• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Business

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 17, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ღვინის ბაზარი დღითიდღე იზრდება, ჩნდება ახალი იდეები, არომატები და ბრენდები, რომლებიც საკუთარ ხედვებს რეალობად აქცევენ.  მათ შორისაა ახალგაზრდა მეღვინე ელენე კუხალაშვილი და მისი გამორჩეული ბრენდი VERVE, რომელიც მომხმარებელს დახვეწილ არომატს სთავაზობს.

 

ელენე, რატომ დაინტერესდით ღვინის ინდუსტრიით?

როდესაც პროფესიის არჩევის დრო დადგა, გულწრფელად რომ გითხრათ, ბოლომდე გამოკვეთილი არ მქონდა, სად და როგორ ვხედავდი ჩემს თავს მომავალში. მინდოდა ისეთი საქმე მეკეთებინა, რომელიც ჩემს ბუნებასა და ინტერესებთან ახლოს იქნებოდა. იმ პერიოდში მეღვინეობა, განსაკუთრებით ქალებში, არც ისე გავრცელებული მიმართულება იყო. ამ პროფესიაზე სერიოზულად არც მიფიქრია, წარმოუდგენელიც კი იყო, ალბათ სტერეოტიპებიდან გამომდინარე. თუმცა რჩევა მივიღე ჩემი უფროსი ძმისგან, რაც საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა – ჩავაბარე აგრარულ უნივერსიტეტში, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე. სწავლა მარტივი არ ყოფილა, მაგრამ სწორედ ამ სფეროში ვიგრძენი, რომ ჩემს სწორ გზაზე ვიდექი – ისეთ გარემოში, სადაც ბედნიერად ვგრძნობდი თავს.

 

რა იყო ღვინის ბრენდის შექმნის მიზანი? როგორია VERVE-ს შექმნის ისტორია?

ყოველთვის მქონდა სურვილი, შემექმნა საკუთარი პროდუქტი – ბრენდი, რომელიც იქნებოდა განსხვავებული და გამორჩეული. მეღვინეობა დღეს ძალიან სწრაფად ვითარდება, მაგრამ მინდოდა ისეთი პროდუქტი შემექმნა, რომელიც განსაკუთრებულად მოეწონებოდა ქალბატონებს – ელეგანტური, ხალისიანი და მახასიათებელი სტილით. VERVE-ს იდეა დიდიხანია რაც ჩემს გონებაში ტრიალებს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში შეისხა ფრთები, პირველად რომ დედა გავხდი. თითქოს ეს იყო მთავარი ბიძგი და მოტივაცია ამ იდეის განხორციელების. ასე გაჩნდა ქართული არომატიზირებული შუშხუნა სასმელი, VERVE – როგორც იდეა და შემდგომ უკვე რეალობა.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა ბრენდმა გარკვეულწილად დაარღვია მეღვინეობის სფეროში არსებული სტერეოტიპები – ვაჩვენეთ, რომ ტრადიცია და სიახლე ერთმანეთს შესანიშნავად ერწყმის.

 

 

 

რას ნიშნავს VERVE? როგორ განსაზღვრეთ VERVE-ს სტილი? როგორი გემო და ხასიათი აქვს VERVE-ს?

VERVE ფრანგული სიტყვაა, რომელიც ნიშნავს ენთუზიაზმს, ენერგიასა და იმ ცოცხალ სიმხნევეს, რაც კარგ შუშხუნა ღვინოს ახასიათებს. სწორედ ეს განწყობაა ჩადებული ჩვენს პროდუქტშიც.

ჩემთვის VERVE არის ელეგანტური, საინტერესო და გამორჩეული სასმელი, რომელიც ნებისმიერ მომენტს განსაკუთრებულად აქცევს. ეს არის მაღალი ხარისხის ქართული არომატიზირებული შუშხუნა სასმელი, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი არომატებით, მრავალფეროვანი გემოთი და  ელეგანტურობით.

 

წარმოგვიდგინეთ VERVE-ს ასორტიმენტი

ამჟამად ჩვენ ვაწარმოებთ ოთხ სახეობას: ფეიხოას, ატმის, როზე–კოწახურის არომატით და კლასიკურ ვერსიას, არომატის გარეშე. თუმცა იგეგმება ასორტიმენტის გაზრდა.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ხარისხი და არომატების მრავალფეროვნებაა, რაც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, იპოვონ თავიანთი საყვარელი გემო – ისეთი, რომელიც მათ განწყობას ყველაზე მეტად შეეფერება.

 

 

რა სირთულეებს წააწყდით დასაწყისში? რა გაძლევთ საქმის კეთების მოტივაციას?

დასაწყისში ყველაზე რთული იყო ოცნების რეალობად ქცევა. იდეის განხორციელება ყოველთვის გამოწვევაა, თუმცა უდიდესი მოტივაცია მოდის ჩემი ოჯახიდან, მომხმარებლებიდან, რომლებიც პოზიტიურ ემოციებს, აღფრთოვანებას და გულწრფელ უკუკავშირს გამოხატავენ.

ასევე მოტივაციაა,  როცა ხედავ   შედეგს და ხვდები, რომ შენი შრომა ფუჭად არ წასულა.

 

როგორია თქვენი და VERVE-ს სამომავლო გეგმები?

მოკლედ რომ ვთქვა, VERVE-ს მომავალი ისეთივე იქნება, როგორიც თავად პროდუქტია: ხარისხიანი, დახვეწილი, მრავალფეროვანი და, რა თქმა უნდა, ელეგანტური.

 

 

 

 

ასევე გაეცანი

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის
Health & Beauty

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

March 9, 2026
#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის
Health & Beauty

#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის

March 9, 2026
#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 9, 2026
#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით
ინტერვიუ

#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

March 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! სასწავლო-კვლევითი და კლინიკური ცენტრი „გრუნივერსი“ – საერთაშორისო სტანდარტი და პროფესიონალთა გუნდი

#OK! სასწავლო-კვლევითი და კლინიკური ცენტრი „გრუნივერსი“ – საერთაშორისო სტანდარტი და პროფესიონალთა გუნდი

December 1, 2022
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის

September 2, 2022
#OK! აჭარაბეთ არენა – „აჭარაბეთის“ სახელობის სტადიონი ბათუმში

#OK! აჭარაბეთ არენა – „აჭარაბეთის“ სახელობის სტადიონი ბათუმში

September 13, 2021
#OK! დანიური კრემ-ყველის დესერტი

#OK! დანიური კრემ-ყველის დესერტი

September 16, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ოპერის თეატრები

#OK! მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ოპერის თეატრები

March 8, 2026
#OK! ლიდერობას სქესი არ აქვს – ნინო ჩადუნელი

#OK! ლიდერობას სქესი არ აქვს – ნინო ჩადუნელი

March 7, 2026
#OK! რატომ არის მნიშვნელოვანი ფემინური ენერგიის ბალანსი

#OK! რატომ არის მნიშვნელოვანი ფემინური ენერგიის ბალანსი

March 5, 2026
#OK! DAY ‘N NIGHT – მუსიკა, ენერგია, გამოცდილება

#OK! DAY ‘N NIGHT – მუსიკა, ენერგია, გამოცდილება

March 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები