• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ლელა ჯაფარიძის ფრანგული თავგადასავლები

July 2, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ლელა ჯაფარიძე ივლისის ნომრის ერთ-ერთი გამორჩეული და საპატიო სტუმარია, რომელმაც თავისი ცხოვრების ბევრი მნიშვნელოვანი ისტორია გაიხსენა და გვიამბო. მას ყველა ისე იცნობს, როგორც უნიჭიერეს ხელოვან ადამიანს, რომელმაც ბევრი იშრომა საკუთარი ოცნებების ასასრულებლად და მთელი საკუთარი ცხოვრების განმავლობაში უამრავი საოცარი მოგონებაც დააგროვა. მაშ ასე, გთავაზობთ ინტერვიუს უნიჭიერეს ლელა ჯაფარიძესთან.

 

 

ქალბატონო ლელა, როგორ გახდით საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტის სტუდენტი?

ყოველთვის მომწონდა ფრანგული კულტურა, ამიტომ გადავწყვიტე სკოლის დასრულების შემდეგ გამოცდები ჩამებარებინა და სწავლა გამეგრძელებინა ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი ლიტერატურის ინსტიტუტში, ფრანგულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების განხრით. ამავე დროს, ვასწავლიდი ფრანგულს, როგორც მეორად ენას უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობის ფაკულტეტზე, ალიკა რონდელის კათედრაზე. სწორედ ამის შემდეგ წავედი საფრანგეთში, სადაც მოვიპოვე დიდროს სტიპენდია − ეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო, რომელიც განვახორციელე.

 

 

როგორ დაიწყო ნაქარგებისადმი თქვენი ინტერესი?

ამ ყველაფერთან ერთად, ძალიან მიყვარდა ქარგვა და საკმაოდ კარგადაც გამომდიოდა. მყავდა მეგობარი, რომლის ბებია − ეკატერინე ჩერქეზიშვილი, მუდამ ქარგავდა, როდესაც მათთან სტუმრად მივდიოდი. ეს იმდენად ლამაზი სანახავი იყო, რომ ჩემზე საოცარი გავლენა მოახდინა ამ სანახაობამ. გადავწყვიტე თავად მესწავლა და დავუფლებოდი ქარგვას, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ჩემი ოჯახის წევრები და მათ შორის დედაჩემიც, არაჩვეულებრივად კერავდნენ. დედა ყოველთვის წინასწარ გრძნობდა დროის სურნელს.

გვესაუბრეთ იმ სკოლაზე, სადაც პროფესიულად დაეუფლეთ ამ საქმიანობას.

საფრანგეთში ყოფნისას, საბუთები მივიტანე ფრანსუა ლესაჟის სახელობის ერთ-ერთ ძალიან ცნობილი ფრანგული ქარგვის სკოლაში, სადაც უზომოდ დიდი გადასახადი იყო. გამოსავალი ვიპოვე იმ სკოლების სახით, სადაც შედარებით ნაკლები გახლდათ გადასახადი, თუმცა იმ პერიოდში ჩემთვის ეს  მაინც მიუწვდომელი იყო. მივედი ერთ-ერთ ასეთ სკოლაში ჩემი ნამუშევრებით. მაშინვე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ჩემი ნაქარგები თვითნასწავლის მიერ იყო შესრულებული, ამიტომ გადაწყვიტეს ჩემი ნაქარგების საფუძველზე სრულიად უფასოდ დამეწყო სწავლა ამ სკოლაში.

 

როგორ განვითარდა სწავლის შემდგომი ეტაპი?

სკოლა რომ დავამთავრე, სტაჟირება მეკუთვნოდა და მოვხვდი ქარგვის ძალიან ცნობილ ატელიეში „ვერმონ“, რომელიც მხოლოდ მაღალი მოდისთვის ქმნის ნაქარგებს. მაშინვე შეამჩნიეს ჩემი შრომისმოყვარეობა და გამიფორმეს კონტრაქტი.

გარდა ნაქარგებისა, ასევე ვქმნიდი ქუდებს. 2 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ პარიზულ ბუტიკთან ვთანამშრომლობდი, რაშიც ჩემი ახალგაზრდული გამბედაობა დამეხმარა. შევიძინე არაჩვეულებრივი გამოცდილება და ბევრიც დაინტერესდა ჩემით. დამინიშნეს რამდენიმე შეხვედრა ძალიან ცნობილი და წარმატებული ბრენდების სახლებში. მეტად სახალისო სანახავი ვიყავი მე, თავზე ჩემი გაპრანჭული ყვავილებიანი ქუდებით, ნახევრად მძინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით რომ მივდიოდი დილის 8 საათზე, ჩანთებით ხელში ასეთ შეხვედრებზე. მთლიანობაში, 4 წელი გრძელდებოდა ჩემი ფრანგული თავგადასავლები, რომლებიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება.

განსაკუთრებულ მომენტს ხომ ვერ გაიხსენებდით თქვენი შემოქმედებითი ცხოვრებიდან?

უამრავი ისტორია მახსენდება, მაგრამ ერთ-ერთი ძალიან სახალისო იყო, როდესაც ჩვენი ატელიე Givenchy-ის სახლის haute couture-ის ჩვენებისთვის ამზადებდა მასალას. მაშინ ამ სახლის კრეატიული დირექტორი იყო ალექსანდრ მაკქუინი. ჩვენებამდე რამდენიმე დღით ადრე, მან დარეკა ატელიეს უფროსთან და ამ დროს მე დამიძახეს. ძალიან გამიკვირდა. როგორც აღმოჩნდა, მას თხელი ტყავის ფეხსაცმელი სურდა მთლიანად ნაქარგებით, რაზეც ჩემი აზრი აინტერესებდათ, რამდენად იყო ეს ტექნიკურად შესაძლებელი. ეს ისტორია ყოველთვის სასიამოვნოდ მახსენდება.

 

საქართველოში მიგიღიათ რაიმე საინტერესო პროექტში მონაწილეობა?

დიახ, რა თქმა უნდა, ბევრი პროექტი ყოფილა, მაგრამ მათ შორის გამოვყოფდი  წინანდალში, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმის აღდგენის პროექტს, რომელიც ძალიან შრომატევადი, საპასუხისმგებლო, თუმცა ამავდროულად, მეტად საინტერესო და სასიამოვნო პროცესი იყო − ავეჯისა და ტექსტილის არჩევიდან დაწყებული, მათი საბოლოო სახით განთავსებით დამთავრებული. სხვათა შორის, ამ პროექტისთვის დედაჩემის მიერ შექმნილი ინტერიერის რამდენიმე აქსესუარი ამშვენებს მუზეუმს. საერთოდ, დედაჩემი ინსპირაციის ყველაზე დიდი წყაროა და როგორც დასაწყისშიც აღვნიშნე, მისგან უამრავი რამ მაქვს ნასწავლი.

 

ასევე გაეცანი

#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კენდალ ჯენერი ქართველი ფოტოგრაფის დავით გიორგაძის ობიექტივში

#OK! კენდალ ჯენერი ქართველი ფოტოგრაფის დავით გიორგაძის ობიექტივში

January 31, 2023
#OK! ჯიჯი ჰადიდი, ირინა შეიკი, ჯოან სმოლსი და სხვები Max Mara-ს ახალი კოლექციის ჩვენებაზე

#OK! ჯიჯი ჰადიდი, ირინა შეიკი, ჯოან სმოლსი და სხვები Max Mara-ს ახალი კოლექციის ჩვენებაზე

September 23, 2021
#OK! Chateau Artwine – გამორჩეულ ღვინოთა არომატების ტანდემი

#OK! Chateau Artwine – გამორჩეულ ღვინოთა არომატების ტანდემი

November 3, 2021
#OK! ტკბილი რეცეპტები

#OK! ტკბილი რეცეპტები

December 12, 2023

კვირის ჰიტები

არდი აგრძელებს სუხიშვილების ტალანტის დაზღვევას

არდი აგრძელებს სუხიშვილების ტალანტის დაზღვევას

February 23, 2026
#OK! მუსიკიდან დიდ ეკრანამდე – Bad Bunny ფილმ „Porto Rico“-ში მთავარ როლს შეასრულებს

#OK! მუსიკიდან დიდ ეკრანამდე – Bad Bunny ფილმ „Porto Rico“-ში მთავარ როლს შეასრულებს

February 22, 2026
#OK! ცნობილი მშობლების სელებრითი შვილები

#OK! ცნობილი მშობლების სელებრითი შვილები

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები