• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Techno

#OK! ბლოგინგი − ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე აქტუალური პროფესია

თებერვალი 26, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ბოლო წლების განმავლობაში მთელ მსოფლიოში სოციალური მედია, განსაკუთრებით კი ბლოგინგი, ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. ეს პლატფორმა საკმაოდ კარგი ხერხია ნებისმიერი ადამიანისთვის, ფართო აუდიტორიასთან გახსნილად ისაუბროს ნებისმიერ თემაზე, გაცვალოს ინფორმაცია, ჩაერთოს დისკუსიაში და ა.შ. როგორც ცნობილია, პირველი ბლოგები საქართველოში 2005 წლიდან არსებობს და ბოლო რამდენიმე წელია ბლოგერთა რაოდენობის ზრდა განსაკუთრებულად შეინიშნება. ეს საქმიანობა საკმაოდ წარმატებულადაა ათვისებული სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა საქართველოში, შეიძლება ითქვას, ახლა იკიდებს ფეხს და იდგმება პირველი ნაბიჯები ამ კუთხით.

ბლოგი, როგორც წესი, აღწერს სხვადასხვა მოვლენას, ავტორი უკეთებს მას კომენტარს და სხვებსაც სთავაზობს განხილვის თემად. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია კომენტარების დატოვების შესაძლებლობა მკითხველებისთვის, რადგანაც ეს აახლოებს ბლოგერსა და მკითხველს და ხელს უწყობს მათ შორის დიალოგს. მოკლედ რომ ვთქვათ, ბლოგერი აქტიურად გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას და მკითხველს ახედებს თავის სამყაროში. ზოგიერთი პირადი ბლოგი ძალიან პოპულარული ხდება, მაგრამ უმეტესობა მხოლოდ გარკვეული აუდიტორიით შემოიფარგლება. კარგი ბლოგერი ყოველთვის ითვალისწინებს მკითხველის კომენტარებს და ნელ-ნელა იხვეწება, აღწევს პროგრესს მკითხველის ინტერესისა თუ გემოვნების დასაკმაყოფილებლად.

ბლოგების უმეტესობა ძირითადად ტექსტურია, შეიცავს ჩანაწერებს, მსჯელობას, თუმცა ზოგიერთი ბლოგი გარკვეული პროფილით მუშაობს, ორიენტირებულია, მაგალითად, ხელოვნებაზე, ფოტოგრაფიაზე, ვიდეოებზე, მუსიკაზე, აუდიომასალაზე, მოგზაურობაზე, მოდაზე, სილამაზეზე და ა.შ. უმრავლეს შემთხვევაში, ბლოგი პირადია, მაგრამ არსებობს ბიზნესმიზნებისთვის შექმნილი ბლოგებიც და ისინი ბრენდინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის გამოიყენება. იმისათვის, რომ იყო საუკეთესო, თავდაუზოგავი შრომაა საჭირო.

 

 

საავტორო ბლოგი – ესაა მინიგაზეთი, რომლის შტატშიც ერთადერთი თანამშრომელია. იგი ავტორიცაა, კორექტორიც და რედაქტორიც, ამიტომ ყველა ამ სფეროში ექსპერტი უნდა იყოს. საჭიროა, მიზნობრივმა აუდიტორიამ წაიკითხოს ის და გამოიწვიოს დაინტერესება. ამისათვის ბლოგერები სწავლობენ ინტერნეტმარკეტინგის სტრატეგიებს: საძიებო ოპტიმიზაცია, სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გავრცელება, კონტექსტური რეკლამა.

აღსანიშნავია, რომ განვითარებასთან ერთად, ბლოგი საჭიროებს უფრო მეტ ყურადღებას, ამიტომ ზოგჯერ ბლოგერები საკუთარ სამსახურსაც კი ტოვებენ და მთელ ამ დროს მის ორგანიზებას უთმობენ. ხშირად მათი ძირითადი შემოსავლის წყაროც სწორედ ეს საქმიანობაა. კლიენტების ძიება, გაყიდვები, პარტნიორული პროდუქტის წინ წაწევა, რეკლამა – ეს იმ ბიზნესოპერაციების მინიმალური მოცულობაა, რომლის შესრულებაც ბლოგერს ყოველდღიურად უხდება. ამის მეშვეობით, მრავალი ბლოგი, მცირე პირადი გვერდიდან ზრდასრულ ბიზნესპროექტად იქცა.

მათ სწორად უნდა მართონ თავიანთი დრო. სწორ დაგეგმვაზეა დამოკიდებული, რეგულარულად განახლებადი იქნება თუ არა ბლოგი.

ბლოგერი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, არასდროს გამოაქვეყნებს ცრუ ინფორმაციას, არ შეურაცხყოფს აუდიტორიას. იგი აცნობიერებს საკუთარი პასუხისმგებლობის დონეს. ამიტომაც, ბლოგერი ვალდებულია, დაიცვას კომპიუტერული ეთიკა და საყოველთაოდ მიღებული მორალის ნორმები.

ასევე გაეცანი

#OK! რა ადგილი უჭირავს ბლოგერ მარიამ წილოსანის ცხოვრებაში iPhone 13 Pro Max-ს
Health & Beauty

#OK! რა ადგილი უჭირავს ბლოგერ მარიამ წილოსანის ცხოვრებაში iPhone 13 Pro Max-ს

ივნისი 25, 2022
#OK! როგორ იქცა ბასინსკის The Disintegration Loops 11 სექტემბრის საუნდტრეკად
Techno

#OK! როგორ იქცა ბასინსკის The Disintegration Loops 11 სექტემბრის საუნდტრეკად

ივნისი 10, 2022
#OK! მწვანეტერა – ვაკო მშვილდაძის უალტერნატივო გზა, ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად
Techno

#OK! მწვანეტერა – ვაკო მშვილდაძის უალტერნატივო გზა, ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად

ივნისი 3, 2022
#OK! ოლაფურ ელიასონის ინსტალაციები
Techno

#OK! ოლაფურ ელიასონის ინსტალაციები

ივნისი 3, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! სელენა გომეზი გაქერავდა

#OK! სელენა გომეზი გაქერავდა

აპრილი 25, 2021
#OK! ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთად კიდევ ერთხელ დაფიქსირდნენ

#OK! ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთად კიდევ ერთხელ დაფიქსირდნენ

აპრილი 30, 2021
#OK! ყოფილი შეყვარებულები: ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესმა კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა

#OK! ყოფილი შეყვარებულები: ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესმა კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა

აპრილი 7, 2021
#OK! „ნართი“ − თქვენი კომფორტული ყოველდღიურობისთვის

#OK! „ნართი“ − თქვენი კომფორტული ყოველდღიურობისთვის

სექტემბერი 30, 2021

კვირის ჰიტები

#OK! საზაფხულო სტილის ინსპირაცია 53 წლის ჯენიფერ ლოპესისგან

#OK! საზაფხულო სტილის ინსპირაცია 53 წლის ჯენიფერ ლოპესისგან

აგვისტო 8, 2022
#OK! შეიძინეთ ბინა საცხოვრებელ კომპლექსში Batumi View

#OK! შეიძინეთ ბინა საცხოვრებელ კომპლექსში Batumi View

აგვისტო 4, 2022
#OK! ჯგუფური ტურის უპირატესობები

#OK! ჯგუფური ტურის უპირატესობები

აგვისტო 7, 2022
#OK! Golden Tulip Design Tbilisi-ის გამორჩეული საკონფერენციო სივრცეები

#OK! Golden Tulip Design Tbilisi-ის გამორჩეული საკონფერენციო სივრცეები

აგვისტო 5, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×