• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Sport

#OK! გამარჯვებების წელი ქართული ფარიკაობისთვის

January 5, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

2025 წელი ქართული ფარიკაობისთვის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ, პირველად ისტორიაში, მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. აღნიშნული ტურნირის უმაღლეს დონეზე ჩატარების შედეგად ფარიკაობის ფედერაცია, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით, 2025 წლის საუკეთესო ფედერაციად დასახელდა. ამ ყველაფერთან ერთად მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ქართველ მოფარიკავეს, სანდრო ბაზაძეს, მიენიჭა, ხოლო მოგვიანებით სპორტის სამინისტრომ ის წლის საუკეთესო სპორტსმენადაც დაასახელა. ჩვენი რესპონდენტები: საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გენერალური მდივანი – ნინი ჯერენაშვილი, ფედერაციის პრეზიდენტი – მერაბ ბაზაძე და მსოფლიო რეიტინგის ნომერ პირველი მოფარიკავე – სანდრო ბაზაძე ინტერვიუში გვიზიარებენ მიმდინარე წლის დაუვიწყარ ემოციებს, შეფასებებსა და შთაბეჭდილებებს.

 

 

სანდრო, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობ, რომ ელოდი შედეგს, რომელსაც 2025 წელს მიაღწიე, რადგან მიზნის მისაღწევად ბევრი იშრომე. რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი შრომობს, ენერგიას არ იშურებს, მაგრამ შედეგს ვერ აღწევს? რისი ბრალია?

ყოველთვის ვამბობ, რომ შრომასთან ერთად საჭიროა რწმენა. ხანდახან ბევრს შრომობ, მაგრამ ერთ მომენტში თუ დანებდი, ყველაფერი წყალში ჩაგეყრება, ამიტომ უნდა გწამდეს იმ საქმის, რომელსაც ემსახურები. თუ მაქსიმალურად დაიხარჯები და საკუთარი თავით კმაყოფილი იქნები, აუცილებლად მიიღებ შედეგს, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია. სპორტი, მაგალითად, ის სფეროა, რომელსაც დიდი დრო უნდა დაუთმო და ბევრ რამეზე თქვა უარი, რაც ძალიან რთულია. შეიძლება 100%-ით ვერ დაიხარჯო, მაგრამ მთავარია ეცადო. არის შემთხვევებიც, როდესაც შენს მაქსიმუმს არ აკეთებ, მაგრამ მიზანს მაინც აღწევ. ეს, ალბათ, გამართლებაა. ასეთ დროს სხვა პრობლემები და სირთულეები ჩნდება, რადგან არ იცი შრომის ფასი.

მებრძოლი ხასიათი გაქვს. რასაც არ უნდა აკეთებდე, გამარჯვება გიყვარს. სპორტის გარდა კიდევ რაში ვლინდება შენი ეს თვისება?

პირველობისკენ სწრაფვა ბავშვობიდანვე მახასიათებდა. ეს ჯერ კიდევ სკოლის ასაკში, ფეხბურთის თამაშის დროს შევამჩნიე. ზოგჯერ ჩემი ეს ხასიათი გადაჭარბებულადაც გამომიხატავს და ზედმეტი მომსვლია, მაგრამ ამაზე ვიმუშავე და ვისწავლე ემოციების მართვა, რაშიც ძალიან დამეხმარა ჩემი ფსიქოლოგი. მივხვდი, რომ, თუ უმნიშვნელო რაღაცებშიც დახარჯავ ენერგიას, პირიქით, ნეგატიურად აისახება ეს შენზე. ვფიქრობ, რომ ამ მებრძოლი ხასიათის კონტროლიც აუცილებელია.

 

გიფიქრია იმაზე, თუ რისი მომცემია სხვებისთვის, თუნდაც შენი პატარა და დიდი გულშემატკივრებისთვის, შენი თითოეული მოგებული შეჯიბრი?

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დროთა განმავლობაში ფარიკაობის, როგორც სპორტის სახეობის, ცნობადობა და მასშტაბი იზრდება. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ერთ ბავშვს მაინც მივცემ ცხოვრებაში მაგალითს. სპორტში ყველაფერი შედეგზეა დამოკიდებული. საქართველოში ფარიკაობა დიდი ხანი მიძინებული იყო, არავის აინტერესებდა ეს სპორტი. მახსოვს ის სიტუაცია, რომელიც პირველად დარბაზში მისულს დამხვდა. წარმოუდგენელ პირობებში ვვარჯიშობდით, საჭირო ინვენტარიც კი არ გვქონდა. ვფიქრობ, რომ ამ სპორტის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის მამაჩემს, მერაბ ბაზაძეს, რომელიც მაშინ ჩემი მწვრთნელი იყო, დღეს კი ფედერაციის პრეზიდენტია.

წარმატება და წინ სიარული ცხოვრებაშიც და სპორტშიც მნიშვნელოვანია, მაგრამ არის რაღაცები, რაზეც, უბრალოდ, სპორტსმენს უარის თქმა უწევს ენერგიისა და დროის დეფიციტის გამო. შენ რისმა გადადებამ მოგიწია გვერდზე?

პირველ რიგში, ოჯახის. შვიდი წელი ვცხოვრობდი საფრანგეთში. იქიდან გამომდინარე, რომ სულ წასული ვიყავი, ძირითადად დისტანციურ რეჟიმში ვსწავლობდი. მე ცოტა იმაშიც გამიმართლა, რომ პანდემიის პერიოდი დაემთხვა და ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. ასეთი რეჟიმი ნამდვილად რთულია. დღეში რამდენიმე საათი რომ ვარჯიშობ, კიდევ სხვა რამეზე კონცენტრაცია გაგიჭირდება. სპორტსმენსაც უნდათ ზოგჯერ გართობა და განტვირთვა, მაგრამ, თუ რაღაცები გვერდზე არ გადადე, ალბათ, მაქსიმუმს არც უნდა ელოდო შენი საქმისგან.

სანდრო, უკვე ბევრი მედლისა თუ ჯილდოს მფლობელი ხარ. ბუნებრივია, შენი თავდაჯერებულობაც იმატებს. ყოველი მოგება ისევ ისეთი ემოციურია, როგორიც კარიერის დასაწყისში იყო?

დიახ. ყველა გამარჯვება ისევ ისე ბავშვურად მიხარია, ალბათ, იმიტომ, რომ მიყვარს ჩემი საქმე. პირველი წარმატება, რომელსაც განსაკუთრებით გამოვარჩევდი, საქართველოს ჩემპიონობა იყო. ამ მიღწევამ უფრო თავდაჯერებული გამხადა და გამარჯვების სურვილი გამიმძაფრა. ასევე, არის გამოწვევები, რომელთა გადალახვასაც სხვანაირი გემო აქვს, მაგალითად, მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონობა განსაკუთრებით სასიხარულოა.

მსოფლიო ჩემპიონი, ხუთგზის ევროპისა და ათგზის საქართველოს ჩემპიონი – ასეთი წარმატების შემდეგ ზოგჯერ პატარა შეცდომას ან მარცხსაც კი ვეღარ პატიობს სპორტსმენი თავს. რა როლი აქვს ასეთ დროს სპორტის ფსიქოლოგიას? როგორია შენი გამოცდილება?

მოგებაც ისეთივე სტრესულია, როგორიც წაგება. ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგი სპორტსმენს ბევრ რამეში ეხმარება, თუნდაც ემოციების სწორად მართვაში. ჩემი კარიერის განმავლობაში ბევრი უსამართლობაც გამომიცდია, რის გადატანაშიც სწორედ ფსიქოლოგი დამეხმარა. მომცა სწორი მიმართულება, რომ მიზნისთვის ბრძოლა არ შემეწყვიტა. არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ პრობლემის შემთხვევაში უნდა მიაკითხო ფსიქოლოგს, კარგზე საუბარიც აუცილებელია.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირსა და მოპოვებულ წარმატებაზე კი ნინი ჯერენაშვილი და მერაბ ბაზაძე ისაუბრებენ.

 

 

მიმდინარე წელს, ივლისში, ფედერაციამ პირველად უმასპინძლა ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს. გაგვიზიარეთ, როგორ ემზადებოდით ამ მრავალმასშტაბიანი ღონისძიებისთვის?

(ნინი) საქართველოს მიერ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა 2023 წლის ნოემბერში, შარმ-ელ-შეიხში კონგრესზე გადაწყდა. სწორედ ამ დროიდან მოყოლებული მიმდინარეობდა სამზადისი. ეს მოვლენა ჩვენთვის ისტორიული და ძალიან საპასუხისმგებლო იყო. მზადება მოიცავდა როგორც ინფრასტრუქტურის განვითარებას, ისე საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების გაძლიერებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო ფედერაციის ყველა სტანდარტის დაცვას: მოხალისეთა გადამზადებას, ლოჯისტიკასა და უსაფრთხოების საკითხებს. ამ პროცესში მჭიდროდ ვთანამშრომლობდით მთავრობასა და სპორტის სამინისტროსთან. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო მათ მხარდაჭერისთვის.

2025 წლის საუკეთესო ფედერაციის სტატუსი დიდი პატივია. თქვენი აზრით, რამ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება შემფასებლებზე?

(ნინი) ვფიქრობ, გადამწყვეტი იყო ჩვენი სისტემური მიდგომა. არა მხოლოდ ერთჯერადი წარმატება, არამედ გრძელვადიანი ხედვა – ეფექტური მართვა, გამჭვირვალობა, საერთაშორისო ტურნირების მაღალ დონეზე ორგანიზება და სპორტსმენებზე ორიენტირებული გარემო.

თქვენი აზრით, როგორ აისახება ფედერაციის წარმატება და მიღწევები მოფარიკავეების მოტივაციასა და განვითარებაზე?

(ნინი) ფედერაციის წარმატება პირდაპირ აისახება სპორტსმენების მოტივაციაზე. როდესაც მოფარიკავეები ხედავენ, რომ მათ შრომას საერთაშორისო დონეზე აღიარება და განვითარების რეალური პერსპექტივა მოჰყვება, ეს მათ დამატებით სტიმულს აძლევს. იზრდება კონკურენცია, პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობის განცდა, რაც, საბოლოოდ, სპორტული შედეგების გაუმჯობესებას იწვევს.

 

 

ჩემპიონატის მასპინძლობა დიდი პასუხისმგებლობაა, მითუმეტეს პატარა ქვეყნისთვის. როგორ შეცვალა ამ მოვლენამ საქართველოს შესახებ გლობალური აღქმა?

(მერაბი) მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო მზად არის უმაღლესი დონის საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობისთვის. ბევრმა სტუმარმა და საერთაშორისო ოფიციალურმა პირმა აღნიშნა ჩვენი ორგანიზაციული შესაძლებლობები, სტუმართმოყვარეობა და კულტურა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქვეყნის სპორტული იმიჯის გაძლიერებისა და საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის პოზიციონირებისთვის.

მიმდინარე წლის გათვალისწინებით, რა ახალი შესაძლებლობები შეიძლება გაჩნდეს 2026 წელს ფარიკაობის ფედერაციისთვის?

(მერაბი) მიღწეული წარმატებები გვიხსნის ახალ კარს საერთაშორისო ასპარეზზე. 2026 წელს რეალურად ველით მეტი საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობას, უცხოურ ფედერაციებთან პარტნიორობის გაღრმავებასა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას. ამ წელს, იანვარში, ვმასპინძლობთ ორ მსოფლიო თასს კადეტებსა და იუნიორებში ხმლითა და რაპირით ფარიკაობაში, თებერვალში – კადეტებისა და იუნიორების ევროპის ჩემპიონატს, ხოლო ოქტომბერში – ვეტერანების მსოფლიო ჩემპიონატს. ასევე, ვგეგმავთ რეგიონებში ფარიკაობის განვითარებასა და ახალგაზრდებისთვის მეტი ხელმისაწვდომი პროგრამის შექმნას.

ჩემპიონატიდან დღემდე თუ ამჩნევთ საზოგადოების გაზრდილ ინტერესს სპორტის ამ  სახეობის მიმართ?

(მერაბი) დიახ, აშკარად შეინიშნება საზოგადოების ინტერესის ზრდა. გაიზარდა ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობა, ინტერესს იჩენენ მშობლები, მედია და სპონსორები. მსოფლიო ჩემპიონატმა ფარიკაობა უფრო ხილული და მიმზიდველი გახადა ფართო აუდიტორიისთვის, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია.

 

 

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ვიზაჟი: სოფია საენკო

ტექსტი: მარიამ მათიაშვილი

ლოკაცია: Vangal Studio

ასევე გაეცანი

#OK! კარლოს ალკარასის გზა დიდებისკენ
OK! News

#OK! კარლოს ალკარასის გზა დიდებისკენ

February 2, 2026
#OK! ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ითამაშებს
OK! News

#OK! ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ითამაშებს

January 30, 2026
#OK! მიხაელ შუმახერი საწოლს მიჯაჭვული აღარ არის
OK! News

#OK! მიხაელ შუმახერი საწოლს მიჯაჭვული აღარ არის

January 28, 2026
#OK! მსოფლიოს პირველი ჩოგანი არინა საბალენკა Gucci-ს ამბასადორი გახდა
OK! Sport

#OK! მსოფლიოს პირველი ჩოგანი არინა საბალენკა Gucci-ს ამბასადორი გახდა

February 2, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! რას ეკითხებიან ქალები და მამაკაცები ChatGPT-ის ყველაზე ხშირად?

#OK! რას ეკითხებიან ქალები და მამაკაცები ChatGPT-ის ყველაზე ხშირად?

September 22, 2025
#OK! ქართველი ინფლუენსერი გოგონების ფეხბურთი თურქეთში – მარიამ გველესიანისა და ანანო სახელაშვილის აქამდე უცნობი ნიჭი

#OK! ქართველი ინფლუენსერი გოგონების ფეხბურთი თურქეთში – მარიამ გველესიანისა და ანანო სახელაშვილის აქამდე უცნობი ნიჭი

April 18, 2021
#OK! BEAUTY RULES – სივრცე, სადაც თქვენი ჯანმრთელობა დაზღვეულია

#OK! BEAUTY RULES – სივრცე, სადაც თქვენი ჯანმრთელობა დაზღვეულია

October 20, 2024
#OK! 54 წლის სელინ დიონს ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც არ იკურნება

#OK! 54 წლის სელინ დიონს ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც არ იკურნება

December 9, 2022

კვირის ჰიტები

#OK! რომელ ზოდიაქოს ნიშანს გაუმართლებს 30 იანვარს?

#OK! რომელ ზოდიაქოს ნიშანს გაუმართლებს 30 იანვარს?

January 29, 2026
#OK! 2026 წლის გრემის გამარჯვებულთა სია

#OK! 2026 წლის გრემის გამარჯვებულთა სია

February 2, 2026
#OK! 2026 წლის გრემის ნომინანტების სია

#OK! 2026 წლის გრემის ნომინანტების სია

February 2, 2026
#OK! მეფე ჩარლზის ფილმის პრემიერა- „ჰარმონიის პოვნა: მეფის ხედვა”

#OK! მეფე ჩარლზის ფილმის პრემიერა- „ჰარმონიის პოვნა: მეფის ხედვა”

January 30, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები