• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! კახაბერ ბარამიძე – ყოველი ახალი პაციენტი ბრძოლაა – ბრძოლა გამარჯვებამდე

October 12, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ბავშვობიდანვე იცოდა, რომ სხვების სიცოცხლის გადარჩენა ცხოვრების მთავარ საქმედ უნდა ექცია. 27 წელი მამოლოგიაში, 10 000-ზე მეტი ოპერაცია და საერთაშორისო აღიარება – ეს პროფესორ კახაბერ ბარამიძის წარმატების არასრული ჩამონათვალია, თუმცა მიაჩნია, რომ ყველაზე დიდი ჯილდო გადარჩენილი პაციენტის მადლიერებაა. დღეს ის კლინიკა „ჯანმრთელობის სახლის“ ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ქირურგიის სამსახურის უფროსია.

 

კახაბერ ბარამიძე:  მესამე კლასში ვიყავი, როდესაც მასწავლებელმა დავალება მოგვცა – „ვინ გინდა გამოხვიდე“ და მახსოვს, მარტივად გავეცი კითხვას პასუხი – მინდა გავხდე ქირურგი და გადავარჩინო ადამიანთა სიცოცხლე. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, დაუღალავი შრომისა და სწავლის შედეგად ავისრულე ბავშვობის ოცნება და გავხდი ექიმი, ქირურგი. ერთ დღესაც ჩემი პირველი მასწავლებელი, რომელმაც დავალება მოგვცა მესამე კლასში, ჩემი პაციენტი აღმოჩნდა. მკურნალობის დასრულების შემდეგ მასწავლებელი დამემშვიდობა, გადმომცა კონვერტი და მითხრა – მჯეროდა, რომ შენ საქვეყნოდ ცნობილი ქირურგი გახდებოდიო. გავხსენი კონვერტი და მასში მესამეკლასელი კახაბერ ბარამიძის ნაწერი იდო, სადაც ვწერდი, რომ ჩემი ოცნება ქირურგობა იყო. მასწავლებელს ჩემი ნაწერი სათუთად ჰქონდა შენახული, თითქოს ეს მისი რწმენა და იმედი იყო.

ეს სიტყვები უბრალოდ არ მიხსენებია – დიახ, ექიმი პაციენტისთვის რწმენაა, იმედია, ხოლო ექიმობა ღირსებაა და მიმაჩნია, რომ ადამიანმა სწორედაც ღირსებით უნდა ატაროს ექიმის სტატუსი. განუზომლად დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით უნდა ვაკეთოთ ჩვენი მეტად კეთილშობილური საქმე, რასაც ექიმობა ჰქვია, რადგან იგი ნამდვილად უდიდეს ენერგიას, შრომას, სწავლას, მოთმინებას, ნებისყოფას და მუდმივ განახლებას მოითხოვს. სკოლის დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა სანიტრად თბილისის პირველ კლინიკურ ე.წ. არამიანცის საავადმყოფოში. სწავლასა და მუშაობას მუდმივად ვუთავსებდი ერთმანეთს, გავიარე მედიცინის ყველა იერარქიული საფეხური, სანიტრობიდან დეპარტამენტის ხელმძღვანელობამდე, ქირურგიული სამსახურის უფროსობამდე, რიგითი ექიმობიდან პროფესორობამდე და უკვე 40 წელია, მედიცინა ჩემი „გულის სისხლია“ განუყოფელი, ყოველი პაციენტი თავისი ისტორიით კი ჩემთვის მეტად ძვირფასი და ახლობელია.

ექიმობა ჩემი ღირსებაა და მაშასადამე, ჩემი „სულის სამოსელია“, ჩემი მოწოდებაა, ხოლო ჩემი უსაყვარლესი პაციენტების ბედნიერი თვალები უმაღლესი რეგალია და უძვირფასესი ჯილდოა.

 

 

არჩევანი

ყველა პროფესია დასაფასებელია და მეტ-ნაკლები სირთულე ყველას აქვს, მაგრამ ონკოქირურგიას თავისი განსაკუთრებული სირთულეები გააჩნია, მრავალი უძილო ღამისა თუ განსაკუთრებული, არაორდინარული ქეისისა, ეს განსაკუთრებით პაციენტის ფსიქოლოგიურ მხარეს უკავშირდება. ყოველი ახალი პაციენტი ახალი გამოწვევაა, ბრძოლაა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის, ბრძოლა, რომელშიც შეცდომა დაუშვებელია, ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე.

თავიდანვე ონკოქირურგია მაინტერესებდა და როდესაც სტუდენტობისას შევხვდი ქართული მამოლოგიური სკოლის ერთ-ერთ ფუძემდებელს, ბატონ კოტე მადიჩს, საბოლოოდ გადავწყვიტე მამოლოგი გავმხდარიყავი. მაშინდელი ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრში გავიარე ინტერნატურა, დავამთავრე ასპირანტურა, დავიცავი დისერტაცია. 14 წელი ვიმუშავე ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის მამოლოგიის განყოფილებაში და მინდა გითხრათ, ეს იყო უდიდესი სკოლა პაციენტებთან ურთიერთობის, კოლეგების სუბორდინაციის, ურთიერთთანადგომისა და, რა თქმა უნდა, მედიცინის კორიფეთა პროფესიონალიზმის. მეც ვცდილობ, ღირსეულად ვატარო ამ სკოლის სახელი და მომავალ თაობებს, ჩემს სტუდენტებსა და რეზიდენტებს, მომავალ ექიმებს გადავცე.

მამოლოგია მეტად საინტერესო და, ამავდროულად, ფრიად განსაკუთრებული დარგია, რამეთუ პაციენტების უდიდესი ნაწილი (იშვიათი გამონაკლისის გარდა, 1% პაციენტების საერთო რაოდენობისა არიან მამაკაცები) ქალბატონები არიან. სიცოცხლის საწყისი ქალბატონები. მამოლოგი კი ამ სიცოცხლის საწყისის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, მისი სიცოცხლისთვის იბრძვის. მერწმუნეთ, რთულია, მაგრამ სტიმული იცით რა არის? გამოჯანმრთელებული პაციენტის მადლიერი სიტყვები მრავალი წლის შემდეგ – „მადლობა სიცოცხლისათვის!“

 

ვარდისფერი ოქტომბერი

ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა და მას მსოფლიოში „ვარდისფერ ოქტომბერს“ უწოდებენ.

ძუძუს კიბო ქალთა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პირველ ადგილზეა და 21-ე საუკუნის უდიდეს გამოწვევად მიიჩნევა. ჩვენი, მამოლოგების ვალდებულებაა, საზოგადოებაში ავამაღლოთ ცნობიერება ძუძუს კიბოს შესახებ, მივიტანოთ ინფორმაცია მოსახლეობის ყველა ფენასთან, რომ „კიბო განაჩენი არ არის!“. ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი დაავადება კი გამოჯანმრთელების საწინდარია. ამ კუთხით საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ტარდება მრავალი მეტად საჭირო და საინტერესო ღონისძიება, მარათონი, ფართო საინფორმაციო და შემეცნებითი კამპანიები მასმედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით.

მოსახლეობის და განსაკუთრებით ქალთა პოპულაციის ცნობიერება ძუძუს კიბოსა და ძუძუს სხვა დაავადებების მიმართ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად ამაღლდა. ამ საკითხში უდიდესი წვლილი მიუძღვის „ვარდისფერი ოქტომბრის“ ეგიდით განხორციელებულ შემეცნებით კამპანიებს, მაგრამ გამოწვევა კვლავ დიდია და, შესაბამისად, კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი ამ მხრივ.

 

 

 

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი

მრავალგზის თქმულს კვლავ გავიმეორებ და გეტყვით, ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი ონკოლოგიური დაავადება ნიშნავს პაციენტის დროულ გამოჯანმრთელებას და სიცოცხლის ხარისხის ამაღლებას, რაც ჩვენი – ექიმების საქმიანობის უმთავრესი მიზანია. სარძევე ჯირკვალში პირველი განსხვავებული სიმპტომების აღმოჩენისთანავე პაციენტმა, რა თქმა უნდა, დაუყონებლივ უნდა მიმართოს კვალიფიციურ ექიმს – მამოლოგს და ჩაიტაროს საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული ყველა გამოკვლევა თუ მკურნალობა, თუმცა ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალბატონებს და გოგონებს მინდა მივმართო – სიმპტომების გამოვლენამდე აუცილებელია მამოლოგთან რეგულარული ვიზიტი წელიწადში ერთხელ ადრეული ასაკიდანვე, ხოლო 40 წლიდან ყოველწლიური ვიზიტი – მამოლოგთან – და მამოგრაფიული კვლევა კი სავალდებულოა! ამ წესების დაცვა უზრუნველყოფს თქვენს ჯანმრთელობას, დაავადების დროულ გამოვლენას, ხარისხიან, შედეგზე ორიენტირებულ მკურნალობას და, შესაბამისად, დროულ გამოჯანმრთელებას და სიცოცხლის ხანგრძლივობის შენარჩუნებას. ასე რომ, მოასწარით, გაასწარით, დაასწარით დაავადებას და გაიმარჯვეთ.

ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისთვის მკურნალობის პროცესი ნამდვილად რთულია, თუმცა მსურს დავამშვიდო თითოეული მათგანი და ვუთხრა, თანამედროვე სამედიცინო მიღწევების ფონზე, პროფესიონალი, გულისხმიერი ექიმების თანადგომითა და თქვენი შემართებით აუცილებლად გავიმარჯვებთ. დიახ, გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ერთად ვართ ამ ბრძოლაში – პაციენტები და ექიმები. ჩემი საექიმო პრაქტიკის განმავლობაში ათეულ ათასობით პაციენტი გამისინჯავს როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, ჩატარებული მაქვს რამდენიმე ათასი ოპერაცია და გულწრფელად გეტყვით, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, როცა მიზანი ერთია – გამარჯვება –  და ამ გამარჯვებას „სიცოცხლე“ ჰქვია.

 

 

ტექსტი: ქეთი ლომსაძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! დღეს მომღერალი ზეინ მალიკი 30 წლის გახდა

#OK! დღეს მომღერალი ზეინ მალიკი 30 წლის გახდა

January 12, 2023
#OK! „ცვალებადი ნიშნები“ ახალი სეზონით და ნამდვილი ვარსკვლავთცვენით ბრუნდება

#OK! „ცვალებადი ნიშნები“ ახალი სეზონით და ნამდვილი ვარსკვლავთცვენით ბრუნდება

February 2, 2024
#OK! დღეს სკარლეტ იოჰანსონი 39 წლის გახდა – წარმოგიდგენთ 11 უცნობ და საინტერესო ფაქტს მსახიობის შესახებ

#OK! დღეს სკარლეტ იოჰანსონი 39 წლის გახდა – წარმოგიდგენთ 11 უცნობ და საინტერესო ფაქტს მსახიობის შესახებ

November 22, 2023
#OK! ჰეილი ბიბერი ინსულტის სიმპტომით საავადმყოფოში გადაიყვანეს

#OK! ჰეილი ბიბერი ინსულტის სიმპტომით საავადმყოფოში გადაიყვანეს

March 15, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ნიკა ეგაძე ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონია

#OK! ნიკა ეგაძე ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონია

January 19, 2026
#OK! როგორ გახდა რიმა ერისთავი კოკო შანელის მოდელი

#OK! როგორ გახდა რიმა ერისთავი კოკო შანელის მოდელი

January 19, 2026
#OK! JACQUEMUS-ის დამფუძნებლის ბებია ბრენდის პირველი ამბასადორი გახდა

#OK! JACQUEMUS-ის დამფუძნებლის ბებია ბრენდის პირველი ამბასადორი გახდა

January 23, 2026
#OK!  შავი მთვარე მშვილდოსნის ნიშანში გადავიდა – რა უნდა იცოდეთ

#OK! შავი მთვარე მშვილდოსნის ნიშანში გადავიდა – რა უნდა იცოდეთ

January 21, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები