• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! იტალიური მოდის უკანასკნელი იმპერატორი – ვალენტინო გარავანი 10 ფოტოში

January 20, 2026
საკითხავი დრო: 4 წუთში წასაკითხი

19 იანვარს, 93 წლის ასაკში მოდის იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა. მას სამშობლოში იტალიური მოდის უკანასკნელ იმპერატორს უწოდებდნენ. ადამიანმა, რომელმაც მოდის ინდუსტრიის სიყვარული ჯერ კიდევ 1968 წლის „თეთრი კოლექციით“ მოიპოვა,  მაღალი მოდა ყოველდღიურობისთვის მოსახერხებელი გახადა, budellini-ს ტექნიკა და საკუთარი წითელი აღმოაჩინა, რომელიც ბრენდს როგორც Valentino Red სამუდამოდ დაუკავშირდა.

ჩვენ შევარჩიეთ ვალენტინო გარავანის ათი ყველაზე შთამბეჭდავი ფოტო და დიზაინერის ათი საუკეთესო ციტატა მოდაზე, ცხოვრებასა და რა თქმა უნდა, სიყვარულზე.

ვალენტინო გარავანი და ნატალია ვოდიანოვა, კეტლინ ნაუნდორფის ობიექტივში, 2012 წელი

გარავანი 1932 წელს, იტალიის პატარა ქალაქ ვოგერაში დაიბადა. 17 წლის ასაკში საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, რათა Chambre Syndicale de la Couture Parisienne-ის სტუდენტი გამხდარიყო. რამდენიმე წელი გი ლაროშისა და ჟან დესეს ატელიეებში იმუშავა, შემდეგ კი რომში დაბრუნდა და 1959 წელს ვია-დეი-კონდოტიზე პირველი ბუტიკი გახსნა. იმავე წელს ვალენტინომ სადებიუტო კოლექცია წარადგინა, სადაც მისი წითელი კაბა „ფიესტა“ გამოჩნდა. ამ ფერს მოგვიანებით Valentino Red ეწოდა.

„ბარსელონაში ვიყავი ოპერის თეატრის გახსნაზე და წითელმა ფერმა ძალიან მომხიბლა. მაშინ ვთქვი, რომ როდესაც დიზაინერი გავხდებოდი, წითელს ჩემს იღბლიან ფერად გამოვაცხადებდი – ასეც მოვიქეცი“ -იხსენებდა დიზაინერი.

ვალენტინო გარავანი, 1998 წელი

„ზოგჯერ სიზმარში კაბებს ვხედავ და მეღვიძება.. მაშინვე შუქს ვანთებ და ხატვას ვიწყებ. ისეთი მუზეუმები, როგორიცაა სანქტ–პეტერბურგის ერმიტაჟი ან ჩინური ნაციონალური თეატრი და მისი ძველი კოსტიუმები შთაგონებას მანიჭებს. ასეთი რამეები აღფრთოვანებას მანიჭებს, მაგრამ ქალები – არასოდეს. მე ქალებისთვის კაბებს ვკერავ და არა შთაგონებას ვიღებ“.

ვალენტინო გარავანი შოუსთვის ემზადება, 1959 წელი

„ჩემი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ერთადერთი მიზანი მქონდა – ქალში ქალურობისა და რომანტიზმისთვის ხაზი გამესვა და დამემშვენებინა.“

ვალენტინო გარავანი სასტუმრო Savoy-ში, ლონდონი, 1968 წელი

„მძულდა 80-იანი წლების მოდა. როცა ჩემს მაშინდელ კოლექციებს ვუყურებ, საკუთარი კაბებიც კი მძულს. ისინი არაპროპორციული იყო – ზედმეტად დიდი მხრები, საშინელი ვარცხნილობები, ცუდი ფეხსაცმელი. მე ყოველთვის 40-იანი, 50-იანი და 60-იანი წლები მიზიდავდა“.

პარტნიორთან და Valentino-ს თანადამფუძნებელთან, ჯანკარლო ჯამეტისთან ერთად

„მან მომცა შესაძლებლობა, რომ მშვიდად, ყოველგვარი ღელვის გარეშე მემუშავა. მე სულ ჩემს შემოქმედებით სტუდიაში ვიყავი, ვხატავდი და ვამზადებდი კოლექციებს ისე, რომ სხვა არაფერზე ვდარდობდი“.

ვალენტინო გარავანი და ჯანკარლო ჯამეტი ერთმანეთს 1960-იან წლებში, კუნძულ კაპრიზე შეხვდნენ.
„ისინი დიდებულები არიან. ჯანკარლოს გონება ვალენტინოს ნიჭსა და შეუპოვრობას შეერწყა. ბრწყინვალე კავშირია“ – აღნიშნა გრაფინია კონსუელო კრესპიმ Vanity Fair-თან ინტერვიუში.

ვალენტინო ლონდონის სასტუმრო Savoy-ში კოლგოტების ახალი მოდელებით, 1968 წელი

„სილამაზე ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. მე მიყვარს მშვენიერება — ეს ყოველთვის ჩემი რელიგია იყო“.

ვალენტინო მალიბუს სანაპიროზე, 1988 წელი

„დღევანდელი ქალები ძალიან ლამაზები არიან, მაგრამ მე არ მხიბლავენ ადამიანები, რომლებსაც თავიდან ფეხებამდე შავები აცვიათ“.

ვალენტინო რომის კაპიტოლიუმის მუზეუმში, 1991 წელი

„ვფიქრობ, ყველაზე ბედნიერი და იღბლიანი ადამიანი ვიყავი მსოფლიოში… არცერთი წამით არ ვნანობ, რომ ვიყავი ის, ვინც ვარ, რადგან ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მშვენიერი და სასიამოვნო დრო მქონდა“.

კადრი მეტ ტირნაუერის დოკუმენტური ფილმიდან „ვალენტინო – უკანასკნელი იმპერატორი“, 2008 წელი

„გვთხოვეს, ფილმი გადაგვეღო. ძალიან დაკავებულები ვიყავით და ამ საკითხზე ყურადღება დიდად არ გაგვიმახვილებია. უბრალოდ ვაძლევდით კამერებს უფლებას, უკან გამოგვყოლოდნენ… ნიუ–იორკში რომ ვნახე, ფილმით აღფრთოვანებული არ დავრჩენილვარ, მაგრამ ვენეციის კინოფესტივალზე ყველას ძალიან მოეწონა. მაშინ მივხვდი, რომ ფილმი წარმატებული იქნებოდა. ახლა მესმის, რომ ის მართლაც კარგია – მასში რაღაც ძალიან პირადი გამოჩნდა“.

ვალენტინო გარავანი და კაბა 2007 წლის შემოდგომა–ზამთრის კოლექციიდან

კითხვაზე, თუ რა იყო ცხოვრებისგან მიღებული საუკეთესო საჩუქარი, ვალენტინო დაუფიქრებლად პასუხობს: „იყო დარწმუნებული საკუთარ ფიქრებსა და ინტუიციაში“. ხოლო ამავე ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო მიღწევად დიზაინერს გვერდით მოსიყვარულე ადამიანების ყოლა მიაჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK ვარსკვლავები ირჩევენ ვალენტინოს

 

 

გაიგე მეტი: ვალენტინო გარავანი

ასევე გაეცანი

#OK! ოსკარი 2026 – ნომინანტების სია ცნობილია
OK! News

#OK! ოსკარი 2026 – ნომინანტების სია ცნობილია

January 22, 2026
#OK! ვის დარჩება ვალენტინო გარავანის 2 მილიარდიანი ქონება?
OK! News

#OK! ვის დარჩება ვალენტინო გარავანის 2 მილიარდიანი ქონება?

January 22, 2026
#OK! გაკვეთილზე მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებსაც აეკრძალებათ
OK! News

#OK! გაკვეთილზე მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებსაც აეკრძალებათ

January 22, 2026
#OK! „არავინ მაკონტროლებს. ცხოვრებაში პირველად, თავის დაცვა შემიძლია“ – ბექჰემების დრამა გრძელდება
OK! News

#OK! „არავინ მაკონტროლებს. ცხოვრებაში პირველად, თავის დაცვა შემიძლია“ – ბექჰემების დრამა გრძელდება

January 21, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! გლამურული რიტა ორა! მომღერალი Dion Lee-ს ძვირადღირებული კაბით!

#OK! გლამურული რიტა ორა! მომღერალი Dion Lee-ს ძვირადღირებული კაბით!

November 26, 2022
#OK! ჰეილი ბიბერი Jacquemus-ის პერანგს Balenciaga-ს აქსესუარებს და Bottega Veneta-ს სანდლებს უხამებს

#OK! ჰეილი ბიბერი Jacquemus-ის პერანგს Balenciaga-ს აქსესუარებს და Bottega Veneta-ს სანდლებს უხამებს

May 5, 2021
#OK! ლევან კოღუაშვილის ფილმი “მეოთხე ბრაიტონი” “ოსკარზე” საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში საქართველოს სახელითაა წარდგენილი

#OK! ლევან კოღუაშვილის ფილმი “მეოთხე ბრაიტონი” “ოსკარზე” საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში საქართველოს სახელითაა წარდგენილი

December 22, 2021
#OK! მენეჯერი – მარიამ მჟავია

#OK! მენეჯერი – მარიამ მჟავია

June 12, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ჯორჯ ბალანჩინის უკანასკნელი მუზა და უარყოფილი სიყვარულის ისტორია

#OK! ჯორჯ ბალანჩინის უკანასკნელი მუზა და უარყოფილი სიყვარულის ისტორია

January 22, 2026
#OK! ნიკა ეგაძე ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონია

#OK! ნიკა ეგაძე ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონია

January 19, 2026
#OK! „არავინ მაკონტროლებს. ცხოვრებაში პირველად, თავის დაცვა შემიძლია“ – ბექჰემების დრამა გრძელდება

#OK! „არავინ მაკონტროლებს. ცხოვრებაში პირველად, თავის დაცვა შემიძლია“ – ბექჰემების დრამა გრძელდება

January 21, 2026
#OK! როგორ გახდა რიმა ერისთავი კოკო შანელის მოდელი

#OK! როგორ გახდა რიმა ერისთავი კოკო შანელის მოდელი

January 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები