5 დეკემბერს, თბილისის დროით, 03:15 წუთზე საშუალება გვექნება, რომ 2025 წლის ბოლო სავსე მთვარე ვნახოთ, რომელიც ტყუპების თანავარსკვლავედში გაივლის. დეკემბრის სავსე მთვარის მმართველი პლანეტა მერკურია. ის წლის მთვარის ციკლს ასრულებს და შედეგების შეფასებაში, დაწყებული საქმეების დასრულებაში, წესრიგის დამყარებაში და იმისგან გათავისუფლებაში დაგვეხმარება, რაც წინსვლაში ხელს გვიშლის. მთავარია, რომ მთვარის ენერგია შექმნისკენ და არა ნგრევისკენ მივმართოთ.

სავსე მთვარის გავლენას და მისგან მომავალი ენერგიის მუხტს ყველა იგრძნობს.
ახლა უკვე შეგიძლიათ საბოლოოდ გააცნობიეროთ, ცხოვრებისგან რა გსურთ. სავსე მთვარე ბნელ ადგილებს გაანათებს და დაგანახებთ იმას, რაც ამჟამად, თქვენი ყურადღების მიღმაა – ახალი აღმოჩენებისთვის მოემზადეთ.
ეს არის 2025 წლის ბოლო შესაძლებლობა, როდესაც შეგვიძლია ენერგიის უძლიერესი ნაკადები საკუთარი სარგებლისკენ მივმართოთ. შესაძლებლობებისა და სამყაროს ენერგიებით შევსების დროა.
⠀
რა უნდა გააკეთოთ 5 დეკემბრამდე?
შეაგროვეთ ძველი ნივთები, რომლებიც მძიმე და უარყოფით მოგონებებს აღგიძრავთ და სინანულის გარეშე მოიშორეთ. იგივე ეხება ნივთებს, რომლებსაც მხოლოდ იმიტომ არ ყრით, რომ „შეიძლება დაგჭირდეთ“. ნუ შექმნით წინაღობებს საკუთარი თავისთვის და ძველი სინანულის გარეშე მოიშორეთ.
⠀

მთვარე ვენერასთან დაპირისპირებას ქმნის, რაც მგრძნობელობას და ემოციურ რეაქციებს გააძლიერებს. ამ კვირაში მოსალოდნელია იმედგაცრუება სიყვარულში, კონფლიქტები და გაუგებრობები. დიდი მოთმინება და თავშეკავება დაგჭირდებათ, რომ ეს პერიოდი სერიოზული დანაკარგების გარეშე გადაიტანოთ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სავსემთვარეობას რთული ენერგია აქვს, 6 დეკემბერს მერკური იუპიტერთან ტრინს შექმნის. ეს ტრინი ოპტიმიზმს მოიტანს და გაუგებრობებთან გამკლავებაში დაგვეხმარება, რაც დაძაბული სავსე მთვარის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ახლა კი ზოდიაქოს სამ ნიშანზე გიამბობთ, რომელსაც 5 დეკემბრის სავსემთვარეობა გამოცდას უზადებს:
კურო

კუროსთვის ეს კვირა გაღიზიანებითა და შინაგანი დისკომფორტის შეგრძნებით იქნება დატვირთული. უმჯობესია კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირებას თავი აარიდოთ. არსებობს რისკი, რომ მუშაობის დროს მნიშვნელოვანი ფინანსური დეტალი გამოგრჩეთ ან ვერ შენიშნოთ საკითხი, რომელიც სწრაფ მოგვარებას მოითხოვს. კვირის დასაწყისში თქვენს ფინანსებს გადახედეთ და დარწმუნდით, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება.
კვირის პირველ ნახევარში შესაძლოა, თავი დათრგუნულად იგრძნოთ და მუშაობის გაგრძელება ვერ შეძლოთ. დიახ, სავსემთვარეობა ტყუპებში ცხოვრებას გაგირთულებთ, მაგრამ მოთმინებისა და გააზრებული მოქმედების დახმარებით სირთულეების დაძლევა შესაძლებელია.
მშვილდოსანი

ამ კვირაში შესაძლოა, სირთულეები წარმოიშვას პარტნიორთან ან ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში. რეტროგრადული მერკური დასრულდა, მაგრამ ჯერ სიჩქარე არ აუკრეფია, რამაც შეიძლება ურთიერთობაში შეფერხებები ან გეგმების მკვეთრი ცვლილებები გამოიწვიოს. ეცადეთ ურთიერთობაში მკვეთრ რეაქციებს თავი აარიდოთ და აგრესიაზე უარი თქვათ. მოთმინება დაგეხმარებათ, რომ ეს კვირა მშვიდად და დანაკარგების გარეშე დაასრულოთ.
ტყუპები

ამ კვირას შეიძლება ძლიერი გაღიზიანება იგრძნოთ, განსაკუთრებით სამსახურში. თქვენი რეაქცია უფრო სწრაფი და მძაფრია, რამაც შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იმოქმედოს. მიუხედავად იმისა, რომ მერკური პირდაპირ მოძრაობს, კვირის დასაწყისში სისწრაფე არ აუკრეფია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავზე მეტი იზრუნოთ და არ გადაიღალოთ.
შეიძლება წარსულის რომელიღაც გადაუჭრელმა პრობლემამ თავი იჩინოს. თავს უფლებას ნუ მისცემთ, რომ თავმოყვარეობამ ობიექტურობაში ხელი შეგიშალოთ. თუ მიხვდებით, რომ შეცდით, აღიარეთ და გზა გააგრძელეთ, რომ ახალი სირთულეები არ შექმნათ. სავსემთვარეობა თქვენს ნიშანში დაძაბულ ატმოსფეროს მოიტანს და ირგვლივ მყოფებიც უფრო მგრძნობიარეები გახდებიან, თუმცა ორგანიზებულობა და სწრაფი შეგუების უნარი კვირის ღირსეულად დასრულებაში დაგეხმარებათ.
ასევე დაგაინტერესებთ












