ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა საკომუნიკაცია სააგენტო Supermarket-ისა და ღვინის ბრენდ ჟუჟუნას თანადამფუძნებელი ვასკა ჩუბინიძე.
ახალგაზრდა მარკეტერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას Marketer.ge ავრცელებს:
,,ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, საქართველოს შემოქმედებითმა ინდუსტრიამ და მთელმა ქვეყანამდაკარგა ძალიან ნათელი და გამორჩეული მარკეტერი. ადამიანი, რომლის სახელსაც უამრავი გაბედულიდა შთამაგონებელი პროექტი უკავშირდება. ვასკა იყო საკომუნიკაციო სააგენტო Supermarket-ის და ღვინისბრენდ ჟუჟუნას თანადამფუძნებელი. კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალის გამარჯვებული დაჟიურის წევრი.
ვასკა იყო ადამიანი, რომლის შთაგონებით თაობები უნდა აღზრდილიყო.
მარკეტერის გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს და მეგობრებს.’’- ნათქვამია marketer.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში













