წითელი ხალიჩა ბევრი ცნობილი ადამიანისთვის იდეალური ადგილია როგორც თავის წარმოსაჩენად, ასევე ყურადღების მისაქცევად, თუმცა ზოგს ზომიერების გრძნობა ღალატობს და ყურადღების მიქცევის ნაცვლად, სკანდალში ეხვევა. ერთად გავიხსენოთ 10 ყველაზე სკანდალური კაბა, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
მე-10 ადგილი
ირინა შეიკი და Schiaparelli-ის ლომის თავიანი კაბა
Schiaparelli-ს 2023 წლის კოლექცია საკმაოდ საკამათო იყო, თუმცა საზოგადოების და განსაკუთრებით, ცხოველთა უფლებების დამცველების ყველაზე მეტი კრიტიკა ირინა შეიკის კაბამ დაიმსახურა.
მოგვიანებით იგივე კაბა კაილი ჯენერმაც მოირგო და მასაც თავზე ცხოველთა უფლებების დამცველთა კრიტიკა დაატყდა.
მე-9 ადგილი
რიტა ორა MTV-ის წითელ ხალიჩაზე
ბრიტანელი მომღერალი და მსახიობი რიტა ორა 2017 წელს MTV Europe Music Awards-ის წამყვანად შეარჩიეს. შოუს დროს მან რამდენიმე სამოსი მოირგო, თუმცა წითელ ხალიჩაზე ყველაზე დასამახსოვრებელი მისი პირველი გამოჩენა იყო. მომღერალი ფოტოგრაფების წინაშე თეთრი სამოსით და თავზე პირსახოცით წარსდგა. თუ გგონიათ, რომ ეს სააბაზანო ხალათია, ცდებით. კაბა ესპანური ბრენდის Palomo Spain-ის ნამუშევარი გახლავთ.
მე-8 ადგილი
ზენდაია Dune 2-ის პრემიერაზე
ფრენკ ჰერბერტის სამეცნიერო ფანტასტიკურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმის, Dune-ის მეორე ნაწილი 2024 წლის ყველაზე შემოსავლიანი პრემიერა გახდა, თუმცა ზენდაიას ჯავშანმა ემოციების ისეთი ქარიშხალი გამოიწვია, რომ ფილმი ყველას დაავიწყა.
მე-7 ადგილი
დოჟა ქეთი Schiaparelli-ს ჩვენებაზე
მომღერალი დოჯა ქეტი Schiaparelli Couture-ის 2023 წლის გაზაფხულის ჩვენებაზე უჩვეულო ლუქით გამოჩნდა – ის მთლიანად წითელი სვაროვსკის კრისტალებით იყო დაფარული. 27 წლის მომღერლის ლუქი ვიზაჟისტმა პეტ მაკგრატმა შექმნა. Instagram-ზე მან გაამხილა, რომ ლუქის შესაქმნელად 30 000 სვაროვსკის კრისტალი გამოიყენა.
მე-6 ადგილი
კარა დელევინი 2023 წლის ოსკარზე
30 წლის კარა დელევინმა ოსკარის ცერემონიისთვის Elie Saab-ის ულამაზესი წითელი კაბა აირჩია. რაც შეეხება სამკაულებს, მას Bvlgari-ს ყელსაბამი, სამაჯური და ბრილიანტის საყურეები ამშვენებდა, რომელთა ღირებულება თითქმის 1 მილიონი დოლარია. კარას ლუქი ოსკარების ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.
მე-5 ადგილი
ლედი გაგას ხორცის კაბა
ლედი გაგამ 2010 წელს MTV-ის 27-ე დაჯილდოებაზე ფრანც ფერნანდესის დიზაინით შექმნილი ნამდვილი ხორცისგან დამზადებული კაბა ჩაიცვა. კაბა არგენტინული ძროხის ხორცისგან შეიკერა. მომღერლის დიზაინერმა ხორცი ყასაბს გამოართვა, რომელიც მის ოჯახს ემსახურებოდა. ექსტრავაგანტულმა ჩაცმულობამ გაგას თაყვანისმცემლებში, მოდის კრიტიკოსებსა და ცხოველთა დამცველებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
მე-4 ადგილი
ზენდაიას კაბა ოქროსფერი ხერხემლით
ამერიკელმა მსახიობმა, ზენდაიამ კარგად იცის, როგორ მოხიბლოს ადამიანები წითელ ხალიჩაზე გასვლისთანავე. 2021 წელს საფრანგეთში, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე ზენდაია ლეგენდარული იტალიელი დიზაინერის, რობერტო კავალის 2000 წლის კოლექციის შავი კაბით გამოჩნდა და საზოგადოება აღაფრთოვანა. აღსანიშნავია, რომ ბრენდის ამჟამინდელმა კრეატიულმა დირექტორმა კაბა მხოლოდ ვარსკვლავისთვის გადააკეთა, მაგრამ დიზაინის მთავარი ელემენტი – ზურგზე გაშლილი ოქროსფერი ხერხემალი შეინარჩუნა.
მე-3 ადგილი
ბლეიკ ლაივლის ტრანსფორმერი კაბა
ეს იყო Met Gala-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამოჩენა იყო. ბლეიკი წითელ ხალიჩაზე ჯერ კრისტალებითა და ბრჭყვიალა ნაჭრებით მორთული კაბით გამოჩნდა, შემდეგ კი ბაფთა გახსნა და ატმისფერი კაბა ფირუზისფერში გახდა. Versace-ს კაბა თავისუფლების ქანდაკებით იყო შთაგონებული. ამასთან, წლის თემა ამერიკის დამოუკიდებლობა იყო.
მე-2 ადგილი
ზოი კრავიცის კრისტალების კაბა Met Gala-ზე
ამერიკელმა მსახიობმა 2021 წლის Met Gala-ზე საზოგადოება Saint Laurent-ის გამჭვირვალე ბადისებრი კაბით გააოცა. Saint Laurent-ის ყველა კაბიდან, რომელიც კრავიცმა Met Gala-ზე მოირგო, ეს კაბა ინტერნეტში ყველაზე ვირუსულად გავრცელდა.
პირველი ადგილი
ბელა ჰადიდის კაბა
მოდელი თავისი უნაკლო სტილით ცნობილია. 2021 წლის კანის ფესტივალის წითელ ხალიჩაზე ის Schiaparelli-ს შავი კაბით გამოჩნდა, რომელსაც კანის კინოფესტივალის ისტორიაში ყველაზე ლამაზი კაბა უწოდეს. ეს არის შავი, კლასიკური კაბა მკვრივი დიდი დეკოლტეთი. მოდელის მკერდს დენიელ როუზბერის მიერ დამზადებული მოოქროვილი ბრინჯაოს ყელსაბამი ფარავს, რომელიც ბრონქებს წააგავს. ეს შეხსენებაა, რომ პანდემიის პერიოდში სასუნთქ სისტემას ოქროს ფასი დაედო.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! ვარსკვლავების 20 ყველაზე წარუმატებელი ჩაცმულობა 2025 წელს












