• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! Flex Fitness – მეტი, ვიდრე ფიტნესკლუბი მხარდაჭერის და შინაგანი ტრანსფორმაციის ადგილი

March 9, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

სამი შვილის დედამ, მირანდა ონიანმა საბანკო სფეროში18-წლიანი მუშაობის შემდეგ გადაწყვიტა, შეექმნა სივრცე, სადაც ადამიანები საკუთარ თავს დაუბრუნდებოდნენ და მასზე ზრუნვას ისწავლიდნენ. ასე დაიბადა Flex Fitness – ადგილი, სადაც ვარჯიში არა მხოლოდ ფორმის შეცვლას ნიშნავს, არამედ შინაგან გაძლიერებას, დისციპლინის ჩამოყალიბებასა და საკუთარი თავის სიყვარულს. სხეულის ფორმასთან ერთად უმჯობესდება მენტალური ჯანმრთელობაც – ეს არის სივრცე, სადაც ფიზიკური აქტივობა ცვლილების დასაწყისი ხდება.

 

 

 

რატომ გადაწყვიტეთ ფიტნესცენტრის შექმნა?

18 წელი საბანკო სისტემაში ვიმუშავე, ეს იყო სტაბილური და პასუხისმგებლობით სავსე სფერო. ბანკში მუშაობის წლებმა მასწავლა სისტემურობა, პასუხისმგებლობა, დისციპლინა. მაგრამ პარალელურად ყოველთვის მქონდა სურვილი, შემექმნა საკუთარი საქმე. რა თქმა უნდა, სტაბილური კარიერის დატოვება ადვილი არ იყო, თუმცა ვიცოდი, თუ არ ვცდიდი, ყოველთვის დამრჩებოდა დაუმთავრებელი ოცნების შეგრძნება. როგორც სამი შვილის დედამ, კარგად ვიცი რას ნიშნავს დროის დეფიციტი, გადაღლა და საკუთარი თავის გადადება „მერე“-სთვის. სწორედ პირადმა გამოცდილებამ დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია, დღევანდელ სტრესულ გარემოში ადამიანებმა საკუთარი თავისთვისაც გამოვნახოთ დრო და სივრცე, სადაც მას კვირაში რამდენიმე საათს დავუთმობთ. სწორედ ამ განცდამ გამიჩინა სურვილი, შემექმნა ადგილი, სადაც ადამიანები მხოლოდ ფორმის შეცვლაზე კი არა, საკუთარი თავის გაჯანსაღება/გაძლიერებაზე იმუშავებდნენ. სივრცე, რომელიც მე თვითონ მჭირდებოდა.

ჩემი მიზანი თავიდანვე ნათელი იყო – ეს სივრცე უნდა ყოფილიყო მხარდაჭერის, ხარისხისა და შინაგანი ტრანსფორმაციის ადგილი, სადაც ადამიანი საკუთარ თავზე ზრუნვას ისწავლის არა ვალდებულებით, არამედ სიყვარულით.

„ფლექს ფიტნესი“ ჩემთვის მხოლოდ ბიზნესის სახელწოდება არ არის, ეს არის მტკიცებულება, რომ ასაკს, სტატუსს და წარსულ პროფესიას მნიშვნელობა არ აქვს, როცა ადამიანი გადაწყვეტს საკუთარი თავის შეცვლა/გაუმჯობესებას.

 

 

რა მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობას ჩვენს ცხოვრებაში?

ფიზიკური აქტივობა სხეულის მოვლაა, მაგრამ სინამდვილეში გონების გადარჩენაც არის. დღევანდელ სტრესულ რეალობაში მოძრაობა ხდება სივრცე, სადაც ადამიანი საკუთარ თავთან რჩება. ვარჯიშში გვასწავლის, რომ დისკომფორტი დროებითია, შედეგი კი გრძელვადიანი. ის გაძლევს შინაგან სტაბილურობას. და როცა სხეული ძლიერდება, გონებაც უფრო მტკიცე ხდება.

ფიზიკური აქტივობა არის პასუხისმგებლობა საკუთარი თავის წინაშე. როცა ვარჯიშობ, საკუთარ თავს მესიჯს უგზავნი – „მე მნიშვნელოვანი ვარ“. ეს ქმნის თვითშეფასებას, აჩენს სტაბილურობას, გასწავლის, რომ დისკომფორტის გადალახვა შესაძლებელია. სხეული ხდება ინსტრუმენტი, რომლითაც შინაგან ძალას პოულობ.

 

 

რას სთავაზობთ საზოგადოებას? Flex Fitness-ში რა ინდივიდუალური მიდგომები გაქვთ, რომელიც სხვებისგან გამოგარჩევთ?

Flex fitness-ში დაგხვდებათ თანამედროვე ინვენტარი, პროფესიონალი ტრენერები, კომფორტული გარემო – ეს ზოგადი სტანდარტია. რაც გვაქვს განსხვავებული, ეს არის დამოკიდებულება – ვარჯიში. პროფესიონალური მიდგომა მორგებულია ინდივიდუალურ საჭიროებებზე. ჩვენთვის თითოეული ადამიანი განსხვავებული ისტორიაა. არ გვჯერა ყველასთვის ერთნაირი პროგრამების. ვუსმენთ, ვაკვირდებით, ვითვალისიწინებთ ჯანმრთელობას, ემოციურ მდგომარეობას, მიზნებს. ინდივიდუალური მიდგომა მხოლოდ ვარჯიშის გეგმას არ ნიშნავს, ეს ნიშნავს ადამიანთან რეალურ კომუნიკაციას. როცა წევრი ხედავს, რომ მის პროგრესს ყურადღებით აკვირდებიან და პატივს სცემენ მის ტემპს, მათი თავდაჯერებაც ბუნებრივად იზრდება.

 

 

ჩვენ ვიწყებთ მოსმენით. ინდივიდუალური მიდგომა ჩვენთვის ნიშნავს ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებას, არის დღეები, როდესაც ადამიანს სჭირდება ბიძგი; არის დღეები, როცა მხარდაჭერა სჭირდება.

ასევე, ხარისხიან ინფრასტრუქტურასა და კომფორტს. და ყველაზე მთავარს – სისტემას, რომელიც დისციპლინას აყალიბებს. ვთავაზობთ გარემოს და შესაძლებლობას, რომ ყოველდღიური სტრესის ფონზე იპოვონ ძალა, სტაბილურობა და თავდაჯერება.

 

 

რა რჩევებს მისცემდით იმ ადამიანებს, ვისაც ვარჯიშის დაწყება სურს და არ იცის როგორ მოიქცეს?

არ დაელოდო იდეალურ დროს, ის არ მოდის ხოლმე. არ იფიქროთ, რომ მზად უნდა იყოთ, მზადყოფნა პროცესში მოდის. არ დაელოდოთ მოტივაციას – ის არ არის მუდმივი, შექმენით ჩვევა და რაც მთავარია, ნუ შეადარებთ თავს სხვებს. დაიწყე დღეს და ახლავე – სწორედ ეს არის ყველაზე ძლიერი ნაბიჯი. ფიტნესი სხეულის ფორმაზე მეტია. როდესაც ადამიანი დისციპლინას სწავლობს, არ ნებდება საკუთარ თავს. ის იცვლება და სარკეში მხოლოდ სხეულს კი არ ხედავს, ის ხედავს პროგრესს. ვფიქრობ, ყველაფერი იწყება ერთი გადაწყვეტილებით, იმ მომენტით, როცა საკუთარ თავს ირჩევ, მიუხედავად შიშის, დაღლილობის, ეჭვისა, და სწორედ მაშინ იწყება ნამდვილი ცვლილებები. ეს გადაწყვეტილება კი არის საკუთარი თავის არჩევა და ეს არის ყველაზე ძლიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ადამიანი იღებს.

 

 

როგორ ფიქრობთ, რატომ არის დღეს ფიტნესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის?

დღეს ჩვენი ცხოვრება უფრო და უფრო დაძაბული და სტრესული გახდა, ტექნოლოგიებმა კომფორტი მოგვცა, მაგრამ მოძრაობა წაგვართვა. საათობით სხედან, მუშაობენ, იღლებიან – მაგრამ შინაგანი ენერგია არ ივსება. ფიტნესი მხოლოდ სხეულის ფორმა არ არის, ეს არის მენტალური სტაბილურობა, დისციპლინა და თვითპატივისცემა.

როცა ადამიანი ვარჯიშობს, ის სწავლობს დისკომფორტის გადალახვას, სწავლობს მოთმინებას. დღეს საზოგადოებას სჭირდება ძლიერი ადამიანები, ემოციურად, ფიზიკურად და მენტალურად. ფიტნესი გვასწავლის პასუხისმგებლობას საკუთარ ჯანმრთელობაზე, გვასწავლის, რომ არ გადავდოთ საკუთარი თავი.

 

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ლანა ვახტანგაძე

ასევე გაეცანი

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის
Health & Beauty

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

March 9, 2026
#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის
Health & Beauty

#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის

March 9, 2026
#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 9, 2026
#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით
ინტერვიუ

#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

March 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი სამეფო კონსორტი – პრინცი ფილიპი დღეს 102 წლის გახდებოდა

#OK! ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი სამეფო კონსორტი – პრინცი ფილიპი დღეს 102 წლის გახდებოდა

June 10, 2023
#OK! წარმოუდგენელი ცვლილება – Skrillex-მა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა, ფანები მას ვეღარ სცნობენ

#OK! წარმოუდგენელი ცვლილება – Skrillex-მა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა, ფანები მას ვეღარ სცნობენ

January 15, 2023
#OK! ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ფლორიდაში ისვენებენ: წყვილის უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ფლორიდაში ისვენებენ: წყვილის უახლესი პაპარაცული ფოტოები

June 1, 2021
#OK! თეკლა ბაბუნაშვილის სარედაქტორო სვეტი

#OK! თეკლა ბაბუნაშვილის სარედაქტორო სვეტი

May 27, 2024

კვირის ჰიტები

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მარტის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მარტის ნომრისთვის

March 7, 2026
#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 9, 2026
#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

March 7, 2026
#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

March 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები