• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! კულტურა

„ყველაფერს გავიღებდი მასთან კიდევ ერთი ცეკვისთვის“- რობერტ რედფორდს მსახიობი ქალები ემშვიდობებიან

September 17, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ჰოლივუდის ლეგენდას, რობერტ რედფორდს, რომელიც  16 სექტემბერს გარდაიცვალა, პარტნიორი მსახიობი ქალები ემშვიდობებიან.
დემი მურმა, რომელიც რედფორდის პარტნიორი იყო 1993 წელს გადაღებულ ფილმში „უხამსი წინადადება“, სოციალურ ქსელში ფილმიდან ერთ-ერთი სცენა გამოაქვეყნა, სადაც მათი გმირები ნელ ცეკვაში ერთმანეთს ერწყმიან.

 

„მსოფლიომ დაკარგა გამორჩეული მსახიობი, რეჟისორი, მეუღლე, მამა და მეგობარი დაკარგა. რობერტის მემკვიდრეობა სამუდამოდ იცოცხლებს და მე გულში სამუდამოდ შევინახავ უამრავ მოგონებას, რომლებიც მასთან მაკავშირებს. ყველაფერს გავიღებდი მასთან კიდევ ერთი ცეკვისთვის“, — აღნიშნა მსახიობმა.

ძველ მეგობარს მსახიობი ბარბრა სტრეიზანდიც გამოეთხოვა. ისინი ერთად თამაშობდნენ სიდნი პოლაკის 1973 წლის მელოდრამაში „ორი გულის შეხვედრა“, რომელიც ექვს „ოსკარზე“ იყო ნომინირებული.
„ფილმის „ორი გულის შეხვედრა“ გადაღების ყოველი დღე ამაღელვებელი, დაძაბული და სიხარულით სავსე იყო. ჩვენ ისეთი განსხვავებულები ვიყავით: ის ცხენების სამყაროდან მოდიოდა, მე კი მათზე ალერგია მქონდა, მაგრამ მაინც ვცდილობდით ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო, როგორც ფილმის გმირები. ბობი ქარიზმატული, ჭკვიანი, ენერგიული, საინტერესო და ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი იყო. ბოლოს, რომ ვნახე, სადილზე მოვიდა, ხელოვნებაზე ვისაუბრეთ და ერთმანეთს ჩვენი პირველი ნახატები ვაჩუქეთ. მე უზომოდ მადლიერი ვარ, რომ მასთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა მომეცა“, — დაწერა ბარბარამ.

 

მია ფეროუ, რომელიც ფილმში „დიდებული გეტსბი“ რედფორდის გმირის საყვარლის როლს ასრულებდა, გულწრფელად აღიარებდა, რომ რედფორდის მოხიბვლას უშედეგოდ ცდილობდა და მისგან უმცირეს ყურადღებასაც ვერ ეღირსა.

 

„მე კინოში გადაღებას მასთან სასიყვარულო როლების გამო ვაგრძელებ“ – ამბობდა მსახიობი ჯეინ ფონდა რობერტ რედფორდზე. პირველად ისინი 1960 წელს რომანტიკულ კომედიაში „დიდი ამბავი“ გადაიღეს. მაშინ ჯეინს მთავარი  როლი ერგო, მისი პარტნიორი ენტონი პერკინსი იყო, ხოლო რობერტს მეორეხარისხოვანი როლი ჰქონდა, თუმცა 1966 წელს რედფორდმა და ფონდამ კრიმინალურ დრამაში „დევნა“ მთავარი გმირები განასახიერეს. მათი პარტნიორი იმ დროის ლეგენდარული მარლონ ბრანდო იყო.

 

რობერტ რედფორდი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმას სპორტის სიყვარულს უმადლოდა. სკოლაში ბეისბოლითა და ჩოგბურთით იყო გატაცებული, 15 წლის ასაკში კი კასკადიორობა სურდა და Warner Bros-ის სტუდიას საკუთარი მომსახურებაც კი შესთავაზა. კომპანიამ მოზარდს უარი უთხრა, მაგრამ მომავალი ვარსკვლავი ამას არ შეუშინებია. ის ალტერნატიული კასკადიორი გახდა – ქალაქის კედლებზე დადიოდა, ვერტმფრენიდან ხტებოდა და ქუჩებში ავტომობილებით რბოლებს აწყობდა, შემდეგ კი ჰოლივუდი დაიპყრო და ცნობილი მსახიობი გახდა.

 

„პატარა კერძო თვითმფრინავში ვიჯექი, რომელიც სანტა-ფედან სანტა-როსაში მიფრინავდა, როდესაც ძრავა გაფუჭდა. ძრავის ხელახლა ამუშავებას ცხრა წუთი დასჭირდა. ამ ცხრა წუთში ყველაფერი გამოვცადე და საბოლოო კითხვამდე მივედი – როგორი იქნებოდა ეს? მაგრამ ვერ გავიგე.. დღემდე არ ვიცი“ – რობერტ რედფორდი.

ასევე გაეცანი

#OK! 2026 წლის გრემის დაჯილდოების ყველაზე კაშკაშა კაბები
OK! News

#OK! 2026 წლის გრემის დაჯილდოების ყველაზე კაშკაშა კაბები

February 2, 2026
#OK! ჰოლივუდის 10 ტრაგიკული სიყვარულის ისტორია
OK! News

#OK! ჰოლივუდის 10 ტრაგიკული სიყვარულის ისტორია

February 1, 2026
#OK! ალ პაჩინო და რობერტ დე ნირო – 50 წლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა
OK! News

#OK! ალ პაჩინო და რობერტ დე ნირო – 50 წლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა

January 31, 2026
#OK! საგრადა ფამილია – 143 წლიანი მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა
OK! News

#OK! საგრადა ფამილია – 143 წლიანი მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა

January 30, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! საქართველოს პრეზიდენტი: ქართული კულტურა ჩვენი მაცოცხლებელი ძალა და ენერგიაა

#OK! საქართველოს პრეზიდენტი: ქართული კულტურა ჩვენი მაცოცხლებელი ძალა და ენერგიაა

April 15, 2024
#OK! კიბერ გალაკტიონი – გაციფრულებული ხელოვნება და გაცოცხლებული ბოტები

#OK! კიბერ გალაკტიონი – გაციფრულებული ხელოვნება და გაცოცხლებული ბოტები

December 10, 2021
#OK! ოკეანის მიღმა – პროფესიული ზრდისა და მიღწევების ისტორია  კესო მუმლაძის ამბავი

#OK! ოკეანის მიღმა – პროფესიული ზრდისა და მიღწევების ისტორია კესო მუმლაძის ამბავი

March 13, 2025
#OK! “მათ ფული უნდათ და ამიტომ მიჩივიან” – ალეკ ბოლდუინი გარდაცვლილი ჰალინა ჰატჩინსის საქმის შესახებ საუბრობს

#OK! “მათ ფული უნდათ და ამიტომ მიჩივიან” – ალეკ ბოლდუინი გარდაცვლილი ჰალინა ჰატჩინსის საქმის შესახებ საუბრობს

March 9, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ვიქტორია ბექჰემი საკუთარი ბრენდის – Victoria Beckham-ის სათვალის სარეკლამო კამპანიის სახე პირველად გახდა

#OK! ვიქტორია ბექჰემი საკუთარი ბრენდის – Victoria Beckham-ის სათვალის სარეკლამო კამპანიის სახე პირველად გახდა

January 30, 2026
#OK! ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ითამაშებს

#OK! ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ითამაშებს

January 30, 2026
#OK! 3 თებერვლის სავსემთვარეობა – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

#OK! 3 თებერვლის სავსემთვარეობა – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

January 28, 2026
#OK! Adidas ბობ მარლის პატივსაცემად სპორტულ ფეხსაცმელს გამოუშვებს

#OK! Adidas ბობ მარლის პატივსაცემად სპორტულ ფეხსაცმელს გამოუშვებს

February 3, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები