• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! დაეუფლეთ მომავლის პროფესიას თიბისის IT-აკადემიაში

March 13, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

თიბისი, როგორც რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი დამსაქმებელი, პრიორიტეტად ისახავს ახალგაზრდა თაობის პროფესიულ განვითარებას. ისევე, როგორც მრავალმხრივი ფინანსური მომსახურების ტექნოლოგიური კომპანია, მიზნად ისახავს ქალების აქტიურ ჩართულობას ტექნოლოგიურ ინდუსტრიებში და ამ მიმართულებით მათ პროფესიულ განვითარებას. თიბისი IT-აკადემია სწორედ ის საგანმანათლებო პლატფორმაა, რომელიც ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიღებული პრაქტიკული და თეორიული ცოდნით ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. აკადემია აერთიანებს ნიჭიერ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებით არიან დაინტერესებულნი და მათ შესაძლებლობას აძლევს, დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე. ჟურნალი OK! თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის უფროსს, გვანცა მურღვლიანს ესაუბრა, რომელიც უფრო დეტალურად გვიამბობს ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ.

როგორ გაჩნდა IT-აკადემიის დაარსების იდეა?

ორი წლის წინ TBC ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტექნოლოგიური და ციფრული მიმართულებით გაეგრძელებინა განვითარება. შესაბამისად, IT-აკადემიის დაარსების იდეაც სწორედ აქედან მოდის.

მოგეხსენებათ, ტექნოლოგიურ და ციფრულ სამყაროში შესვლასთან ერთად, IT-რესურსი უფრო და უფრო საჭირო ხდება. ჩვენი ქვეყანა კი საკმაოდ პატარაა, შესაბამისად, რესურსებიც მეტწილად შეზღუდულია, რაც პრობლემას ქმნის დამსაქმებლისთვის.

რას სთავაზობთ დაინტერებულ პირებს?

სტუდენტებს ვთავაზობთ შემდეგ კურსებს: Frontend development, Backend Development, IOS Mobile Development, Android Mobile Development, UX research and Strategy და Test Automation. ახლა დავამატებთ Devops-ის კურსებს.

რატომ არის ჩვენს ქვეყანაში IT-მიმართულება უფრო მოთხოვნადი და შესაბამისად, მაღალანაზღაურებადი?

ზოგადად, მსოფლიო ტრენდია ასეთი და საქართველოც არ ჩამორჩება მას, თუმცა ჩვენთან  ეს საკითხი  კიდევ უფრო მძაფრდება, რადგან მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, ცოტაა ამ პროფესიის ადამიანი, მოთხოვნა კი ძალიან მაღალია. არა მხოლოდ ბანკები, არამედ ნებისმიერი სხვა ინდუსტრიებიც უკვე აქტიურად არიან გადასული გაციფრულებაზე და ტექნოლოგიების  უფრო და უფრო მეტად გამოყენებაზე.

იმისათვის, რომ ჩვენ შეგვექმნა ეს რესურსი არა მარტო თიბისისთვის, არამედ ქვეყნისთვის, გადავწყვიტეთ დაგვეარსებინა IT-აკადემია, სადაც სტუდენტებს გავატარებდით 4-თვიან შემსწავლელ კურსებს და შემდეგ დავასაქმებდით.

უკვე ორი წელია, რაც კურსების ჩატარება დავიწყეთ და გვყავს 80-ზე მეტი ადამიანი დასაქმებული IT-აკადემიიდან თიბისიში.

სწავლების პროცესი როგორ წარიმართება?

როდესაც კურსზე რეგისტრაცია ცხადდება, ვიღებთ უამრავ აპლიკაციას. სასურველია, სტუდენტს ჰქონდეს საბაზისო ტექნიკური ცოდნა, რათა ტესტირების პროცესი წარმატებით გაიაროს. ამის შემდეგ ხდება ტექნიკური გასაუბრება IT-სპეციალისტებთან და კულტურული თავსებადობის გასაუბრება ადამიანური კაპიტალის მიმართულების წარმომადგენელთან.

კურსზე ხვდება დაახლოებით 30 ადამიანი, შესაბამისად, კონკურენცია საკმაოდ მაღალია. კურსები მარტივი არ არის და მოითხოვს დიდ დროს და თავდადებას, რადგან მთელი ამ სწავლების პროცესში სტუდენტი ორიენტირებული უნდა იყოს მხოლოდ სწავლაზე.

კურსები, რომლითაც სტუდენტებს ვასწავლით, ვიყიდეთ საერთაშორისო ტრენერებისგან. პირველი ნაკადი პირადად მათ დაატრენინგეს. დანარჩენი ნაკადის სწავლება ხდება სწორედ ამ შეძენილი სატრენინგო მასალით და  საერთაშორისო ტრენერების მიერ გადამზადებული ადგილობრივი ლექტორების მიერ. ყოველი კურსის დაწყების წინ საკმაოდ მკაცრი კონკურსი ტარდება ტრენერების შერჩევის მიზნით.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ფაქტი, რომ კურსი არის თიბისის მიერ დაფინანსებული და სტუდენტებისთვის სრულიად უფასოა. ამით  მომავალ თაობას კიდევ ერთხელ ვუქმნით შესაძლებობას, დაეუფლონ მომავლის პროფესიებს და ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით.

ვინ არიან კურსით დაინტერესებული ადამიანები?

ძირითადად, მოგვყავს სტუდენტები, რადგან უფრო მეტი დაინტერესება სწორედ მათგან მოდის. ასევე არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც კონკრეტული მიმართულებით მუშაობენ და სურთ პროფილის შეცვლა. აპლიკანტების 30% არიან ქალბატონები, რაც ძალიან სასიამოვნო ფაქტია და რაც მთავარია, კურსის წარმატებულად დამთავრების პროცენტულობა სწორედ მათშია უფრო მაღალი, ვიდრე მამაკაცებში. ანუ ბევრად მონდომებულები და მოტივირებულები არიან ამ მიმართულებით და ამას სტატისტიკა გვიდასტურებს.

უფრო ვრცლად გვიამბეთ ქალების როლზე IT-მიმართულებით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი სტუდენტების 30% ქალბატონები არიან, ხოლო თიბისიში IT-მიმართულებით დასაქმებული გოგონების წილი 40%. უფრო მეტი და მეტი გოგონა ირჩევს ინფორმაციულ ტექნოლოგიებს თავის პროფესიად და ამას ჩვენი სტატისტიკაც მოწმობს. წელს ვგეგმავთ ჩვენი ტექ-გოგონების მეტად პოპულარიზაციას. ვაპირებთ გავაკეთოთ წლის განმავლობაში რამდენიმე ვებინარი და ZOOM- შეხვედრა, სადაც ჩვენი თანამშრომლები და IT-აკადემიის სტუდენტი გოგონები გაგვიზიარებენ  თავის გამოცდილებას ამ სფეროში. ეს პლატფორმა ასევე გვინდა გამოვიყენოთ მოტივაციის გაზრდის მიზნით, რათა კიდევ უფრო მეტმა ქალმა აირჩიოს ინფორმაციული ტექნოლოგიები თავის პროფესიად.

რა არის IT-აკადემიის მისია?

თიბისის მისია არის, გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება. ზუსტად ამ მისიასთან არის ბმაში ჩვენი მიმართულება, რომელსაც IT-აკადემია ეწოდება. ვზრდით ახალ თაობას იმისათვის, რომ მათ მომავლის შექმნაში დავეხმაროთ. მით უფრო თანამედროვე სამყაროში, რადგან განსაკუთრებით აქტუალური და მოთხოვნადია IT და ტექნოლოგიური მიმართულება. სწორედ ესაა მომავლის პროფესია და ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნისა და ახალგაზრდა თაობის განვითარებაში. 

ასევე გაეცანი

#OK! Memorial Hospitals Group – სრული სამედიცინო მომსახურების ჯაჭვი ერთ სივრცეში
Health & Beauty

#OK! Memorial Hospitals Group – სრული სამედიცინო მომსახურების ჯაჭვი ერთ სივრცეში

May 15, 2025
#OK! სიყვარული ხელოვნების მიმართ, რომელსაც შეუძლია ადამიანის სულს შეეხოს და გზა აჩვენოს
ინტერვიუ

#OK! სიყვარული ხელოვნების მიმართ, რომელსაც შეუძლია ადამიანის სულს შეეხოს და გზა აჩვენოს

May 15, 2025
#OK! საკუთარ თავში ნაპოვნი ჰარმონია
ინტერვიუ

#OK! საკუთარ თავში ნაპოვნი ჰარმონია

May 14, 2025
#OK! თათია გაბისონია – წარმატებული მეწარმე და პერმანენტული მაკიაჟის საერთაშორისო ტრენერი
ინტერვიუ

#OK! თათია გაბისონია – წარმატებული მეწარმე და პერმანენტული მაკიაჟის საერთაშორისო ტრენერი

May 14, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! აგვისტოს თვის ასტროლოგიური პროგნოზი

#OK! სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

September 3, 2022
#OK! PARK HOME – კონცეფცია „ანაგი დეველოპმენტისგან“

#OK! PARK HOME – კონცეფცია „ანაგი დეველოპმენტისგან“

November 3, 2021
#OK! „ჩვენი კვარტეტი“ – მეგობრობით დაწყებული ქუთაისური მრავალხმიანობა

#OK! „ჩვენი კვარტეტი“ – მეგობრობით დაწყებული ქუთაისური მრავალხმიანობა

June 4, 2024
OK! ბიზნეს სელებრითი – სალომე ბოჭორიშვილი (ვიდეო)

OK! ბიზნეს სელებრითი – სალომე ბოჭორიშვილი (ვიდეო)

March 1, 2024

კვირის ჰიტები

#OK! სიყვარული ხელოვნების მიმართ, რომელსაც შეუძლია ადამიანის სულს შეეხოს და გზა აჩვენოს

#OK! სიყვარული ხელოვნების მიმართ, რომელსაც შეუძლია ადამიანის სულს შეეხოს და გზა აჩვენოს

May 15, 2025
#OK! გარდასახვის ფილოსოფია – ანდრო დგებუაძე

#OK! გარდასახვის ფილოსოფია – ანდრო დგებუაძე

May 12, 2025
#OK! ლა კლინიკ აკადემიის ახალი პროგრამა – დაეუფლე ყველაზე მოთხოვნად ბიუთი პროფესიებს 100%იანი დაფინანსებით

#OK! ლა კლინიკ აკადემიის ახალი პროგრამა – დაეუფლე ყველაზე მოთხოვნად ბიუთი პროფესიებს 100%იანი დაფინანსებით

May 13, 2025
#OK! საკუთარ თავში ნაპოვნი ჰარმონია

#OK! საკუთარ თავში ნაპოვნი ჰარმონია

May 14, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები