• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! ალ პაჩინოს 10 ყველაზე გამორჩეული როლი

January 25, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

ალ პაჩინოს სახელი დიდი ხანია, სამსახიობო ხელოვნების სინონიმი გახდა. კინოს ლეგენდა, რომლის კარიერა ხუთ ათწლეულზე მეტს მოიცავს, სავსეა დასამახსოვრებელი როლებით, თუმცა მაყურებელს ყველაზე მეტად ქარიზმატული განგსტერებისა და პოლიციელების როლებით ახსოვს. ალ პაჩინოს სამსახიობო კარიერის მწვერვალს მაიკლ კორლეონეს (ნათლია), ტონი მონტანას (ნაიარევი სახე) და პოლკოვნიკი სლეიდის (ქალის სურნელი) როლები წარმოადგენს. მსახიობს მიღებული აქვს ისეთი ჯილდოები, როგორებიცაა: ოქროს გლობუსი, ოსკარი, ემი, ტონი და სხვა. გთავაზობთ ერთად გავიხსენოთ ალ პაჩინოს 10 ყველაზე გამორჩეული როლი:

 

Этот несправедливо забытый фильм когда-то снял сам Аль Пачино — картина точно не оставит вас равнодушными

 

  1. მაიკლ კორლეონე – „ნათლია“ (The Godfather) 1972 წელი

მსოფლიო კინოს კლასიკა და მსახიობის პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი. ფრენსის ფორდ კოპოლას „ნათლია“ ამერიკული კინოს ინსტიტუტის მიერ მიჩნეულია მეორე საუკეთესო ფილმად ამერიკულ კინოში, ასევე მეორე ადგილი უკავია კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზის (IMDb) ვერსიით.

 

 

  1. ფრენკ სერპიკო –„სერპიკო“(Serpico) 1973 წელი

 

ეს მსახიობის კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული როლია. ფილმი  პატიოსანი პოლიციელის ისტორიას გვიამბობს, რომელიც კორუმპირებულ სისტემაში აღმოჩნდება.

ფილმის სიუჟეტი 1970-იანი წლების ნიუ-იორკის პოლიციის თანამშრომლის ნამდვილ ისტორიას ეფუძნება, რომელიც აღმოაჩენს, რომ მის სამსახურში პატიოსნება სავალდებულო არ არის. ფრენკ სერპიკო კოლეგებისგან ზიზღსა და არასათანადო მოპყრობას იტანს და ცდილობს, თავისი საქმე პატიოსნად შეასრულოს. ალ პაჩინომ სერპიკოს  როლისთვის ოქროს გლობუსი მიიღო.

 

 

  1. ფრენსის ლაიონელი – საფრთხობელა (Scarecrow) 1973 წელი

 

ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ორი მამაკაცი ამერიკის ერთი კუთხიდან მეორეში ბედნიერებისა და უკეთესი ცხოვრების საძიებლად მოგზაურობს. ერთ-ერთი ციხიდან ახლახან გამოვიდა და ავტოსამრეცხაოს გახსნაზე ოცნებობს, ხოლო მეორე საზღვაო მოგზაურობიდან დაბრუნდა და გაიგო, რომ არყოფნის დროს შვილი შეეძინა. ფილმის  მთავარ გმირებს ფული არ აქვთ, მაგრამ აქვთ სიცოცხლის წყურვილი და თავგადასავლების სიყვარული, რაც ფილმის მთავარი თემაა. „როლში შესასვლელად“ ალ პაჩინო და ჯინ ჰეკმენი რამდენიმე კვირა მაწანწალებს განასახიერებდნენ და კალიფორნიაში ე.წ. ავტოსტოპით გადაადგილდებოდნენ. ფილმმა 1973 წლის კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო მოიპოვა.

 

 

  1. ტონი მონტანა – „ნაიარევი სახე“ (Scarface) 1983 წელი

 

თავიდან ამბიციური და უმოწყალო კუბელი განგსტერის როლში რობერტ დე ნიროს გადაღება იყო დაგეგმილი, მაგრამ მსახიობმა ბოლო წუთს უარი თქვა. დღეს ამ როლში ალ პაჩინოს გარდა სხვა მსახიობის ნახვა ძნელი წარმოსადგენია.

„ნაიარევი სახის“ პრემიერა ნიუ-იორკში, 1983 წლის 1 დეკემბერს შედგა. ფილმმა ქვეყნის შიგნით 45 მილიონი დოლარი და მსოფლიო მასშტაბით 66 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. გადაჭარბებული ძალადობისა და ნარკოტიკების მოხმარების სცენების გამო კრიტიკოსების რეაქცია თავიდან უარყოფითი იყო, თუმცა საბოლოოდ, „ნაიარევი სახე“ ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს განგსტერულ ფილმად აღიარეს.

 

 

  1. ფრენკ სლეიდი – „ქალის სურნელი“ (Scent of a Woman) 1992 წელი

 

უსინათლო პოლკოვნიკი ფრენკ სლეიდი ალ პაჩინოს ერთ-ერთ საუკეთესო როლია, რომელმაც დამსახურებული „ოსკარი“ მოუტანა.

პოლკოვნიკისა და პრესტიჟული სკოლის მოსწავლის, ჩარლის ისტორიამ მთელი მსოფლიო შეძრა. ფილმს მამაკაცის ფსიქოლოგიის ენციკლოპედიაც კი უწოდეს. ამბობენ, რომ ალ პაჩინო შესვენებების დროსაც კი „როლიდან არ გამოდიოდა“, შესაბამისად, ვერაფერს ხედავდა და ხელჯოხით გადაადგილდებოდა. ერთ-ერთ სცენაზე მუშაობის დროს მსახიობი ბუჩქებში ჩავარდა, ეკალმა თვალის რქოვანა დაუზიანა და კინაღამ მხედველობა დაკარგა.

სირთულეების მიუხედავად, ეს ფილმი მსახიობის კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეულია, პოლკოვნიკისა და ახალგაზრდა ქალის ტანგოს ცეკვა კი კინოს ისტორიაში სამუდამოდ დარჩა.

 

 

 

  1. კარლიტო ბრიგანტე – „კარლიტოს გზა“ (Carlitos Way) 1993 წელი

 

მსხვილი ნარკოდილერი კარლიტო ბრიგანტე ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოდის. მას სურს დამნაშავეთა სამყაროს თავი დააღწიოს და საყვარელ ადამიანთან ერთად მშვიდი ცხოვრება დაიწყოს, მაგრამ მის მეგობარს სხვა გეგმები აქვს. ის ცდილობს კარლიტო ისევ სახიფათო თავგადასავალში ჩაითრიოს. ფილმი ედვინ ტორესის რომანის მიხედვით არის გადაღებული და ალ პაჩინოს პარტნიორი არანაკლებ ნიჭიერი მსახიობი შონ პენია.

 

 

  1. ჯონ მილტონი – „ეშმაკის ადვოკატი“ (The Devil s Advocate) 1997 წელი

 

რა თქმა უნდა, ეს ფილმი კიანუ რივზის მთავარი როლის გამო გვიყვარს, თუმცა ალ პაჩინო, ალბათ, ეკრანზე ეშმაკის საუკეთესო განსახიერებაა. ფილმი ფლორიდელი ადვოკატის, კევინ ლომაქსის (კიანუ რივზი), ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც მორიგი წარმატებული საქმის შემდეგ ნიუ-იორკის წამყვანი კომპანიისგან ხელსაყრელ შეთავაზებას იღებს. ლომაქსი შემოთავაზებას თანხმდება, კომპანიასთან საქმიან გარიგებას დებს და საცხოვრებლად ნიუ-იორკში მიემგზავრება.სულ მალე მისი ცოლი (შარლიზ ტერონი) საშინელი ჰალუცინაციების მსხვერპლი ხდება. კევინიც ხვდება, რომ საქმე ზებუნებრივ მოვლენებთან აქვს, რისი მიზეზი მისი ახალი ბოსი, ჯონ მილტონია (ალ პაჩინო). აღსანიშნავია, რომ ჯონ მილტონს სახელი XVII საუკუნის ეპიკური პოემის „დაკარგული სამოთხის“ ავტორის პატივსაცემად დაარქვეს.

ფილმის ემოსავალმა 153 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და მიიღო სატურნის ჯილდო ნომინაციაში “საუკეთესო ჰორორის ჟანრის ფილმი”.

 

 

  1. უილ დორმერი – „უძილობა“ (Insomnia) 2002 წელი

 

კრისტოფერ ნოლანის მიერ გადაღებული „უძილობა“ 1997 წლის ამავე სახელწოდების ნორვეგიული ფილმის ამერიკული რიმეიკია. ის  ორი დეტექტივის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ალასკაში, ადგილობრივ პოლიციასთან ერთად, 17 წლის გოგონას მკვლელობის გამოსაძიებლად ჩადიან. გამოძიება  ალასკას „მზიანი“ სეზონის განმავლობაში მიმდინარეობს, რის გამოც ალ პაჩინოს გმირი მუდმივ სინათლეში დაძინებას ვერ ახერხებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ რობინ უილიამსი და ჰილარი სუონკი.

ფილმის პრემიერა 2002 წლის 24 მაისს გაიმართა. კინოკრიტიკოსთა 92% მას დადებითად აფასებს. „უძილობა“ ევროპული ფილმის კარგ ამერიკულ რიმეიკად მიაჩნიათ, რაც იშვიათობას წარმოადგენს.

 

 

  1. შაილოკი – „ვენეციელი ვაჭარი“ (The Merchant of Venice) 2004 წელი

 

„ვენეციელი ვაჭარი“ უილიამ შექსპირის ამავე სახელწოდების პიესის ადაპტაციაა. ალ პაჩინო ფილმში ხარბი მევახშის, შაილოკის როლს ასრულებს, რომელიც მთლიანად ეწინააღმდეგება ვენეციაში გამეფებულ მეგობრულ და ბედნიერ ატმოსფეროს.

თუმცა კლასიკურ ჟანრში ყველა პერსონაჟის ცხოვრება იცვლება, როდესაც საქმეში სიყვარული ერევა. ფილმმა კრიტიკოსებისგან სათანადო ყურადღება ვერ დაიმსახურა და ეს ალ პაჩინოს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ცნობილი ფილმია, თუმცა მისი ყურება თუნდაც მსახიობის უნაკლო შესრულების გამო ღირს.

 

 

  1. „შენ არ იცნობ ჯეკს“ (You Dont Know Jack) 2010 წელი

 

ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს ექიმ ჯეკ კევორკიანის, მეტსახელად „ექიმი სიკვდილის“ ისტორიას. კევორკიანი იყო ერთ-ერთი პირველი ამერიკელი ექიმი, რომელმაც მხარი დაუჭირა ევთანაზიის ლეგალიზაციას.

ჯეკ კევორკიანმა, რომელიც ფილმის პრემიერას დაესწრო, აღნიშნა, რომ მსახიობის შესრულებით შოკირებული იყო: „ალ პაჩინო უბრალოდ წარმოუდგენელი იყო – თითქოს სარკეში ვუყურებდი საკუთარ თავს“ – აღნიშნა მან. ჯეკ კევორკიანი 2011 წელს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ

 

 

#OK! აპ პაჩინო 83 წლის ასაკში მამა კიდევ ერთხელ გახდა – მსახიობს მეოთხე შვილი შეეძინა

გაიგე მეტი: ალ პაჩინო

ასევე გაეცანი

#OK! JACQUEMUS-ის დამფუძნებლის ბებია ბრენდის პირველი ამბასადორი გახდა
OK! News

#OK! JACQUEMUS-ის დამფუძნებლის ბებია ბრენდის პირველი ამბასადორი გახდა

January 23, 2026
#OK! ტიმოთი შალამე მარლონ ბრანდოს შემდეგ პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც 30 წლის ასაკში ოსკარის სამი ნომინაცია მიიღო
OK! News

#OK! ტიმოთი შალამე მარლონ ბრანდოს შემდეგ პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც 30 წლის ასაკში ოსკარის სამი ნომინაცია მიიღო

January 23, 2026
ქართული მუსიკალური საღამო რესტორან „გეოგრაფიაში“
OK! News

ქართული მუსიკალური საღამო რესტორან „გეოგრაფიაში“

January 23, 2026
#OK! ოსკარი 2026 – ნომინანტების სია ცნობილია
OK! News

#OK! ოსკარი 2026 – ნომინანტების სია ცნობილია

January 22, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ნატალი პორტმანის თვალისმომჭრელი გამოჩენა ლონდონში Thor: Love And Thunder-ის პრემიერაზე

#OK! ნატალი პორტმანის თვალისმომჭრელი გამოჩენა ლონდონში Thor: Love And Thunder-ის პრემიერაზე

July 7, 2022
#OK! ვიდეო, რომელშიც ჯასტინ ბიბერი ჰეილი ბოლდუინს უყვირის

#OK! ვიდეო, რომელშიც ჯასტინ ბიბერი ჰეილი ბოლდუინს უყვირის

July 14, 2021
#OK! რა რეაქცია ჰქონდა ბრედ პიტს ანჯელინას მხრიდან ოჯახური ძალადობის ბრალდებაზე?

#OK! რა რეაქცია ჰქონდა ბრედ პიტს ანჯელინას მხრიდან ოჯახური ძალადობის ბრალდებაზე?

March 23, 2021
#OK! ბელა ჰადიდი მაიკლ კორსის უახლესი კამპანიის გადაღებებზე

#OK! ბელა ჰადიდი მაიკლ კორსის უახლესი კამპანიის გადაღებებზე

March 30, 2021

კვირის ჰიტები

#OK! „არავინ მაკონტროლებს. ცხოვრებაში პირველად, თავის დაცვა შემიძლია“ – ბექჰემების დრამა გრძელდება

#OK! „არავინ მაკონტროლებს. ცხოვრებაში პირველად, თავის დაცვა შემიძლია“ – ბექჰემების დრამა გრძელდება

January 21, 2026
#OK! იტალიური მოდის უკანასკნელი იმპერატორი – ვალენტინო გარავანი 10 ფოტოში

#OK! იტალიური მოდის უკანასკნელი იმპერატორი – ვალენტინო გარავანი 10 ფოტოში

January 20, 2026
#OK! როგორ გახდა რიმა ერისთავი კოკო შანელის მოდელი

#OK! როგორ გახდა რიმა ერისთავი კოკო შანელის მოდელი

January 19, 2026
ქართული მუსიკალური საღამო რესტორან „გეოგრაფიაში“

ქართული მუსიკალური საღამო რესტორან „გეოგრაფიაში“

January 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები