მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს დრამას, რომელიც ბექჰემების ოჯახში ვითარდება, თუმცა არანაკლებ საინტერესოა იმის გახსენება ყველაფერი როგორ დაიწყო..

ბრუკლინს და ნიკოლას ბევრი საერთო აქვთ – ორივე მდიდარი და ცნობილი მშობლების მემკვიდრეა. ბრუკლინი ცნობილი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემისა და დიზაინერი ვიქტორია ბექჰემის უფროსი ვაჟია, ნიკოლა კი მილიარდერ ნელსონ პელცისა და მოდელ კლაუდია ჰეფნერის ქალიშვილი. ორივე მრავალშვილიანი ოჯახიდანაა – ბრუკლინს ორი ძმა და და ჰყავს, ნიკოლას კი ერთი და და ექვსი ძმა. გარდა ამისა, მამის მხრიდან ორივეს ებრაული ფესვები აქვს.

ბრუკლინ ბექჰემის მოხიბვლას ბევრი გოგონა ცდილობდა – მათ უბრალოდ ცნობილი კი არა, „სანიმუშო“ ვარსკვლავური ოჯახის წევრობა სურდათ. ბრუკლინი საკმაოდ დიდხანს ხვდებოდა ქლოი მორეცს. თითქოს საქმე ქორწილამდეც მივიდა, თუმცა გაირკვა, რომ ბრუკლინი შეყვარებულს ღალატობდა. მორეტთან დაშორების შემდეგ მას ბექჰემების მემკვიდრეს რომანები ჰქონდა მომღერალ მედისონ ბირთან, მოდელ ჰანა კროსთან და ფიბი ტორენსთან.

ფოტო: ბრუკლინ ბექჰემი და ქლოი მორეცი
რაც შეეხება ნიკოლა პელცს, მომავალ ქმართან შეხვედრამდე ის მოდელების, ბელა და ჯიჯი ჰადიდების ძმას, ანვარს ხვდებოდა. ასევე ვრცელდებოდა ხმები ჯასტინ ბიბერთან რომანზეც, თუმცა ინფორმაციას ოფიციალური დადასტურება არ მოჰყოლია.

ფოტო: ნიკოლა პელცი და ანვარ ჰადიდი
ნიკოლა მუდმივ პარტნიორს ვარსკვლავური წრეებიდან დიდხანს და თავდაჯერებულად ეძებდა. მიზნის მისაღწევად გოგონამ გარეგნობაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა: ტუჩები დაიბერა, ცხვირის კორექცია გაიკეთა და თმა ქერად შეიღება. მილიარდერის მემკვიდრეს მამაკაცების ფული არ სჭირდებოდა, მას ყოველთვის პოპულარობა ხიბლავდა.

ბრუკლინის და ნიკოლას ურთიერთობა 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო. შეყვარებულები პირველად ლეონარდო დიკაპრიოს მიერ გამართული ჰელოუინის შემდგომ ვახშამზე შენიშნეს, თუმცა, წყვილი რამდენიმე თვის განმავლობაში ურთიერთობას არ ასაჯაროებდა. ბრუკლინმა და ნიკოლამ ურთიერთობა 2020 წლის იანვარში დაადასტურეს, რასაც სოციალურ ქსელში საერთო ფოტოები გამოქვეყნება მოჰყვა. გოგონა თავის რჩეულზე 4 წლით უფროსია, თუმცა ამას მგზნებარე რომანისთვის ხელი არ შეუშლია.

2020 წლის 9 იანვარს ბრუკლინმა ნიკოლასთან ერთად გადაღებული მორიგი ფოტო გამოაქვეყნა და საყვარელ ქალს 25-ე დაბადების დღე მიულოცა.
„დაბადების დღეს გილოცავ, პატარავ. საოცარი გული გაქვს“ – მიაწერა ბექჰემმა ფოტოს, სადაც ნიკოლას ლოყაზე ნაზად კოცნის. 2020 წლის 25 თებერვალს შეყვარებულები პარიზში, Saint Laurent-ის ჩვენებაზე საჯაროდ პირველად გამოჩდნენ. იმავე წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია ნიშნობის შესახებ.

„მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ. გპირდები, რომ ერთ დღეს საუკეთესო ქმარი და საუკეთესო მამა ვიქნები“, – დაწერა სოციალურ ქსელში ბრუკლინმა.
საპასუხო, თბილი სიტყვები არც ნიკოლამ დაიშურა: „მოუთმენლად ველი, როდის გავატარებ ცხოვრების დარჩენილ ნაწილს შენთან ერთად. შენი სიყვარული ყველაზე ძვირფასი საჩუქარია“ – დაწერა მან.
წლის ქორწილი
ბრუკლინი და ნიკოლა 2022 წლის 9 აპრილს დაქორწინდნენ. პომპეზური დღესასწაული პელცების საოჯახო მამულში, პალმ-ბიჩზე გაიმართა. ქორწილს 500-მდე სტუმარი, მათ შორის ისეთი ვარსკვლავებ ესწრებოდნენ, როგორებიც მელანი სი, გორდონ რამზი და ევა ლონგორია არიან. ახალდაქორწინებულებისთვის თავად მარკ ენტონი მღეროდა. ინსაიდერების ინფორმაციით, საქორწინო ცერემონიაზე ახალდაქორწინებულები უზომოდ ბედნიერები ჩანდნენ.

აღსანიშნავია, რომ ცოლისადმი ერთგულების ნიშნად, ბრუკლინმა მისი გვარის მიღება გადაწყვიტა და ახლა წყვილი პელც–ბექჰემის გვარს ატარებს. ყველა დარწმუნებული იყო რომ პატარძალი ქორწილში ვიქტორია ბექჰემის დიზაინით შექმნილ კაბას მოირგებდა, თუმცა ნიკოლამ Valentino Haute Couture-ის კაბა აირჩია. როგორც მოსალოდნელი იყო, ამას მოჰყვა ჭორები, რომ რძალ-დედამთილს შორის უთანხმოებაა.

„განხეთქილების კაბა“
სავარაუდოდ, რძალ-დედამთილს შორის დაპირისპირების მიზეზი მართლაც საქორწინო კაბა გახდა. როგორც ირკვევა, ნიკოლამ ვიქტორიას დიზაინერებს საკუთარი ესკიზი წარუდგინა, თუმცა მათ მისი მოთხოვნების შესრულება ვერ შეძლეს. მაშინ პატარძალმა დახმარებისთვის სხვა მოდის სახლს მიმართა. ამბობენ, რომ ვიქტორია ამან ძალიან გაანაწყენა. მან რძალთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამცირა და საერთო ფოტოების გამოქვეყნებაც კი შეწყვიტა.. თუმცა, კაბა ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა..

ნიკოლა პელტცი დარწმუნებულია, რომ მისი ქმარი დედის აზრზე ძალიან დამოკიდებულია. 2022 წელს, როდესაც ნიკოლამ ამაზე ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა, საქმეში დევიდ ბექჰემიც კი ჩაერია. მან ვაჟთან „აღმზრდელობითი საუბარი“ გამართა და სთხოვა, ოჯახი დრამისგან ეხსნა. მოგვიანებით უხერხული სიტუაცია ჟურნალ Tatler-თან დაკავშირებით შეიქმნა, რომელმაც გარეკანზე ნიკოლას ფოტო განათავსა წარწერით – „ახალი მისის ბექჰემი“, რამაც ვიქტორია კიდევ უფრო გაანაწყენა.

იმის ნაცვლად, რომ ახლობემა ადამიანებმა საერთო ენა და ერთმანეთისკენ მიმავალი გზა იპოვონ, ბექჰემ-პელტცების ოჯახური დრამა უფრო მწვავდება. 2026 წლის იანვარში ბრუკლინმა სოციალურ ქსელში ხისტი განცხადება გააკეთა, სადაც საკუთარ ოჯახზე საჯაროდ თქვა უარი და აღნიშნა, რომ ნათესავებთან შერიგებას არ აპირებს. ბრუკლინმა დედას ბრალი დასდო, რომ მან ქორწილში „უხამსი ცეკვებით“ შეარცხვინა და რძლისთვის კაბის შეკერვაზე უარი თქვა.
ბრუკლინმა განაცხადა, რომ მისი ოჯახი სოციალურ ქსელებში მხოლოდ იდეალურ სურათს ქმნის, სინამდვილეში კი დევიდი და ვიქტორია მხოლოდ „ბექჰემის ბრენდის“ იმიჯზე ზრუნავენ. მისი თქმით, მშობლებთან ურთიერთობა ყოველთვის რთული იყო, მათ გვერდით ყოფნისას შფოთვა ტანჯავდა, ახლა კი ცხოვრებაში პირველად, თავის დაცვა გადაწყვიტა.

„მთელი ცხოვრება მშობლების ჭკუაზე დავდიოდი. ბავშვობაში სულ ჩამჩიჩინებდნენ – იჩქარე ჩვენებაზე, გადაიღე ფოტო, დაპოსტე… ბექჰემის ბრენდის პოპულარიზაცია მთავარი იყო. მათთვის „სიყვარული“ იმით იზომება, თუ რამდენად ხშირად დებ ფოტოებს და რამდენად სწრაფად მიატოვებ ყველაფერს საერთო ფოტოს გადასაღებად“ – დაწერა ინსტრაგრამში ფეხბურთელის ვაჟმა.
ბრუკლინ ბექჰემის პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ დევიდ ბექჰემმა CNBC-ის ფინანსურ გადაცემა „Squawk Box“-ში ოჯახურ დრამასთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გააკეთა. მან აღნიშნა, რომ სოციალური მედია შეიძლება ბავშვებისთვის საშიში იყოს, თუმცა მათ შეცდომების დაშვების თავისუფლება უნდა ჰქონდეთ.

რაც შეეხება ვიქტორია ბექჰემს, ოჯახური სკანდალის ფონზე, მას საფრანგეთის მთავრობამ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო – ხელოვნებისა და ლიტერატურის საპატიო ორდენი გადასცა, თუმცა ოჯახთან დაახლოებული პირის ინფორმაციით, ვიქტორია განადგურებულია და თავის ოჯახზე ძალიან ნერვიულობს.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! „არავინ მაკონტროლებს. ცხოვრებაში პირველად, თავის დაცვა შემიძლია“ – ბექჰემების დრამა გრძელდება












