• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Doqtors OK! Doctors

#OK! ნინო ჯიმშელაძე ბავშვობიდან არჩეულ პროფესიასა და განვლილ გზაზე

January 13, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

OK!-ის სტუმარი ექიმი-პედიატრი, ნინო ჯიმშელაძეა, რომელმაც საკუთარი პროფესია ჯერ კიდევ ბავშვობაში აირჩია და მას შემდეგ ერთგულად ემსახურება ამ საქმიანობას. მიაჩნია, რომ ექიმის პროფესია მოითხოვს უწყვეტ რეჟიმში სწავლას, ცოდნის გაღრმავებას და ყველანაირი სიახლის სადარაჯოზე ყოფნას, რათა არ ჩამორჩეს მიმდინარე მოვლენებს. ეს პროფესია ხომ ყველაზე დიდ ყურადღებასა და თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს, მით უფრო მაშინ, როცა საქმე ჩვენი შვილების ჯანმრთელობას ეხება. რა გამოწვევები ახლავს თან ექიმის პროფესიას, რა გავითვალისწინოთ და როგორ მოვუფრთხილდეთ ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობას ზამთრის სეზონისთვის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენი რესპონდენტი, ნინო ჯიმშელაძე თავად გვიამბობს.

 

 

 

ქალბატონო ნინო, გვიამბეთ თქვენი საქმიანობისა და პროფესიის შესახებ. გზა, რომელიც დღემდე გაიარეთ.

პროფესიით ექიმი-პედიატრი ვარ და უკვე მრავალი წელია ვმუშაობ პედიატრიულ კლინიკა „ნ.ჯ“-ში. სულ თავიდან რომ დავიწყოთ, გზა, რომელიც დღევანდლამდე გავიარე, იყო საკმაოდ რთული და უზომოდ საპასუხისმგებლო, თუმცა, ამავდროულად, ძალიან სასიამოვნო და უამრავი გამოწვევით დატვირთული, რამაც ჩემი პროფესიული გზა ბევრად უფრო გაამრავალფეროვნა და საინტერესო გახადა.

როდესაც საკუთარი შრომის შედეგს ხედავ, გყავს უამრავი გამოჯანმრთელებული პაციენტი, მადლიერი მშობლები და მათი ახლობლები, უდიდესი მოტივაცია გემატება,  მაქსიმალური ჩადო შენს პროფესიაში.

ეს იყო გზა, რომელიც დაიწყო სამედიცინო უნივერსიტეტის კედლებში. ამას მოჰყვა განაწილება აჭარაში და 20-წლიანი მუშაობა მახინჯაურში. საკმაოდ დიდ უბანში, სადაც 3 ექიმის შტატს ვემსახურებოდი. შემდეგ კი იყო კლინიკა „ნ.ჯ“, სადაც ამჟამად ვსაქმიანობ და დიდი სიამოვნებით ვემსახურები ჩემს პაციენტებს.

პროფესიის მიღმა ცხოვრებას რაც შეეხება, ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია და თავისუფალ დროს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ფოტოების გადაღება. შეიძლება ითქვას, ფოტოგრაფია ჩემი ჰობია.

 

 

 

 

რატომ აირჩიეთ ექიმის პროფესია?

შეიძლება ბანალური მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემი პროფესია ბავშვობიდანვე ავირჩიე. მაშინ, როდესაც მეორე კლასში ყოფნისას ჩემი კლასელი ლეიკოზით (სისხლის გათეთრება) გარდაიცვალა. მაშინ პირველად გავიგე ამის შესახებ და გაოცებული ვიყავი, თუ როგორ შეიძლებოდა სისხლი „გათეთრებულიყო“. სწორედ მაშინ მყარად გადავწყვიტე, გავმხდარიყავი ექიმი და ამ დაავადებას შევბრძოლებოდი, რადგან იმ დროისთვის ეს დიაგნოზი უიმედოდ მიიჩნეოდა. მას შემდეგ ეს გადაწყვეტილება არასოდეს შემიცვლია.

 

თქვენს შვილზეც გვიამბეთ. როგორც ვიცით, ისიც თქვენს გზას გაჰყვა და ექიმის პროფესია აირჩია.

როდესაც ჩემმა შვილმა აირჩია ექიმის პროფესია, მაშინაც კი ვერ ვუთხარი უარი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ვიცოდი, რამდენი სირთულე ახლავს თან ამ პროფესიას. ამჟამად ისიც მყარად მიდგას გვერდში და ბავშვთა ჯანმრთელობას ემსახურება.

 

რა გამოწვევები ახლავს თან ამ მიმართულებას?

გამოწვევები უამრავია ამ პროფესიაში. თანამედროვე მედიცინა უკვე სხვა მოთხოვნებს აყენებს ექიმების მიმართ. პირველ რიგში, მაინც ყველაფერი გულისხმიერ მიდგომას, სწორ აზროვნებას, თანამედროვე კვლევებსა და პაციენტისადმი მაქსიმალურ ყურადღებას ეფუძნება.

დღევანდელი პედიატრიის გამოწვევები გაცილებით მეტია. სამწუხაროდ, არის ბევრი სისხლის დაავადება, იმატა ალერგიულმა დაავადებებმა, გენეტიკური დაავადებებიც უფრო გახშირდა, ძალზე მოიმატა აუტიზმის სხვადასხვა სპექტრმაც. შესაბამისად, ექიმები უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ და ფეხი ავუწყოთ ყველანაირ სამედიცინო სიახლეს, რათა ჩვენს პაციენტებს სწორი და მათზე მორგებული რეკომენდაციები მივცეთ.

ცოდნის მხრივ ექიმი არასოდეს არ უნდა იყოს გაჩერებული ერთ ადგილას. საჭიროა ფეხდაფეხ მიჰყვეს სიახლეებს და მას თავის პრაქტიკაში ნერგავდეს.

 

 

 

რა რეკომენდაციებს გაუზიარებდით მშობლებს ზამთრის სეზონისთვის?

ზამთრის სეზონი ჩვენთვის განსაკუთრებით დიდ საზრუნავს აჩენს ამინდის ცვლილებასთან ერთად. გასათვალისწინებელია ბავშვის იმუნიტეტი, სწორი კვება, გაჯანსაღება. ამ დროს ყველა ტიპის ვირუსები მაქსიმალურად გვიტევს, ამიტომ ჩემი რჩევაა, გააკაჟოთ ბავშვები, იავადმყოფონ, ნუ შეგეშინდებათ, ამით უფრო მეტად ყალიბდება ბუნებრივი იმუნიტეტი, უბრალოდ, მკურნალობის თვალსაზრისით არ ენდოთ მხოლოდ საკუთარ თავს, ნუ დაიწყებთ მაშინვე ანტიბიოტიკებს, ჩართეთ თქვენი ექიმი დროულად და ის მოგცემთ სწორ და საჭირო რეკომენდაციებს. ასევე, მოერიდეთ თავშეყრის ადგილებში ჩვილი ბავშვების წაყვანას.

 

სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ.

ჩემი სამომავლო გეგმები კვლავ ჩემი პროფესიაა. მინდა ახლგაზრდებს გადავცე ჩემი გამოცდილება და განვავითარო ყველაფერი ახალი. ჩემი დევიზია მოძრაობა და მოძრაობა.

 

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: გიორგი კალანდაძე

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ქერი ბრედშოუს ბინა 23 დოლარად ქირავდება

#OK! ქერი ბრედშოუს ბინა 23 დოლარად ქირავდება

November 8, 2021
#OK! “ოპელი” სექტემბრის თვიდან მომხმარებლებს ბოლო თაობის ავტომობილებს წარუდგენს

#OK! “ოპელი” სექტემბრის თვიდან მომხმარებლებს ბოლო თაობის ავტომობილებს წარუდგენს

August 18, 2023
#OK! საკუთარი თავის ძიებაში – ენდრიუ გარფილდი კინოსამყაროდან პაუზას იღებს

#OK! საკუთარი თავის ძიებაში – ენდრიუ გარფილდი კინოსამყაროდან პაუზას იღებს

January 12, 2023
#OK! „30 წლის წინ, ჩემს ქმართან, რომელთანაც მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია მქონდა, გავფრინდი“ – ნანიკო ხაზარაძის სიყვარულის ისტორია!

#OK! „30 წლის წინ, ჩემს ქმართან, რომელთანაც მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია მქონდა, გავფრინდი“ – ნანიკო ხაზარაძის სიყვარულის ისტორია!

June 5, 2023

კვირის ჰიტები

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

July 9, 2025
#OK! ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლისთვისაც განქორწინება ნაკლებად სტრესულია

#OK! ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლისთვისაც განქორწინება ნაკლებად სტრესულია

July 3, 2025
#OK! დავით კლდიაშვილის ქუთაისი – მუდმივი და ჩაუმქრალი სიყვარული

#OK! დავით კლდიაშვილის ქუთაისი – მუდმივი და ჩაუმქრალი სიყვარული

July 4, 2025
#OK! ოჯახური ფესვებიდან პროფესიულ ინოვაციამდე – ილია და ბადრი ალფაიძეები

#OK! ოჯახური ფესვებიდან პროფესიულ ინოვაციამდე – ილია და ბადრი ალფაიძეები

July 4, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები