• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! 2026-ის მოდური ტენდენციები მარიამ კუხალაშვილისგან

January 5, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ახალი წელი შემობრძანდა და, რა თქმა უნდა, ბევრს გვაინტერესებს, რას გვიმზადებს მსოფლიო მოდა და უახლესი ტენდენციები 2026 წელს. ამ თემაზე სასაუბროდ ვის მოვიწვევდით, თუ არა ქართული აუდიტორიისთვის კარგად ნაცნობ მოდის ინფლუენსერს, ყოველთვის ელეგანტურ და მომხიბლავ მარიამ კუხალაშვილს. მარიამი სიამოვნებით გვესაუბრა 2026 წლის მთავარ მოდურ ტენდენციებზე, რას დაგვიტოვებს 2025 წელი და რა სიახლეები შემოაბიჯებს ახალ წელს.

 

მარიამ, ახალი 2026 წელი დაგვიდგა და საინტერესოა გადავხედოთ, რას გვიმზადებს ახალი წელი, რა ტენდენციებს. რა იქნება წელს მოდური?

ზოგადად, ეს ის ეპოქაა, როდესაც მეტ-ნაკლებად ყველა სტილი მოდაშია. ადრეულ წლებში უფრო ხშირად ვხვდებოდით სიტუაციას, როცა კონკრეტული სტილი დომინირებდა – მაგალითად, ცხვირწვეტიანი ფეხსაცმელი იყო ტრენდული და მრგვალი ან ოთხკუთხედი ცხვირის მქონე მოდელები ნაკლებად მიღებული. იგივე ეხებოდა ჯინსებსაც: იყო პერიოდი, როცა ყველას ვიწრო (skinny) ჯინსი ეცვა და ფართო სილუეტების არჩევას ბევრი ერიდებოდა.

დღეს ეს დამოკიდებულება შეცვლილია. ახლა შეგვიძლია ვნახოთ სხვადასხვა სტილის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ერთდროულად. უბრალოდ, გარკვეულ ფერებზე ან მოდელებზე უფრო დიდი აქცენტი კეთდება – სწორედ ეს ქმნის ტრენდს, თუმცა ეს არ გამორიცხავს სხვა ფერებისა და სილუეტების გამოყენებას. მაგალითად, 2025–2026 წლების აქტუალური ფერებია: ყავისფერი, კარაქისფერი, შოკოლადისფერი, ზეთისხილისფერი, მწვანე და ბურგუნდი (რომელიც ნელ-ნელა იწურება), თუმცა ეს არ ნიშნავს სხვა ფერებზე უარის თქმას.

აქტუალურია ტყავისა და ლაქის ქვედაბოლოები, ფართომხრიანი პიჯაკები და პალტოები – თუმცა უკვე უფრო ქალური, წელში გამოკვეთილი სილუეტებით. ორეულები კვლავ ტრენდული რჩება.

ზამშის ფაქტურა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს და ძალიან ელეგანტურ ვიზუალს ქმნის. ასევე, აქტუალურია განიერი შარვლები (რაც ადრე „ბანანის სტილად“ იყო ცნობილი). მოდურია აგრეთვე მაღალწელიანი, მიდი ზომის ქვედაბოლოები, ორგანზის პერანგები და ჰალსტუხი, რომელიც ქალბატონებმა ძალიან კარგად მოვირგეთ.

ქუსლიანი ფეხსაცმელი ყოველთვის აქტუალური იყო, არის და, ჩემი აზრით, ყოველთვის იქნება – ქალის სილუეტს სრულიად ცვლის თუნდაც მცირე ქუსლი. თუმცა ბოლო წლებში დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი აქტიურად გამოჩნდა ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც ადრე დისკომფორტთან ასოცირდებოდა. ბრენდებმა ძალიან სწორი მარკეტინგული გათვლა გააკეთეს და დღეს ეს სტილი ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილიც გახდა. ზამთრის ერთ-ერთი ყველაზე მოდური ტენდენციაა ბეწვის ქურქები, რომლებიც ქალს კიდევ უფრო ელეგანტურს ხდის.

 

 

რა მოდური ტენდენციები დარჩება 2025-ში და რომელი ჩაითვლება უკვე ამოწურულად?

ტრენდის განსაზღვრა გარკვეულწილად რთულია, რადგან მას ჩვენ, ადამიანები, ვქმნით. მაგალითად, ბურგუნდისფერი, რომელიც 2025 წლის ერთ-ერთი გამორჩეული ფერი იყო, ჩემი აზრით, ნელ-ნელა იწურება. Oversized სტილი ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელია, თუმცა წინა წლებთან შედარებით სილუეტები თითქოს მცირდება და უფრო ქალური ფორმები იკვეთება – მაგალითად, ფართომხრიან პალტოებს უფრო დახვეწილი კონტურები ახლავს.

 

შენი აზრით, რა არის ის, რაც სულ მოდაშია?

საბოლოოდ, ყოველთვის მოდაშია ის, რაც ადამიანს უხდება. თუმცა თუ მაინც უნდა გამოვყოთ ერთი მუდმივი კლასიკა – ეს არის შავი კლასიკური კაბა, რომელიც ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს.

 

 

ფერებზე რომ ვილაპარაკოთ, რომელი ფერებია წელს აქტუალური?

2026 წლის ფერად დასახელდა „Cloud Dancer“ – მარგალიტისფერი თეთრი. ზოგადად, აქტუალურია ბევრი ფერი: ყავისფერი, შოკოლადისფერი, კარამელისფერი, ბეჟი, ზეთისხილისფერი, ყვითელი (კარაქისფერი), მწვანე (ფისტასფერი), ასევე ნეიტრალური პასტელის ტონები, რომლებიც ყოველთვის ტრენდულია. შავი და თეთრი კი, რა თქმა უნდა, მუდმივი კლასიკაა.

 

მაკიაჟს რამდენად დიდი ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში და ამ მიმართულებით რას გვახვედრებს 2026?

მაკიაჟი ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ყოველდღე მიწევს მაკიაჟის გაკეთება. ტრენდულია სადა, ნეიტრალური მაკიაჟი, თუმცა ყოველთვის ვამბობ: რაც ადამიანს უხდება, მისთვის სწორედ ის არის ტრენდული.

 

 

თქვენ თავად თუ აპირებთ ჩაცმის სტილი შეიცვალოთ და მოერგოთ ახალ ტენდენციებს?

მიყვარს ახალი ტენდენციების თვალყურის დევნება, მაგრამ მაქვს ჩემი ინდივიდუალური სტილი, რომელშიც ყველაზე თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს. რადიკალურ ცვლილებებს არ ვგეგმავ, თუმცა ვფიქრობ, რომ პატარა სიახლეების შეტანა საკუთარ სტილში აუცილებელია.

 

ჯინსი თუ კოსტიუმი?

კოსტიუმი, რა თქმა უნდა.

 

კედი თუ სტილეტო?

ქუსლი – სტილეტო.

 

 

 

სამოსი, რომელშიც ყველაზე კომფორტულად გრძნობთ თავს.

ჩემს გარდერობში ძალიან ცოტაა ისეთი ნივთი, რომელშიც თავს არაკომფორტულად ვგრძნობ. ჩემთვის კომფორტი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თუმცა პიჯაკი (oversize) ჩემი საყვარელი სამოსია და ყოველთვის ყველაფერს უხდება ჩემს შემთხვევაში.

 

თქვენი საყვარელი დიზაინერი/მოდის სახლი რომელია?

ბევრი ბრენდი და მოდის სახლი მომწონს, თუმცა განსაკუთრებულად გამოვყოფ YSL-ს და მის კრეატიულ დირექტორს, ენტონი ვაკარელოს – მისი სტილი ჩემთვის ქალურობის, დახვეწილობისა და თავდაჯერებულობის ნამდვილი ზეიმია.

 

 

აქსესუარი, რომლის გარეშეც სახლიდან არასდროს გადიხართ.

აქსესუარებიდან განსაკუთრებით მიყვარს ჩანთები, სათვალეები და სამკაული.

 

როგორ სურნელს ანიჭებთ უპირატესობას და ამჟამად რომელ სუნამოებს მოიხმართ?

ჩემი საყვარელი სურნელებია MATIERE PREMIERE – Vanilla Powder და Marc-Antoine Barrois – Ganymede – დაუვიწყარი არომატებით.

 

 

როგორია თქვენი დილის რუტინა?

დილას სულ სადღაც მეჩქარება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს დილაობით სახლში, სიმშვიდეში ყავის დალევა. დილა ძალიან მიყვარს და მას ძალიან ადრე, 7:30-ზე, ჩემს შვილთან ერთად ვიწყებ.

 

როგორ ფიქრობთ, ადამიანის ინდივიდუალურ სტილს რა ქმნის?

საბოლოოდ, ინდივიდუალური სტილი არის ის, თუ როგორ გამოხატავს ადამიანი საკუთარ თავს ისე, რომ სხვას არ ჰგავდეს და დარჩეს ავთენტური. მას ქმნის ადამიანის ხასიათი, ცხოვრების წესი და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი დეტალი.

 

 

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ფოტო: ნანო თანოშვილი

ტექსტი: თაკო გვაზავა
ლოკაცია: თბილისის მეტრო

ასევე გაეცანი

#OK! ყარაჯალარიდან მილანის მოდის კვირეულამდე – გალიბ გასანოვის გზა მსოფლიო მოდაში
Fashion

#OK! ყარაჯალარიდან მილანის მოდის კვირეულამდე – გალიბ გასანოვის გზა მსოფლიო მოდაში

March 12, 2026
#OK! 10 წლის მაქს ალექსანდერი – ყველაზე ახალგაზრდა დიზაინერი პარიზის მოდის კვირეულზე
Fashion

#OK! 10 წლის მაქს ალექსანდერი – ყველაზე ახალგაზრდა დიზაინერი პარიზის მოდის კვირეულზე

March 12, 2026
#OK! ვარსკვლავები პარიზში CHANEL-ის 2026 წლის შემოდგომის ჩვენებაზე
Fashion

#OK! ვარსკვლავები პარიზში CHANEL-ის 2026 წლის შემოდგომის ჩვენებაზე

March 10, 2026
#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის
Health & Beauty

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

March 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OKმენეჯერი! მარკეტერი გიორგი ცუცქირიძე OK!-ის ობიექტივში

#OKმენეჯერი! მარკეტერი გიორგი ცუცქირიძე OK!-ის ობიექტივში

December 6, 2022
#OK! ცნობილი ტელეწამყვანები და მათი უნიკალური სტილი

#OK! ცნობილი ტელეწამყვანები და მათი უნიკალური სტილი

October 1, 2021
#OK! სელენა გომესი “ემის” დაჯილდოებაზე ოსკარ დე ლა რენტას კაბით გამოჩნდა

#OK! სელენა გომესი “ემის” დაჯილდოებაზე ოსკარ დე ლა რენტას კაბით გამოჩნდა

February 9, 2024
#OK! სამეფო ოჯახის მოულოდნელი კომენტარი მეგან მარკლის მხრიდან რასიზმის ბრალდებაზე

#OK! სამეფო ოჯახის მოულოდნელი კომენტარი მეგან მარკლის მხრიდან რასიზმის ბრალდებაზე

March 11, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ნინო სამადაშვილი – ქალური ენერგიის გრაციოზული მანიფესტი

#OK! ნინო სამადაშვილი – ქალური ენერგიის გრაციოზული მანიფესტი

March 7, 2026
#OK! მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ოპერის თეატრები

#OK! მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ოპერის თეატრები

March 8, 2026
#OK! უთხარი არა სხვებს, რათა უთხრა საკუთარ თავს – დიახ

#OK! უთხარი არა სხვებს, რათა უთხრა საკუთარ თავს – დიახ

March 7, 2026
#OK! დონალდ ტრამპის სამი ქორწინება და მდიდრული ცერემონიები

#OK! დონალდ ტრამპის სამი ქორწინება და მდიდრული ცერემონიები

March 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები