-ფიტოთერაპევტ დავით ვაშაძესთან ერთად, მუშაობს ახალ პროექტზე, რომელიც ეხება საქართველოში ფიტოთერაპიის მკურნალობის განვითარებას. ბიზნესასოციაცია „ქალები მომავლისთვის“ ბორდის წევრი.

როგორ დაიწყეთ ბიზნესი? რამ მოგცათ ბიძგი და რა იქცა ინსპირაციად?

უნივერსიტეტი 1988 წელს დავასრულე. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება საქართველოში არეულობა, დაიშალა საბჭოთა კავშირი. ქვეყანას ყველაზე რთული პერიოდი დაუდგა. კერძოდ, სამოქალაქო ომი და ახალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების ეპოქა. ამ დროს იხსენიებენ, როგორც „ბნელი და ცივი 1990-იანიები“. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ჩემი ბიზნესსაქმიანობით დაინტერესება.

ჩემი პირველი სამსახური გახლდათ ჯანდაცვის სამინისტროს გამოთვლითი ცენტრი, შემდეგ შემნახველი ბანკი, თუმცა ასეთი მწირი ანაზღაურება ნამდვილად არ იყო საარსებოდ საკმარისი. სწორედ ამიტომ, მეგობრებთან ერთად დავიწყე სხვადასხვა საქმიანობა და 1994 წელს მეგობრის რჩევით დავინტერესდი ჟალუზების ბიზნესით, მოვიძიე პირველი დამკვეთები და მივხვდი, რომ ეს საქმე შესაძლოა საინტერესო ყოფილიყო. 1996 წელს კი ჩემს და-ძმასთან − თამაზთან და თამუნასთან ერთად, დავაფუძნეთ კომპანია „დიო“, რომელიც უკვე 25 წელია ლიდერია ბაზარზე მეტალპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრების, ფარდა-ჟალუზების, საჩრდილობელი სისტემების, ავტომატიზებული კარების წარმოებით. „დიო“ 70-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს და ქვეყნის მასშტაბით აქვს 5 ფილიალი (თბილისში − დიღომსა და საბურთალოზე, ასევე ბათუმში, ქუთაისსა და თელავში).

რა სახის სირთულეები შეგხვდათ წარმატების გზაზე?

წარმატების გზა ყოველთვის რთული და გამოწვევებით არის სავსე, მაგრამ, ალბათ, რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას დაძლევ, მით მეტად წარმატებული ხდები და ეს ჩემთვის ერთგვარი აზარტია, ამიტომაც − საინტერესოც. გასული საუკუნის 90-იანებში, რთულ პერიოდში მოგვიწია ბიზნესის დაწყება. იმ დროს თითქმის არაფერი იყო მარტივი, არ გვქონდა მუდმივი ელექტროენერგია, იყო მაღალი კრიმინოგენური გარემო, ჩამოუყალიბებელი სახელმწიფო სტრუქტურები, კორუფცია, ლოჯისტიკის პრობლემები, გამოუცდელობა. თუმცა ამ ყველაფრის გადალახვის საშუალებას გაძლევს მიზანი იმისა, რომ გააკეთო საკუთარი საქმე და დაიმკვიდრო შენი ადგილი საზოგადოებაში. ეს არის  თავდაუზოგავი შრომა, რომელსაც გუნდთან ერთად ქმნი.

რეკლამა

რა გასწავლათ გამოცდილებამ?

თითქმის 30 წელია დამოუკიდებელ საქმიანობას ვეწევი. ვფიქრობ, უპირველესად, შევიძინე გამოცდილება, რომელიც საუკეთესო სახელმძღვანელოა. ვისწავლე ბრძოლა, და რომ არ უნდა დანებდე, მარცხს არ უნდა შეეგუო. ყველა პრობლემა ამოცანაა, რომელსაც პასუხი აქვს. აუცილებელია, იყო მადლიერი ყველა იმ ადამიანის, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში შენ გვერდითაა და გეხმარება. მნიშვნელოვანია გაიაზრო, რომ წარმატებას მარტო ვერ მიაღწევ, მას შენ გვერდით მდგარ ადამიანებთან ერთად ქმნი − იქნებიან ეს ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამშრომლები თუ შემთხვევითი ნაცნობები.

ხშირად ერთმა სიტყვამ შესაძლოა ცხოვრება სრულად შეცვალოს. სხვისი შრომის დაფასება და სამართლიანი ხელმძღვანელის როლი, ვფიქრობ, მთავარია, რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მუდმივად ვსწავლობთ.

ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც გეხმარებოდნენ რთულ გზაზე?

უპირველეს ყოვლისა, ეს იყვნენ ჩემი ოჯახის წევრები, დედა და მამა, რომლებმაც ჩამინერგეს ადამიანებისა და სწავლის სიყვარული. მასწავლეს, როგორ უნდა მივაღწიო წარმატებას საკუთარი შრომით.

და-ძმა, რომელიც ნებისმიერ საქმეში ჩემ გვერდით არიან − მათ გარეშე, „დიო“ ვერასოდეს იქნებოდა ასეთი წარმატებული და ძლიერი.

მეგობრები, რომლებიც მუდმივად მამხნევებდნენ…

განსაკუთრებით კი, ქალისათვისთვის წარმატების მიღწევაში, მნიშვნელოვანია მეუღლე, რომელიც უკვე 15 წელია ჩემს საქმიანობას მხარს უჭერს და გაგებით ხვდება იმას, რომ არ ვარ „ქალი სამზარეულოში“ .  შვილები, რომლებიც დღეს ჩემი საქმიანობის მოტივატორები არიან, მუდამ სიახლეებისა და ინოვაციის სტიმულს მაძლევენ.

ასევე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელი, რომელთა მოთხოვნების გათვალისწინება განვითარებისკენ ბიძგია.

ვინ არის თქვენი როლ-მოდელი?

გამოკვეთილი როლ-მოდელი არ მყავს, თუმცა ვფიქრობ, დედა ყოველთვის საწყისი როლ-მოდელია გოგონებისთვის. შემდეგ, ალბათ, მარგარეტ ტეტჩერი და მერილ სტრიპი. ისინი სიძლიერისა და გონივრულობის, დახვეწილობის სიმბოლო არიან ჩემთვის.

რას ნიშნავს თქვენთვის ბიზნესასოციაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრობა?

ეს არის ასოციაცია, რომელიც აერთიანებს საინტერესო, ჭკვიან, დამოუკიდებელ, ძლიერი ნებისყოფის ქალებს, რომლებიც ზრუნავენ გარშემომყოფთა განვითარებაზე და არიან სხვადასხვა ცვლილების მოტივატორები. აქვთ ბევრი საინტერესო იდეა და პროექტი. მათ გვერდით ყოფნა ჩემთვის ძალიან საინტერესო და საამაყოა.

 

რას ურჩევდით ქალებს, რომლებსაც ბიზნესის დაწყება სურთ?

ქალებს ბიზნესის დაწყების არ უნდა შეეშინდეთ. როცა გაქვს იდეა, უპირველესად, თავად უნდა გჯეროდეს ამ იდეის წარმატების და საჭიროა იპოვო ის სწორი ადამიანები, რომლებიც ამ იდეის განხორციელებაში დაგეხმარებიან. აუცილებელია, მოიძიონ საჭირო ინფორმაცია და აიმაღლონ ცოდნა ამ იდეის ირგვლივ.  აუცილებელია განსაზღვრო საწყის ეტაპზე ფინანსური შესაძლებლობები და დაამყარო ბალანსი ხარჯებსა და მოგებას შორის.

როგორ ხედავთ საკუთარ თავს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში?

იცით, ნამდვილად დიდი სურვილი მაქვს ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალოს, ამიტომ ნებისმიერ საქმიანობაში, რომელიც ჩემი კომპეტენციის ფარგლებშია, ყოველთვის ჩავდებ თავდაუზოგავ შრომას, არ დავიშურებ ძალისხმევას, რათა ქვეყნის წარმატებაში საკუთარი წვლილი შევიტანო!

ამჟამად ჩართული ვარ სამმხრივი კომისიის საქმიანობაში. მთავრობა, დამსაქმებლები და პროფკავშირები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პროფესიული სასწავლებლების განვითარებაზე.

როგორია თქვენი დღის განრიგი? როგორ გეგმავთ კვირას, თვეს? როგორ ანაწილებთ დროს საქმიანობასა და ოჯახზე?

დღის განრიგი, რა თქმა უნდა, შედგება დროის დაბალანსებით ოჯახსა და საქმიანობას შორის, ეს კი განსაკუთრებულად ძნელია მაშინ, როცა 2 თინეიჯერი გყავს შინ. ვცდილობ ყველაფერი მოვასწრო. დღეს ვიწყებ 07:20 წუთიდან და ვამთავრებ 02:30-ზე. ბოლო 3 წელი ძალიან რთული იყო, ვინაიდან ჩავაბარე შეფილდის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე და სწავლასთან ერთად, საქმიანობა და ოჯახის ვალდებულებები, უნდა ვაღიარო, რომ გამიჭირდა. გარკვეულწილად, მეგონა, შევეჭიდე ჩემს შესაძლებლობის მიღმა საქმეებს. დილა, ალბათ, როგორც უმრავლესობა თანამედროვე ადამიანებისთვის, ჩემთვისაც ჭიქა ყავით და პრიორიტეტების განსაზღვრით იწყება. აუცილებლად ჩამოწერილი მაქვს თითოეული პროექტისა და ცალკე, ოჯახის საქმეებიც. მიყვარს წინასწარ დაგეგვმა, საკითხების საათების მიხედვით განაწილება, და თუ გრაფიკს კარგად მივყვები, მიხარია. აქტიურად ვარ ჩართული ბავშვების სწავლის პროცესში, რომელსაც ეთმობა ჩემი დღის ბოლო საათები. ეს, თავის მხრივ, მიმსუბუქებს კომენდანტის საათით გამოწვეულ დისკომფორტს, თუმცა ყოველთვის მზად ვარ მოულოდნელი ცვლილებებისათვის, რაც იშვიათი არ არის. ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ არასტაბილური და გამოუცნობი სიურპრიზებითაა სავსე.

რაც შეხეება თვისა და კვირის ჭრილში მაქვს ტრაციული შეხვედრები მეგობრებთან, ეს განსაკურებულად მნიშვნელოვანია, რადგან მათთან შეხვედრა და ურთიერთობა ჩემთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, პანდემიამდე მქონდა გამოყოფილი დღეები მოგზაურობისათვისაც. მოუთმენლად ველი ჩვეულ რიტმში ცხოვრების დაბრუნებას მგონია, რომ ძალიან მალე დასრულდება ეს რთული  პერიოდი და ისევ ახმაურდება სამყარო.

რეკლამა

ასევე გაეცანი

OK! ვცდილობ, ყველა ჟანრის სიმღერა ისე შევასრულო, რომ მსმენელის გულამდე მივიდეს – გაიცანით Barbara Bell და ბენდი 4UP
ინტერვიუ

OK! ვცდილობ, ყველა ჟანრის სიმღერა ისე შევასრულო, რომ მსმენელის გულამდე მივიდეს – გაიცანით Barbara Bell და ბენდი 4UP

თებერვალი 1, 2023
OK! მელოდიის შექმნისას ყოველი სიტყვა შიგნიდან მესმის – მუსიკოსი Saly Betli
ინტერვიუ

OK! მელოდიის შექმნისას ყოველი სიტყვა შიგნიდან მესმის – მუსიკოსი Saly Betli

თებერვალი 1, 2023
OK! სუფთა სამყარო – კომპანია, რომელიც სუფთა გარემოს ქმნის
Uncategorized

OK! სუფთა სამყარო – კომპანია, რომელიც სუფთა გარემოს ქმნის

თებერვალი 1, 2023
#OK! მიზანდასახულობა და დისციპლინა წარმატების გზაზე
ინტერვიუ

#OK! მიზანდასახულობა და დისციპლინა წარმატების გზაზე

თებერვალი 1, 2023
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! ტესტი: 2022 წლის ყველაზე საკულტო მომენტები – გამოიცანი ერთი ფოტო-კადრით

#OK! ტესტი: 2022 წლის ყველაზე საკულტო მომენტები – გამოიცანი ერთი ფოტო-კადრით

იანვარი 5, 2023
#OK! KEDDO – ყოველთვის ტრენდული და კომფორტული

#OK! KEDDO – ყოველთვის ტრენდული და კომფორტული

ოქტომბერი 8, 2022
#OK! დაგეგმეთ ღონისძიება „ივენტორიქსთან“ ერთად

#OK! დაგეგმეთ ღონისძიება „ივენტორიქსთან“ ერთად

ნოემბერი 5, 2021
#OK! „ჩემი დღის სენსაციაც  ესაა…ნატო ბებია ხდება“ – ნატო გელაშვილი ბებია ხდება

#OK! „ჩემი დღის სენსაციაც ესაა…ნატო ბებია ხდება“ – ნატო გელაშვილი ბებია ხდება

იანვარი 10, 2023
რეკლამა

კვირის ჰიტები

#OK! იტალიური სილამაზისა და ფრანგული ელეგანტურობის შერწყმა – გაიცანით ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის ქალიშვილი დევა კასელი

#OK! იტალიური სილამაზისა და ფრანგული ელეგანტურობის შერწყმა – გაიცანით ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის ქალიშვილი დევა კასელი

თებერვალი 1, 2023
#OK! ნიკოლოზ წულუკიძის ტკივილიანი მამაშვილობა

#OK! ნიკოლოზ წულუკიძის ტკივილიანი მამაშვილობა

თებერვალი 1, 2023
#OK! ენ ჰეტევეისა და მისი მეუღლის ადამ შულმანის რომანტიკული მომენტი პარიზის მოდის კვირეულზე

#OK! ენ ჰეტევეისა და მისი მეუღლის ადამ შულმანის რომანტიკული მომენტი პარიზის მოდის კვირეულზე

იანვარი 26, 2023
#OK! “როგორც მამა, ისე შვილები” – გაიცანით დამწყები მოდელები, პირს ბროსნანის ვაჟები დილან და პერის ბროსნანები

#OK! “როგორც მამა, ისე შვილები” – გაიცანით დამწყები მოდელები, პირს ბროსნანის ვაჟები დილან და პერის ბროსნანები

თებერვალი 1, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×