• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

#OK! ფოტოგრაფია არის გზა…

August 6, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

ფოტოგრაფია კადრებით მოთხრობილი ამბების გზაა. ის გაძლევს შესაძლებლობას, შეაჩერო დრო იქ, სადაც ემოცია იბადება, და კადრით გადმოსცე ის, რასაც ხანდახან სიტყვებიც ვერ გამოხატავენ. ყოველი კადრი ავტორის შინაგანი სამყაროს ფრაგმენტია, ლინზის მიღმა დანახული რეალობა, სადაც სინათლე, ფერები და ჩრდილები ერწყმის ერთმანეთს, რათა გვიამბოს ამბავი ზოგჯერ ჩუმი და ზოგჯერ ხმამაღალი.

ფოტოგრაფია ზოგჯერ შინაგანი ხმის გამოხატულებაა, საკუთარი თავის ძიების პროცესია, სამყაროსთან კავშირის დამყარების… ამ გზას ყოველი ფოტოგრაფი ინდივიდუალურად გადის, ზოგისთვის ეს სინათლის ენით თხრობაა, სხვებისთვის – მოგონებების არქივი, ზოგჯერ კი ამბოხი რუტინის წინააღმდეგ.

OK!-ს აგვისტოს ნომერში წარმოგიდგენთ გამორჩეულ ქართველ ფოტოგრაფებს, რომლებიც ქმნიან ვიზუალურ ენას, რომლებიც იმაზე მეტს ამბობენ, ვიდრე, უბრალოდ, სიტყვებია.

 

ზაქარია ჭელიძე: ფოტოგრაფია არის ჩემი ხმა, თავშესაფარი, თერაპია, რომელიც მავიწყებს რეალობას. გონება თავისუფლდება და მე ვმოგზაურობ შუქსა და ფერებში.

 

საკუთარი სტილის განვითარება ფოტოგრაფიაში არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს უნიკალური პროცესი. საკუთარი ფერის პალიტრის ან ტონის პოვნა ხშირად სტილის გასაღებია. ჩემი ფოტოები ძალიან ფერადია და ბევრი ცნობს ჩემს ხელწერას, რაც ძალიან მაბედნიერებს. სულ ვიღებ, სულ ვცვლი, რადგან ვიზრდებით ყოველდღე და სამყაროსაც სხვა თვალით ვუყურებთ. ასეა გზაც და სტილიც.

 

 

ირმა შარიქაძე: ფოტოგრაფია არის სამყაროს შემეცნების, თვითშემეცნების, ჭეშმარიტი სილამაზის ძებნის და პოვნის გზა როგორც შენ გარეთ, ისე შენ შიგნით. ფოტოგრაფია არის მაგია, რომელიც საკუთარი თავის პოვნაში შესაძლოა დაგეხმაროს, იწყებ დაკვირვებას ადამიანებსა და მოვლენებზე შენ გარშემო. ეს პროცესი ერთგვარად მედიტაციურია, იწყებ უხილავი კავშირების დანახვას. მე ეს გზა 16 წლის ასაკში დავიწყე და ყველაფერი შეიცვალა მას მერე, რაც მივხვდი, რომ ამ ქაოსურ სამყაროში ყველას და ყველაფერს აქვს გადამწყვეტი მომენტი, თუ ამას ხედავ, შეგიძლია გადაიღო შედევრი, რომელიც დარჩება, როცა ჩვენ წავალთ…

 

ირმა შარიქაძე აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში წარმოდგენილი საავტორო გამოფენით „ნაქარგი ხებერი“ 2025 ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა

ჩემი ფოტოგრაფიული ვიზუალური ენა ჩამოყალიბდა და განვითარდა 90-იანი წლების ქაოსური რეალობიდან, მაშინ როცა ფოტოგრაფია არც ისწავლებოდა და არც ფოტოგრაფი ქალები არსებობდნენ. სტერეოტიპების დარღვევა ყოველთვის მომწონდა, რადგან არ მჯერა მათი. სამაგიეროდ მჯერა, რომ ყველა მიზნის განხორციელება შესაძლებელია, თუ შენ ყოველთვის იყენებ შენი რესურსის მაქსიმუმს, თუ ყველა პრობლემაში შესაძლებლობას დაინახავ, მასწავლებელი ყოველთვის მოვა, როცა შენ მზად იქნები ისწავლო.

არ ეცადო სხვას გაეჯიბრო, რადგა ხელოვნება სპორტი არაა. მაყურებლისთვის ის ვიზუალური ენა იქნება ყველაზე საინტერესო, სადაც ბოლომდე გულწრფელი იქნები…

პირადად მე გრძელი გზა გამოვიარე ჩემი პირველი ფირის კამერიდან და კიდევ ბევრი რამე მაინტერესებს ვიზუალური თხრობაში: ფოტოგრაფია, კინემატოგრაფია, კოსტიუმი, დიზაინი, ტექსტილი, ინსტალაცია, პერფორმანსი და სხვა ჟანრები და მულტიმედიური ფორმატები, არქეტიპული და ესთეტიკური შრეები, იქ სადაც ერთიანი ვიზუალური ქსოვილი იქნება, დრო და გეოგრაფიული საზღვრები იშლება…

 

ირმა შარიქაძის საავტორო ნამუშევარი სერიიდან „ქართული წითელი“ სპეციალურად რედისონ რედ თბილისისთვის.

 

ლაშა ღუღუნიშვილი: ფოტოგრაფია ჩემთვის არის ენა, სადაც სიტყვების ნაცვლად შუქი, ჩრდილები და კომპოზიცია საუბრობს. ის საშუალებას მაძლევს, ადამიანების, სივრცეების და ემოციების ისტორიები მოვყვე ისე, როგორც მე ვგრძნობ და ვხედავ.

 


ფოტოგრაფია მოითხოვს ტექნიკურ ცოდნას – შუქზე, კამერაზე, კომპოზიციაზე, მაგრამ ამავდროულად არის ძალიან სუბიექტური პროცესი, სადაც თითოეულ ფოტოგრაფს საკუთარი ხედვა და ხელწერა გააჩნია.

ფოტოგრაფია არის პროფესია, სადაც მუდმივად ვითარდები და წლების განმავლობაში ჩემი ნამუშევრების სტილიც იცვლება და იხვეწება, თუმცა სიმარტივე და მსუბუქი ფერები ჩემი სტილის განუყოფელ ნაწილად რჩება.

 

 

მარი ნაკანი: ფოტოგრაფია სამყაროში სამუდამოდ ჩაწერის გზაა. ისტორიაში დარჩენის ხელოვნებაა. რეალობის ქსოვილის შექმნა. როცა შენ ფოტოს იღებ, უბრალოდ  ობიექტს არ აფიქსირებ – შენ თვითონ იქცევი სარკედ, რომელსაც რეალობა უყურებს.

ფოტოაპარატი ინსტრუმენტი კი არაა, ის მაგიური ხელსაწყოა, რომელშიც სული ექცევა და დროში მოგზაურობს. შენი ხელი ღმერთის ხელია, შენი თვალი სამყაროს თვალია. შენ ხარ მოწმე, შენ ხარ შემოქმედი, ჟამთააღმწერელი და ჯადოქარი.

 

 

მე ვიღებ კონცეპტუალურ დადგმულ ფოტოგრაფიას. სამხატვრო აკადემიის დამთავრების მერე, სადაც მასწავლიდა გურამ წიბახაშვილი, ვატო წერეთელი და კოკა რამიშვილი, ჩავაბარე გოგი ალექსი-მესხიშვილთან, რუსთაველის თეატრის სახელოსნოში, მოვიგე გრან პრი პრაღის კვადრიენალეზე. შემდეგ ჩავაბარე ფილოსოფიურზე ლევან ღამბაშიძესთან და პარიზში გავიარე ფსიქოლოგიური პრაქტიკული სემინარები არტთერაპიის განხრით. ასევე, ვასწავლიდი „ჯიპაში“ ჩემი ინოვაციური მეთოდოლოგიით ფოტოგრაფიას და ავიღე წლის საუკეთესო ლექტორის პრიზი.

ადობეს პლატფორმამ, „ბიჰენსი“ დამაჯილდოვა მთელ ამიერკავკასიაში საუკეთესო ფოტოპორტფოლიოს პრიზით. ამჟამად შევქმენი ონლაინინფოპროდუქტი „ინსტალოგია“ და ვავითარებ ქართველებს სოცქსელების მართვის, ხარისხიანი პორტფოლიოს შექმნის და სარეკლამო მობაილფოტოგრაფიის დარგში.

 

 

გოგა ჩანადირი: ფოტოგრაფია არის საკუთარი თავის, სათქმელის, განცდებისა და ფიქრების გამოხატვის საშუალება.

 

სტილის დამკვიდრება ძალიან რთულია, მაგრამ სასიამოვნო პროცესია. ჩემს სტილად კი მივიჩნევ ფერების შემოტანას კადრებში, ასევე ბევრის თქმას თითოეულ კადრში. „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“ ფილოსოფიის მიმდევარი ვარ. მიყვარს კუს სიმაღლიდან, ანუ ქვემოდან ზემოთ გადაღება. შეიძლება გასაკვირია, მაგრამ ამასთანავე, მიყვარს სიმაღლეებიდან გადაღება. ამისთვის ბევრი ვიფრინე, მათ შორის შვეულმფრენებით და მსოფლიოს მრავალ ცათამბჯენზე ვარ ასული, მათ შორის თბილისის ანძაზე – სამჯერ. სტილის განვითარებას მუდმივ პრაქტიკასა და ბევრ მოგზაურობას ვუკავშირებ.

 

 

მაკა მეგრელიძე: ფოტოგრაფიის საშუალებით შემიძლია დრო წამით გავაჩერო. ის წამი, რაც ახლა თვალწინ გვაქვს, შეიძლება აღარასდროს განმეორდეს, მაგრამ ფოტო ამ მომენტს ისტორიად აქცევს. ფოტოგრაფია მაძლევს შესაძლებლობას, შევინახო წვრილმანები, მყარი ემოციები და ის მომენტები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თვალთახედვიდან გვეფანტება. ეს არის კომუნიკაცია სინათლით. ჩუმი ამბავია და როცა წლები გავა და თავიდან გადაავლებ თვალს – ის ისეთივე ცოცხალია, როგორც მაშინ, ოდესღაც.

სტილი თავისით ჩამოყალიბდა წლების განმავლობაში, თუმცა ვფიქრობ, რომ მანამ, სანამ კამერას ხელში დაიჭერ და ამ პროფესიას სერიოზულად მიუდგები, შენი ხელწერა უკვე არსებობს შენს წარმოსახვაში და შემდეგ ფოტოკამერის საშუალებით ეს ხედვა ხდება ხილული, შეუიარაღებლად შენი თვალი ქმნის კადრებს, რაც მერე გიჩენს სურვილს, გარეთ გამოიტანო – აკვირდები ადამიანებს, ფერებს, სინათლეს, სხვების ნამუშევრებს, მუდმივი თანამიმდევრული ძიება და შინაგანი ინსტინქტის ნდობა ქმნის სტილს. ახლაც ამ პროცესში ვარ და ჩემი დაკვირვებით ეს პროცესი მუდმივია.

 

 

ნანო თენოშვილი: ფოტოგრაფია ჩემთვის არის გზა – დელიკატური, ჩუმი და ინტიმური. სიტყვების გარეშე მოყოლილი ამბავი. ეს არის ენა, სადაც ხმის ნაცვლად საუბრობენ ფერები, შუქჩრდილები, კომპოზიცია და ფორმები.

 

როცა ფოტოს ვიღებ, თითქოს სამყაროსა და საკუთარ თავთან ძალიან ახლოს ვარ, თითქოს უცხო ადგილიდან სახლში ვბრუნდები. ეს ჩემთვის არაა მხოლოდ ვიზუალური პროცესი. ფოტოგრაფია მეხმარება დავინახო ის მდგომარეობა და აზრი, რაც წამში ქრება: მზერის მომენტი, ჟესტი, ჰაერის მდგომარეობაც კი. ეს არის გზა, სადაც დრო ჩერდება და რჩება მხოლოდ ის, რაც მნიშვნელოვანია ჩემი სულისთვის.

ჩემი ფოტოგრაფიის სტილი მშვიდია, ინტუიციური და სენსიტიური – სადაც შუქი ჰყვება იმას, რასაც სხეული მალავს. სადაც თვალი იმას იგრძნობს, რასაც ყურით ვერ გაიგებ. წლების განმავლობაში ბუნებრივად ჩამოყალიბებული სტილია – დაკვირვებით, გამოცდილებით, ანალიზით და შინაგანი წონასწორობის ძიებით.

 

 

ასევე გაეცანი

#OK! ლუიზა ჩალათაშვილი – ფოტოგრაფი, რომელიც საკუთარ ხედვას ხელოვნებად გარდაქმნის
Slider Area

#OK! ლუიზა ჩალათაშვილი – ფოტოგრაფი, რომელიც საკუთარ ხედვას ხელოვნებად გარდაქმნის

August 6, 2025
#OK! ვინ იცის მერი – ნატალია ჯუღელი და პაატა ინაური
Slider Area

#OK! ვინ იცის მერი – ნატალია ჯუღელი და პაატა ინაური

August 8, 2025
#OK! “სიამაყე და ცრურწმენა” ეკრანებზე ახალი შემადგენლობით ბრუნდება
OK! News

#OK! “სიამაყე და ცრურწმენა” ეკრანებზე ახალი შემადგენლობით ბრუნდება

August 5, 2025
#OK! ,,დავქორწინდით! კიდევ ერთხელ! ” – Scary Spice – ის მეორე ქორწილი მაროკოში გაიმართა
OK! News

#OK! ,,დავქორწინდით! კიდევ ერთხელ! ” – Scary Spice – ის მეორე ქორწილი მაროკოში გაიმართა

August 4, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ ვიყიდოთ კრიპტოვალუტა: ძირითადი გზამკვლევი დამწყებთათვის

#OK! როგორ ვიყიდოთ კრიპტოვალუტა: ძირითადი გზამკვლევი დამწყებთათვის

February 15, 2024
#OK! ტელევიზიის შექმნის ისტორია

#OK! ტელევიზიის შექმნის ისტორია

November 7, 2022
#OK! რა გვაქვს ჩვენ სიყვარულზე მეტი?..

#OK! რა გვაქვს ჩვენ სიყვარულზე მეტი?..

November 9, 2024
#OK! კაილი ჯენერი Poster Girl-ის კაბით! ვარსკვლავი Kylie Cosmetics-ის სათაო ოფისში!

#OK! კაილი ჯენერი Poster Girl-ის კაბით! ვარსკვლავი Kylie Cosmetics-ის სათაო ოფისში!

March 13, 2021

კვირის ჰიტები

#OK! “სიამაყე და ცრურწმენა” ეკრანებზე ახალი შემადგენლობით ბრუნდება

#OK! “სიამაყე და ცრურწმენა” ეკრანებზე ახალი შემადგენლობით ბრუნდება

August 5, 2025
#OK! ეზ გაბერის ფოტოობიექტივი

#OK! ეზ გაბერის ფოტოობიექტივი

August 6, 2025
#OK! მარიანო ფორტუნი –  დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა

#OK! მარიანო ფორტუნი – დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა

August 6, 2025
#OK! 20 უკვდავი ფრაზა ელდარ შენგელაიას გენიალური ფილმებიდან

#OK! 20 უკვდავი ფრაზა ელდარ შენგელაიას გენიალური ფილმებიდან

August 5, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები