რეტროგრადული მერკურისა და სატურნის პერიოდი დასრულდა, მაგრამ კიდევ სამი პლანეტის: იუპიტერის, ურანის და ნეპტუნის უკუსვლა გრძელდება. ასე რომ, ჯერ ნუ მოდუნდებით – ზოდიაქოს ბევრი ნიშნისთვის ეს ცვლილებების კვირაა.
ვერძი

ვერძებს საკმაოდ კონფლიქტური კვირა ელით. შესაძლოა, ყველაფრის ერთბაშად თქმა მოგინდეთ, რაც დიდი ხნის მანძილზე დაგროვდა, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, ცოტაც მოითმინოთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ – შედეგი შეიძლება მოულოდნელი აღმოჩნდეს. მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით დააკვირდით – გამორიცხული არ არის, რომ პატარა წვრილმანებში დიდი ხაფანგი იმალება. სამშაბათს ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. კვირის შუა დღეებში თამამად გაემგზავრეთ ან ახალი საქმე დაიწყეთ. კვირის მეორე ნახევარში ნათესავებთან ურთიერთობაში არსებული პრობლემების მიზეზს გაიგებთ. კვირას შესაძლებელია უსიამოვნო რეაქცია ამინდზე. გირჩევთ საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.
კურო

განწყობის მხრივ საკმაოდ არაერთგვაროვანი კვირაა. კვირის პირველ დღეებში შესაძლებლობა გექნებათ, რომ საკუთარ თავს და საკუთარ პრობლემებს მიხედოთ. ოთხშაბათს ეცადეთ კოლეგებთან დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. ხუთშაბათს საბუთები მოაწესრიგეთ და სერიოზული გადაწყვეტილება არ მიიღოთ. პარასკევს შესაძლოა, საჩივრებისა და ბრალდებების ნაკადი დაგატყდეთ თავს. შაბათს სასურველია, რომ თქვენთვის უჩვეულო საქმით დაკავდეთ. კვირას როგორც არ უნდა მოგინდეთ, წარსულის ადამიანებს არ მისწეროთ, დროა, ტემპი შეანელოთ და საკუთარ თავს დასვენების უფლება მისცეთ.
ტყუპები

ტყუპებს აქტიური და ნათელი მოვლენებით სავსე კვირა ელით. თქვენს ახალ იდეებსა და სურვილებში შეიძლება მომავლის გასაღები იმალებოდეს. კვირის პირველ ნახევარში ხელსაყრელია დიდი პროექტების დაწყება, მსხვილი ფინანსური ოპერაციების განხორციელება, რაიმე ახლის შესწავლა და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა. ოთხშაბათს საუკეთესო ფორმაში იქნებით, ამიტომ მნიშვნელოვანი საუბარი ან საჯარო გამოსვლა თამამად დაგეგმეთ. ხუთშაბათს შინაგანი ბალანსის შენარჩუნებაზე იზრუნეთ და ზედმეტ იმპულსურობას მოერიდეთ. შაბათ-კვირას საკუთარი გამარჯვებები თამამად აღიარეთ და დამსახურებული ოვაციების მიღება ნუ მოგერიდებათ.
კირჩხიბი

ამ კვირაში საკუთარი შრომის შედეგებით დატკბებით, მაგრამ ახლა მოდუნებისა და დასვენების დრო არ არაა. ვარსკვლავები გირჩევენ, უახლოეს გეგმებს, განსაკუთრებით ფინანსურ სტრატეგიას გადახედოთ. კვირის პირველ ნახევარში ხელსაყრელია მგზავრობა და მოგზაურობა. შესაძლოა, გზაში საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, რომელთან ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება. ოთხშაბათს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, მაგრამ რისკზე წასვლა მაინც არ შეიძლება – საქმემ შეიძლება მოულოდნელი მიმართულება მიიღოს. ხუთშაბათს ორი კურდღლის ერთდროულად დაჭერას ნუ ეცდებით და ყურადღება მთავარ საქმეე გაამახვილეთ. შაბათ-კვირას შეგიძლიათ თქვენი ყველაზე თამამი იდეის ცხოვრებაში განხორციელება დაიწყოთ.
ლომი

ვარსკვლავები ამბობენ, რომ ეს კვირა შესანიშნავი დროა ჰორიზონტის გაფართოებისა და მომავლის დაგეგმვისთვის. შესაძლოა, რთული არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ, რაზეც თქვენი მომავალი იქნება დამოკიდებული. კვირის პირველ ნახევარში უმჯობესია არ აჩქარდეთ და ძველი, კარგად გამოცდილი ხერხებით იმოქმედოთ. ოთხშაბათს პირადი საზღვრების აქტიურად დაცვა მოგიწევთ. მანიპულირების უფლება არავის მისცეთ და გადაწყვეტილებები ზეწოლის ქვეშ არ მიიღოთ. ხუთშაბათს ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ და ნერვულ სისტემას გაუფრთხილდით. კვირის ბოლოს ყურადღებით იყავით – გაჩნდება შესაძლებლობები კარიერული ზრდისა და ცხოვრებისეული კურსის შესაცვლელად.
ქალწული

ამ კვირას თავს სიტუაციის ბატონ-პატრონად იგრძნობთ – საყვარელი ადამიანები მხარს გიჭერენ და მზად არიან ნებისმიერ სირთულეს თქვენთან ერთად შეებრძოლონ. კვირის პირველ ნახევარში შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენი ცხოვრება ქაოსმა მოიცვა. პანიკაში ნუ ჩავარდებით – ყველაფერი მალე დალაგდება. გირჩევთ კვირის მეორე ნახევარი მთლიანად ურთიერთობებს დაუთმოთ. პარასკევს ფინანსურ სფეროში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ – ნუ გაფლანგავთ ფულს და ნუ იქნებით ზედმეტად ხელგაშლილი. შაბათ-კვირას კამათი და დაპირისპირება ნებისმიერი გზით თავიდან აიცილეთ და საკუთარ თავს დასვენების უფლება მიეცით.
სასწორი

საკმაოდ ბუნდოვანი კვირაა, როგორც მოვლენებით, ასევე ენერგეტიკით. შესაძლებელია თავის მოტყუება და ილუზიები, მაგრამ ეჭვებს ნუ დანებდებით. კვირის დასაწყისში ახლობლებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში პრობლემები გელით, მაგრამ ნუ ინერვიულებთ – ეს დროებითი სირთულეებია. მეგობრის რჩევა დაგეხმარებათ გარემოცვას გადახედოთ და უფრო დამოუკიდებლად იმოქმედოთ. პარასკევს დარწმუნდებით, რომ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ, მაგრამ ამ დასკვნას დრამად ნუ აქცევთ და პირიქით, ეცადეთ პიროვნული განვითარებისთვის გამოიყენოთ. ამ კვირაში განსაკუთრებული ყურადღება სპორტულ აქტივობებზე და საკუთარ ჯანმრთელობაზე უნდა გაამახვილოთ.
მორიელი

ამ კვირას ამა თუ იმ საკითხზე გამუდმებით შეხედულებას იცვლით. გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო საქმეების ჩვეული მსვლელობა შეიცვლება – რა მიმართულებით, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მზად ხართ მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა აიღოთ. კვირის პირველ ნახევარში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ იმას, რისგან გათავისუფლებაც გსურთ – გაწმინდეთ სივრცე, წაშალეთ უსარგებლო ნომრები ტელეფონიდან და მონიშნეთ საზღვრები იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, რომლებთანაც ურთიერთობას გააგრძელებთ. კვირის მეორე ნახევარში შეცვალეთ ან განაახლეთ იმიჯი და გარდერობს გადახედეთ.
მშვილდოსანი

ვარსკვლავები კარგი შესაძლებლობების კვირას გპირდებიან, მაგრამ ეცადეთ საღ აზრსა და სპონტანურ სურვილებს შორის წონასწორობა დაიცვათ. კვირის პირველ დღეებში უმჯობესია მშვიდი სამუშაოთი და რუტინული საქმეებით დაკავდეთ. სამშაბათს ფრთხილად იყავით -მოსალოდნელია საყოფაცხოვრებო ტრავმები. კვირის შუა დღეებში მოერიდეთ საკუთარი წარმატებების ან პირადი ცხოვრების სოციალურ ქსელებში წარმოჩენას, რომ შურიან ადამიანებს თქვენთან ანგარიშსწორების სურვილი არ გაუჩინოთ. თუ აქტიურობას გამოიჩენთ, კვირის მეორე ნახევარი რომანტიკით აივსება. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებს და მათთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე დასწრებას. შაბათი ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
თხის რქა

ამ კვირაში გარკვეული ცვლილებები გელით. ნუ მიეჯაჭვებით იმ ადამიანებს, ნივთებს, ჩვევებსა და შეხედულებებს, რომლებმაც შესაძლებლობები ამოწურეს. თავს ნუ მოიტყუებთ, რომ რაღაც თავისთავად, ჯადოსნურად შეიცვლება. ახლა შესაფერისი დროა, რომ მიმდინარე მოვლენებზე და თქვენს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა აიღოთ. სამშაბათს საჭესთან და გზაზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. კვირის შუა დღეებში მოგიწევთ მუშაობასა და პირად ცხოვრებას შორის დრო გონივრულად გაანაწილოთ და პრიორიტეტები დაალაგოთ. შაბათ-კვირას ფინანსურ საქმეებში არ გარისკოთ.
მერწყული

შესანიშნავი კვირაა, რომელიც ხელსაყრელია როგორც სამუშაოსთვის, ისე დასვენებისთვის. მთავარია, დდრო და ძალები სწორად გაანაწილოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ორშაბათს დაუსრულებელი საქმეები დაასრულოთ და თუ შესაძლებელია, ვალები დაფაროთ. სამშაბათს შესაძლებელია ენერგიის მოზღვავება და აზროვნების განსაკუთრებული სიცხადე იგრძნოთ, ამიტომ თუ რთულ საუბარს გეგმავთ, უკეთეს დღეს ვერ იპოვით. ოთხშაბათს უმჯობესია ტემპი შეანელოთ და ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით იზრუნოთ. ხუთშაბათს თანდაყოლილი დიპლომატიური ნიჭი დაგეხმარებათ, რომ გარშემო მყოფებთან დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. ეცადეთ შაბათ-კვირას საყვარელ ადამიანებთან მეტი დრო გაატაროთ.
თევზები

ეს კვირა შეიძლება თევზების ნიშნის წარმომადგენლებისთვის ყველა თვალსაზრისით, მაგრამ განსაკუთრებით, პირად სფეროში საბედისწერო გახდეს. თავს გაუფრთხილდით, ბალანსი და ჰარმონია შეინარჩუნეთ და მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან, რომლებსაც ენდობით. სამშაბათს შეიძლება სურვილებსა და რეალობას შორის დიდი განსხვავება იგრძნოთ. კვირის შუა დღეებში ადამიანი რომელსაც ენდობოდით, იმედს გაგიცრუებთ, მაგრამ გირჩევთ მეორე შანსი მისცეთ. ხუთშაბათს არ დახუროთ კარი მათთვის, ვინც დახმარებას გთავაზობთ. შაბათ-კვირას შეიძლება წარსულმა თქვენი განწყობა და გეგმები გადაფაროს. იყავით ძლიერი და შეუპოვარი და ყველაფერი გამოვა!
ასევე დაგაინტერესებთ












