• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! მედიცინის მაღალი რისკის ზონა 40-წლიანი გამოცდილება მეან-გინეკოლოგიაში

October 12, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

მედიცინის დარგი წარმოადგენს სფეროს, სადაც გამოცდილება, ემოციური სიმტკიცე და ღრმა პროფესიული ცოდნა თანაბრად მნიშვნელოვანია, თუმცა არსებობს სპეციალობები, რომლებიც კიდევ უფრო მეტ სიფრთხილეს, ყურადღებასა და სწრაფ რეაგირებას მოითხოვს. ერთ-ერთი ასეთი პროფესია მეან-გინეკოლოგიაა, რომელიც ქალის რეპროდუქციული ორგანოების და გინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოზსა და მკურნალობას ეხება. ჟურნალ OK!-ს რესპონდენტი კლინიკა „ჰერა 2011“-ის მეან-გინეკოლოგი, ქალბატონი ჟუჟუნა თალაკვაძეა, რომელიც უკვე 40 წელია ამ რთულ, თუმცა ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობის მქონე სფეროში მოღვაწეობს.

როგორია თქვენი პროფესიული გზა და გამოცდილება მედიცინის სფეროში, რა ნაბიჯებმა და შემთხვევებმა განსაზღვრა თქვენი კარიერა?

ქირურგიული პროფილი ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ჩემში, რის გამოც არასოდეს წარმომედგინა საკუთარი თავი მედიცინის სხვა მიმართულებაში. სამედიცინო განათლება საზღვარგარეთ მივიღე. სტუდენტობის პერიოდში აქტიურად ვიყავი ჩართული მეან-გინეკოლოგიის დარგში. ვსარგებლობდი ყველა იმ შესაძლებლობით, რაც პროფესიული განვითარების საშუალებას მაძლევდა. ვესწრებოდი წრეებს, ვამზადებდი რეფერატებს, ვმონაწილეობდი კონფერენციებში. 1985 წელს, სამკურნალო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, სპეციალიზაციის არჩევის შესარჩევ ეტაპზე საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო . 100 მსურველიდან მხოლოდ 30 შეარჩიეს, მათ შორის მეც. სწორედ მაშინ დავიწყე პროფესიული გზა მეან-გინეკოლოგიაში. საქართველოში 1989 წელს დავბრუნდი და 1991 წლიდან თბილისის სხვადასხვა კლინიკაში დავიწყე საქმიანობა. უკვე 40 წელზე მეტია, აქტიურად ვარ ჩართული ჩემს საყვარელ პროფესიაში. ვმუშაობ სამშობიარო სახლებში, ასევე, ბოლო 15 წელია კლინიკა „ჰერა 2011“-ში ვმოღვაწეობ.

 

 

„ჰერა 2011” მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელიც მრავალფეროვანი სამედიცინო სერვისებით გამოირჩევა. თქვენი აზრით, რა არის კლინიკის ყველაზე გამორჩეული, ძლიერი მხარე, რომელიც უნიკალურს ხდის მას სამედიცინო ბაზარზე?

კლინიკა „ჰერა 2011“ დაკომპლექტებულია პროფესიონალთა მაღალკვალიფიციური გუნდით. ექიმებს რეგულარულად, როგორც ყოველწლიურად, ასევე ყოველთვიურად მიეწოდებათ უახლესი მასალები, რომლებიც ქვეყნდება აშშ-ისა და ევროპის წამყვან მეან-გინეკოლოგიურ ინსტიტუტებში. ამ გზით უზრუნველყოფილია პროფესიული განვითარება და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი.

კლინიკა განსაკუთრებულ ყურადღებას უწყვეტ სამედიცინო განათლებას უთმობს, რაც, როგორც ექიმთა მზადყოფნაზე, ასევე მომსახურების ხარისხზე აისახება. სლოგანი „მხოლოდ პაციენტის ერთგულებით“ სრულად ასახავს კლინიკის მიდგომას და მის ღირებულებებს. ჩვენი პაციენტები რეალურად გრძნობენ იმ დამოკიდებულებას, რომელიც კლინიკის სამკურნალო საქმიანობას უდევს საფუძვლად. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კლინიკა „ჰერა 2011“ თავისი პროფესიონალიზმითა და სანდოობით გამორჩეულია. ის მართლაც უბადლოა ხარისხიანი და გულისხმიერი სამედიცინო მომსახურებით.

რას მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად ჯანსაღი და ეფექტური კომუნიკაციის მისაღწევად? როგორი უნდა იყოს ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა?

უპირველეს ყოვლისა, ექიმისთვის მნიშვნელოვანია უყვარდეს საკუთარი პროფესია და თავისი პაციენტი. ეს სიყვარული ქმნის იმ ფუნდამენტს, რომელზე დაყრდნობითაც ნამდვილი, გულწრფელი ურთიერთობა ყალიბდება. აუცილებელია პაციენტს ყურადღებით მოუსმინო და შეძლო მისი ტკივილისა თუ სიხარულის გაზიარება. არის მომენტები, როდესაც კონსულტაცია მხოლოდ კლინიკურ სიმპტომებსა და დიაგნოზზე საუბარს სცდება. პაციენტი პირად საკითხებზე საუბრობს, ემოციურ თანაგრძნობას და ადამიანურ სითბოს საჭიროებს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ორსულ ქალბატონებთან, რომელთა ემოციური მდგომარეობა ჰორმონული ცვლილებების ფონზე განსაკუთრებით ლაბილურია. როდესაც პაციენტი ექიმს მისთვის შინაურ ადამიანად აღიქვამს, შედეგიც სრულიად განსხვავებულია, ის დაცულობას გრძნობს და კმაყოფილია, რადგან კლინიკაში მოსული ადამიანები, პირველ რიგში, ექიმის დამოკიდებულებას გრძნობენ. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ჩემს პაციენტებთან დღემდე გულწრფელი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ისინი რჩებიან ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად როგორც მეგობრები და ადამიანები, რომელთა კეთილდღეობაც ჩემთვის მნიშვნელოვანია.

როგორ უმკლავდებით იმ კლინიკურ შემთხვევებს, რომლებიც სტანდარტულ სცენარს სცდება და განსაკუთრებული სიფრთხილე ან ანალიზი სჭირდება? გაქვთ თუ არა პროფესიული მეთოდოლოგია, რომელიც ასეთ სიტუაციებში გეხმარებათ?

მეან-გინეკოლოგია ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მქონე სპეციალობაა მედიცინაში. დარგი, სადაც ყოველი შემთხვევა შეიძლება გაუთვალისწინებელი აღმოჩნდეს. მშობიარობის პროცესს შესაძლოა ნებისმიერ წუთს რაიმე გართულება მოჰყვეს, რაც ექიმისგან სწრაფი და ზუსტი გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს. წამყვანი ფაქტორი ასეთ დროს ღრმა ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილებაა. მეან-გინეკოლოგის უმთავრესი ვალდებულებაა იზრუნოს როგორც დედის, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობაზე. პრაქტიკაში უამრავი ექსტრემალური შემთხვევა მქონია. სწორედ ასეთ გამოწვევებთან შეჭიდებისას ყალიბდება ნამდვილი პროფესიონალი ნებისმიერ საქმიანობაში. თითოეული რთული სიტუაცია შესაძლებლობას მაძლევს, თეორიული ცოდნა რეალურ კლინიკურ მოქმედებაში მოვიყვანო და წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება სწორად გამოვიყენო.

 

 

კლინიკა მუდმივი განვითარების გზას ეწევა. როგორ ხვდება და ერგება „ჰერა 2011“ სამედიცინო სფეროში მიმდინარე ცვლილებებს, მათ შორის ახალ რეგულაციებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს?

კლინიკა „ჰერა 2011“ განვითარებულ, ენთუზიაზმით სავსე სამედიცინო დაწესებულებას წარმოადგენს, რომელიც გამორჩეულია როგორც პროფესიონალი კადრებით, ასევე პროგრესულ ხედვაზე ორიენტირებული ხელმძღვანელი გუნდით. სწორედ მათი ერთობლივი ძალისხმევისა და დაუღალავი შრომის შედეგად, კლინიკამ წარმატებით მოიპოვა კანადის აკრედიტაცია, ერთ-ერთი უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტი, რაც კლინიკის სანდოობისა და ხარისხის მკაფიო მაჩვენებელია. „ჰერას“ სიამაყით შეუძლია თქვას, რომ ზედმიწევნით ასრულებს საქართველოში კანონით განსაზღვრულ ყველა რეგულაციას, რაც მისი სიძლიერისა და სამედიცინო ეთიკის კიდევ ერთი დასტურია. კლინიკა მუდმივად ეძებს ინოვაციურ კვლევით მიდგომებსა და მკურნალობის მეთოდებს, რომლებიც სრულ თანხვედრაშია სახელმწიფო პროტოკოლსა და თანამედროვე მედიცინის სტანდარტებთან. ეს უწყვეტი განვითარება და პროფესიული ზრდა განსაზღვრავს კლინიკის წარმატების სტაბილურობასა და მაღალი ხარისხის მომსახურების მუდმივ უზრუნველყოფას.

როგორ აღწერთ კლინიკის გუნდურობას – როგორია ურთიერთობა სხვადასხვა სპეციალისტსა და თანამშრომელს შორის?

ჩემთვის სამსახური მხოლოდ პროფესიული ადგილი არ არის, ჩემი მეორე ოჯახია. თანამშრომლებს შორის არსებული გულწრფელი ურთიერთობები აქცევს ამ სივრცეს ისეთ ადგილად, სადაც ყოველთვის მიხარია მისვლა.

თამამად ვაცხადებ, რომ კლინიკის კოლექტივში კოლეგიალობა, მხარდაჭერა და თანამშრომლობა უმაღლეს დონეზეა. ეს არის ის, რაც განაპირობებს როგორც პროფესიულ წარმატებას, ასევე ატმოსფეროს, რომელსაც პაციენტიც გრძნობს და აფასებს.

რას ურჩევდით ქალბატონებს, რომლებიც ეძებენ სანდო მეან-გინეკოლოგიურ მომსახურებას და როგორ შეუძლიათ მათ იზრუნონ თავიანთ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე?

ბოლო წლებში დაგეგმარებული ორსულობა ტენდენციური მოვლენაა, რაც ძალიან დადებითი ფაქტია, რადგან წინასწარ დაგეგმილი ორსულობა, სპონტანურისგან განსხვავებით, გაცილებით კეთილსაიმედო პროგნოზით ხასიათდება როგორც დედის, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობის კუთხით. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქალბატონებმა გაითვალისწინონ ის ფაქტორები, რომლებიც უშუალოდ ორსულობის პროცესზე ახდენენ გავლენას. ხშირია შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა პაციენტი კლინიკას მიმართავს და არანაირი ინფორმაცია არ აქვს, რომელიმე დაავადების გენეტიკური მემკვიდრე არის თუ არა. ასეთ დროს ფაქტის წინაშე ვდგებით და აღმოვაჩენთ ჯანმრთელობის ისეთ დარღვევას, რომელიც დროულ მკურნალობას საჭიროებს. გარდა ამისა, ქალები ხშირად სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობიან. ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც პაციენტები ერთმანეთში ცვლიან დაუსაბუთებელ და არაკვალიფიციურ რეკომენდაციებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალი მიმართავდეს მხოლოდ მისთვის სანდო, კვალიფიციურ ექიმს – ადამიანს, რომელსაც ენდობა. მხოლოდ პირად ექიმთან ჩამოყალიბებული გულწრფელი, პროფესიულად სწორად მართული კომუნიკაცია უზრუნველყოფს უსაფრთხო ორსულობასა და დადებით შედეგს.

ტექსტი: ანო ბუხრაშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ბელუგა – ელეგანტურობის სიმბოლო მონტენეგროდან
ინტერვიუ

#OK! ბელუგა – ელეგანტურობის სიმბოლო მონტენეგროდან

October 12, 2025
#OK! Best Achievement 2025 DEVELOR – საქართველომ მთავარი პრიზი მოიპოვა
OK! News

#OK! Best Achievement 2025 DEVELOR – საქართველომ მთავარი პრიზი მოიპოვა

October 12, 2025
#OK! Gold Market  თქვენი ბრწყინვალების ისტორიის დასაწყისი
ინტერვიუ

#OK! Gold Market თქვენი ბრწყინვალების ისტორიის დასაწყისი

October 12, 2025
#OK! ჩემი მიზანია, ქართულ ბაზარზე ახალი სტანდარტი დავამკვიდრო და მხარი დავუჭირო პროფესიონალ შეფმზარეულებს – მათე ხვიჩიასთან
ინტერვიუ

#OK! ჩემი მიზანია, ქართულ ბაზარზე ახალი სტანდარტი დავამკვიდრო და მხარი დავუჭირო პროფესიონალ შეფმზარეულებს – მათე ხვიჩიასთან

October 12, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Men – ბუკა თოლოდავა

#OK! Men – ბუკა თოლოდავა

September 6, 2024
#OK! ჯადოქრები დაბრუნდნენ – „Practical Magic 2“- ის გადაღებები დაიწყო

#OK! ჯადოქრები დაბრუნდნენ – „Practical Magic 2“- ის გადაღებები დაიწყო

July 19, 2025
#OK!  როგორ ვატაროთ სპორტული სამოსი ეფექტურად – გვასწავლის ტინა კუნაკი

#OK! როგორ ვატაროთ სპორტული სამოსი ეფექტურად – გვასწავლის ტინა კუნაკი

May 10, 2021
#OK! აგვისტოს თვის ასტროლოგიური პროგნოზი

#OK! სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

September 3, 2022

კვირის ჰიტები

#OK! მედიცინის მაღალი რისკის ზონა  40-წლიანი გამოცდილება მეან-გინეკოლოგიაში

#OK! მედიცინის მაღალი რისკის ზონა 40-წლიანი გამოცდილება მეან-გინეკოლოგიაში

October 12, 2025
#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან

#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან

October 10, 2025
#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

October 7, 2025
#OK! არა სენს არსენისაგან  ცხოვრება აქ და ახლა – არსენ გვენეტაძე

#OK! არა სენს არსენისაგან ცხოვრება აქ და ახლა – არსენ გვენეტაძე

October 12, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები