• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ინტერვიუ დიზაინერ ელენე შავდიასთან

July 8, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

OK! გაესაუბრა ყველასათვის საყვარელ ქართველ დიზაინერ ელენე შავდიას, რომელიც ცნობილია განსაკუთრებული ისტორიისა და უმაღლესი ხარისხის მქონე ტანისამოსის შექმნით. მან ინტერვიუში ისაუბრა თავისი ბრენდის შექმნის, საკუთარი ინსპირაციის წყაროსა და სხვა არაერთი საინტერესო საკითხის შესახებ.

ელენე, გვიამბეთ „შავდიას“ ისტორია.

რეალურად, „შავდია“ თავისით შეიქმნა. უფრო სწორად, ხალხმა შექმნა, მე კი კარგად დავამუშავე და როგორ ბრენდი, წარმოვადგინე. 4 წლის წინ ყველაფერი ნულიდან დაიწყო ისე, რომ არავითარი ინვესტიცია არ განმიხორციელებია ამ საქმეში. მხოლოდ ორი საკერავი მანქანა მქონდა, ისიც – განვადებით გამოტანილი. მიზნად დავისახე, ხელმისაწვდომი გამეხადა ხარისხიანი და განსხვავებული სამოსი, რომელიც მის ფესვებთან და ისტორიასთან იქნებოდა ახლოს. მე და ჩემს მეუღლეს არ გვინდოდა ადამიანებს სცმოდათ სამოსი, რომელიც არანაირი აზრის მატარებელი არ იქნებოდა. რომ არა ის, არ იქნებოდა „შავდია“. ვფიქრობ, თავდაუზოგავი შრომა და დასახული მიზნისკენ სწრაფვა აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

როდის გაგიჩნდათ სურვილი, დაინტერესებულიყავით დიზაინერობით და რამ იქონია გავლენა თქვენს ამ გადაწყვეტილებაზე?

პროფესიით იურისტი ვარ, თუმცა ადრეული ასაკიდან დაინტერესებული ვიყავი ხელსაქმითა და მოდის სიყვარულით, რის გამოც გადავწყვიტე ჰობი საკუთარ საქმედ მექცია, და შედეგმაც არ დააყოვნა. გერმანიაში, დიუსელდორფში, Kunstakademie Dusseldorf-ში გავაკეთე ხელოვნების კურსი, რის შემდეგაც იყო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (გაუ) Fashion Business − მოდის ბიზნესი.

რამ გადაგაწყვეტინათ ბრენდისთვის საკუთარი გვარის დარქმევა?

ძალიან მინდოდა, ემოციური კავშირი მქონოდა ჩემი ბრენდის თითოეულ მომხმარებელთან. ბრენდი არ არის მხოლოდ კომპანიის სახელი ან პროდუქტის შეფუთვა, თუმცა ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია − ბრენდი კომპანიის პერსონაა… პიროვნება, რომელსაც თავისი ხასიათი და თვისება აქვს, და რომელიც სწორედ ამ დამახასიათებელი ნიშნებით ურთიერთობს საზოგადოებასთან. ამიტომ მარტივად აღქმადი და დასამახსოვრებელი იქნებოდა „შავდია“.

 

რა წარმოადგენს თქვენი ინსპირაციის მუდმივ წყაროს?

ცხოვრების ყველა ასპექტში შეიძლება ვიპოვოთ ინსპირაცია. ზოგჯერ ისეთი ადგილი შეიძლება გახდეს ინსპირაციის წყარო, რომელსაც ვერც კი წარმოვიდგენთ. ვფიქრობ, მოგზაურობა თავისთავად ინსპირაციაა, ახალი და უცხო ქვეყნის კულტურა, თუ როგორ არის ინტეგრირებული არქიტექტურისა და ბუნების თვალსაზრისით.

ხელოვნება თქვენთვის უბრალოდ პროფესიად ქცეული ჰობია თუ თავისუფლების გამოძახილი?

ის, რაც შენ შიგნით ხდება, რაც თვითმყოფადია და ინდივიდუალურია, მხოლოდ საკუთარი თავის იდენტურია, და, რა თქმა უნდა, აზრიანი…

სამი სიტყვით დაახასიათეთ თქვენი თავი.

კეთილი, შრომისმოყვარე, მიზანდასახული…

ყოველდღე საკუთარ თავს ტკბილ მოვალეობას ვუწესებ − არ დავიზარო სიკეთის კეთება. ვისახავთ მიზანს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით, რადგან თუ არ გვაქვს მიზანი, ვერ გავიმარჯვებთ.

რას ურჩევდით დამწყებ დიზაინერებს?

მეც დამწყები დიზაინერი ვარ და შესაბამისად, დიდი გამოცდილება, რა თქმა უნდა, ჯერ არ მაქვს, თუმცა რისი რჩევაც შემიძლია, ის არის, რომ მათ შეინარჩუნონ ინდივიდუალიზმი და ნაკლებად მოექცნენ სხვა დიზაინერების გავლენის ქვეშ, რადგან ინდივიდუალურობა გამოგვარჩევს ყველაფერში სხვებისგან. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც ყველაფრისთვის, ამ მიზნის მისაღწევადაც საჭიროა ეტაპების გავლა. პრიორიტეტების სწორად დალაგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ასევე მნიშვნელოვანია დროის მენეჯმენტი, მიზნებთან მუშაობის უნარი, პრიორიტეტების გადანაწილება, დაგეგმვის საშუალებების ცოდნა და ჩვევების დაგროვება. აუცილებელია დაისახო მიზანი და მიჰყვე მას ნაბიჯ-ნაბიჯ, რადგან შრომითა და მონდომებით ყველაფერი მიიღწევა.

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “ჟან პოლ გოტიეს” 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ კოლექცია

#OK! “ჟან პოლ გოტიეს” 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ კოლექცია

January 31, 2022
#OK! ირინა შეიკის ცეცხლოვანი კადრები საზაფხულო მოგზაურობიდან

#OK! ირინა შეიკის ცეცხლოვანი კადრები საზაფხულო მოგზაურობიდან

July 20, 2021
#OK! თამარ ახალაძე  OK! Decor Book-ის მოწვეული რედაქტორი

#OK! თამარ ახალაძე OK! Decor Book-ის მოწვეული რედაქტორი

November 7, 2022
#OK! სანამ ხე სათამაშოდ იქცევა – ახალგაზრდა ხელოვანის ისტორია, რომელმაც ხეს ახალი სიცოცხლე აჩუქა

#OK! სანამ ხე სათამაშოდ იქცევა – ახალგაზრდა ხელოვანის ისტორია, რომელმაც ხეს ახალი სიცოცხლე აჩუქა

December 15, 2025

კვირის ჰიტები

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

January 13, 2026
#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელი ეპოქის სტილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელი ეპოქის სტილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

January 12, 2026
#OK! ძველი ახალი წელი – ისტორია და ტრადიციები

#OK! ძველი ახალი წელი – ისტორია და ტრადიციები

January 13, 2026
#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

January 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები