• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Business

#OK! GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე

January 13, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

საქართველო რომ ღვინის სამშობლოა, ეს ყველასთვის ცნობილია. ვაზიდან ჭიქა ღვინომდე კი დიდი და არცთუ ისე მარტივი გზაა გასავლელი. იყო ამ საქმის სათავეში, ნიშნავს, იყო შრომისმოყვარე, მიზანდასახული და გარკვეულწილად რისკიანი. წარსულში მეღვინე-მევენახეობა კაცის საქმედ ითვლებოდა, თუმცა დღეს წარმატებული ქართველი ქალების ისტორიები ცხადყოფს, რომ მათაც შეუძლიათ კარგი ღვინის დაყენება.

ნინო პროფესიით ფილოლოგია, თუმცა დღეს დიდი სიყვარულითა და ინტერესით აგრძელებს მისი მეუღლის, გოგლას,  წამოწყებულ საქმეს. ბრენდი „GOGLA’s” ბაზარზე 2021 წლის ბოლოს გამოჩნდა და მას შემდეგ იზრდება, აწარმოებს ექვსი სახის პრემიუმ კლასის ღვინოს, მათ შორისაა, წარაფი, ხიხვი, ქისი, ქინძმარაული, საფერავი და სოვინიონ ბლანი (ფრანგული ჯიში). ღვინო მზადდება, როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული, კახური მეთოდით ქვევრში, ვენახები კი მეღვინეობა-მევენახეობით სახელგანთქმულ რეგიონში, კახეთში, კერძოდ, კარდენახის მიკროზონაშია გაშენებული. ღვინის შეძენა შესაძლებელია „ალკორიუმსა“ და „8000 მოსავალში“, ხოლო დაგემოვნება-  ღვინის ფესტივალებსა და ბარ-რესტორნებში. უფრო მეტს, ბიზნესის განვითარების ისტორიაზე, მეღვინეობა „GOGLA’s” დამფუძნებელი, ნინო თუთბერიძე მოგვიყვება.

 

ნინო, ხშირად ამბობენ, რომ ვენახი როგორიცაა, ისეთ ღვინოს მიიღებ. ვენახიდან მოდის ყურძენიც და ღვინოც, შესაბამისად, პირველ რიგში, ყურადღება მის ხარისხს ექცევა. რადგან სწორედ ახლა დამთავრდა რთველის სეზონი, გაგვიზიარეთ რამდენად კმაყოფილი ხართ წლევანდელი მოსავლით.

ცოტა ბუნებამ შეგვიშალა ხელი, გვალვა, მერე ზუსტად რთველის დროს წვიმები დაიწყო, შაქარი ავარდა-დავარდა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც კარგი, სრულყოფილი მოსავალი მივიღეთ.

 

მეღვინეობა-მევენახეობა შრომატევადი საქმიანობაა. სურვილთან ერთად საჭიროა გქონდეს, როგორც ფინანსური, ისე ფიზიკური რესურსი. რატომ დაინტერესდით ღვინის წარმოებით და საიდან გაჩნდა იდეა, ეს საქმე ბიზნესად გექციათ?

ვეცდები გიამბოთ, თუ როგორ დაიწყო ჩემი ამბავი მეღვინეობის სფეროში. შთაგონების წყარო გახდა ჩემი მეუღლე. გოგლა გოჩიტაშვილის მეღვინეობის პერიოდი მისი ბავშვობიდან იწყება. მის წინაპრებს სოფელ ნუკრიანში ჰქონდათ ვენახები, რომლებსაც წლების განმავლობაში ზრდიდნენ და უვლიდნენ, გასაოცარ გემოზე აყენებდნენ ღვინოს. გოგლა 14-15 წლის იყო, როდესაც ოჯახის მარანში პირველად დააყენა ღვინო, რის შემდეგაც სულ ოცნებობდა, რომ სერიოზულად ჩართულიყო ამ საქმეში. კარდენახში ტერუარის შეძენის შემდეგ მოხდა ტრაგედია, გოგლა გარდაიცვალა. მე, მისმა მეუღლემ, გავაგრძელე მისი საქმე. რაც შეეხება კითხვას, საქმიანობის ბიზნესად გადაქცევის შესახებ, ვერ დაგეთანხმებით, ეს არის ემოციური პროექტი და დარჩება სამუდამოდ ამ პროექტად. ეს არის ბიზნესი მხოლოდ და მხოლოდ გოგლას სახელის უკვდავსაყოფად.

 

 

„GOGLA’s” ღვინის უმეტესობა ქვევრში მზადდება. რატომ ანიჭებთ უპირატესობას ღვინის დამზადების ტრადიციულ მეთოდს?

ეს არის ტექნიკა, რომელმაც გვაქცია ყველაზე ძველ ქვეყანად ღვინის ინდუსტრიაში. გოგლა ტრადიციული, ძლიერი პიროვნება იყო და სწორედ ეს ხასიათი იგრძნობა ქვევრის ღვინოში. GOGLA’S ხაზს უსვამს ინდივიდუალურობას, ბუნებრიობას. ჩემი მიზანია, რომ ღვინო არ იყოს მხოლოდ სასმელი, არამედ ემოციური გამოცდილება, რომელიც ქართულ კულტურასთან აკავშირებს მომხმარებელს.

 

„GOGLA’s” არაერთ ევროპის ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა ყიდდე ღვინოს საქართველოდან, რომელიც ღვინის სამშობლოდაა აღიარებული?

ეს ნამდვილად საპასუხისმგებლოა. გლობალურ ბაზარზე ქართული ღვინის მოლოდინი მაღალია, ამიტომ ვცდილობთ მათ წარვუდგინოთ, არამხოლოდ ერთი კონკრეტული ღვინის ბოთლი, არამედ ის, რომ იგი ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის ნაწილია.

 

ნინო, გუნდურობა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს საქმეში. ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც გეხმარებიან ბიზნესის განვითარებაში და როგორ ითავსებთ სხვადასხვა ფუნქციებს?

მეხმარებიან ოჯახის წევრები. პირველ ეტაპზე განსაკუთრებით დამიდგნენ გვერდში გოგლას მეგობრები, რომლებმაც იზრუნეს დისტრიბუციასა და ღვინის საწარმოზე. მათი მხარდაჭერის გარეშე ამდენს ვერ შევძლებდი. ყველას დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის.

 

 

რა გამოწვევების წინაშე დგას დღესდღეობით ქართველი მეღვინე? რა სირთულეებს შეჯახებიხართ ბიზნესის განვითარების გზაზე?

ვენახის მოვლაში, ყურძნის დაკრეფასა და ღვინის დაყენებაში შეიძლება ოჯახის წევრებიც დაგეხმარონ, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი, რასაც წარმოებიდან გაყიდვების გზამდე მიყავხარ, დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ეს იქნება ლოგისტიკა, ექსპორტი, მარკეტინგი თუ გაყიდვები.

 

დრო რომ უკან დავაბრუნოთ, ისევ შექმნიდით თუ არა „GOGLA’s“ მეღვინეობას?

აუცილებლად შევქმნიდი, მიუხედავად ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორისა, მაინც თავიდან დავიწყებდი ამ სირთულეების გადალახვის გზების მოძიებას. მიმაჩნია, რომ ყველა სფეროში, არა მარტო მეღვინეობაში, უნდა გიყვარდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებ.  ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი და ისევ გავიმეორებ, რომ შვილებივით მიყვარს „GOGLA’s” სახეობის ყველა ღვინო.

ტექსტი: მარიამ მათიაშვილი

ასევე გაეცანი

#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის
Décor

#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის

February 23, 2026
#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ტესტი: გამოიცანი მსოფლიო ლიტერატურის შედევრი ერთი ფრაზით

#OK! ტესტი: გამოიცანი მსოფლიო ლიტერატურის შედევრი ერთი ფრაზით

April 13, 2025
#OK! ნინი ბრეგვაძემ ამერიკის ვოისის ოთხივე ჟიური შემოატრიალა!

#OK! ნინი ბრეგვაძემ ამერიკის ვოისის ოთხივე ჟიური შემოატრიალა!

October 7, 2023
#OK! დუა ლიპა Vanity Fair-ის 2021 წლის აგვისტოს ნომრის გარეკანზე

#OK! დუა ლიპა Vanity Fair-ის 2021 წლის აგვისტოს ნომრის გარეკანზე

June 30, 2021
#OK! “ხაფანგი არ არსებობს,” – პრინცი უილიამის პასუხი პრინცი ჰარის საჯარო ბრალდებაზე სამეფო ოჯახის მიმართ

#OK! “ხაფანგი არ არსებობს,” – პრინცი უილიამის პასუხი პრინცი ჰარის საჯარო ბრალდებაზე სამეფო ოჯახის მიმართ

March 22, 2021

კვირის ჰიტები

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

February 23, 2026
#OK! ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე მდიდარი წევრი ცნობილია

#OK! ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე მდიდარი წევრი ცნობილია

February 19, 2026
#OK! მსახიობები, რომლებმაც კინოში საქორწინო კაბა მოირგეს

#OK! მსახიობები, რომლებმაც კინოში საქორწინო კაბა მოირგეს

February 18, 2026
#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე

#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე

February 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები