იდუმალი, ქარიზმატული და თავდაჯერებული მორიელი ზოდიაქოს მერვე, წყლის ნიშანია, რომელსაც პლუტონი მართავს. მორიელები 23 ოქტომბრიდან 21 ნოემბრამდე იბადებიან.
ძალა, ჭკუა და მონდომება მორიელის მთავარი თვისებებია. ის არ ცდილობს ყურადღების მიპყრობას, რადგან ბუნებამ ბუნებრივი მაგნეტიზმით დააჯილდოვა. მორიელი გარშემო მყოფებთან კავშირს ძნელად ამყარებს, რადგან მათ ნამდვილ მიზნებს ადვილად ხვდება და გრძნობების გამოვლენა უჭირს.
ნიჭი, შრომისმოყვარეობა და მონდომება ამ ნიშნის დამახასიათებელი თვისებებია. მორიელი არასდროს უშვებს ხელიდან შესაძლებლობას, რომ საკუთარი პიროვნება ტანსაცმლის საშუალებით გამოხატოს. მას სილამაზის საკუთარი, უნიკალური ხედვა აქვს და საკუთარ, გამორჩეულ სტილს ავითარებს. მორიელის ნიშნით დაბადებული ლამაზი ქალები და მათი ლუქები ამის მშვენიერი მაგალითია
ემილია კლარკი
1986 წლის 23 ოქტომბერი
ემილია კლარკი ყოველდღიურ ცხოვრებაში უბრალო და მყუდრო სამოსს ირჩევს. ის უპირატესობას კომფორტულ პალტოებს, სვიტერებს, ნაქსოვ ქუდებს და თბილ შარფებს ანიჭებს. ზაფხულშიც კი, ვარსკვლავი კაბაზე შემოცმულ კარდიგანს ატარებს. ემილია კლარკის ლუქი მოსაწყენი არასოდესაა, რადგან სხვადასხვა ტექსტურებს, სტილებსა და ფერებს ერთ სამოსში ოსტატურად აერთიანებს.

ჯულია რობერტსი
1967 წლის 28 ოქტომბერი
ჯულიამ 90-იან წლებში თავი სტილის ხატად დაიმკვიდრა. მისი გამოჩენა მამაკაცის კოსტიუმში ნამდვილი რევოლუცია იყო და მომდევნო წლების ტენდენციად იქცა. მსახიობის ლუქი ბოლო 20 წლის განმავლობაში განვითარდა, მაგრამ ძირითადად, მორიელებს საკუთარი, უნიკალური სტილი აქვთ და მას წლების განმავლობაში ინარჩუნებენ. დღესაც კი, მსახიობი მამაკაცური სტილის ქურთუკებისა და პერანგების ტარებას აგრძელებს, თუმცა სამოსის სილუეტი უფრო ქალური გახდა.

კენდალ ჯენერი
1995 წლის 3 ნოემბერი
კენდალ ჯენერის სამოსის სტილს არა მარტო მოდის ბლოგერები, არამედ ცნობილი გამოცემებიც უმცირეს დეტალებამდე განიხილავენ.
ამერიკელი მოდელი ყოველდღიურ ცხოვრებაში უპირატესობას სიმარტივეს და თავშეკავებას ანიჭებს. ის, როგორც წესი, თავისუფალ, სპორტულ ტანსაცმელს ირჩევს, მაგრამ წითელ ხალიჩაზე ბოლომდე იხარჯება – ბრილინტები, ბუმბულები და გამორჩეული სილუეტები, რომლებიც მის იდეალურ ფიგურას გამოკვეთს.

ტილდა სუინტონი
1960 წლის 5 ნოემბერი
ტილდა სუინტონმა ზუსტად იცის, რა უხდება. მისი გარეგნობის მქონე ქალისთვის ერთი შეცდომა შეიძლება ნამდვილ კატასტროფად იქცეს, მაგრამ მსახიობს ექსპერიმენტების არ ეშინია და თითოეულ სამოსს ფრთხილად ირჩევს.

ემა სტოუნი
1988 წლის 6 ნოემბერი
ემა სტოუნის სტილი გასულ საუკუნეს მოგვაგონებს. წითელ ხალიჩაზე მსახიობი 1920-იანი წლების შთაგონებით შექმნილ კაბებში, წითელ ტუჩსაცხსა და იდეალურ კულულებში ჩნდება. ვარსკვლავი მოდის ტენდენციებს არ მიჰყვება, არც ექსპერიმენტების ჩატარება უყვარს და მისი წარმატების ფორმულაც სწორედ ეს არის.

ენ ჰეთეუეი
1982 წლის 12 ნოემბერი
ყველა წესს აქვს გამონაკლისი და ენ ჰეთევეი ერთ-ერთი მათგანია. ვარსკვლავის სტილი ყოველწლიურად იცვლება. მსახიობს არც სეზონის ყველაზე მოდურ სამოსში გამოჩენის ეშინია და არც კლასიკური კაბის მორგების. ენის ყოველი ლუქი მის განწყობას იდეალურად შეესაბამება – ის ზოგჯერ ელეგანტურ კაბებს და მბზინავ ქვედაბოლოებს, ზოგჯერ კი მკაცრი სტილის კაბებს ირჩევს.

ჰეილი ბიბერი
1996 წლის 22 ნოემბერი
ის მოდელი და ჩვენი დროის ერთ-ერთი ცნობილი მოდის ინფლუენსერია, რომელსაც სტილის უნაკლო გრძნობა აქვს. საკმარისია ჰეილიმ საკუთარი მანიკურის ფოტო გამოაქვეყნოს, რომ ის სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება და მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ადამიანი მის გამეორებას ცდილობს.
ჰეილიმ ყველაზეე კარგად იცის როგორ შეახამოს ქალური სტილი, სპორტულ სტილთან და დიდი ზომის პიჯაკთან. ელეგანტურობა, სპორტული და სექსუალური სტილი მისი გარდერობის მთავარი მახასიათებლებია.

დემი მური
1962 წლის 11 ნოემბერი
ჯანსაღი კვებისა და ვარჯიშის წყალობით, 62 წლის დემი მური ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება. ის ცნობილია თავისი ელეგანტური სტილით, რომლითაც მილიონობით გულშემატკივარს აღაფრთოვანებს. 60 წელს გადაცილებულ ქალებს მისი იმიჯის გამეორება მარტივად შეუძლიათ. ამისთვის მხოლოდ გრძელი თმა, თეთი პერანგი, ქურთუკი და ფანქრის ფორმის ქვედაბოლო დაგჭირდებათ. დემი ხშირად ირჩევს გამჭვირვალე კაბებს ან მკაცრი სტილის კოსტიუმებს, რომლებიც მისი სახის გამოკვეთილ ნაკვთებს ხაზს უსვამს.

უაინონა რაიდერი
1971 წლის 29 ოქტომბერი
ბოლო დროს მოდაში გენდერულ ნეიტრალიტეტზე ბევრი საუბრობენ და შეიძლება ეს ბოლოდროინდელ ტენდენციად მოგეჩვენოთ, თუმცა, ასე არაა. მაგალითად, უინონა რაიდერს დიდი ზომის, მამაკაცური ქურთუკები, უნისექს ჯინსი და ქუდი 1990-იანი წლების დასაწყისიდან ეცვა.
დროთა განმავლობაში, მსახიობის სტილი შეიცვალა. ახლა, 53 წლის მსახიობი უპირატესობას უფრო თავშეკავებულ და ქალურ სტილს ანიჭებს. მაკიაჟის თვალსაზრისით, ის სხვადასხვა პოპულარული ბრენდის ბუნებრივ ხაზებს ირჩევს და ღია კრემისფერ და სპილოსძვლისფერ ტონებს იყენებს.

კეტი პერი
1984 წლის 25 ოქტომბერი
ამ მომღერლის სტილი ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი და ცვალებადია, რადგან გემოვნებას ისევე ხშირად იცვლის, როგორც თმის ფერს. რამდენიმე წელია, რაც პერის იმიჯის ყველაზე დრამატული ცვლილებების მომსწრენი ვართ – Rotate Bigger-ის ტყავის ქურთუკი, ქურქი და Balenciaga-ს კაბა უსასრულოდ გრძელი კალთით. სანამ გულშემატკივრები ფიქრობენ, შეცვლის თუ არა 40 წლის მომღერლის სტილი მისი ხმის ჟღერადობას, „Woman’s World“-ის ვიდეოში ის მოულოდნელად თავის „ფესვებს“ – კაშკაშა წითელ პომადას და მოკლე შორტებს დაუბრუნდა.

ვუპი გოლდბერგი
1955 წლის 13 ნოემბერი
ახლახან, ნიუ-იორკში, „The View“-ის გადასაღები მოედნისკენ მიმავალმა ვუპი გოლდბერგმა თავისი ექსტრავაგანტული სამოსით გამვლელების ყურადღება მიიქცია, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მოდაში ექსპერიმენტების არ ეშინია – ცივი ამინდის მიუხედავად, ემის, გრემისა და ოსკარის მფლობელს თეთრ პერანგზე დახეული ჯინსის ყვავილებიანი კომბინეზონი ეცვა.
ყველამ იცის, რომ 69 წლის ასაკშიც კი, ვუპის თავისი, განსაკუთრებული სტილი აქვს და მზადაა თავისუფალი ფორმისა და კაშკაშა ფერის სამოსი მოირგოს.
ახლა ყველას, ვისაც გოლდბერგის სტილი მოსწონს, შეუძლია მისი მიბაძვა სცადოს – ვუპი გოლდბერგი ტანსაცმლის ხაზს უშვებს, რომლის დევიზია – არ ინერვიულოთ იმაზე, რა უნდა ჩაიცვათ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ აღარ მოგიწევთ არჩევანის გაკეთება კომფორტსა და ტენდენციებს შორის, ან მოხერხებულობასა და იმას შორის, რაც გხიბლავთ. ვუპის ტანსაცმელი ყველა ამ თვისებას გააერთიანებს.

ასევე დაგაინტერესებთ
#OK! ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც მორიელის ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულები












