28 წლის მოდელი, კარა დელევინი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და უამრავ ცნობილ ბრენდთან და დიზაინერთან თანამშრომლობს. ამჯერად მან Puma-ს ახალ კამპანიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის თემატიკა პრაიდის თვე გახლავთ.
ფოტოსესიაში კარამ ფერადი იმიჯი მოიხდინა. მას ფერადი ნახატებით გაფორმებული თეთრი მაისური და მაღალწელიანი შავი შარვალი ეცვა, რომელსაც შავი კედები შეუხამა. იმიჯს მან ასეთივე ფერადი მაკიაჟი შეუხამა, ყველა ფოტოში კი LGBTQ+ თემის დროშით პოზირებდა.