• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! იდეალური დედა – ახალი სეზონი საქართველოს პირველ არხზე

March 13, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

24 თებერვლიდან ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს, 22:00 საათზე საქართველოს პირველ არხზე სერიალის „იდეალური დედა“ ახალი სეზონი გავა ეთერში. პროექტი ეხება ყველა ქალს, რომელიც ფიქრობს, რომ დროს სათანადოდ ვერ ანაწილებს ოჯახზე, მეგობრებსა და სამსახურზე. „იდეალური დედა“ ოჯახის ყველა წევრისთვის საინტერესოა, რადგან მის პერსონაჟებში თითოეულმა მათგანმა შეიძლება იპოვოს საკუთარი თავი. სერიალის ახალი სეზონის გადაღებებთან დაკავშირებით, OK! გაესაუბრა მთავარი როლის შემსრულებელს, იაკო ჭილაიას.

რა შეგიძლიათ გვითხრათ სერიალის „იდეალური დედა“ მეოთხე სეზონის გადაღებებთან დაკავშირებით?

ვინაიდან პანდემიის გამო ძალიან ხანგრძლივი შესვენება გამოგვივიდა, ყველა გახარებული ვართ იმით, რომ გადაღებები გრძელდება. შესაბამისად, მთლიანი სამუშაო გუნდი შემართებითა და სიყვარულით ვმუშაობთ. თითოეულ ჩვენგანს გვახარებს დაბრუნება, გადაღების პროცესი კი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს.

რა იქნება მეოთხე სეზონის ძირითადი თემატიკა?

რთულია ამ საკითხზე საუბარი, რადგან სცენარის დაწერა გადაღების პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. თუმცა მაყურებელს ვპირდებით მსუბუქ, კომედიურ და გასართობ სერიებს. ჩვენ − მსახიობებიც, გადაღების დროს ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებთ და ბევრს ვიცინით სცენარის კითხვისას. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, უფრო და უფრო გავამრავალფეროვნოთ ყოველივე ეს და გავხადოთ სახალისო საყურებელი „იდეალური დედის“ თითოეული სერია. დანარჩენს კი მაყურებელი დროდადრო იხილავს.

 

სერიალმა „იდეალური დედა“ გადაღებისთანავე დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორია მაყურებლის მხრიდან მოლოდინი ახალი სეზონისადმი?

პირადად მე კარანტინს მიმარტივებდა კომედიური ჟანრის ფილმები და სერიალები. არსებული ვითარების გამო, საზოგადოებაში სტრესის დონე და ახალი სეზონისადმი მოლოდინი საზოგადოების მხრიდან პირდაპირპროპორციულად გაიზარდა, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ მაყურებელს ვპირდებით გახალისებას, განტვირთვასა და ცოტა ხნით რეალობისგან მოწყვეტას.

რას ნიშნავს თქვენთვის სერიალი „იდეალური დედა“?

სერიალი „იდეალური დედა“ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა, გავიცანი ბევრი კარგი ადამიანი და მსახიობთა ამ დიდი გუნდის წევრი გავხდი. რომ არა ისეთი თბილი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, როგორიც ჩვენს სამუშაო გუნდს აქვს, ძალიან გაგვიჭირდებოდა ასეთი ხშირი კომუნიკაცია. მინდა აღვნიშნო, რომ საყვარელი საქმე და ბევრი მეგობარი შევიძინე მისი სახით. თითქოს ორი ერთმანეთის პარალელური ცხოვრება მაქვს − ერთი ჩემი ნამდვილი ოჯახი და მეორე სერიალში არსებული. ეს ყველაფერი ჩემი ნაწილი იმდენად გახდა, რომ არც კი მინდა ვიფიქრო მის დასრულებაზე.

თქვენ, როგორც მსახიობი, რა სახის სირთულეების წინაშე დაგაყენათ პანდემიამ?

პანდემია ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს ქვეყნის ჩაკეტვის პირველსავე დღიდან. თითქოს ნელ-ნელა ყველაფერმა გააგრძელა არსებობა, გარდა თეატრისა, რადგან იგი საჭიროებს პირდაპირ ცოცხალ კავშირს მსახიობსა და მაყურებელს შორის, რაც ონლაინ შეუძლებელია. სამწუხაროა, რომ ამ ვითარებიდან გამომდინარე, მსახიობები თავს უსარგებლოდ და უფუნქციოდ ვგრძნობთ. კიდევ ერთ სირთულეს წარმოადგენს ისიც, რომ როდესაც ყველაფერი გაიხსნება და თეატრი ისევ დაიწყებს ფუნქციონირებას, მსახიობებს გაგვიჭირდება ძველებურ რეჟიმში დაბრუნება, ამხელა შესვენების შემდეგ.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

მოლოდინის რეჟიმში ვარ. იმედია, ახალი ძალებითა და შემართებით, სულ მალე შევძლებ თეატრში დაბრუნებას. ამ ეტაპზე კი დაკავებული ვარ მხოლოდ სერიალის „იდეალური დედა“ გადაღებებით.

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ასევე გაეცანი

#OK! ELCHI.GE – პირველი ქართული საინფორმაციო პლატფორმა ემიგრანტებისთვის
OK! News

#OK! ELCHI.GE – პირველი ქართული საინფორმაციო პლატფორმა ემიგრანტებისთვის

September 23, 2023
#OK! BABY COLLEGE TBILISI – ინოვაციური სასწავლო გარემო მშობლებისა და ბავშვებისთვის
OK! Kids

#OK! BABY COLLEGE TBILISI – ინოვაციური სასწავლო გარემო მშობლებისა და ბავშვებისთვის

September 14, 2023
#OK! “ჩემთვის 85 წელი ცხოვრების ახალი ეტაპია” – ჯეინ ფონდას სილამაზის საიდუმლო და “ბედნიერი სიბერე”
Fashion News

#OK! “ჩემთვის 85 წელი ცხოვრების ახალი ეტაპია” – ჯეინ ფონდას სილამაზის საიდუმლო და “ბედნიერი სიბერე”

September 15, 2023
#OK! ბარიატრიული ქირურგია – ჭარბი წონის კლების ყველაზე ეფექტური საშუალება
Health & Beauty

#OK! ბარიატრიული ქირურგია – ჭარბი წონის კლების ყველაზე ეფექტური საშუალება

September 7, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! სიკეთის კვალდაკვალ

#OK! სიკეთის კვალდაკვალ

October 12, 2022
#OK! ჰეილი სტაინფელდის 90-იანი წლების სტილით ინსპირირებული ჩაცმულობა

#OK! ჰეილი სტაინფელდის 90-იანი წლების სტილით ინსპირირებული ჩაცმულობა

May 9, 2021
#OK! „Happy Valentines Day“ – ხატია ბუნიათიშვილი ორსულადაა

#OK! „Happy Valentines Day“ – ხატია ბუნიათიშვილი ორსულადაა

February 14, 2023
#OK! კაია გერბერი და ჯეიკობ ელორდი: წყვილის იშვიათი გამოჩენა!

#OK! კაია გერბერი და ჯეიკობ ელორდი: წყვილის იშვიათი გამოჩენა!

May 12, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ლაილა მოსი Perfect Magazine-ისა და Valentino-ს ერთობლივ წვეულებას დაესწრო

#OK! ლაილა მოსი Perfect Magazine-ისა და Valentino-ს ერთობლივ წვეულებას დაესწრო

September 19, 2023
#OK! iHerb პირველი სპორტული ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორია: Sport Fest Georgia 2023

#OK! iHerb პირველი სპორტული ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორია: Sport Fest Georgia 2023

September 22, 2023
#OK! დღეს სოფი ლორენი 89 წლის გახდა: წარმოგიდგენთ ვარსკვლავის სილამაზის ევოლუციას კარიერის დასაწყისიდან დღემდე

#OK! დღეს სოფი ლორენი 89 წლის გახდა: წარმოგიდგენთ ვარსკვლავის სილამაზის ევოლუციას კარიერის დასაწყისიდან დღემდე

September 20, 2023
#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 85 წლის გახდებოდა

#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 85 წლის გახდებოდა

September 23, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები