2026 წელს აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, წითელი ცეცხლოვანი ცხენი მართავს. ასეთი რამ 60 წელიწადში ერთხელ ხდება და ტრადიციულად, ცვლილებებისა და განახლების პერიოდად აღიქმება.

რა უყვარს წითელ ცეცხლოვან ცხენს?
ცეცხლოვანი ცხენის ენერგია ხელს უწყობს ყველაფერს, რაც წესრიგს და შინაგან დისციპლინას უკავშირდება. მას მოსწონს გეგმები, რომლებიც სწრაფად ხორციელდება, ამიტომ, წლის სიმბოლო მხარს უჭერს ადამიანებს, რომლებმაც საქმის ბოლომდე მიყვანა იციან.
ცეცხლოვანი ცხენი ურთიერთობაში გულწრფელობას აფასებს. პატიოსნება, ერთგულება და შრომისმოყვარეობა მისი მთავარი თვისებებია. ცხენისთვის ტყუილები, ინტრიგები და მაქინაციები კატეგორიულად მიუღებელია. წლის სიმბოლო ადამიანებს თვითგანვითარებისკენ, ახალი ცოდნისა და უნარების მიღებისკენ, პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ უბიძგებს.

რა უნდა იდოს საახალწლო სუფრაზე?

ცეცხლოვანი ცხენს უხვი, გემრიელი, მარტივი, მაგრამ ამავდროულად ნოყიერი და ჯანსაღი კერძები უყვარს. ახალ წელს მნიშვნელოვანია სუფრაზე დადოთ საკვები, რომელიც სიმბოლურად ენერგიას, მოძრაობას, ჯანმრთელობას და ბუნებრივ ძალას გამოხატავს.
ცხენი ბალახისმჭამელი ცხოველია, შესაბამისად, ხორცეული და თევზეული არ უყვარს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახალი წლის სუფრა მთლიანად ვეგეტარიანული უნდა იყოს. შეგიძლიათ ხორციანი კერძები ახალი მწვანილით და ბოსტნეულით გააფორმოთ და სუფრასთან ისე მიიტანოთ. სასურველია, რომ საახალწლო სუფრაზე ამ კერძებიდან ერთ-ერთი მაინც იყოს:

- დაბრაწული ქათამი როზმარინით და ლიმონით.
- ფხალეული, ღუმელში გამომცხვარი ორაგული მწვანილებით – თითქმის უცხიმო და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო.
- ზომიერად შემწვარი საქონლის ხორცი გამომცხვარი ბოსტნეულით.
- ახალი კიტრისა და მწვანილის სალათი – წლის „მწვანე“ ენერგია.
- გამომცხვარი ვაშლი დარიჩინით – მსუბუქი და არომატული დესერტი.
- თაფლიანი ღვეზელი – ტკბილი ნუგბარი, რომელიც სითბოს, სახლს და იღბალს უკავშირდება.
როგორ მოვიზიდოთ წარმატება ცხენის წელს?
წითელი ცეცხლოვანი ცხენის ენერგიის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დღესასწაულის სწორად აღნიშვნა, არამედ წლის პირველი დღეებისთვის შესაბამისი განწყობის შექმნაც.
ცხენი სოციალური ცხოველია და არ უყვარს, ამიტომ, სასურველია, გარშემო საყვარელი ადაამიანები შემოიკრიბოთ და დღესასწაული მხიარულად გაატაროთ.
წესრიგი მნიშვნელოვანია. ცხენი სუფთა ენერგიის სიმბოლოა, ამიტომ დღესასწაულის წინა დღეებში სახლი გულმოდგინედ უნდა დაალაგოთ და უსარგებლო ნივთები გადაყაროთ. რაც უფრო ნაკლები არეულობა იქნება სახლში, მით უფრო ადვილად შემოაღწევს სახლში ახალი წლის ენერგია.

სასურველია წლის ბოლო დღეს თუნდაც ერთი დაუმთავრებელი საქმის დასრულება – წერილის დაწერა, ვალის გასტუმრება, ქველმოქმედება და ა.შ.
ცხენს მოძრაობა უყვარს, ამიტომ 1 იანვარს ხანმოკლე გასეირნება სასარგებლო იქნება — სუფთა ჰაერზე გატარებული თხუთმეტი წუთიც კი განახლების რიტუალივით იმუშავებს.
გულწრფელობა წლის სულისკვეთებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მილოცვა უნდა იყოს მოკლე, თბილი და საქმიანი. ცხენს სიყალბე სძულს, ამიტომ რაც უფრო ბუნებრივია ემოციები, მით უფრო დიდია წარმატება.
და ბოლოს, ცხენის წელში დაბადებულ ცნობილ ადამიანებს შორის არიან: ჩინგიზ-ყაენი, რემბრანდტი, ფრანკლინ დელანო რუზველტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ვიქტორ იუშჩენკო, ლუი პასტერი, პოლ მაკარტნი, მაიკ ტაისონი, ჯეკი ჩანი, კლინტ ისტვუდი, ჰარისონ ფორდი, ჰოლი ბერი.

ასევე დაგაინტერესებთ:












