Medibridge Global არის სამედიცინო კომპანია, რომელმაც 2025 წელს ორი ქართველი სტუდენტის უფასო სტაჟირება უზრუნველყო თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბულის წამყვან კლინიკებში.
კომპანიის განვითარების დინამიკასა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე საუბრობს Medibridge Global – ის დამფუძნებელი, ნია ხინთიბიძე.
ნია, ერთი წელი გავიდა „მედიბრიჯის“ დაარსებიდან. როგორ შეაფასებთ პლატფორმის განვითარებას ამ პერიოდის განმავლობაში?
2025 წლის 6 იანვარს კომპანიას დაარსებიდან ერთი წელი შეუსრულდა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში “მედიბრიჯმა” განიცადა მნიშვნელოვანი პროგრესი, როგორც საგანმანათლებლო, ისე სამეცნიერო მიმართულებით. კერძოდ, ონლაინ სასწავლო კურსების ფარგლებში გადამზადდა 1000 – ზე მეტი მსმენელი, ასევე ჩატარდა ორი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია:
- GAIMES 2025 (5 ივლისი)
- ACGU 2025 (13 დეკემბერი).
რა ნიშნით გამოირჩეოდა Medibridge Global-ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციები?
საერთაშორისო კონფერენცია GAIMES 2025 – „მულტიდისციპლინური მიდგომები ძუძუს კიბოს მკურნალობაში: ინოვაციები და მომავალი მიმართულებები“ – გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური დონითა და ფართო საერთაშორისო ჩართულობით.
კონფერენციის სამეცნიერო პროგრამაში მონაწილეობდნენ სპიკერები ხუთი ქვეყნიდან: საქართველოდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, ესპანეთიდან და თურქეთიდან. ღონისძიებას ესწრებოდა 12 უცხოელი სპეციალისტი მომხსენებლისა და მოდერატორის სტატუსით.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სტუდენტური პოსტერული სესია, რომლის გამარჯვებულს, ნანა ბერიშვილს, სრულად დაუფინანსდა ერთკვირიანი სტაჟირება სტამბულის Neolife – ის ონკოლოგიისა და ბირთვული მედიცინის ცენტრში. მეორე და მესამე ადგილების მფლობელებს კი Medibridge Global – მიერ გადაეცათ 300 – ლარიანი სასწავლო კურსების ვაუჩერები.

საერთაშორისო კონფერენცია ACGU 2025 – „კლინიკური გინეკოლოგიისა და უროლოგიის თანამედროვე მიღწევები“ – ორგანიზებული იყო Medibridge Global – ისა და საქართველოს რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის ასოციაციის (GREA) მიერ.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ მომხსენებლები სამი ქვეყნიდან : საქართველოდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან. სამეცნიერო პროგრამა აკრედიტირებული იყო ოთხ დისციპლინაში:
• გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია
• ენდოკრინოლოგია
• უროლოგია
ღონისძიებას ესწრებოდა დაახლოებით 300 მონაწილე. ახალგაზრდული სესია წარმოდგენილი იყო, როგორც პოსტერული, ისე მოხსენებების ფორმატით. მონაწილეობდა 19 პოსტერული და 5 მოხსენების ავტორი, ახალგაზრდა მკვლევარი.
პირველ ადგილზე გასულ მარიამ შულაიას სრულად დაუფინანსდა სტაჟირება სტამბულის Hisar International Hospital – ში, ხოლო სამ მონაწილეს გადაეცა 300-ლარიანი სასწავლო კურსების სასაჩუქრე ვაუჩერი Medibridge Global – ისგან.

რა იყო Medibridge Global-ის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა გასული წლის განმავლობაში?
2025 წლის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ორი ახალგაზრდა სტუდენტის სტაჟირების სრული დაფინანსება. კომპანიისთვის ახალგაზრდების პროფესიული განვითარების მხარდაჭერა პრიორიტეტულია. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი საქმიანობა თუნდაც მცირედით შეუწყობს ხელს ახალგაზრდა სპეციალისტების კარიერულ წინსვლას, ეს ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებული მიღწევა იქნება.
როგორ შეუძლიათ სტუდენტებს მსგავს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა და დაფინანსების მოპოვება?
საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს სამეცნიერო ნაშრომი სტუდენტური სესიის ფარგლებში. წინასწარი აკადემიური შეფასების შედეგად ხდება ნაშრომების შერჩევა ორალური და პოსტერული სესიებისთვის, ხოლო საბოლოო ეტაპზე ერთ გამარჯვებულს ეძლევა დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა.
Medibridge Global-ის ახალი მიმართულებაა Medibridge Healthcare. რა მიზნობრივ აუდიტორიაზეა გათვლილი ეს პლატფორმა?
Medibridge Healthcare წარმოადგენს მრავალფუნქციურ პლატფორმას, რომელიც პაციენტებს სთავაზობს სრულ მხარდაჭერას საერთაშორისო მკურნალობის პროცესში, მათ შორის, იმ პირებს, რომლებსაც სურთ მკურნალობის გაგრძელება საზღვარგარეთ.
პარალელურად აქტიურად ვითარდება ტელემედიცინისა და ტელერადიოლოგიის მიმართულებები, რაც ქართველ პაციენტებს აძლევს შესაძლებლობას:
• გაგზავნონ მორფოლოგიური ბლოკები და რადიოლოგიური კვლევები
• გადაამოწმონ არსებული დიაგნოზი
• ონლაინ რეჟიმში მიიღონ კონსულტაციები და შესაბამისი რეკომენდაციები მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტებისგან.
თქვენი შეფასებით, რა წარმოადგენს Medibridge Global-ის ძირითად ძლიერ მხარეს?
Medibridge Global – ის მთავარი ღირებულება არის ხარისხზე ორიენტირებული საქმიანობა და მკაფიო პროფესული სტანდარტების დაცვა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება პაციენტის ჯანმრთელობას.
ამასთან, კომპანია ღიაა ინსტიტუციური და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. გვჯერა, რომ მასშტაბური მიზნების მიღწევა ბევრად მარტივი და კომფორტულია ძალების გაერთიანებითა და კოლაბორაციის გზით, წარმატება კი უფრო სასიამოვნო, როცა სხვას უზიარებ.
ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით და მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს ნდობისთვის, თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. Medibridge Global აგრძელებს განვითარებას და მზად არის თანამშრომლობისთვის, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმ რწმენით, რომ წინ არსებული გზა ღირსეულად იქნება გავლილი.












