• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! დალი ჩიტალაძის OK! GASTRO BOOK

March 5, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

მინდა წარმოგიდგინოთ OK!-ის მარტის ნომრის ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტი, რომელიც პირველად არ მოხვდა ჩვენი ჟურნალის ობიექტივში, მაგრამ ამჯერად სულ სხვა ამპლუაში, განსხვავებული თემებითა და საკითხებით Gastro Book-ის მოწვეული რედაქტორის როლში იქნება. მანამდე კი წაიკითხეთ ძალიან საინტერესო ინტერვიუ მოდის ექსპერტთან და ბლოგერთან − დალი ჩიტალაძესთან.

ქალბატონო დალი, ყოფილხართ თუ არა აქამდე რედაქტორის ამპლუაში და რამდენად საინტერესო აღმოჩნდა თქვენთვის ეს შემოთავაზება?

ჩემი და ჟურნალის ურთიერთობა დაახლოებით ხუთი წლის წინ დაიწყო, როდესაც ერთ-ერთ ჟურნალში მოწვეული Bloger editor-ის როლს ვასრულებდი მთელი წლის განმავლობაში. მაშინვე ძალიან მომეწონა მოდერატორის როლი, მაგრამ მოწვეული რედაქტორის ამპლუაში არასოდეს ვყოფილვარ და ძალიან მომწონს. თან ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მოდის შემდეგ, ჩემთვის ყველაზე საინტერესო და საყვარელი სფერო სწორედ კულინარიაა. მოხარული ვარ და დიდი მადლობა ჟურნალ OK!-ის შემოთავაზებისთვის და ნდობისთვის.

 

რას წაიკითხავს მკითხველი OK! Gastro Book-ის მეშვეობით?

OK! Gastro Book-ში მკითხველი წაიკითხავს ამ სფეროს გარშემო არსებულ ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებს, როგორებიცაა: გამორჩეული ფილმები და წიგნები, დიეტები, ჯანსაღი კვების პროდუქტები, რეცეპტები. ასევე წაკითხავთ ინტერვიუებს კონსტანტინე თედელურთან, მაკა კვიციანთან და ნუცა სურგულაძესთან. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ნომერს იხილავს ჟურნალ OK!-ის მკითხველი.

კულინარია ჩემთვის არის არა მხოლოდ გემრიელი საკვები, არამედ ესაა ცხოვრების სტილი, რადგან შეუძლებელია გამოიყურებოდე კარგად, თუ არ ზრუნავ ჯანმრთელობაზე, არ ვარჯიშობ და არ გაცვია ელეგანტურად. რასაც მიირთმევს ადამიანი, ისევე გამოიყურება ფიზიკურად.

როდის დაინტერესდით პირველად კულინარიით?

ჩემს ოჯახში ყოველთვის გამახვილებული იყო ყურადღება სწორ კვებაზე. დედა უგემრიელეს კერძებს ამზადებდა. ჩვენს სახლში, ფაქტობრივად, კარი არც იკეტებოდა, მუდმივად სტუმრები გვყავდა. შესაბამისად, ყოველთვის მზად ვიყავით მასპინძლობისთვის. ამ ტრადიციას დღემდე ვაგრძელებ. ყოველდღე თუ არა, ყოველ მეორე-მესამე დღეს მყავს სტუმრები, რომლებსაც ვახვედრებ გემრიელ კერძებს და ამ პანდემიის პერიოდში ასე გაგვყავს დრო. „მასტერშეფში“ მონაწილეობის შემდეგ, ჩემი კულინარიული თვალსაწიერი ბევრად გაიზარდა და კიდევ უფრო სხვა თვალით შევხედე ამ სფეროს. ყოველდღიურად ვავითარებ საკუთარ კულინარიულ ნიჭს.

 

თქვენს ძირითად საქმიანობაზეც მოგვიყევით.

მე მაქვს საკუთარი YouTube-არხი და Facebook-გვერდი, რომელთა აქტივობაც არ შემიწყვიტავს პანდემიის პირობებშიც კი. ახლა ვიდეოების სერიასაც ვიწყებ YouTube-ზე, სადაც დიზაინერებთან და მოდელებთან ერთად გავაკეთებ კერძებს, ახალ რეცეპტებს ვთავაზობ საკუთარ მაყურებლებს და ვსაუბრობთ ჩემი სტუმრების შემოქმედებაზე, თავგადასავლებზე, გეგმებზე. კულინარია და მოდა ჩემი არხის მეშვეობით გავაერთიანე.

როგორია თქვენი ერთი დღის რაციონი?

დილით, უპირველესად, ვიღებ აბაზანას და ვსვამ წყალს. გაღვიძებიდან პირველი ორი საათი არ ვიკვებები. ორი საათის შემდეგ მივირთმევ ვაშლს ან გრეიფრუტს, ან ახლად გამოწურულ ხილის ან ჯეჯილის წვენს, რომელიც ძალიან ჯანსაღი და სასარგებლოა. ამის შემდეგ ვსვამ ყავას რძით და მივირთმევ ხაჭოს, მაწონს და კოვზ თაფლს, ან ჩემ გაკეთებულ ხილფაფას მოცხარით, ჟოლოთი და შინდით. სადილს ვტოვებ. წავიხემსებ ხილით, თხილით, ნუშით, ნიგვზით და შეიძლება დავლიო კიდევ ერთი ჭიქა ყავა მცირე შოკოლადთან ერთად. პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში ვსვამ წყალს. 6-7 საათზე ვვახშმობ, რომლის რაციონიც შედგება ბოსტნეულის სალათისგან და ცილისგან. პურს თავს ვარიდებ და ხშირად მჭადით ვანაცვლებ.

ვვარჯიშობ კვირაში სამი დღე სუფთა ჰაერზე, ბუნებაში.  ეს ჩემთვის რელაქსაციის მთავარი წყაროა. ღამის განმავლობაში აუცილებლად 8 საათი მძინავს − არ აქვს მნიშვნელობა, რომელ საათზე დავწვები.

დაახასიათეთ საკუთარი თავი ჰაშთაგებით.

#გამოუსწორებელიოპტიმისტი, #პოზიტივიდამხოლოდპოზიტივი, #ერთგული.

უპირველეს ყოვლისა, რა გხვდებათ თვალში ადამიანის ჩაცმულობაში?

ასე, კონკრეტულად, ვერაფერს გამოვყოფ, მაგრამ გეტყვით, რა მომწონს და რა არა. მომწონს ელეგანტურობა და არ მომწონს ვულგარულობა. არ აქვს მნიშვნელობა, ბრენდული სამოსი გაცვია თუ არა. მთავარია, ელეგანტურად გამოიყურებოდე. ძალიან უბრალო სამოსითაც შეიძლება საოცრად დახვეწილად გამოიყურებოდე. ვულგარულობა ნიშნავს, რაც არ გიხდება, ის რომ გაცვია.

რას ურჩევდით ახალგაზრდა თაობას?

ვურჩევდი, არ მოწიონ არასოდეს. ეს არის ყველაზე მავნე ჩვევა. ვაღიარებ, მეც ვეწეოდი წლების წინ, მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ ასეთი შეცდომა არასოდეს დამიშვია. ამით ავნებ არა მარტო შენს თავს, არამედ გარშემომყოფებსაც.

ასევე ვურჩევ, მიეჩვიონ თავიდანვე საკუთარი თავის პატივისცემას. თუ საკუთარ თავს პატივს სცემ, არ მიირთმევ არაჯანსაღ საკვებს, ვარჯიშობ და იღებ ცოდნას. როდესაც ხარ განათლებული, ხარ ინტელექტუალი, შესაბამისად, გიყვარს საკუთარი თავი. სწორედ ამ ინტელექტიდან მოდის ყველაფერი, რაც ადამიანის თავს ხდება. შეიყვარეთ საკუთარი თავი, რომ შეგიყვარონ სხვებმაც.

 

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი

ასევე გაეცანი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
ინტერვიუ

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

November 22, 2025
ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 24, 2025
GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე
OK! Business

GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე

November 20, 2025
#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა
OK! Business

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ევროფარმა ჯორჯია – ჩვენი პრიორიტეტი საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა

#OK! ევროფარმა ჯორჯია – ჩვენი პრიორიტეტი საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა

December 30, 2022
#OK! როგორ ცხოვრობს ბეზოსის ყოფილი ცოლი? – ქალი, რომელსაც ბედნიერებისთვის სიმდიდრე არ სჭირდება

#OK! როგორ ცხოვრობს ბეზოსის ყოფილი ცოლი? – ქალი, რომელსაც ბედნიერებისთვის სიმდიდრე არ სჭირდება

July 1, 2025
#OK! კენდალ ჯენერი Dolce & Gabbana-ს “წიწაკებიანი კაბით” CDFA-ის დაჯილდოების შემდგომ გამართულ წვეულებაზე

#OK! კენდალ ჯენერი Dolce & Gabbana-ს “წიწაკებიანი კაბით” CDFA-ის დაჯილდოების შემდგომ გამართულ წვეულებაზე

November 9, 2022
#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

April 2, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მოდის ბლოგერს, რომელიც Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა, ციხე ემუქრება

#OK! მოდის ბლოგერს, რომელიც Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა, ციხე ემუქრება

November 27, 2025
რა ასაკში ქორწინდებიან ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში?

რა ასაკში ქორწინდებიან ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში?

November 30, 2025
#OK! People-მა 2025 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

#OK! People-მა 2025 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

November 28, 2025
#OK! კაი ტრამპი – როგორ ცხოვრობს დონალდ ტრამპის საყვარელი შვილიშვილი

#OK! კაი ტრამპი – როგორ ცხოვრობს დონალდ ტრამპის საყვარელი შვილიშვილი

November 27, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები