• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Doqtors OK! Doctors

#OK! ქცევითი სირთულეები ბავშვებში და მათი გავლენა პიროვნულ განვითარებაზე

ინტერვიუ ბავშვთა და მოზარდთა ქცევით თერაპევტ მარიამ ლაფერაშვილთან

October 21, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

ბავშვების ქცევის დარღვევები თანამედროვე ბავშვთა ფსიქოლოგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. ეს დარღვევები შეიძლება გამოიხატოს აგრესიულობაში, დაუმორჩილებლობაში, სოციალური ნორმების დარღვევაში ან ემოციურ დისბალანსში, რაც ზეგავლენას ახდენს როგორც თავად ბავშვის პიროვნულ განვითარებაზე, ასევე მის ურთიერთობაზე თანატოლებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან. დროული გამოვლენა და მართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქცევითი პრობლემები, ადრეულ ასაკში, ხშირად საფუძვლად უდევს მოზარდობისა და ზრდასრულობის ეტაპზე არსებულ უფრო სერიოზულ ფსიქო-სოციალურ სირთულეებს. ჟურნალი OK! გაგაცნობთ ბავშვთა და მოზარდთა ქცევით თერაპევტს მარიამ ლაფერაშვილს, რომელიც უფრო ვრცლად და დეტალურად გვიამბობს რა სახით ვლინდება ბავშვებში ქცევითი დარღვევები, რა არის გამომწვევი მიზეზები და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს შევუქმნათ ჯანსაღი გარემო და თავიდან ავარიდოთ მსგავსი პრობლემები.

 

 

მარიამ, გვიამბეთ თქვენს შესახებ. რატომ აირჩიეთ ეს პროფესია და როგორი იყო თქვენი კარიერული გზა?

ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ ადამიანებთან, განსაკუთრებით კი ბავშვებთან, მშობლებთან მუშაობა ჩემთვის ღირებული და მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. მინდოდა ჩემი ცოდნა და ენერგია სწორედ იქ გამომეყენებინა, სადაც შედეგს რეალურად ხედავ და გრძნობ ადამიანის განვითარებაში, მის პროგრესსა და ემოციურ კეთილდღეობაში.

ჩემი პროფესიული გზა საკმაოდ შრომატევადი და რთულია, მუდმივად საჭიროებს სწავლას, თვითგანვითარებას, ძალისხმევას და ბევრ ემოციურ ჩართულობას. თუმცა, ამავე დროს, საოცრად სასიამოვნოც არის, რადგან ყოველი მიღწეული შედეგი, ბავშვის ერთი ნაბიჯი წინ, ან მშობლისგან მოსმენილი მადლობა მაძლევს ძალას და მარწმუნებს, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

ეს პროფესია ჩემთვის არა მხოლოდ კარიერა, არამედ ცხოვრების სტილია, რომელიც გამოწვევებით არის სავსე, მაგრამ სიყვარულითა და მოტივაციით გამყარებული.

 

როდის არის საჭირო ქცევითი თერაპიის გამოყენება და რაზე არის ის ორიენტირებული?

ქცევითი თერაპია განსაკუთრებით საჭიროა მაშინ, როცა ბავშვს ან მოზარდს აქვს:

  • სირთულე ემოციის გამოხატვასა და რეგულაციაში
  • პრობლემური ქცევები (მაგ: აგრესია, გაღიზიანება…)
  • სწავლასა და ყურადღებაზე კონცენტრაციის სირთულეები
  • სოციალური უნარების ან კომუნიკაციის დეფიციტი.

ქცევითი თერაპია ორიენტირებულია არა მხოლოდ პრობლემის „ჩაქრობაზე“, არამედ იმაზე, რომ ბავშვმა ისწავლოს:

  • როგორ შეცვალოს ქცევა ჯანსაღი ალტერნატივით
  • როგორ მართოს საკუთარი ემოციები და იმპულსები
  • როგორ განავითაროს სოციალური და სასწავლო უნარები
  • როგორ გაძლიერდეს თვითკონტროლი და დამოუკიდებლობა.

ქცევითი თერაპია არის პრაქტიკული, შედეგზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც ბავშვს რეალურად ეხმარება ცხოვრებაში ახალი, სასარგებლო ქცევის ჩამოყალიბებაში.

 

როდის არის ეფექტური ქცევითი თერაპია?

ქცევითი თერაპია ეფექტურია მაშინ, როდესაც:

  • ბავშვი სისტემატურად იღებს მხარდაჭერას (სესიებზე და სახლში)
  • მშობელი და თერაპევტი თანამშრომლობენ და ერთნაირ სტრატეგიებს იყენებენ
  • პრობლემური ქცევა კონკრეტულად არის დადგენილი და მის შეცვლაზე მიზანმიმართულად ვმუშაობთ
  • თერაპია მიმდინარეობს თანმიმდევრულად და არა მხოლოდ ერთჯერადი ჩარევებით
  • ყურადღება გამახვილებულია როგორც ქცევის ცვლილებაზე, ისე ემოციური და სოციალური უნარების განვითარებაზე.

მოკლედ რომ ვთქვათ, ქცევითი თერაპია ყველაზე ეფექტურია მაშინ, როცა პროცესი სტაბილურია.

 

 

რა იქნება თქვენი რეკომენდაცია მშობლებისთვის? რა პრაქტიკულ რეკომენდაციებს მისცემდით მშობლებს ბავშვის ემოციური რეგულაციის გასაუმჯობესებლად?

  1. პირველ რიგში აუცილებელია, რომ სახელი დაარქვათ გრძნობას – როცა ბავშვი გაბრაზებულია ან მოწყენილია, დაეხმარეთ, სიტყვებით დაასახელოს: „გაბრაზებული ვარ“, „მეწყინა“ და ა.შ. ეს ეხმარება ემოციის გაცნობიერებაში.
  1. იყავით მოდელი – ბავშვი სწავლობს მშობლის მაგალითით. თუ თქვენ მშვიდად გამოხატავთ გაბრაზებას ან დაძაბულობას, ისიც სწავლობს მსგავსად მოქცევას.
  1. მიეცით უსაფრთხო სივრცე – ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ შეუძლია საკუთარ გრძნობებზე თავისუფლად ისაუბროს და ამისათვის არ განიკითხავენ.
  1. ასწავლეთ დამშვიდების სტრატეგიები – ღრმა სუნთქვა, წყლის დალევა, საყვარელი ნივთის ჩახუტება ან ხატვა, როდესაც ამის საჭიროება იქნება.

 

გვესაუბრეთ არგეას შესახებ.

არგეა ერთი წლის წინ შეიქმნა. ჩვენი მთავარი მიზანი ბავშვების ემოციური, სოციალური და ქცევითი განვითარებაა.

მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, რომელიც ხელს უწყობს ფსიქოლოგიური რესურსების განვითარებას. მშობლებს ვთავაზობთ ბავშვის განვითარების ინდივიდუალურ შეფასებას, ქცევით თერაპიას, ემოციური რეგულაციის მხარდაჭერას და პრაქტიკულ რჩევებს. როგორ მართონ რთული სიტუაციები და გააუმჯობესონ კომუნიკაცია შვილთან და ა.შ.

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
ინტერვიუ

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

November 22, 2025
ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 24, 2025
GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე
OK! Business

GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე

November 20, 2025
#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა
OK! Business

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! თბილისი გარდენსი – ადგილი, სადაც ხარისხი და ჰარმონიული გარემო ერთმანეთს ერწყმის

#OK! თბილისი გარდენსი – ადგილი, სადაც ხარისხი და ჰარმონიული გარემო ერთმანეთს ერწყმის

November 3, 2021
#OK! მარგო რობი და ლილი-როუზ დეპი V Magazine’s Chanel Book-ისთვის!

#OK! მარგო რობი და ლილი-როუზ დეპი V Magazine’s Chanel Book-ისთვის!

April 3, 2021
#OK! ჰაკერ-ფშორი – საუკეთესო ლუდის და კერძების სახლი ქუთაისში

#OK! ჰაკერ-ფშორი – საუკეთესო ლუდის და კერძების სახლი ქუთაისში

June 8, 2023
#OK! საკონდიტრო „რაფაელო“ – დაუვიწყარი გემო და საუცხოო ვიზუალი, რომელიც თქვენს დღეს დღესასწაულად გარდაქმნის!

#OK! საკონდიტრო „რაფაელო“ – დაუვიწყარი გემო და საუცხოო ვიზუალი, რომელიც თქვენს დღეს დღესასწაულად გარდაქმნის!

July 8, 2025

კვირის ჰიტები

#OK! „მის სამყაროს“ ორმა კონკურსანტმა ტიტულზე უარი თქვა

#OK! „მის სამყაროს“ ორმა კონკურსანტმა ტიტულზე უარი თქვა

November 28, 2025
#OK! რატომ არ იკეთებს ტატუს კრიშტიანუ რონალდუ?

#OK! რატომ არ იკეთებს ტატუს კრიშტიანუ რონალდუ?

November 28, 2025
#OK! როდის დავდგათ ნაძვის ხე? – დეკემბრის იღბლიანი დღეები

#OK! როდის დავდგათ ნაძვის ხე? – დეკემბრის იღბლიანი დღეები

November 28, 2025
#OK! მენეჯერი – ანანო თოფურიძე

#OK! მენეჯერი – ანანო თოფურიძე

November 28, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები