• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! კენდო – გოგონებისთვის, რომლებსაც უყვართ მოდური სამოსი

December 15, 2025

სამოსის არჩევა ყოველდღიურად გარკვეულ სირთულეებთან ასოცირდება, რადგან ის ერთდროულად უნდა იყოს დახვეწილი, ხარისხიანი და კომფორტული. უბრალოდ, სხეულის შემოსვის გარდა ტანსაცმელი ხაზს უსვამს ჩვენს პიროვნულ თვისებებს, ხასიათს, გემოვნებასა და კრეატიულობას. როდესაც თავს კარგად ვგრძნობთ იმაში, რაც გვაცვია, უფრო თავდაჯერებულები ვხდებით. ზოგჯერ, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის, სადღესასწაულო ლუქის შექმნა გვჭირდება, ამიტომ გარდერობში, ყოველდღიურთან ერთად, ელეგანტური და თანამედროვე სამოსიც უნდა მოგვეპოვებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საქართველოს ბაზარზე ბევრი საერთაშორისო ტანსაცმლის ბრენდი პოზიციონირებს, მაინც ვეძებთ ისეთ ერთეულებს, რომლებიც სხვებისგან რაღაცით გამოირჩევა და არ არის მასობრივი. სწორედ მსგავს სამოსს გვთავაზობს „კენდო“, რომლისთვისაც ხარისხი მთავარი ღირებულებაა. მაღაზიაში წარმოდგენილია სხვადასხვა იტალიური ბრენდის კაბები, შარვლები, კოსტიუმები და აქსესუარები. უფრო მეტს სამოსის შერჩევის კრიტერიუმებსა და მათ პროდუქტზე ლიკა შარიქაძე, „კენდოს“ დამფუძნებელი მოგვიყვება.

ლიკა, პირველ რიგში, გვითხარით, როდის გაჩნდა „კენდოს“ შექმნის იდეა და რა მიზნით?

„კენდოს“ იდეა რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა, რადგან ვხედავდი, რომ ქართულ ბაზარს აკლდა თანამედროვე, კომფორტული და ხარისხიანი ყოველდღიური ტანსაცმელი, რომელიც ერთდროულად იქნებოდა ხელმისაწვდომიც და სტილურიც. თავიდანვე მქონდა კონკრეტული მიზანი – შემექმნა ბრენდი, რომელიც ადამიანებს შესთავაზებდა უნივერსალურ, პრაქტიკულ და ესთეტიკურად დახვეწილ სტილს.

რა სახის პროდუქტს სთავაზობთ მომხმარებელს?

მომხმარებელს ვთავაზობთ ყოველდღიურ და „ქეჟუალ“ სტილის ტანსაცმელს: კაბებს, შარვლებს, კროფტოპებს, კოსტიუმებს, სეზონურ კოლექციებსა და გარკვეულ აქსესუარებსაც. თითოეული მოდელი გათვლილია კომფორტზე, უნივერსალურობასა და იმაზე, რომ სხვადასხვა სტილს მარტივად მოერგოს.

დღეს საქართველოში არაერთი ლოკალური თუ საერთაშორისო ბრენდია ხელმისაწვდომი. რით გამოირჩევით სამოსის სხვა მაღაზიებისგან?

„კენდო“ გამოირჩევა მაღალი ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ბალანსით. ჩვენი დიზაინი მინიმალისტურია, მაგრამ თანამედროვე – ევროპულ სტილთა შერევით. დიდ ყურადღებას ვაქცევთ პრაქტიკულობას, სილუეტებს, ქსოვილს და რაც მთავარია – მომხმარებლის რეალურ საჭიროებებს. ასევე, კოლექციებს მუდმივად ვანახლებთ, რათა ყოველთვის ახალი შეთავაზება გვქონდეს.

გოგონები საკმაოდ დიდ დროს უთმობენ სამოსის შერჩევას, რადგან ეძებენ რაიმე ისეთს, რასაც დიდხანს გამოიყენებენ და პრაქტიკულიც იქნება ყოველდღიური მოხმარებისთვის. თქვენ რის მიხედვით არჩევთ „კენდოში“ შემოტანილ ტანსაცმელს?

ტანსაცმელი ყოველთვის შემდეგი კრიტერიუმებით ირჩევა:

  • ქსოვილის ხარისხი, სიმტკიცე და კომფორტი
  • დიზაინის რეალურობა და პრაქტიკულობა
  • ზუსტი ზომები და გემოვნებით ჩაცმის ფორმა
  • მომხმარებლის მოთხოვნები
  • სეზონურობა და ტრენდებთან მიმართება

ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მოდელი იყოს ნამდვილი – ისეთი, რასაც მომხმარებელი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებს.

სოციალური მედიის მეშვეობით ხშირად ჩნდება ტრენდები. გოგონები ეძებენ სწორედ იმ ფერისა და ნაჭრის სამოსს, რომელიც მათ საყვარელ ინფლუენსერს აცვია. თქვენ თუ ითვალისწინებთ, რა არის იმ კონკრეტულ დროს ტრენდული?

ტრენდებს ყურადღებით ვაკვირდებით, თუმცა მთლიანად არ ვემორჩილებით. ჩვენი მიდგომაა შევინარჩუნოთ სტილი, რომელიც თანამედროვეა, მაგრამ არ გახდება მოძველებული ერთ სეზონში. ამიტომ ვარჩევთ აქტუალურ, მაგრამ გრძელვადიან და უნივერსალურ მოდელებს.

ლიკა, რამდენად მნიშვნელოვანია „კენდოსთვის“ ტანსაცმლის ხარისხი?

ხარისხი ჩვენი ბრენდის მთავარი ღირებულებაა. ვამოწმებთ ქსოვილის გამძლეობას, ნაკერების სიზუსტეს, მოდელის ფორმის შენარჩუნებას და კომფორტს. გვინდა, რომ მომხმარებელმა სამოსი რამდენიმე სეზონიც კი სიამოვნებით ატაროს და არამხოლოდ მოკლე დროით.

დაბოლოს, გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები…

გვინდა, რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ასორტიმენტი, დავამატოთ ახალი კატეგორიები და მომხმარებელს შევთავაზოთ მეტი კომფორტული შოპინგგამოცდილება. ვაპირებთ გაფართოებას – ეტაპობრივად ვმუშაობთ ახალი ფილიალების გახსნაზე არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. ჩვენი მთავარი მიზანია, „კენდო“ იქცეს იმ სივრცედ, რომელიც მომხმარებლისთვის ასოცირებული იქნება ხარისხთან, კომფორტსა და მუდმივ სიახლეებთან.

ტექსტი: მარიამ მათიაშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
OK! მენეჯერი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

December 19, 2025
#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში
OK! News

#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

December 20, 2025
#OK! ჩვენებური – ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე
OK! ბათუმი

#OK! ჩვენებური – ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე

December 19, 2025
#OK! ელენე ბოჭორიშვილი – პროფესიონალიზმი, ბუნებრიობა და ესთეტიკური ჰარმონია
OK! ბათუმი

#OK! ელენე ბოჭორიშვილი – პროფესიონალიზმი, ბუნებრიობა და ესთეტიკური ჰარმონია

December 19, 2025

ახლა კითხულობენ

# OK!სახლში – მანანა კოზაკოვა (ვიდეო)

# OK!სახლში – მანანა კოზაკოვა (ვიდეო)

April 2, 2025
#OK! ანია ტეილორ-ჯოიმ და მალკოლმ მაკრეიმ ურთიერთობა გაასაჯაროვეს

#OK! ანია ტეილორ-ჯოიმ და მალკოლმ მაკრეიმ ურთიერთობა გაასაჯაროვეს

May 19, 2021
#OK! 51 წლის ჯენიფერ ლოპესი InStyle Magazine-ის 2021 წლის მაისის ნომრისთვის

#OK! 51 წლის ჯენიფერ ლოპესი InStyle Magazine-ის 2021 წლის მაისის ნომრისთვის

April 6, 2021
#OK! საზარელი სურათი ლიამ პეინის გარდაცვალების ადგილიდან

#OK! საზარელი სურათი ლიამ პეინის გარდაცვალების ადგილიდან

October 18, 2024

კვირის ჰიტები

#OK! მიშელ ობამა ცათამბჯენების ფონზე,  Chanel-ის კაბით გამოჩნდა

#OK! მიშელ ობამა ცათამბჯენების ფონზე, Chanel-ის კაბით გამოჩნდა

December 19, 2025
#OK! საკუთარი სინათლით შექმნილი სამყარო ანა შამილაძის გზა…

#OK! საკუთარი სინათლით შექმნილი სამყარო ანა შამილაძის გზა…

December 19, 2025
#OK!  „ნეპო-ბეიბი“ – ვინ არიან სუპერმოდელების მემკვიდრეები?

#OK! „ნეპო-ბეიბი“ – ვინ არიან სუპერმოდელების მემკვიდრეები?

December 14, 2025
#OK! რა ცვლილებებს მოუტანს წლის ბოლო ახალმთვარეობა  ზოდიაქოს 4 ნიშანს

#OK! რა ცვლილებებს მოუტანს წლის ბოლო ახალმთვარეობა ზოდიაქოს 4 ნიშანს

December 18, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები