• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Uncategorized

#OK! ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ პროფესია – ეს არის ჩემი ურთიერთობა სამყაროსთან – ლაურა ზოიძე

December 15, 2025

ფოტოგრაფია მის ცხოვრებაში ბავშვობაში შემოვიდა, მაშინ ჯერ კიდევ ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს მისი ცხოვრების გზა გახდებოდა. პანდემიის პერიოდში სპონტანურმა გადაწყვეტილებამ, გაევლო ფოტოგრაფიის კურსი, ყველაფერი შეცვალა. პირველივე სესიამ დაანახვა, რომ ეს სფერო მის შინაგან სამყაროსთან ყველაზე ახლოს იყო. დღეს ფოტოგრაფია მისთვის თავისუფლების, ბუნების ენერგიისა და ადამიანური ემოციების ერთობლიობაა. ჟურნალი OK! გთავაზობთ საინტერესო ინტერვიუს ერთ-ერთ გამორჩეულ ფოტოგრაფთან, ლაურა ზოიძესთან.

 

ლაურა, გაიხსენეთ, როდის აიღეთ პირველად კამერა ხელში?

ხელოვანის ოჯახში გავიზარდე, მამაჩემი მხატვარი იყო, შემდეგ ოპერატორი. ყოველთვის მქონდა კამერებთან ურთიერთობა. ვიღებდი ფირის აპარატით, შემდეგ ციფრული აპარატით, თუმცა არ მიფიქრია ფოტოგრაფობაზე. წლების წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ პროფესიად ფოტოგრაფობას ავირჩევდი. მინდოდა დიზაინერი გავმხდარიყავი და გავხდი კიდეც, რამდენიმე წელი ვიმუშავე ჩემი პროფესიით. კოვიდპანდემიის დროს გადავწყვიტე, ფოტოგრაფიის კურსი გამევლო. პირველი ფოტოსესიის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდ დროს და ადგილს დავუთმობდი ფოტოგრაფიას.

 

ფოტოგრაფიის რომელ მიმართულებაში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

ყველაზე კომფორტულად თავს კონცეპტუალურ და ემოციურ ფოტოგრაფიაში ვგრძნობ. მომწონს მაშინ, როცა ფოტოსესია ხდება არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ შიდა სამყაროს გამოხატვის საშუალება – როცა კადრი ერთდროულად მეტყველებს ადამიანზე, გარემოსა და იმ ძალაზე, რაც ბუნებასა და თავისუფლებას ქმნის. განსაკუთრებით მიყვარს მუშაობა ღია სივრცეებში, რადგან ბუნებრივი გარემო ყოველთვის მაძლევს განსაკუთრებულ ენერგიას და ჩემთვის ფოტოგრაფია სწორედ ამ თავისუფლებაზეა.

 

აღწერეთ თქვენი ფოტოგრაფიის სტილი. როგორ განავითარეთ ეს სტილი?

ჩემი სტილი არის ნაზად დრამატული, ბუნებაზე დამყარებული და ემოციურად გამჭვირვალე. პირველი ნაბიჯებისას ბევრს ვცდილობდი სხვადასხვა მიმართულების ათვისებას, მაგრამ სწორედ სპონტანურმა მომენტებმა დამანახვა, რა იყო სინამდვილეში ჩემი – ბუნების სილაღე, სინათლის თამაში და ადამიანის შინაგანი თავისუფლება, ორგანულობა გაერთიანდა ჩემს გადაღებულ კადრებში.

მოვლენად განვითარდა სტილი ბევრი ექსპერიმენტით, დაკვირვებითა და საკუთარი ხედვის გაცნობიერებით. ვიცოდი, რომ არ მინდოდა ზედმეტად დადგმული, ხელოვნური სურათები, მინდოდა სიცოცხლე, მოძრაობა, სუნთქვა. დღესაც ასე ვმუშაობ: ჩემს ფოტოებში ყველაზე მთავარი ენერგიაა, ბუნების ძალა და ადამიანის თავისუფლება.

 

შესაძლებელია თუ არა ფოტოგრაფია ისწავლო ისე, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესია?

ფოტოგრაფიის ტექნიკური ნაწილი ნამდვილად შეიძლება ისწავლო – კამერას, განათებას, კომპოზიციას წესები აქვს, და ეს ყველაფერი სხვისნაირადაც შეიძლება აითვისო, მაგრამ რაც შეეხება ხედვას, ემოციას, სამყაროსთან კავშირს, ეს უფრო შინაგანი პროცესია. ფოტოგრაფია მგონია პროფესია, სადაც ტექნიკა და ხელოვნება ერთმანეთს ერწყმის. მის სწავლას საზღვარი არ აქვს.

შეიძლება ისწავლო მუშაობა, მაგრამ შენი ხედვა მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, როცა საკუთარ თავთან გულწრფელი იქნები.

 

მოგვიყევით შემოქმედებითი პროცესის შესახებ. როგორ იბადება იდეები?

ჩემი შემოქმედებითი პროცესი იწყება გარემოსგან. ხანდახან ეს შეიძლება იყოს სუნი, ხმაური, მზის ჩასვლის ფერი, ან ერთი შემთხვევით ნანახი სცენა. იდეები იბადება შიგნიდან, მაგრამ ყოველთვის ბუნების გავლენით.

ხშირად არ ვგეგმავ ზედმეტად დეტალურად. მომწონს, როცა იდეა პროცესში გარდაიქმნება, როცა ადამიანი გარემოსთან ერთად ქმნის რაღაც სრულიად ახალს. ეს კომბინაცია, სპონტანურობა და ემოცია ჩემი შემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

 

ფოტოგრაფია არის გზა…

ფოტოგრაფია არის გზა, რომლითაც საკუთარ შინაგან სამყაროს ვუზიარებ სხვებს. გზა, რომელიც მაძლევს საშუალებას, დავიჭირო თავისუფლება, მოძრაობა და ბუნების სიძლიერე. ჩემთვის ეს არ არის მხოლოდ პროფესია – ეს არის ჩემი ენა, ჩემი სუნთქვა და ჩემი ურთიერთობა სამყაროსთან.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ნათია გორგაძე

ასევე გაეცანი

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 24, 2025
#OK! უყვართ ფული და ძალაუფლება – მორიელის ნიშნით დაბადებული ცნობილი მამაკაცები
Uncategorized

#OK! უყვართ ფული და ძალაუფლება – მორიელის ნიშნით დაბადებული ცნობილი მამაკაცები

October 23, 2025
#OK! ვარდისფერი ოქტომბერი  ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე
Uncategorized

#OK! ვარდისფერი ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე

November 7, 2025
#OK! ალკოჰოლი, ნარკოტიკები და განქორწინება – რატომ დაინგრა ნიკოლ კიდმანის „იდეალური ოჯახი“?
OK! News

#OK! ალკოჰოლი, ნარკოტიკები და განქორწინება – რატომ დაინგრა ნიკოლ კიდმანის „იდეალური ოჯახი“?

September 30, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Chloé-ს 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის READY-TO-WEAR კოლექცია

#OK! Chloé-ს 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის READY-TO-WEAR კოლექცია

September 30, 2022
#OK! მაისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი

#OK! ივლისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი

July 11, 2022
OK! ბათუმის საერთაშორისო თოჯინების ფესტივალის III სეზონის მიმოხილვა

OK! ბათუმის საერთაშორისო თოჯინების ფესტივალის III სეზონის მიმოხილვა

November 3, 2025
#OK! Burberry-ის მაღაზიაში საშოპინგოდ მიმავალი ნაომი კემპბელი: სუპერმოდელის ქუჩის სტილი

#OK! Burberry-ის მაღაზიაში საშოპინგოდ მიმავალი ნაომი კემპბელი: სუპერმოდელის ქუჩის სტილი

April 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! სანამ ხე სათამაშოდ იქცევა – ახალგაზრდა ხელოვანის ისტორია, რომელმაც ხეს ახალი სიცოცხლე აჩუქა

#OK! სანამ ხე სათამაშოდ იქცევა – ახალგაზრდა ხელოვანის ისტორია, რომელმაც ხეს ახალი სიცოცხლე აჩუქა

December 15, 2025
#OK! საკუთარი სინათლით შექმნილი სამყარო ანა შამილაძის გზა…

#OK! საკუთარი სინათლით შექმნილი სამყარო ანა შამილაძის გზა…

December 19, 2025
#OK! ნიკოლოზ ქურასბედიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება

#OK! ნიკოლოზ ქურასბედიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება

December 16, 2025
#OK! გულის შეტევა ჰაერში – რა მოხდა თვითმფრინავში, რომლითაც 15 კარდიოლოგი მგზავრობდა?

#OK! გულის შეტევა ჰაერში – რა მოხდა თვითმფრინავში, რომლითაც 15 კარდიოლოგი მგზავრობდა?

December 15, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები