• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! როდესაც პროფესია არა მხოლოდ საქმე, არამედ ცხოვრების წესია – თამთა ზარნაძე

February 15, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც პროფესია მხოლოდ საქმიანობა არ არის, ეს არის პასუხისმგებლობა და ყოველდღიური არჩევანი – საქმე, რომელიც გიყვარს და გაბედნიერებს. დღევანდელი ჩემი რესპონდენტი მიზანდასახული, თავდაჯერებული, საკუთარი საქმის პროფესიონალი, სამართალმცოდნე, სისხლის სამართლის ადვოკატი თამთა ზარნაძეა. მისთვის სამართალი სტატისტიკა არ არის, ეს არის კონკრეტული ისტორიები, რეალური ტკივილი და პასუხისმგებლობა, რომელიც ზოგჯერ საკუთარ უსაფრთხოებაზე მაღლაც დგას. თამთას კარგად აქვს გააზრებული, რომ თითოეული გადაწყვეტილება ადამიანის თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და მომავალს განსაზღვრავს.

 

რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

სამართალმცოდნეობა ჩემი გააზრებული არჩევანი იყო. ყოველდღე ვრწმუნდები ამ არჩევანის სისწორეში. მთავარი მოტივაცია კი იყო ხალხის, უშუალოდ, დაჩაგრული ადამიანების დახმარების სურვილი. სისხლის სამართლის პოლიტიკა არის ის, რაც თითოეული ადამიანის ცხოვრებამდე აღწევს. სახელმწიფოს უსაფრთხოება და სტაბილურობა დგას სისხლის სამართლის პოლიტიკაზე. სწორედ მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ავირჩიე ეს საქმე.

 

ადვოკატურა საკმაოდ ფართო სპექტრია. გვიამბეთ თქვენს მიმართულებაზე.

მე ვარ სამართალმცოდნე. ვარ საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, ვარ სპეციალიზებული ბავშვთა ულებებსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში. სამაგისტრო თეზისი და წინასადოქტორო ნაშრომი სისხლის სამართლის სფეროდან მაქვს. ჩემი საქმეების 90% არის სისხლის სამართლის საქმეები. ჩემმა მეგობრებმა გამიკეთეს არაჩვეულებრივი ვებგვერდი, სადაც ჩემ შესახებ დეტალური ინფორმაციაა მოცემული. ყველაზე კვალიფიციურ, სწრაფ და ეფექტურ იურიდიულ დახმარებას იპოვით ვებგვერდზე www.legaltbilisi.com.

თუ არის რამე ისეთი დანაშაული, რაზეც არ იმუშავებდით?

ადამიანს დაკავებისთანავე ერთვება ბრალდებულის უფლება-მოვალეობანი. ყველა ბრალდებულს აქვს უფლება, ისარგებლოს დაცვის უფლებით. ამ პრინციპის დარღვევა უდიდესი შეცდომაა. დამნაშავეა თუ უდანაშაულო, ბრალდებულის მიმართ მოქმედებს უდანაშაულობის პრეზუმფცია. ანუ პროკურატურის მტკიცება, რომ მან ჩაიდინა დანაშაული, არაფერს ნიშნავს. ბევრი გვინახავს ჩვენ გამართლებული და ბევრჯერ დამტკიცებულა, რომ პროკურატურამ უდანაშაულო ადამიანი დასვა ბრალდებულის სკამზე.

რას ეტყოდით საზოგადოებას, თუ მათ შეემთხვევათ რამე მსგავსი, როგორ უნდა მოიქცნენ?

სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდნენ ადვოკატს. უდიდესი შეცდომა არის ბრალდებულის ან მისი წარმომადგენლების მხრიდან ლოდინი. მირეკავენ დაკავებიდან 5 თვის შემდეგ და მიყვებიან, როგორ მოატყუა გამომძიებელმა და რა საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მკითხველს ავუხსნა: სისხლის სამართლის პროცესი არაფერია, თუ არა ორი მხარის შეჯიბრებითობა. ეს არის ადვოკატისა და პროკურორის პროცესი, სადაც სასამართლო არის ნეიტრალური არბიტრი. ყველას გვსმენია სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებების შესახებ. სინამდვილეში, თუ მოსამართლეს არ მისცემ შესაბამის მასალას, მოსამართლე დაეყრდნობა იმას, რასაც წარმოადგენს პროკურატურა. მერე სასამართლოზე გაბრაზება დიდს ვერაფერს მოგცემთ, მითუმეტეს, როცა ვადები და საკუთარი უფლებები თავად დაარღვიეთ უმოქმედობით.

 

გახსენდებათ საქმე, რომელმაც შეგცვალათ, როგორც პროფესიონალი და ადამიანი?

ჩემი კოლეგის რჩევით, რომლის აზრსაც დიდ პატივს ვცემ და ვითვალისწინებ, მომიწია ისეთ საქმეზე მუშაობამ, რომელიც არ მინდოდა. ძალიან მძიმე იყო ბრალდება. სიმართლე გითხრათ, მთელი 6 თვე მეც ეჭვის თვალით ვუყურებდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ეს ისეთი ბრალდებაა, რომელიც შენს სტატუსს განსაზღვრავს სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც, საზოგადოების თვალში გამოჰყავხარ მონსტრად. გარდამტეხი აღმოჩნდა მტკიცებულებების გამოკვლევა. ექსპერტების გამოკითხვის შემდეგ დადასტურდა, რომ ბრალდებული სრულიად უდანაშაულო იყო. აღმოჩნდა, რომ ეს იყო დაზარალებულის შურისძიება პირადი მოტივით, ჭკუის სასწავლებელი.

არ აქვს მნიშვნელობა საზოგადოების პოზიციას, ვერ მომიტანთ ვერცერთ საქმეს, რომელზეც უარს ვიტყვი ბრალის შინაარსის გამო, იმიტომ, რომ ბრალის დადგენილება არაფერს არ ამტკიცებს. ეს ჩემთვის არის პროკურატურის მიერ შედგენილი დოკუმენტი და მორჩა. ასე რომ ფიქრობდეს მოსამართლეების უმრავლესობა, იურიდიული კლასი სულ სხვა საფეხურზე გადავიდოდა. 8 მილიონი ადამიანი რომ მიდიოდეს ერთი მიმართულებით, მე ვიქნები ის ერთი, რომელიც საპირისპირო მიმართულებით ივლის სიმართლის დასამტკიცებლად.

იყო თუ არა მომენტი, როდესაც კანონი თქვენს შინაგან სამართლიანობას ეწინააღმდეგებოდა?

ასეთი მუხლია სისხლის სამართლის კოდექსში 116-ე – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა გოგონა. ავტომობილს მართავდა გარდაცვლილის ძმა. დაიწყო გამოძიება აღნიშნული მუხლით და დააკავეს გარდაცვლილის ძმა, რომელიც ისეთ მძიმე მდგომარეობაში იყო, გამიჭირდება ამის გადმოცემა. წარმოიდგინეთ, ტრაგედია დატრიალდა, ოჯახი საშინელი რეალობის წინაშე დადგა: ერთი შვილი დაეღუპა და მეორე დააკავეს. თან პროკურატურა ითხოვდა პატიმრობას. არ ვამბობ, რომ გამოძიება არ უნდა დაიწყებულიყო, ამ მუხლს თავისი შემადგენლობა აქვს, თუ დანაშაული სახეზეა, უპირობოდ უნდა დაისაჯოს დამნაშავე, უბრალოდ, ადამიანურ ტრაგედიებს ხანდახან ანგარიში უნდა გაუწიოს სახელმწიფომ. მორალისგან დაცლილი პროკურატურა და სასამართლო ნებისმიერ ტერორისტზე უფრო საშიშია.

რა არის ის, რაზეც გითქვამთ, რომ არასდროს გააკეთებთ?

კლიენტის მოტყუება. საქმეზე გარანტიის მიცემა დაუშვებელია და მეტიც, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ასეთი კლიენტები, რომლებიც ითხოვენ გარანტიებს და ლამაზ დაპირებებს, მერე სხვა ადვოკატებთან მიდიან. ამით ხდება ნათელი, ვინ როგორ მუშაობს. მე ჩემი საქმიანი რეპუტაციის დაზიანებად არ მიღირს საქმის აღება. მითუმეტეს, როდესაც არ ვუჩივით კლიენტების მომართვიანობას. ლამაზი სიტყვები არის ის, რასაც ჩემგან ვერასდროს მოისმენს კლიენტი. მხოლოდ ყველაზე სწრაფი, კვალიფიციური და ეფექტური იურიდიული დახმარება. მესმის, რომ გულით უნდათ გაიგონ, რომ 2 კვირაში ბრალდებული სახლში იქნება, მაგრამ უნდა გესმოდეთ, ეს არის სისხლის სამართლის პროცესი და ჩემი რჩევაა, ერიდეთ ადამიანებს ზღაპრული დაპირებებით.

 

რას ეტყოდით დამწყებ ადვოკატებს?

უნდა იყოთ ძალიან გამძლეები: კრიტიკის, დაუფასებლობის, უსამართლობების, დაშინებებისა, მანიპულაციებისა და უშედეგო ბრძოლების მიმართ, იმიტომ, რომ ბოლოს მაინც თქვენ გაიმარჯვებთ. წაგებაც სათქვენოდ უნდა მოატრიალოთ – წარმიდგენია საკუთარი დაუკმაყოფილებელი შუამდგომლობა. რატომ? იმიტომ, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად მითხრა უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. მსგავსი შემთხვევა კი არ დამალოთ, აიღეთ და საქვეყნოდ ააფრიალეთ, რომ თქვენ, როგორც დაცვის მხარე, იბრძოდით მოგეპოვებინათ გამამართლებელი მტკიცებულება, არ მოგისმინათ პროკურატურამ და სასამართლომ. ობიექტურ მსმენელს ამით ძალიან დიდ ეჭვს გაუჩენთ. თქვენი ბრძოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ჩვენ ვართ საქმეში, სადაც ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა.

რა უნარები მოგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად ადვოკატისთვის და როგორ განავითარეთ ისინი?

ადვოკატი უნდა იყოს ძლიერი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. ფიზიკურად იმიტომ, რომ უნდა დაივიწყო შენი საკუთარი საბაზისო მოთხოვნები და როგორც ჯარისკაცმა, ისე უნდა იმუშაო შენი კლიენტის უფლებების დასაცავად. შეიძლება გამოკითხვაზე შეხვიდე შუადღის პირველ საათზე და გამოხვიდე ღამის პირველ საათზე. ხარ უტელეფონოდ, გარე სამყაროსთან კავშირი არ გაქვს 12 საათი. წყალი და საპირფარეშო არის მაქსიმალური კომფორტი, რაც შეიძლება გქონდეს. გამოკითხვის შინაარსსა და იქ გამომძიებლის განუსაზღვრელ უფლებამოსილებებზე აღარ დავკონკრეტდები. თუ საქმეზე მსჯელობის დროს გამომძიებელი დაიჩაგრება თავის პოზიციაში, ეძახის სხვა კოლეგებს და ასე შენ და მთელი განყოფილება 12 საათის განმავლობაში არკვევთ მტყუან-მართალს. მქონია შემთხვევები, როდესაც შეფარულად თუ ღიად მიმიღია მუქარა, რომელი უფრო უარესია, ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი. აი, ზუსტად მაშინ ხვდები, რატომ დაგატოვებინეს ტელეფონი გარეთ. ადვოკატის ფსიქოლოგიური სიძლიერე გადამწყვეტია ამ საქმეში. არ უნდა დაექვემდებარო მანიპულაციას. ერთადერთი, რაც არის ჩემი მამოძრავებელი ძალა, არის კანონი, კლიენტის ინტერესები და მაღალი ეთიკური სტანდარტები. საქმეზე მუშაობის დროს ვცდილობ ვიყო დამოუკიდებელი საკუთარი სუბიეტური შეხედულებებისგანაც. დამოუკიდებლობის ყველაზე რთული ნაწილი სწორედ ეს არის. თითოეულ საქმეს ზედმეტი პასუხისმგებლობით ვეკიდები. თითოეული საქმე ემოციურ დონეზე მნიშვნელოვანია, არცერთ ჩემს საქმეს არ ჩაუვლია უკვალოდ, ჩემთვის რამე რომ არ ესწავლებინოს.

თავისუფალ დროს რას აკეთებთ?

თავისუფალ დროს ვატარებ ჩემს ოჯახთან, მეუღლესა და შვილთან ერთად. თუ მოხდა ისე, რომ 7-10 დღიანი შუალედი მაქვს პროცესებს შორის, ვცდილობ სასწრაფოდ გავემგზავრო სხვა ქვეყანაში. მიყვარს უცხო ქალაქის უცნობ ქუჩებში ფეხით სიარული, ხალხთან ურთიერთობა. მათი კულტურისა და წეს-ჩვეულებების შესწავლა. ამით ვიღებ ახალ იდეებს. ყველა მოგზაურობას გარკვეული თავგადასავალი ახლავს ხოლმე, რომელიც მერე კარგად გახსენდება. ეს დასვენება არ გამოდის, უფრო გადატვირთვის და ახალი გამოწვევებისთვის მომზადების მსგავსია.

სამომავლო გეგმები

ბევრია გასაკეთებელი, რაც აქამდე შევძელი, ეს ჩემი გეგმების მეოთხედიც არ არის. ჩემი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მაქვს გარკვეული გეგმა, რომელზეც ჯერ საუბარი არ მინდა, მაგრამ აუცილებლად თქვენ იქნებით პირველები, ვისაც მოვუყვები ამ პროექტის შესახებ.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ლოკაცია: Museum Hotel Tbilisi

ასევე გაეცანი

#OK! ადამიანი როგორც მთავარი კაპიტალი – Skill Lynk-ის ხედვა ბიზნესის განვითარებაზე
ინტერვიუ

#OK! ადამიანი როგორც მთავარი კაპიტალი – Skill Lynk-ის ხედვა ბიზნესის განვითარებაზე

February 15, 2026
#OK! ბავშვობის ინტერესიდან ახდენილ ოცნებამდე: გინეკოლოგ ირინა ირემაძის 15-წლიანი პროფესიული გზა
OK! Doctors

#OK! ბავშვობის ინტერესიდან ახდენილ ოცნებამდე: გინეკოლოგ ირინა ირემაძის 15-წლიანი პროფესიული გზა

February 14, 2026
#OK! ექიმი, რომელიც ორმაგ სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი – თამარ გელაძე
OK! Doctors

#OK! ექიმი, რომელიც ორმაგ სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი – თამარ გელაძე

February 14, 2026
Medibridge Global – კომპანია, რომელმაც 2025 წელს ორი ქართველი სტუდენტის უფასო სტაჟირება უზრუნველყო
Uncategorized

Medibridge Global – კომპანია, რომელმაც 2025 წელს ორი ქართველი სტუდენტის უფასო სტაჟირება უზრუნველყო

February 14, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “ასეთ ცუდ ფორმაში არასდროს ვყოფილვარ,” – უილ სმიტი სხეილის პანდემიით გამოწვეულ ცვლილებას ასაჯაროებს

#OK! “ასეთ ცუდ ფორმაში არასდროს ვყოფილვარ,” – უილ სმიტი სხეილის პანდემიით გამოწვეულ ცვლილებას ასაჯაროებს

May 6, 2021
#OK! “დაიბადა გალაკტიონ გალა გასვიანი” – გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი მშობლები გახდნენ

#OK! “დაიბადა გალაკტიონ გალა გასვიანი” – გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი მშობლები გახდნენ

March 16, 2022
#OK! არიანა გრანდემ ჯენიფერ გარნერის საკულტო იმიჯი გააცოცხლა ფილმიდან 13 Going On 30

#OK! არიანა გრანდემ ჯენიფერ გარნერის საკულტო იმიჯი გააცოცხლა ფილმიდან 13 Going On 30

November 9, 2021
#OK! საკუთარი თავის რწმენა მთავარი მოტივაციაა – თამარ შავაძის პროფესიული გზა

#OK! საკუთარი თავის რწმენა მთავარი მოტივაციაა – თამარ შავაძის პროფესიული გზა

March 3, 2023

კვირის ჰიტები

#OK! როდესაც პროფესია არა მხოლოდ საქმე, არამედ ცხოვრების წესია – თამთა ზარნაძე

#OK! როდესაც პროფესია არა მხოლოდ საქმე, არამედ ცხოვრების წესია – თამთა ზარნაძე

February 15, 2026
#OK! ერთი ნახვით შეყვარება  ოლესია თავაძისა და ზაზა აბზიანიძის სიყვარულის ამბავი

#OK! ერთი ნახვით შეყვარება ოლესია თავაძისა და ზაზა აბზიანიძის სიყვარულის ამბავი

February 14, 2026
#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

February 11, 2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში  VitrA Warranty: 10 წელი სიმშვიდე „კედლის მიღმა

როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში VitrA Warranty: 10 წელი სიმშვიდე „კედლის მიღმა

February 15, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები