• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! სიყვარულით შექმნილი – მარია სეოანეს შემოქმედება

February 15, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

დღევანდელი ჩვენი სტუმარი პროფესიით ექიმია, თუმცა მისი შინაგანი მოწოდება ყოველთვის ძერწვა იყო. მარია სეოანე ბავშვობიდან ქმნის საკუთარ სამყაროს და ქანდაკებების ფორმით გვიზიარებს. მისთვის შემოქმედება მხოლოდ ჰობი არ არის, ეს არის გზა, რომლითაც ადამიანი საკუთარ თავთან ბრუნდება. ინტერვიუში მარია გვიყვება ბავშვობაზე, ორი განსხვავებული პროფესიის შერწყმასა და იმ პროცესზე, თუ როგორ იბადება იდეა, რომელიც საბოლოოდ საინტერესო ნამუშევრად იქცევა.

 

მარია, დავიწყოთ ბავშვობით, როგორი ბავშვობა გქონდათ? ძერწვით ბავშვობიდან იყავით გატაცებული?

მარია სეოანე: მართალია, 90-იან წლებში ბევრი სირთულე იყო, თუმცა ჩემი ბავშვობა მაინც ლამაზად მახსენდება. დედას კონსერვატორიაში ფორტეპიანოზე დავყავდი, ასევე გობელენზე პიონერთა სასახლეში და ოპერაში ვმღეროდი გუნდში. სწორედ ამიტომ სულ დაკავებული ვიყავი. შეიძლება ითქვას, პატარაობიდანვე ვეზიარე შემოქმედებით ცხოვრებას, ხატვა და ძერწვა კი ჩემი სტიქია იყო. რაც თავი მახსოვს, სულ ვძერწავ, რასაც კი ვნახავდი, ყველა მასალიდან ვქმნიდი ქანდაკებებს. ყოველთვის ჩემი სამყარო მქონდა, რომელიც ძალიან განსხვავებული იყო რეალობისგან. ძალიან მიყვარდა მარტო ყოფნა ჩემს ფანტაზიებთან და ამ დროს მომდიოდა სულ იდეები. სკოლაში ძალიან ჩუმი ვიყავი, არასდროს ვყვებოდი ჩემს გატაცებებზე, თუმცა მაინც ისე ხდებოდა, რომ იგებდნენ ან ნახულობდნენ ჩემს ნახატებს, რაც სულ გაოცებას იწვევდა.

 

 

თვითნასწავლი ხართ? რა მასალით მუშაობთ ყველაზე ხშირად? და რისგან იღებთ შთაგონებას?

დიახ, თვითნასწავლი ვარ. თავიდან ვაკვირდებოდი, სხვადასხვა მასალით რა შედეგს ვიღებდი. ბევრი მცდელობის შემდეგ, ხშირად თავად ვქმნი მასალას, რომელიც საკმაოდ მყარია და საძერწადაც მოსახერხებელია, თუმცა ასევე ვიყენებ სამოდელირო ფითხს, რაც საკმაოდ არაბიუჯეტურია. როცა დიდ ქანდაკებაზე ვმუშაობ, თავიდან ვაწყობ რკინის კონსტრუქციას, რაზეც მერე იგება ქანდაკება. ამით ის უფრო მყარია. ასევე, ვაკეთებ ბეტონის ქოთნებს გარე ფასადებისთვის.

მქონდა შეკვეთები – კლდის ეფექტები კედელზე და ძალიან დიდი კედლები გამიკეთებია მარტოს.

 

რისგან იღებთ შთაგონებას? და როგორია შექმნის პროცესი?

შთაგონების წყარო თავად ჩემი ფიქრები, სურვილები და განცდებია. სხვათა შორის, ცუდ განწყობაზე არასოდეს არ ვქმნი არაფერს, რადგან ვთვლი, რომ თითოეული ჩემი ნამუშევარი მხოლოდ დადებით ენერგიას და დიდ სიყვარულს უნდა ატარებდეს.

როცა რამეს ვქმნი, ვცდილობ მარტო ვიყო, არ მომწონს, როცა მირჩევენ, რა როგორ ჯობს, მაგ დროს შეიძლება აღარ გავაგრძელო და საერთოდ დავივიწყო ის იდეა… მიყვარს, როდესაც ჩემს სტიქიაში ვარ და არავინ ახდენს ჩემს იდეაზე გავლენას, რადგან ამ დროს მხოლოდ საკუთარ თავს ვეკუთვნი.

 

სოციალურ ქსელებში ადამიანები ხშირად გამოხატავენ მოწონებას თქვენი ნამუშევრების მიმართ, როგორ რეაგირებთ საზოგადოების გამოხმაურებაზე? და იყო თუ არა ეს თქვენთვის სტიმული?

პირველად ჩემმა დამ, ეკამ გადაწყვიტა ჩემს ნაშრომზე ვიდეო გაეკეთებინა და ჩვენს სამუშაო გვერდზე დაედო. ჩემი და ყოველთვის ძალიან აფასებდა ჩემს შემოქმედებას, უდიდეს სტიმულს მაძლევდა და დღემდე ასეა, სულ ცდილობს, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიცნოს ჩემი შემოქმედება. პირველ ვიდეოს უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა, ძალიან სასიამოვნო იყო საზოგადოებისგან ამდენი დადებითი ემოციის მიღება. დღეს ძალიან მადლიერი ვარ ჩემი დის. რომ არა მისი აქტიურობა, მე არანაირი მცდელობა არ მქონია, რომ ჩემი ნამუშევრები უფრო ფართო აუდიტორიისთვის გამეცნო.

 

პროფესიით ექიმი ხართ, აქტიურად საქმიანობთ სილამაზის სფეროში. მოგვიყევით თქვენი საქმიანობისა და სილამაზის ცენტრ „კესანეს“ შესახებ…

პროფესიით ვარ ექიმი-სტომატოლოგი, თუმცა სილამაზის სფერო უფრო მეტად მიზიდავდა და ამიტომ გადავწყვიტე ესთეტიკური მედიცინის სფეროში დამეწყო მუშაობა. თავიდან პერმანენტულ მაკიაჟზე ვმუშაობდი, ვთანამშრომლობდი სხვადასხვა ესთეტიკურ ცენტრთან, ხოლო შემდგომ ჩემი და ჩამოვიდა მოსკოვიდან, სტუდია „კესანე“ გახსნა და მას მერე ერთად ვსაქმიანობთ.

რა თქმა უნდა, ჩემს პროფესიაშიც სულ ვცდილობ განვვითარდე და მუდმივად გავეცნო დარგის სიახლეებს. შევისწავლე ინიექციური კოსმეტოლოგია საუკეთესო სპეციალისტებთან, ვცდილობ ჩემი ხედვითა და სტილით ვიმუშაო და არ გავაკეთო სხვისი კოპირება. ვაკეთებ აფტოს ძაფებს – ჩემი ფავორიტი პროცედურაა, რის შემდგომაც ბუნებრივი შემავსებელი უკვე მცირე დეტალების საკორექტიროდ არის საჭირო, რაც მეტად ბუნებრივად გამოიყურება, თუმცა მთავარი მაინც პაციენტის სურვილია, ჩემი ხედვა კი მისი სურვილის ასრულებაში ეხმარება.

 

ორი განსხვავებული პროფესია, როგორ ახერხებთ ორივეს შეთავსებას? რა მსგავსება აქვს ამ ორ პროფესიას?

მართალია, ორი განსხვავებული პროფესია მაქვს, თუმცა ძერწვა ჩემს სფეროში მეხმარება. ძალიან კარგად მაქვს სახეები შესწავლილი და სიმეტრიებს კარგად აღვიქვამ. პერფექციონისტი ვარ ჩემს საქმეში, რაც ძალიან მოსწონს ჩემს მომხმარებელს.

 

 

და მაინც ძერწვა თქვენთვის ჰობია თუ უფრო მეტი?

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთული ვარ ყოველდღიურად, საღამოს ვქმნი ქანდაკებებს, ეს ჩემთვის განტვირთვის საშუალებაა, ძალიან მსიამოვნებს შექმნის პროცესი. საკუთარ თავს ვუბრუნდები დამღლელი დღის ბოლოს, სადაც ვარ მე და ჩემი შემოქმედება.

 

გავიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები

სამომავლოდ ვფიქრობ ქოთნების დამზადებას, რომლებიც იქნება ექსკლუზიური დიზაინის, ორიგინალური და ემოციებით სავსე.

 

წარმატებები

მადლობა.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: პირადი არქივი

ასევე გაეცანი

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 15, 2026
#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის
Health & Beauty

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

February 15, 2026
#OK! რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო სამართალზე – ნინო ლიპარტია
ინტერვიუ

#OK! რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო სამართალზე – ნინო ლიპარტია

February 15, 2026
#OK! პიგმენტური ლაქები  მიზეზები და გამოსავალი
Health & Beauty

#OK! პიგმენტური ლაქები მიზეზები და გამოსავალი

February 15, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! 40+

#OK! 40+

April 15, 2025
#OK! ახალი კადრები And Just Like That-ის მეორე სეზონის გადაღებებიდან

#OK! ახალი კადრები And Just Like That-ის მეორე სეზონის გადაღებებიდან

October 11, 2022
#OK! ლედი გაგა “მეგობრების” ახალ ეპიზოდში ლისა კუდროუსთან ერთად Smelly Cat-ს შეასრულებს

#OK! ლედი გაგა “მეგობრების” ახალ ეპიზოდში ლისა კუდროუსთან ერთად Smelly Cat-ს შეასრულებს

May 27, 2021
#OK! ჰეილი ბიბერი და ემილი რატაკოვსკი V Magazine-ისთვის!

#OK! ჰეილი ბიბერი და ემილი რატაკოვსკი V Magazine-ისთვის!

July 2, 2021

კვირის ჰიტები

#OK! კიმ კარდაშიანის $5 მილიარდიანი ბიზნეს იმპერია

#OK! კიმ კარდაშიანის $5 მილიარდიანი ბიზნეს იმპერია

February 13, 2026
#OK! სისწრაფე, ფუფუნება, Ferrari – ენცო ფერარის ცხოვრების ისტორია

#OK! სისწრაფე, ფუფუნება, Ferrari – ენცო ფერარის ცხოვრების ისტორია

February 13, 2026
#OK! კლინიკა მიკროდერმა ახალი სტანდარტი დერმატოლოგიაში

#OK! კლინიკა მიკროდერმა ახალი სტანდარტი დერმატოლოგიაში

February 14, 2026
#OK! ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი – სტიგმის საზრდო

#OK! ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი – სტიგმის საზრდო

February 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები