• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! ანტიკვარული აბრეშუმი – ირმა დე ფლორე

May 7, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

აბრეშუმის მიმართ გულგრილი არასოდეს ვყოფილვარ. ყოველთვის მაინტერესებდა ნაციონალური კოსტიუმის დიზაინი. ჩემი ფოტოპროექტებისთვის თავადვე ვქმნიდი კოსტიუმებს. ყველაფერი კოლექციონერობით დაიწყო. ვაგროვებდი მაო ძედუნის პერიოდში შემოსულ, ბებიების სკივრებში შენახულ, ანტიკვარულ აბრეშუმის ქსოვილებს, მაქმანებს, სამკაულებსა და აქსესუარებს. მოდის სამყარო ყოველთვის მიმზიდველი იყო ჩემთვის და განსაკუთრებულ ლტოლვასა და შთაგონებას ვგრძნობდი, მაგრამ ეს ნაბიჯი გააზრებულად გადავდგი მაშინ, როცა ამ ეტაპისთვის მზად ვიყავი. Irma De Flore-ის ხაზიც მაშინ შეიქმნა.

 

 

აბრეშუმი ქართული და კავკასიური ნაციონალური კოსტიუმის განუყოფელი ნაწილია. უძველესი აბრეშუმი არმაზისხევშია ნაპოვნი და ჩვ.წ.აღ.-ის II საუკუნეს მიეკუთვნება. „ჭიჭნაური, ჭიჭნაუხტი“ − სულხან-საბას განმარტებით, აბრეშუმის ქსოვილია და ქართულ წერილობით წყაროებში V საუკუნიდან მოიხსენიება. დიდმა აბრეშუმის გზამ, რომელიც ჩინეთში იწყებოდა და საქართველოს გავლით, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებამდე ჩადიოდა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კულტურული ურთიერთობის განვითარებაში. XIII საუკუნის ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო საქართველოს დედაქალაქის აღწერისას აღნიშნავს: „თბილისში ბევრია აბრეშუმი. აქ ამზადებენ აბრეშუმისა და ოქროს ქსოვილებს. ასეთ ლამაზს ვერსად ნახავ!..“

 

 

მგონია, რომ ადამიანი იბადება კოლექციონერად. მიყვარს ნივთები, რომლებსაც ისტორია აქვს. ამიტომ, ჩემს სახლში ძალიან ბევრი ანტიკვარული ნივთია. Irma De Flore − ეს ისტორიაც ჩემი ნაციონალური სამოსის, ზოგადად, ქსოვილის სიყვარულითა და კოლექციონერობით დაიწყო. ეს ფანტასტიკური ჩინური აბრეშუმი, რომელიც ბრენდის ინსპირაცია გახდა, თბილისში გასული საუკუნის 40-წლებში ჩინეთიდან შემოვიდა. გვხვდება ძალიან მაღალი ხარისხის ყვავილების, ჩიტებისა და ფარშევანგების მოტივებით. გვხვდება ასევე ხელით ნაქარგი აბრეშუმი. რაც დრო გადის, ქსოვილები უფრო იშვიათია, მაგრამ გარკვეული რაოდენობა რომ დაგროვდა, მივხვდი − ეს სილამაზე მხოლოდ ჩემი არ შეიძლებოდა ყოფილიყო და ასე შეიქმნა საინტერესო კონცეფციის ბრენდი, რომელსაც აქვს ამბიცია, შექმნას სამოსი, როგორც ხელოვნების ნიმუში და კოლექციის წარდგენაც ფანტასტიკურ პერფორმანსებად აქციოს.

 

ასევე გაეცანი

#OK! კარგი დიზაინი იქ იწყება, სადაც ჩნდება სირთულე – ინტერვიუ ანა ჯიქიასთან
Décor

#OK! კარგი დიზაინი იქ იწყება, სადაც ჩნდება სირთულე – ინტერვიუ ანა ჯიქიასთან

October 20, 2025
#OK! City Event Georgia  ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
Décor

#OK! City Event Georgia ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 5, 2025
#OK! მარიანო ფორტუნი –  დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა
Décor

#OK! მარიანო ფორტუნი – დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა

August 6, 2025
#OK! შეისწავლე ეტიკეტი იქ, სადაც ცხოვრება ხელოვნებაა – Laka Ètiquette
Décor

#OK! შეისწავლე ეტიკეტი იქ, სადაც ცხოვრება ხელოვნებაა – Laka Ètiquette

July 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! გემოვნებიანი რიტა ორა: მომღერალი Dion Lee-ს ტოპით!

#OK! გემოვნებიანი რიტა ორა: მომღერალი Dion Lee-ს ტოპით!

May 4, 2021
#OK! Skillwill-სა და USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ შორის თანამშრომლობა გრძელდება

#OK! Skillwill-სა და USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ შორის თანამშრომლობა გრძელდება

November 8, 2024
#OK! ირინა შეიკის ცეცხლოვანი იმიჯი რიანას SavageXFenty-ის შოუზე

#OK! ირინა შეიკის ცეცხლოვანი იმიჯი რიანას SavageXFenty-ის შოუზე

November 10, 2022
#OK! ჯასტინ და ჰეილი ბიბერები: Maison du Caviar-ში მიმავალი ვარსკვლავური წყვილის სტილი

#OK! ჯასტინ და ჰეილი ბიბერები: Maison du Caviar-ში მიმავალი ვარსკვლავური წყვილის სტილი

June 23, 2021

კვირის ჰიტები

#OK! „მის სამყაროს“ ორმა კონკურსანტმა ტიტულზე უარი თქვა

#OK! „მის სამყაროს“ ორმა კონკურსანტმა ტიტულზე უარი თქვა

November 28, 2025
#OK! მაკოლეი კალკინი „მარტო სახლში“-ს გაგრძელებას გეგმავს

#OK! მაკოლეი კალკინი „მარტო სახლში“-ს გაგრძელებას გეგმავს

November 27, 2025
#OK! დედაზე მოგონებების აღსადგენად პრინცმა ჰარიმ სენსორული თერაპია ჩაიტარა

#OK! დედაზე მოგონებების აღსადგენად პრინცმა ჰარიმ სენსორული თერაპია ჩაიტარა

December 1, 2025
OK! ახალი თაობის SMAS-ლიფტინგი და ლიპოლიზი უკვე საქართველოშია – ეს არის ნამდვილი ინოვაცია ესთეტიკურ მედიცინაში

OK! ახალი თაობის SMAS-ლიფტინგი და ლიპოლიზი უკვე საქართველოშია – ეს არის ნამდვილი ინოვაცია ესთეტიკურ მედიცინაში

December 3, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები