• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! “ჩემი თავი პატარა იყო, თვალები კი ძალიან დიდი, ველოდებოდი, როდის გამეზრდებოდა თავი, რომ ჩემი სახე პროპორციული ყოფილიყო” – ანია ტეილორ-ჯოი

June 16, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

“ლაზიერის გამბიტში” შესრულებულმა პერფორმანსმა ანია ტეილორ-ჯოი გლობალურ ფენომენად აქცია. საზოგადოება უმალვე მოიხიბლა მისი შექმნილი დაუცველი, ამავდროულად კი თავდაჯერებული და მიზანდასახული ახალგაზრდა ქალის პორტრეტით, რომელსაც განზრახული ჰქონდა დაემტკიცებინა საზოგადოებისთვის, რომ არა მხოლოდ სხვების წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების დამარცხება შეეძლო.

შვიდი სერიისგან შემდგარი Netflix-ის მინი სერიალი გამოსვლისთანავე 2020 წლის სტრიმინგ სენსაცია გახდა და ანია ტეილორ-ჯოი ახალი თაობის პერსპექტიულ ვარსკვლავად აქცია. 2021 წელს ახალგაზრდა მსახიობს კარიერის ჯერჯერობით ყველაზე დიდი პატივი ერგო, როდესაც Hollywood Foreign Press ასოციაციამ საუკეთესო მსახიობის ქალის კატეგორიაში ოქროს გლობუსი გადასცა. 25 წლის შემსრულებელს ეკრანზე მალე საზოგადოება დევიდ ოუენ რასელის ფილმში Canterbury Glass ისეთ ვარსკვლავებთან ერთად იხილავს, როგორებიც მარგო რობი, რობერტ დე ნირო და კრისტიან ბეილი არიან.

ანია 1996 წლის 16 აპრილს მაიამიში დაიბადა, ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც მისი ოჯახი ჯერ ბუენოს აირესში, 6 წლის შემდეგ კი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. ანია ადრეულ ასაკში ესპანურ ენაზე საუბრობდა, სამშობლოს დატოვების შემდეგ სახლს მონატრებულმა გოგონამ თავდაპირველად ინგლისურის სწავლაზე უარი განაცხადა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ აზრი შეიცვალა და უცხო ენის შესწავლას შეუდგა, რაშიც მას “ჰარი პოტერის” წიგნები დაეხმარა. როგორც თავად შემსრულებელი აღნიშნავს, ინგლისური ენის არცოდნა და შეცვლილი საცხოვრებელი ადგილი ერთადერთი პრობლემა არ იყო, რადგან მისი განსხვავებული გარეგნობა გამუდმებით დაცინვის საგანი იყო.

“ჩემი თავის ზომა პატარა იყო, ჩემი თვალები კი ძალიან დიდი. ველოდებოდი, როდის გამეზრდებოდა თავი, რომ ჩემი სახე პროპორციული ყოფილიყო. დედამ იმ იდეოლოგიით გამზარდა, რომ ადამიანები ყოველთვის შინაგანი ღირებულებების გამო უნდა შემეფასებინა და არა გარეგნული მახასიათებლების გამო.”

“სარკეში ხშირად არ ვიხედები, არა იმიტომ, რომ საკუთარ თავს გავურბივარ, არამედ იმიტომ რომ გარე სამყაროსთან ურთიერთობის სურვილი მაქვს. როდესაც ადამიანი გარე სამყაროს უკავშირდება, უყურებს არა საკუთარ თავს, არამედ მის წინაშე მყოფ ხალხს.”

არაერთხელ აგიღნიშნავს, რომ Emma-ს მსგავსი ფილმები თადაჯერებულობს გმატებს, რატომ?

“ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც ძალიან მადლობელი ვიყავი ემასი, რადგან საკუთარი თავის სიყვარული ნაწილობრივ სწორედ მან მასწავლა. როდესაც გადასაღებ მოედანზე მისი როლი პირველად მოვირგე ვფიქრობდი: “ახლა მე უნდა შევიდე ოთახში და ვირწმუნო, რომ ყველაზე ლამაზი ადამიანი ვარ, მთელი დღე კი იმ ენერგიით უნდა ვიმოძრავო, რომ ჩემს გარშემო არსებული ხალხი კურთხეულია იმით, რომ მე მათთან ერთად ვარ.” ამ დროს სარკეში ჩავიხედე და ვთქვი: “ან ირწმუნე საკუთარი თავის, ან კიდევ წადი აქიდან და შენს ნაცვლად ამას სხვა გააკეთებს.”

“საკუთარ თავზე დიდ ზეწოლას ვახდენდი, ერთ-ერთ დღეს Emma-ს გადასაღებ მოედანზე პანიკური შეტევა მქონდა, იმიტომ რომ რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამუშაოს გამო შეუძლოდ გავხდი. მეგონა, რომ ყველაფერი ავურიე და ჩემს გამო გადაღება ჩაიშალა. მაშინ შემოქმედებითი ჯგუფისგან იმხელა სიყვარული და მხარდაჭერა ვიგრძენი, რაც არასდროს დამავიწყდება.”

რა გასწავლა გადასაღებ მოედანზე მუშაობამ და როგორ შეიცვალა წლების განმავლობაში შენი საკუთარ თავისადმი დამოკიდებულება?

“ეს არის მუდმივი ევოლუცია, ფაზა, როდესაც ცდილობ გააცნობიერო, რომ საკუთარ თავზე ზეწოლა შენთვის მავნებელია. ერთხელ ერთმა ჩემმა მეგობარმა ძალიან საინტერესო რამ მითხრა, რაც არასდროს დამავიწყდება: “შენ ისე არასდროს დამელაპარაკები მე, როგორც ესაუბრები საკუთარ თავს.” დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ არ უნდა დამესტრესა საკუთარი თავი და აღარ განმეცადა ტკივილი დანაკარგის გამო.”

“წლების წინ ერთი უცნაური რამ გავაკეთე და საკუთარ თავს წესები შევუდგინე. ერთ-ერთი მათგანი საკუთარი თავისთვის მეგობრის, დედისა და მხსნელის მოვალეობის მორგებას წარმოადგენდა. ყოველთვის უნდა ეცადოთ გამომწვევი მიზეზი ნახოთ, როდესაც თქვენს წინაშე პრობლემა წამოიჭრება და ხასიათი გაგიფუჭდებათ. ჰკითხეთ საკუთარ თავს: “საიდან მოდის ეს ყველაფერი, ეს ნამდვილი გრძნობაა, თუ საზოგადოების აზრისგან გამოწვეული ზეწოლა?” პრობლემის აღმოფხვრას ბევრი დრო მიაქვს, თუმცა მეთოდი ძალიან ეფექტურია.”

როგორც ქალი, როგორ უმკლავდები თქვენს წინაშე არსებულ შეზღუდვებს?

“ვფიქრობ, რომ მიუხედავად პერიოდული განვითარებისა, საზოგადოებაში ჯერ კიდევ ბევრი შეზღუდვა არსებობს. თუ გაცვია სამოსი და ფიქრობ, რომ კარგად არ გამოიყურები, ხელმეორედ ჰკითხე საკუთარ თავს: “ნამდვილად არ გამოვიყურები კარგად, თუ საზოგადოება მეუბნება ამას.” ძალიან ვბრაზდები, როდესაც ქალებსა და მამაკაცებს გასხვავებულად აღწერენ და მოიხსენიებენ. ეს არის უვიცობა, რადგან საზოგადოება ყველას ერთნაირად უნდა ექცეოდეს განურჩევლად სქესის, კანის ფერისა და რელიგიური შეხედულებებისა. მარგინალიზაცია ყოვლად მიუღებელია, ყველა ადამიანი იმსახურებს პატივისცემას.”

ფართო საზოგადოებამ The Queen’s Gambit-ში შესრულებული როლით გაგიცნო. ჭადრაკის თამაში იცოდი თუ გადასაღებ მოედანზე ისწავლე?

“ჭადრაკი გასაოცარი თამაშია, ორივე მონაწილე ერთ გუნდში ხართ, მაგრამ ვერ გამოძრავდები, სანამ შენი პარტნიორი არ გადაადგილდება. თავდაპირველად, როდესაც სკოტ ფრენკს ამ როლის შესახებ ჩემთან საუბარი სურდა, ელექტრონული ფოსტის საშუალებით წიგნი გამომიგზავნა. იმდენად აღტაცებული დავრჩი, რომ შეხვედრაზე აღფრთოვანებული გავიქეცი.”

“ჭადრაკი მანამდე არასდროს მითამაშია. ძალიან იღბლინად მივიჩნევ თავს, რომ შესაძლებლობა მომეცა საუკეთესო ექსპერტს ბრიუს პანდოლფინის, რომელსაც გულწრფელად უყვარს ჭადრაკი, ჩემთვის თამაში ესწავლებინა. ძალიან მიყვარს გადასაღებ მოედანზე პრობლემების გადაჭრა, ეს ჩემი, როგორც მსახიობის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმეა. მინდოდა კამერების წინ ბუნებრივად მეთამაშა, რადგან იმ ადამიანებისთვის არ გამეცრუებინა იმედები, რომლებსაც ჭადრაკი მართლა უყვართ.”

შენსა და ბეტ ჰარმონის პერსონაჟს შორის თუ არის რაიმე მსგავსება?

“ჩვენს შორის ძლიერ კავშირს ვგრძნობ, ბეთი არის მარტოხელა ადამიანი, მას აქვს ანალოგიური პრობლემა, რომელსაც მე ბავშვობიდან ვუმკლავდები. ის არის სასოწარკვეთილი გოგონა, რომელიც ეძებს ადგილს, სადაც თავს კარგად იგრძნობს და ექნება ხელშეწყობა გააკეთოს თავისი საყვარელი საქმე. მისთვის ეს ჭადრაკია, ჩემთვის კი გადასაღებ მოედანზე თამაში”.

ასევე გაეცანი

#OK! ჯენიფერ ლოურენსის 3 გამორჩეული წიგნი
Hollywood News

#OK! ჯენიფერ ლოურენსის 3 გამორჩეული წიგნი

August 7, 2025
#OK! „წონა 41 კილოგრამამდე შემცირდა“ – კენსინგტონის სასახლემ ქეით მიდლტონის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა
OK! News

#OK! „წონა 41 კილოგრამამდე შემცირდა“ – კენსინგტონის სასახლემ ქეით მიდლტონის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა

August 7, 2025
#OK! მსოფლიოს  8 ზღაპრული სოფელი
OK! News

#OK! მსოფლიოს 8 ზღაპრული სოფელი

August 7, 2025
#OK! პამელა ანდერსონის ტრანსფორმაცია 90-ანებიდან დღემდე
Hollywood News

#OK! პამელა ანდერსონის ტრანსფორმაცია 90-ანებიდან დღემდე

August 7, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ჯიჯი ჰადიდი Self-Portrait-ის 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის უახლეს კამპანიაში

#OK! ჯიჯი ჰადიდი Self-Portrait-ის 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის უახლეს კამპანიაში

July 14, 2022
#OK! კომფორტული, მიმზიდველი და საინტერესო პროდუქტი DV DEVELOPMENT-ისგან

#OK! კომფორტული, მიმზიდველი და საინტერესო პროდუქტი DV DEVELOPMENT-ისგან

June 14, 2023
#OK! Vogue-ის პირველი გარეკანი 67 წლის ასაკში – კრის ჯენერი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოდური გამოცემის გარეკანს ამშვენებს

#OK! Vogue-ის პირველი გარეკანი 67 წლის ასაკში – კრის ჯენერი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოდური გამოცემის გარეკანს ამშვენებს

November 15, 2022
#OK! NB atelie – როცა კომფორტი უპირველესია

#OK! NB atelie – როცა კომფორტი უპირველესია

April 5, 2022

კვირის ჰიტები

#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავას სარედაქტორო

#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავას სარედაქტორო

August 7, 2025
#OK! „წონა 41 კილოგრამამდე შემცირდა“ – კენსინგტონის სასახლემ ქეით მიდლტონის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა

#OK! „წონა 41 კილოგრამამდე შემცირდა“ – კენსინგტონის სასახლემ ქეით მიდლტონის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა

August 7, 2025
#OK! ლუიზა ჩალათაშვილი – ფოტოგრაფი, რომელიც საკუთარ ხედვას ხელოვნებად გარდაქმნის

#OK! ლუიზა ჩალათაშვილი – ფოტოგრაფი, რომელიც საკუთარ ხედვას ხელოვნებად გარდაქმნის

August 6, 2025
#OK! “სილამაზის იდეალური მაჩვენებლები” – როგორები იქნებოდნენ ვარსკვლავები “ოქროს კვეთის” პროპორციების მიხედვით

#OK! “სილამაზის იდეალური მაჩვენებლები” – როგორები იქნებოდნენ ვარსკვლავები “ოქროს კვეთის” პროპორციების მიხედვით

August 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები