• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ბათუმი

#OK! ნანა აბულაძის ჟურნალის სვეტი OK! ბათუმისთვის

December 30, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

უკვე წლებია OK! ბათუმის გუნდს წარმოვადგენ – პასუხისმგებლობით, ერთგულებითა და უდიდესი სითბოთი. ამ გზამ უამრავ, სხვადასხვა სფეროში წარმატებულ, პროფესიონალ ადამიანებთან დამამეგობრა, რომლებიც თავიანთ ენერგიასა და მიღწევებს ჩვენს ქალაქს, რეგიონს და სამშობლოს – საქართველოს უძღვნიან. მათთან საუბრისას ყოველთვის ვსვამ ერთ კითხვას: რას ნიშნავს ბათუმი მათთვის, რა შთაგონებას სძენს ეს ქალაქი მათ საქმიანობას, შემოქმედებას…

 

დღეს კი, ვფიქრობ, დადგა დრო ჩემს წილ ბათუმზე გესაუბროთ…

ჩემი ბათუმი სიხარულის ქალაქია, მაგრამ სევდისაც… ისეთი ქალაქია, შენი გულის რიტმს რომ ერგება… თუ გაღიმებული გადიხარ სახლიდან – მზეს გაგაყოლებს საგზლად, თუ გატკინეს, წვიმა გამოგყვება, რომ შენი ცრემლები შეუმჩნევლად გადარეცხოს, გაგათავისუფლოს…

ბათუმს შეუძლია იყოს ფერადი ფოიერვერკი ადამიანების ღიმილში, საოცარი დაისების სიჩუმეში, ყვავილების არომატში და მუსიკის იმ ნოტებში, რომელიც თან სდევს მის ქუჩებს…

ასეთია ჩემი ქალაქი „თუ შეგიყვარა, სულსაც გაატან და თუ დასჭირდა თავს გაიმეტებ“…

ადამიანებსაც აქ სხვა ენერგეტიკა აქვთ – ზღვას ვადანაშაულებ…

დიდი ენერგეტიკული ველია ბათუმი, რომელიც თითქოს არ გაძლევს უფლებას იყო უემოციოდ, სევდიანად… ზღვა აქ ყველაფრის თანაზიარია: შენი ბედნიერების, შენი უმწეობის, შენი ტკივილის, შენი ვერასრულებული ნატვრების… ის მუდამ გიბრუნებს ძალას, გამოუთქმელს, თავგადასავლებით სავსეს, ძალას, რომელიც მხოლოდ თავისუფლებას და ახალ გზებს გპირდება…

 

 

ბათუმი შთაგონების ქალაქია…

ქალაქი, რომელიც ყოველი დაცემისას ხელს გამოგიწვდის და ფეხზე წამოგაყენებს. გიბიძგებს – საკუთარ თავში ახალი ფერები, ახალი სიმძლავრეები, ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინო. და, თუ ოდესმე დაიკარგები, ისევ ზღვა გაჩვენებს სწორ გზას, თავისი ტალღებით, თავისი სუნთქვით…

მინდა, ამ ქალაქშიც და მთელ ქვეყანაში უფრო მკვეთრად ისმოდეს ქალის ხმა, ქალის, რომელიც აღარ მალავს თავის ძალას, აღარ აჩუმებს საკუთარ სურვილებს. მინდა, ქალებს  მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ, მეტი თავისუფლება, მეტი სივრცე საკუთარი ძალის გამოსავლენად. მინდა, ერთმანეთს ვაძლიერებდეთ, მეტად ვუჭერდეთ მხარს და გვესმოდეს, რომ გვერდში დგომა ყველაზე დიდი გამარჯვებაა.

ქალი, რომელიც საკუთარი ძალის კვალს უტოვებს სამყაროს, ზღვას ჰგავს, შეიძლება ჩუმად მიდიოდეს, მაგრამ, როცა ხმაურს იწყებს, მისი ძალა შეუჩერებელია…

ზღვისხელა სიხარული, ტალღასავით თავისუფლება და სიყვარულით სავსე ენერგია – სწორედ ეს არის ის, რაც ქალის ძალას ქმნის.

და ბოლოს… ეს ქალაქი მაძლევს უდიდეს შთაგონებას, ვიყო ძლიერი ქალი, ვთქვა ჩემი სიტყვა და ვატარებდე იმ ხმაურს, რომელიც მხოლოდ სიყვარულისგან, თანადგომისგან და თავისუფლებისგან იბადება…

 

 

სიყვარულით: ნანა აბულაძე

ასევე გაეცანი

#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან
ინტერვიუ

#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან

March 3, 2026
#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ჩარლზ III-მ საკუთარი დაკრძალვის გეგმა მოამზადა

#OK! ჩარლზ III-მ საკუთარი დაკრძალვის გეგმა მოამზადა

November 7, 2025
#OK! ვარსკვლავები და მათი შვილები: ბავშვები, რომლებიც საკუთარ ცნობილ მშობლებს ძალიან გვანან

#OK! ვარსკვლავები და მათი შვილები: ბავშვები, რომლებიც საკუთარ ცნობილ მშობლებს ძალიან გვანან

October 25, 2021
#OK! რა უთხრა რეალურად კენდალ ჯენერმა კიმ კარდაშიანს: ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფოტოს ისტორია

#OK! რა უთხრა რეალურად კენდალ ჯენერმა კიმ კარდაშიანს: ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფოტოს ისტორია

September 27, 2021
#OK! ეშლი რობერტსის ქუჩის სტილი: ვარსკვლავის მონოქრომული იმიჯი!

#OK! ეშლი რობერტსის ქუჩის სტილი: ვარსკვლავის მონოქრომული იმიჯი!

July 14, 2021

კვირის ჰიტები

#OK! პრინცი ჰარი და მეგანი ორდღიანი ვიზიტით იორდანიაში იმყოფებოდნენ

#OK! პრინცი ჰარი და მეგანი ორდღიანი ვიზიტით იორდანიაში იმყოფებოდნენ

February 26, 2026
#OK! GUCCI PRIMAVERA-დემნას პირველი ჩვენება მოდის სახლისთვის

#OK! GUCCI PRIMAVERA-დემნას პირველი ჩვენება მოდის სახლისთვის

March 1, 2026
#OK! 10 მოსალოდნელი ქორწილი 2026 წელს

#OK! 10 მოსალოდნელი ქორწილი 2026 წელს

February 27, 2026
#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები SGA Awards-ზე

#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები SGA Awards-ზე

March 2, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები