ოპერის თეატრები მხოლოდ მუსიკისა და სცენის სივრცე არ არის — ისინი კულტურის, არქიტექტურისა და ისტორიის უნიკალური სიმბოლოებია. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მდებარე ეს შთამბეჭდავი შენობები ათწლეულებია მასპინძლობენ ლეგენდარულ წარმოდგენებს და ხელოვნების მოყვარულებს განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობენ.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი დაარსდა 1851 წელს და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული დაწესებულებაა. შენობა გამორჩეულია მავრიტანული სტილის არქიტექტურით და მდებარეობს რუსთაველის გამზირზე. თეატრი მრავალი წელია მასპინძლობს ოპერისა და ბალეტის საერთაშორისო დონის წარმოდგენებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებაში
![]()


ლა სკალა
მილანში მდებარე „ლა სკალა“ 1778 წელს გაიხსნა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ოპერის თეატრად ითვლება. სწორედ აქ გაიმართა მრავალი ცნობილი ოპერის პრემიერა, მათ შორის ისეთი კომპოზიტორების ნაწარმოებების, როგორიც არიან ჯუზეპე ვერდი და ჯაკომო პუჩინი. დღესაც ის მსოფლიო ოპერის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია


ოსლოს ოპერის თეატრი
ოსლოს ოპერის სახლი 2008 წელს გაიხსნა და თანამედროვე არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშია. თეატრი ნორვეგიული არქიტექტურული ბიუროს Snøhetta-ს მიერ არის დაპროექტებული. მისი უნიკალურობა იმაშიც არის, რომ დამთვალიერებლებს სახურავზე გასეირნებაც შეუძლიათ


ვენის სახელმწიფო ოპერა
ვენის სახელმწიფო ოპერა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და ავტორიტეტული ოპერის თეატრია. იგი 1869 წელს გაიხსნა და ცნობილია თავისი მდიდარი რეპერტუარით. ასევე აქ იმართება ცნობილი ვენის ოპერის მეჯლისი — ერთ-ერთი ყველაზე გლამურული კულტურული ღონისძიება ევროპაში


დედოფალ სოფიას ხელოვნების სასახლე
ეს ოპერის თეატრი ვალენსიაში, „ხელოვნებისა და მეცნიერების ქალაქის“ კომპლექსში მდებარეობს და 2005 წელს გაიხსნა. შენობა არქიტექტორ სანტიაგო კალატრავას მიერაა დაპროექტებული და გამოირჩევა ფუტურისტული დიზაინით. აქ ტარდება ოპერის, ბალეტის და კლასიკური მუსიკის კონცერტები


თეატრი კოლონი
ბუენოს აირესში მდებარე Teatro Colón მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო აკუსტიკის მქონე ოპერის თეატრად ითვლება. ის 1908 წელს გაიხსნა და მის სცენაზე გამოსულან ისეთი ლეგენდარული არტისტები, როგორებიც არიან ლუჩიანო პავაროტი და მარია კალასი



ჰარბინის ოპერის თეატრი
ჰარბინის ოპერის თეატრი 2015 წელს გაიხსნა და თანამედროვე არქიტექტურის შთამბეჭდავი ნიმუშია. ის შექმნილია MAD Architects-ის მიერ და გამოირჩევა მოქნილი, ტალღოვანი ფორმებით, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის ხარბინის თოვლიან ბუნებრივ ლანდშაფტს


ოპერა გარნიე
პალე გარნიე 1875 წელს გაიხსნა და პარიზის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტურული ნაგებობაა. მისი მდიდრული ინტერიერი განსაკუთრებულად ცნობილია. სწორედ ამ თეატრმა შთააგონა გასტონ ლერუს ცნობილი რომანი „ოპერის აჩრდილი“



სიდნეის ოპერის თეატრი
სიდნეის ოპერის თეატრი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპერის თეატრია. ის მდებარეობს ქალაქ სიდნეიში, ავსტარიალში. თეატრი გაიხსნა 1973 წელს და გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურით, რომელიც გემის აფრებს ჰგავს. აქ იმართება ოპერის, ბალეტის, თეატრისა და კონცერტების წარმოდგენები. 2007 წელს იგი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.














