• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

#OK! წინ უნდა იარო, წარსულში არ უნდა ჩარჩე – ნანი ბრეგვაძე

December 10, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

როცა აქებენ, უკვირს. სცენაზე გასვლისას დღემდე ღელავს და სწორედ ამიტომაც არის ლეგენდა, სახელად ნანი. სცენის დედოფალი ყოველთვის გამოირჩეოდა ჩაცმის სტილით. მასთან შეხვედრიდან გამახსოვრდება გულწრფელობა, თავმდაბლობა, ადამიანების სიყვარული და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი დახვეწილი გემოვნებით შერჩეული სამოსი თუ აქსესუარები. „ნანის მაგნოლია“ ახალი ბრენდია, ნანი ბრეგვაძის სახელობის სამკაულის ხაზი.

 

ნანი ბრეგვაძე: ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა სარკე და გაპრანჭვა. მთაწმინდაზე, სადაც დავიბადე, ბრეგვაძეებს ჰქონდათ ძალიან კარგი ავეჯი, ჭურჭელი – კარგად ცხოვრობდნენ. შემორჩათ ძალიან ლამაზი, უდიდესი ძველებური სარკე. ვიყურებოდი და ვფიქრობდი, რატომ არ ვარ ლამაზი. მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონდა ჩემი თავი, იქიდან მოყოლებული ძალიან მიყვარდა სარკე. დღემდე ჩემს ჩანთაში სარკე აუცილებლად უნდა იდოს. ახლაც თვითკრიტიკული ვარ – წინ უნდა იარო, რომ დროში ჩაჯდე, მე ასე ვცხოვრობ. მიკვირს, კომპლიმენტებს რომ მეუბნებიან. ღმერთმა დამიფაროს, რომ დავიჯერო.

მთავარია, განვითარება არ შეწყვიტო. მე სულ ვასწორებდი შეცდომებს, ვცვლიდი დამოკიდებულებებს. უკვე დავასრულე ყველაფერი. ხმა მართლა დამეკარგა. 2 თვის წინ კარგად მქონდა ხმა, ახლა ვეღარ ვმღერი. იქნებ დამიბრუნდეს კიდეც. ძველი ხმა აღარ მოვა – ადრე მაღალ ტონალობაში ვმღეროდი, მერე შუა ტონალობაში, ხოლოდ სიბერეში დაიწია ხმამ. ვნერვიულობ ყოველ ჯერზე, როცა სცენაზე გავდივარ, მაგრამ შეგრძნებები და დამოკიდებულებები სულ სხვანაირია, უფრო ღრმაა. ასე გამოდის ნამდვილი და კარგი. პაუზას რომ აკეთებ, მუსიკაა.

მადლიერება

მადლიერი ვარ ჩემი ძვირფასი მაყურებლის. როცა ბევრ აპლოდისმენტს ვიღებ, უხერხულად ვარ და მიკვირს. ეს არის დიდი ბედნიერება. ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არაა. მე ხალხი მიყვარს. იცით, როგორი მოწიწებით გამოვდივარ სცენაზე? მე ხომ არ ვიცი, როგორ დასრულდება ეს კონცერტი. წინასწარ სულ ვნერვიულობ, – ნეტავ, მოეწონებათ? ეს არ არის კარგი, სხვათა შორის. ძლიერი და თავდაჯერებული უნდა იყო. მე ასე არ ვარ. ყველაფერი კარგად რომ ჩაივლის, მერე მომეშვება ხოლმე. სულ სხვაა სოლო კონცერტი – ხალხი შენთან მოდის, შენები არიან. არ მიყვარს საერთო კონცერტი – ერთი სიმღერით ვერც გაარკვევ, მოეწონათ თუ არა შენი ნამღერი. ძალიან ძნელია გამოხვიდე, იმღერო და ასიამოვნო მაყურებელს.

 

 

იღბალი

არც მიფიქრია, რომ მომღერალი გავხდებოდი. სერიოზულად ვმეცადინეობდი ფორტეპიანოს განხრით. დედაჩემის გამჭრიახობამ გაიმარჯვა და სხვა გზით წამიყვანა. 2 წლიდან ვმღეროდი, მაგრამ ეს ვის უკვირს? საქართველოში ყველა ოჯახში მღერიან – ნიჭიერი ერი ვართ. თუ გინდა პროფესიონალი იყო, ნიჭს დახვეწა სჭირდება. განწყობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს – მაქვს სიმღერა, რომელსაც ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად ვმღერი. მომენტში არ ვიცი რას ვაკეთებ – ასე მამღერებს რაღაცა და მომწონს ეს. თავიდან ამას ყურადღებას არ აქცევდნენ. ნიკოლოზ რაჭველი მეუბნება ხოლმე, რაებს აკეთებ, არ ვიციო. ერთხელ სიმღერის ბოლო შევცვალე მიმდინარეობისას, ეგრევე იგრძნო – ის ხომ გენიოსია. მარტო შენ არ დგახარ სცენაზე, მნიშვნელოვანია ვინ გიკეთებს აკომპანემენტს – როგორც დამიკრავ, ისე ვმღერი.

გამიმართლა. მთელმა ჩემმა შემოქმედებამ ნიჭიერი ადამიანების გარემოცვაში გაიარა. არაჩვეულებრივი თაობა მოდის, მდიდრები ვართ ნიჭიერი ადამიანებით. ბედნიერი ვარ, რომ ეპოქალური კომპოზიტორების პლეადა არა მარტო მიწერდა სიმღერებს, არამედ ვმეგობრობდი მათთან. ღმერთს სულ მადლობას ვეუბნები, რომ იმ ეპოქაში მოვხვდი.

 

სტილი

წინ უნდა წახვიდე, არ უნდა ჩარჩე წარსულში. აუცილებელია განვითარება, აბა როგორ. მე სულ ღია ვიყავი სიახლეებისთვის. არამხოლოდ სიმღერაში, ჩაცმაშიც. ახლაც, ისე მომწონს თანამედროვე სტილი, მაგრამ ამ ასაკში ხომ ვერ ჩავიცვამ. დედაჩემს ჰქონდა ძალიან კარგი გემოვნება, მიკერავდა ტანსაცმელს. ძალიან მნიშვნელოვანია ფეხსაცმელი და ჩანთა. ახალგაზრდა რომ ვიყავი, მინდოდა ბევრი ბრილიანტი მქონოდა. არ მაქვს, სხვათა შორის. არასდროს შემიძენია, მაგრამ მჩუქნიდნენ. ყველაფერს ვკარგავდი. ამიტომ გადავწყვიტე, არ ვატარო. ძალიან გაჭირვებული დრო რომ იყო, მერიდებოდა და ვერ ვიკეთებდი ძვირფასეულობას.

„ნანის მაგნოლია“

ეკას გაუჩნდა იდეა, რომ რამე ჩემი სახელობის ბრენდი დაგვეარსებინა. ვარდი მიყვარს ძალიან, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული მინდოდა. არჩევანი მაგნოლიაზე შევაჩერეთ. ულამაზესი ყვავილია – აფხაზეთსა და ბათუმთან ასოცირდება. ნამდვილად ვერ შევედრები შანელს.

P.S. „მაგნოლიას“ შეძენა შეგიძლიათ ბუტიკ „ციალში“ შარდენზე და შარტავას ქუჩაზე „დესანჟში“. უფრო მეტი დეტალისთვის შეგიძლია დარეკოთ ნომერზე 599176322.

 

 

 

ფოტო: ნანო თენოშვილი
ვიზაჟი: სოფია საენკო
ტექსტი: ქეთი ლომსაძე

ასევე გაეცანი

#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! ,,სიყვარულის ისტორია’’ – ფილმი ჯონ კენედისა და კაროლინ ბესეტის ისტორიაზე
OK! News

#OK! ,,სიყვარულის ისტორია’’ – ფილმი ჯონ კენედისა და კაროლინ ბესეტის ისტორიაზე

February 19, 2026
#OK! მზე თევზებში, რეტროგრადული მერკური და მთვარის დაბნელება – რა გველის 20 მარტამდე?
OK! News

#OK! მზე თევზებში, რეტროგრადული მერკური და მთვარის დაბნელება – რა გველის 20 მარტამდე?

February 19, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! აბაზანაში გახსნილი ოფისიდან დიდებამდე – ვინ არის მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი?

#OK! აბაზანაში გახსნილი ოფისიდან დიდებამდე – ვინ არის მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი?

October 15, 2025
#OK! 50 წლის გვინეტ პელტროუ Goop-ის შემოდგომა/ზამთრის კამპანიაში

#OK! 50 წლის გვინეტ პელტროუ Goop-ის შემოდგომა/ზამთრის კამპანიაში

November 21, 2022
#OK! კენდალ ჯენერის მონოქრომული იმიჯი: საოფისე სტილის ინსპირაცია ამერიკელი მოდელისგან

#OK! კენდალ ჯენერის მონოქრომული იმიჯი: საოფისე სტილის ინსპირაცია ამერიკელი მოდელისგან

April 28, 2021
#OK! Story – ქუთაისური გემოვნების პატარა ლეგენდა

#OK! Story – ქუთაისური გემოვნების პატარა ლეგენდა

June 12, 2025

კვირის ჰიტები

#OK! მსახიობები, რომლებიც 2026 წელს 60 წლის იუბილეს აღნიშნავენ

#OK! მსახიობები, რომლებიც 2026 წელს 60 წლის იუბილეს აღნიშნავენ

February 18, 2026
#OK! ციური ვალსი – ზამთრის ბოლო დღეს ექვსი პლანეტა აღლუმზე შეიკრიბება

#OK! ციური ვალსი – ზამთრის ბოლო დღეს ექვსი პლანეტა აღლუმზე შეიკრიბება

February 22, 2026
#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

February 19, 2026
#OK! ვინ არის გოგონა, რომელსაც „მატილდა გვარლიანის ორეული“  შეარქვეს?

#OK! ვინ არის გოგონა, რომელსაც „მატილდა გვარლიანის ორეული“ შეარქვეს?

February 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები